მთელი მსოფლიოს ქრისტიანები მიმართავენ საერთაშორისო ქრისტიანულ საელჩოს იერუსალიმში, რათა გაიგონ ჩვენი მოსაზრებები ისრაელის სწრაფი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამაზე კორონავირუსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით mRNA-ს ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით (RNA მესინჯერი). ზოგს აქვს სერიოზული შიში, რომ ისრაელის ხალხმა შეიძლება გაუცნობიერებლად ჩაიგდოს თავის დიდ საფრთხეში, ზოგს კი უფრო მეტად აწუხებს სპეკულაციური თეორიები იმის შესახებ, რომ ისინი ეშმაკის მახეში ებმებიან „უკანასკნელ დღეებში“.
ისრაელის პასუხი უპრეცედენტო კრიზისზე
უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, უპრეცედენტო ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას იმ მომავკდინებელი ვირუსით, რომელმაც მსოფლიოში 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოიცავს დაახლოებით 6000 ებრაელის სიკვდილს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, რაც ექვსჯერ მეტია ვიდრე პალესტინის მეორე ინდიფატაში 5 წლიანი სასტიკი ტერორიზმის დროს. გარდა ამისა, კორონავირუსის იზოლაციამ სერიოზული ზიანი მიაყენა ისრაელის ეკონომიკას, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც მთლიანად შეჩერდა მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელის პარტიის ლიდერები ყველა ხაზში შეთანხმდნენ ამ საკითხის სწრაფი ეროვნული რეაგირების საჭიროებაზე.
მთავრობის თავიდანვე სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებით, ისრაელი მისაბაძი გახდა მრავალი სხვა ქვეყნისთვის, დაწყებული დროული საკარანტინოთი და მოგზაურობების აკრძალვებით, რათა დაეცვა თავისი მოსახლეობა ვირუსისგან. ისრაელი ასევე წარმატებით ავითარებს კორონავისურის მკურნალობის ახალ მეთოდებს და კვლევამ აჩვენა პერსპექტიული შედეგები. ამრიგად, ისრაელში კორონავირუსით დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში (1%-ზე ნაკლები), თუმცა ინფექციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. საერთო ჯამში, ნეთანიაჰუს მთავრობის სწრაფი და ეფექტური რეაგირება ვირუსზე საყოველთაოდ აღიარა კონკურენტმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ისრაელის საზოგადოების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა.
ისრაელის გადაწყვეტილება გამოიყენოს mRNA ვაქცინები
ისრაელის ლიდერების გადაწყვეტილება, გამოიყენოს ახალი mRNA ვაქცინები, როგორც ვირუსისგან იზოლირების გზა, აშკარად გამოიწვია ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისმა, რომელსაც ხელი შეუწყო სიცოცხლის შენარჩუნების ებრაულმა ტრადიციამ და ისრაელის ზოგადმა დამოკიდებულებამ სამეცნიერო და ბიოსამედიცინო მიღწევების მიმართ. საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების მიერ 25 წლიანი პერსპექტიული კვლევა mRNA ვაქცინებზე და ადრეული დისკუსიები მთავრობასა და Pfizer Pharmaceuticals შორის, ისრაელის ლიდერებსა და სამედიცინო პროფესიონალებს დაეხმარა ეს სწრაფი გადაწყვეტილება მიეღოთ. კომპანია Pfizer-მა ჩაატარა ტესტირების მკაცრი სტადიები კორონას ახალი ვაქცინისთვის ადამიანებზე მოკლევადიანი გვერდითი ეფექტების გამო, ხოლო გრძელვადიანი გამოკვლევების ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ აშშ-ს ხელისუფლებამ იგი მოიწონა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“ და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად, ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა გაითვალისწინოს რისკები და გამოიყენოს mRNA ვაქცინა მისი მოსახლეობისთვის.
დღეს ისრაელი გახდა მხოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა: ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 90% ან ვაქცინირებულია ან გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი COVID19-დან გამოჯანმრთელების გამო. ჯერჯერობით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა 97%-ით წარმატებულია იმუნიზაციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ და სიკვდილიანობა ყველაზე დაუცველ ხანდაზმულ მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. მაისის ბოლოს ისრაელი მიზნად ისახავს მიაღწიოს „კოლექტიურ იმუნიტეტს“ და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, მოგზაურობის გარკვეული შეზღუდვები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ვირუსის ახალი მუტაციების ზემოქმედების შესამცირებლად. ისრაელი ასევე მზად არის გასცეს „მწვანე პასპორტები“ მათთვის ვინც აცრილ იქნა და გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს, რომ „მწვანე პასპორტის გარეშე“ მათ შეიძლება ჰქონდეთ დროებითი შეზღუდვები სოციალური აქტივობის არჩევანში.
ისრაელის უმეტესობა თანამშრომლობს მთავრობის ამბიციურ ვაქცინაციის პროგრამასთან და აქ სამედიცინო საზოგადოებაც მხარს უჭერს მას.
სიმართლისა და ჭორების დალაგება
ამასთან ერთად, მთელ მსოფლიოში ვრცელდება საგანგაშო ცნობები და თეორიები ისრაელის ვაქცინაციის პროგრამის შესახებ, რომლებიც შემდგომ განმარტებას საჭიროებს.
- მთავრობის მიერ დადგენილი ამჟამინდელი პოლიტიკა ისრაელის ვაქცინაციის შესახებ სიახლე არ არის, რადგან მსგავსი განკარგულება მიიღეს ისრაელში 1952 წელს, როდესაც ყველას აიძულეს აცრა მუცლის ტიფის წინააღმდეგ და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ ფულადი ჯარიმაც კი გამოიწვია.
- არსებობს მოსაზრებები, რომ ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბევრად აღემატება COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვს. ეს მოსაზრებები უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს ისრაელის ჯანმრთელობის მართვის ყველა ორგანიზაციის მონაცემები. ისინი ასევე აჩვენებენ, რომ ნაკლები ვაქცინირებული ადამიანი იღუპება და მათ, ვინც ჯერ კიდევ ინფიცირებულია ვირუსით, უფრო სუსტი სიმპტომები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც აცრილია.
- ისრაელი არ აპირებს გახდეს გამიჯნული ქვეყანა, რომელიც გაყოფს ხალხს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულებად. ისრაელში ყველას მაინც აქვს უფლება უარი თქვას ვაქცინაციაზე, თუმცა ეს შეიძლება ნიშნავდეს დროებით შეზღუდვას არჩევანზე, რომელიც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაადგილებასთან და სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებით.
- ზოგი ახალ „მწვანე პასპორტს უკავშირებს გამოცხადების წიგნში მოხსენიებულ „მხეცის ნიშანს“ და იმასაც კი ამბობს, რომ ისრაელი ვაქცინის საშუალებით მიესალმება მათზე ანტიქრისტეს მმართველობას. საუკეთესო შემთხვევაში ეს სუფთა სპეკულაციაა. ვაქცინაციის პასპორტები (მაგალითად, ყვითელი პასპორტი საერთაშორისო მოგზაურობისთვის) უკვე ათწლეულებია არსებობს და აფრიკის ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ ყვითელი ცხელების და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინებით. გარდა ამისა, გამოცხადება 13-ის შესაბამისი მონაკვეთები ხაზს უსვამს მკრეხელურ ანტიქრისტიანულ პროგრამას, რომელიც გამოიწვევს „წმინდანებთან ომს“. პირიქით, ცხადია, რომ ისრაელის ვაქცინაციის პოლიტიკა არ შეიცავს რაიმე რელიგიურ და სულიერ მიზანს, გარდა სიცოცხლის გადარჩენისა.
დარჩენილი პრობლემები
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება, კითხვები და მიზეზები mRNA ვაქცინების გრძელვადიანი გვერდითი მოვლენების შესახებ და ხალხს სამართლიანად უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან. ჩვენ მივესალმებით ისრაელის მხარდაჭერას ამ თავისუფლებისადმი. ამასთან, ამ ვაქცინაცინების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ ჩვენმა ცოდნამ არ გაამართლა ისრაელის წინააღმდეგ კრიტიკული კამპანიების წამოწყება ან ისრაელის ლიდერების დადანაშაულება საკუტარი ხალხის წინააღმდეგ ბოროტ მოტივებში. უფრო მეტიც, ჩვენ მათთვის უნდა ვილოცოთ, რადგან ისინი ჯანმრთელობის უპრეცედენტო კრიზისში იმყოფებიან და ჩვენი ლოცვები უფრო მეტად სჭირდებათ.
გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მთელს მსოფლიოში ჯანმრთელობის ამ კრიზისის მასშტაბებმა და გავლენამ კარი გაუღო ერთობლივ გლობალურ ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი საფრთხე შეუქმნან დემოკრატიულ პროცესებს და აქვთ პოტენციალი გამოყენებულ იქნან მომავალი ანტიქრისტიანული და დისკრიმინაციული პროგრამებისთვის. ამასთან, ქრისტიანებმა არ უნდა იცხოვრონ კორონავირუსის შიშით და ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ვაქცინების შიშით. უფრო მეტიც, ჯანსაღი შიში უნდა გვქონდეს ღმერთის, რომელიც საბოლოო ჯამში განაგებს ჩვენს ცხოვრებასა და ბედს
(ესაია 8: 12-13).ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ. ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.
კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ილოცოთ ისრაელის ლიდერებისთვის ამ რთულ პერიოდში და ასევე ილოცოთ ჩვენთვის, როდესაც ვასრულებთ ჩვენს მოწოდებას, რომ დავდგეთ ისრაელთან და მხარი დავუჭიროთ მათ კრიზისულ პერიოდში. ლოცვა კურნავს და იცავს. ჩვენ ეს განვიცადეთ ჰაიფაში ჰოლოკოსტის გადარჩენილთა სახლში, რომელზეც მეტწილად არ უმოქმედია კორონავირუსს. ისრაელში ჯანდაცვის პროფესიონალები ამას „სასწაულს“ უწოდებენ ნებისმიერი მოხუცთა სახლისთვის. ამასთანავე, ილოცეთ ჩვენთვის, სანამ ვაგრძელებთ მთელი ისრაელისთვის მსახურებას, ამ არსებული გამოწვევების მიუხედავად.
მეტი ინფორმაციისთვის, ამ თემაზე იხილეთ ვებ-სემინარი ICEJ „ისრაელი და კორონას ვაქცინები“, რომელიც ცატარდა 2021 წლის 11 მარტს, რომლის მოდერატორი გახლდათ ICEJ-ის ოფიციალური წარმომადგენელი დევიდ პარსონი, მონაწილეობდა ასევე დოქტორი ზეევ ფელდმანი, შებას სამედიცინო ცენტრიდან, ადვოკატი კალევ მაიერსი ARISE-დან და ადგილობრივი პასტორი ისრაელ პოჩტარი.
უყურეთ ვებინარს ინგლისურად:
პარასკევი, 2021 წლის 12 მარტი
დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ-ის პრეზიდენტი