ჩრდილოეთ ამერიკის ორმოცდაათიანული და ქარიზმატული ეკლესიების ასოციაციის პრეზიდენტმა ჯეფ ფარმერმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ლოცვის საერთაშორისო დღეს და ასოციაციის ეკლესიებსაც მოუწოდებს, რომ 2015 წლის 4 ოქტომბერს შეუერთდნენ მილიონობით ქრისტიანს, რომლებიც ილოცებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამას გვამცნობს ქრისტიანული მეგაპორტალი www.invictory.com
“ისრაელის მშვიდობისთვის ლოცვა ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს”- აღნიშნა ჯეფ ფარმერმა, როდესაც მოუწოდებდა ასოციაციის წევრებს მონაწილეობა მიეღოთ ამ ლოცვაში (ასოციაციაში არის 480 000 ეკლესია და დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი).
ისრაელის მშვიდობისთის გამართული ყოველწლიური მსოფლიო ლოცვის ინიციატორი არის ევანგელისტი რობერტ სტერნსი და ჯეიკ ჰეიფორდი. 2002 წლიდან დაწყებული ოქტომბრის პირველ კვირას იმართება მსოფლიო ლოცვა მშვიდობისთვის ისრაელში. ლოცვის მოძრაობის საიტი გვამცნბს რომ წელს 175 ქვეყნიდან ნახევარი მილიონი ადამიანი შეუერთდება ამ ლოცვას.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზატორების საიტზე. http://molitvazaisrael.org/priglaichaem_k_uchastiy_v_molitve/