პირველი მცნება მეორე ნაწილი .

_commandments handed to moses

მაშ ასე,  ვაგრძელებთ დეკალოგის პირველი მცნების განხილვას.  წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ სიტყვები „მე ვარ უფალი ღმერთი შენი“ ,  დღეს კი შევუდგეთ დანარჩენი სიტყვების განხილვას  (გამ.20:2),  „რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.“  რას ნიშნავდა მონობის სახლიდან გამოყვანა? იცით მრავალი რაბინი ამბობს: ებრაელები გამჩენს რომ არ გამოეყვნა ეგვიპტიდან, დღეს არ იარსებებდა ისრაელი, რადგანაც ისრაელის ერი ნელ-ნელა განადგურდებუდა ან ასიმილირდებოდა, იქ მყოფი  ხალხი  რომლებიც ისმენდნენ ამ სიტყვებს  მიხვდნენ,  რომ ერთადერთი ვინც ისინი იხსნა განადგურებისაგან – ეს ღმერთი იყო,  და რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ ამისათვის და ვერც ვერაფერს გააკეთებდნენ თავიანთი ძალებით. ფაქტიურად გამჩენი პირველი მცნებით ჩვენ გვეუბნება რომ მადლით ხართ დახსნილლებიო! ძალიან მომწონს ერთ-ერთი თეოლოგის მოსაზრება,  რომელიც ამბობს რომ ღმერთი ჩვენ პირველი მცნებით სახარებას გვამცნობს!  და რა არის სახარების არსი თუ არა მადლით გადარჩენა? მინდა გავაცნობიეროთ ეს მომენტი ძვირფასებო,  ეს მცნება არა მხოლოდ მაშინდელი ისრაელისათის იყო,  არამედ დღესაც მთელ კაცობრიობას ეკუთნის. მინდა რომ კარგად გავიგოთ თორით -(რჯულით) გადარჩენა არასდროს ყოფილა, არც თანახის  (ძველ აღთქმის) პერიოდში  და არც ახლა, ახალი აღთქმის პერიოდში. თავად გამჩენი ამბობს : (2რჯ.7-9 )
იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;

არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

ეს ადგილი ნათლად ადასტურებს, რომ ღმერთმა ისრაელი მადლით გადაარჩინა, საერთოდ მიმაჩნია დიდი უგნურებაა როდესაც ადამიანები ამბობენ ახლა მადლის ეპოქაში ვცხოვრობთო. პირველ  მცნებაში გამჩენი გადმოგვცემს რწმენის გასაღებს, რადგანც იქ მყოფები ნათლად  მიხვდნენ და ირწმუნონ,  რომ ვინც მათ ელაპარაკებოდა სწორედ ის ღმერთია,  ვინც ისინი გამოიყვნა  ეგვიპტიდან.  ეგვიპტე ივრითულად არის „მიცრაიმი“ ( რაც ნიშნავს  ვიწრო,  ზეწოლის ადგილს ). ებრაული ტრადიცია გადმოგვცემს,  რომ ეგვიპტე თავისი არსით ვიწროა  და ადამიანზე ზეწოლის ადგილია,ესეთი განმარტება მოდის ეგვიპტის გეოგრაფიული გარემოებებით ის ვიწრო და გრძელი ნილოსის გაწსვრივ არის განლაგებული. ხოლო   სულიერი მნიშვნელობით ადამიანი ამ ზეწოლის ქვეშ არის ცოდვების გამო, ის შევიწროვებულია,  ამიტომაც მას მიცრაემს ეძახიან. აქედან გამომდინარე,  ეგვიპტიდან გამოსვლა ყოველთვის აღიქმებოდა როგორც  სხვადსხვა შემავიწროებელი გარემოებებიდან გამოსვლა, როგორც ფიზიკური გამოსვლა ასევე ფსიქოლოგიური,  ემოციური გამოსვლა. როდესაც ადამიანი პირველ ადგილზე აყენებს მატერიალურ კეთილდღეობას, როგორიცაა ფული, ძვირიანი მანქანა და ასე შემდეგ…. ის ამით თავის თავს კეტავს მიცრაიმში – ეგვიპტეში, ზღუდავს თავის თავისუფლებას  მატერიალური ჩარჩოებით,  რომლებიც ხელს უშლიან განახორციელონ გამჩენის მოწოდება თავიანთ ცხოვრებაში.

მაშ ასე,  ეგვიპტიდან გამოსვლა ეს არის განთავისუფლება ყველაფერ იმისაგან,  რაც ადამიანს უშლის თავისი მოწოდების შესრულებაში. ყველა ჩვენთაგანი უნდა გამოვიდეს ჩვენი პირადი ეგვიპტიდან. ჩვენ უნდა დავთანხმდეთ გამოსვლას,  ხოლო გამოყვანით კი თავად ღმერთს გამოვყავართ. თუ გახსოვთ მე სულ ადრე ვთქვი,  ათ  მცნებას რომ ჩავწვდეთ ჩვენ უნდა ვიყოთ სულით ღარიბნი, აი ახლა კი დადგა დრო განგიმარტოთ რატომაა  იესოს წარმოთქმული ქადაგება მთაზე  იგივე ათი მცნების განმარტება ( მათ. 5:3)
“ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია  ცათა სამეფო. ეს იგივე შინაარსის სიტყვებია { გამ.20:2} “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე  ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. პირველი  მცნება მოგვიწოდებს ცოდნისაკენ რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღმერთია, რომელსაც ძალუძს ჩვენი ეგვიპტიდან გამოყვანა.  აგრეთვე ჩვენ ვთქვით,  რომ ყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი ეგვიპტე ანუ მდგომარეობა,  რომელიც ხელს გვიშლის ღმერთის მიერ დაგეგმილ ჩვენდამი ნების აღსულებაში, და ისიც აღვნიშნეთ,  როგორც მაშინ ისრაელმა გაიგო მცნების მეშვეობით რომ თავისით ისინი ვერანაირად ვერ დააღწევდენ თავს ეგვიპტეს, ასევე ვერცერთი ჩვენგანი დღესაც ვერ დავაღწევთ თავს  ჩვენი ეგვიპტის მონობისაგან. ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია ვაღიაროთ,  რომ უძლურნი ვართ და სწორედ ეს მდგომარეობაა სულით ღარიბი, რომელიც  აცნობიერებს რომ მას არაფერი არ შეუძლია და მთლიანდა ღმერთზეა მისი გადარჩენა დამოკიდებული, და აი აქ იმალება იმ მადლის გასაღები უდაბნოში. ებრაელები მთლიანდ ღმერთზე იყვნენ დამოკიდებული და იესოს სიტყვებიც სწორედ ამაში მდგომარეობდა,  დაუბრუნდით სულიერ უდაბნოს,  სადაც თქვენ მარტო ღმერთზე იქნებით დამოკიდებული და სწორედ სულით ღარიბის მდგომარეობით  შეიცნობთ პირველი მცნების მოქმედებას. უდაბნოში მოსეს დროს ებრაელებმა თავისი თვალით იხილეს და ამიტომაც მათთვის ადვილი იყო პირველი მცნების გააზრება. მაგარმ ქრისტეს დროს მრავალი თაობა იყო შეცვლილი და მათთვის ეს უფრო რთული იქნებოდა,  რომ არა ისეთი რამ, რასაც ებრაული ტრადიცია ასწავლის ფესახის -( პასექის ) დროს,  რომელსაც ებრაელები ყველა წელს აღნიშნავენ. რაბინები ასაწვლიდენ რომ:თითოულმა ებრაელმა ისე უნდა აღნიშნოს პასექი რომ უშუალოდ თვითონ იყო ეგვიპტის მონობაში და ამ პასექზე მოხდა მისი განათავისუფლება. ათი მცნების პირველი მცნება გვეუბნება ფესახზე (პასექზე), როგორც იმ დროს ეგვიპტეში,  ასევე გოლგოთაზე მოტანილი სრულყოფილ ფესახზე და ეს რომ მიიღო მადლით, ამისათვის ცოდნაა საჭირო,  ცოდნას მოყვება რწმენა ხოლო რწმენას მოყვება მადლის ძალა (რომ.10:17)
ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.

(ეფს.2:8) და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;  აი სწორედ ესაა  სულით ღარიბი რომლისთვისაც არის განკუთვნილი ცათა სამეფო,  ცათა სამეფოში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ  ზეცა, არამედ  ცათა სამეფოს ის კონსტიტუცია,  რომლის გამავრცელებელიც იქნება სულით ღარიბი ადამიანი. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით,  როდესაც სხვა მცნებების განმარტებებს შევუდგებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ კავშირზე ათ მცნებასა და ქრისტეს მთაზე ქადაგებაზე,  ახლა დავუბრუნდეთ ისევ პირველ მცნებას.

მაშ ასე,  პირველი მცნება კატეგორიიდან სიყვარული ღმერთისადმი გვეუბნება მივიღოთ იდეა,  რომ გამჩენი მართავს თავისივე შექმნილ სამყაროს. ყოვლად ძლიერმა ისრაელის შვილები გამოიყვანა ეგვიპტის მონობისაგან,  რომელიც ორასი წელი გრძელდებოდა.   პირველი მცნება იწყება  სახარებისა და მადლის უწყებით,   თუ როგორ იხსნა ღმერთმა და გამოიყვანა თავისულებაზე ისრაელი, ამ მცნებაში არაფერი აკრძალვა არაა! მაგარმ მიგვითითებს ცოდნისაკენ და რწმენისაკენ. ის გვეუბნება ზუსტად მადლზე და გვიხსნის,  რომ მცნებები არა გადასარჩენადაა  მიცემული, არამედ უკვე დახსნილ ხალხის გადმოეცა . თორის (რჯულის) თანახმად ჯერ მადლი და არა საქმეებით,  რათა არ დაიკვეხნოს ვინმემ!  ხოლო შემდეგ მცნებების დაცვა, რათა რწმენამ მიაღწიოს  სრულყოფილებას. ადამიანმა ჯერ ღმერთი უნდა შეიძინოს როგორც ერთადერთი მხსნელი.  ხოლო შემდეგ გაიცნოს ის როგორც კანონმდებელი, დასაწყისში მონობისგან დახსნა,  შემდეგ კი თავისუფლების და სრულყოფილების  თორა (რჯული),  რომელსაც უნდა ჩაწვდომა როგორც ამბობს მოციქული. ჯერ განთავისუფლება,  შემდეგ კი შეგონება მცნებებით თუ როგორ იცხოვრო. გადარჩენა ეს არის შესავალი გამჩენთან ურთიერთობებში. ხოლო მის ძალაუფლებაში სიარული ეს არის მიიღო მისი მეფობა ანუ მისი კონსტიტუცია – თორა,  რჯული . {ეფეს. 2:8-10}
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის,  არამედ ღვთის ნიჭია,

არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,

ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

მაშ ასე,  როდესაც გავიცნობთ ღმერთს და ვიღებთ დახსნას, ჩვენ ვიგებთ რომ ქრისტე იესოში ვართ შექმნილები კეთილი საქმებისათვის,  რომელიც მან წინსაწარ გაგვიმზადა,  როგორ განვსაზღვროთ   რა არის კეთილი საქმეები ?

სწორედ რომ უფლის მცნებების მეშვეობით, უფლის თორა (რჯული ) არის ერთადერთი საზომი სამართლიანობისა და ზნეობრიობის განმსაზღვრელი!

მაშ ასე რას მიგვითითებს პირველი მცნება ?

მხოლოდ და მხოლოდ რწმენაზე,  ეს რწმენის მცნება, რომლის გარეშე ღმერთთან ვერ მივალთ. უნდა გვწამდეს რომ ღმერთი არსებობს!  არა იმ გაგებით თითქოსდა ღმერთი არ არსებობდა, ჩვენ უნდა გავიგოთ რომ იმ დროს ათეისტები არ არსებობდა.  ჩვენ უნდა ვირწმუნოთ  ისეთი ღმერთი,  რომელიც მოქმედებს და რომლისათვის სულერთი არაა კაცობრიობა,  და რომელიც მწყალობელი ღმერთია. უნდა გვწამდეს რომ ის ერთადერთია რომელიც მართავს სამყაროს და რომელსაც ძალუძს და სურს ჩვენი დახსნა.

სწორედ  პირველი მცნების განმარტებას იძლევა დავით მეფე თავის პირველ ფსალმუნში :
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას,  და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. უღმერთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისაგან აღგვილს.ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი – მართალთა კრებულში. რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი წარიხვეტება.

 

სულით ღარიბი სწორედ ის პიროვნებაა,  რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და არ ზის ავყიათა წრეში. ის უკვე დახსნილია მადლის მეშვეობით და მას ამის სურვილიც კი არა აქვს,   უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და სწორედ ცათა სასუფეველი ანუ იგივე ღმერთის კონსტიტუცია არის მისი ცხოვრების თანხმლები ნიშანი,  რომ ის ღმერთს ემსახურება არა გადასარჩენად, არამედ იმიტომ რომ ის უკვე გადარჩენილია!

მაშ ასე ჩვენ დავამთავრეთ პირველი მცნების განხილვა,  რომლის არსი არის  რომ ჩვენ ის უნდა გავიცნოთ რწმენის მეშვეობით რომელიც არის სულით ღარიბის მდგომარეობა!

შემდეგში უკვე განვიხილავთ მეორე მცნებას. გაგრძელება იქნება. . .
მადლობა  ყურადღებისათვის!
ავტორი –  გიორგი ჯიჯიეშვილი