ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმში დაარსდა 1980 წელს, რომელმაც აღიარება მოიპოვა თავისი ბიბლიური მნიშვნელობის და ებრაელ ხალხთან უნიკალური კავშირის გამო.

დღესდღეობით ICEJ წარმოადგენს მილიონობით ქრისტიანს, ეკლესიებს და სხვადასხვა დენომინაციებს ისრაელის ერში.

ჩვენ ვაღიარებთ, ისრაელის აღდგენას და გვჯერა, რომ ღმერთი ერთგულად უნარჩუნებს თავის ძველ აღთქმას ებრაელებს.

ჩვენი ძირითადი მიზნებია:

* ისრაელის მხარდაჭერა და მასთან მეგობრობა.

* მსოფლიოს ეკლესიების აღჭურვა და სწავლება ისრაელთან დაკავშირებული ღმერთის განზრახვების შესახებ .

*გააქტიუროს შერიგების ხმა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის, ხელი შეუწყოს ეკლესიების შეკრებებს წმინდა მიწაზე.

მისი სათაო ოფისი არის იერუსალიმში. ICEJ შევიდა 140-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ფილიალები გახსნა 80-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენი ხედვა:

*ისრაელის საზოგადოების ყველა სეგმენტამდე მიაღწიოს ქრისტიანების სიყვარულმა;

*მივაღწიოთ იმას, რომ ეკლესიები და მორწმუნეე-ბი ყოველი ერიდან გვერდში დაუდგნენ ისრაელს.

ქრისტიანული საელჩო არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ დენომენაციას და მისი საქმიანობა ხორციელდება მისი წევრების და მსოფლიოს მასშტაბით შეძენილი
მეგობრების მიერ შემოწირული თანხით.

გეპატიჟებით რომ შემოგვიერთდეთ, როგორც ჩვენ ვემსახურებით  ისრაელს და ებრაელ ხალხს, თქვენც დაგვეხმაროთ და მხარში ამოუდგეთ ჩვენს ორგანიზაციას. თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი დათესოთ თქვენი ფინანსები ღმერთისთვის სათნო საქმეში და მოიმკათ კურთხევით, რადგან ღმერთი აბრაამის, ისააკისა და იაკობისა
აღთქმას უდებს აბრაამს და მასში, მის შთამომავლობასაც, როგორც ხორციელ, ასევე სულიერ შვილებსაც, რომ აკურთხებს მის მაკურთხებელს და დაწყევლის მის მაწყევარს. უფალი იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე! მისი აღთქმები მოქმედია! აღმთქმელი კი
ერთგული, იგი თავისი სიტყვის უკან დგას და თვალყურს ადევნებს, რომ აღსრულდეს იგი, რადგან ღმერთი კაცი არ არის თქვას და არ გააკეთოს.

თითოეული ქრისტიანი, ვინც რწმენით აბრაამის ძედ იწოდება, შესაძლოა არც ისრაელში დაბადებულა და არც თვალით
უხილავს აღთქმული მიწა, მაგრამ იგი რწმენით ებრაელია უფლის თვალში. მოდით დავუდგეთ გვერდში ისრაელს, ღმერთის რჩეულ ერს, ხალხს რომლის წიაღშიც იშვა ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე!

ბიბლია ამბობს, რომ ვინც საჭიროებაში მყოფს ეხმარება სესხს აძლევს
უფალს, უფალი კი არასდროს არავის არ რჩება ვალში!

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!

ანგარიშის ნომერი:

GE57TB7043136080100017 (ლარი)

GE74TB7043136180100018 (დოლარი)