შენ ხარ კრავის სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი?

Tora!

 

 

მეგობარო, გინახავს თუ არა შენ თორას ძველი გრაგნილი?  ცნობილია კი შენთვის, რომ ოდითგანვე ებრაელი რაბინები თორას გრაგნილს უწოდებდნენ – გზას,ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს?“ ნაცნობი სიტყვებია, ხომ?

იოანეს 14:6 „იესომ თქვა: მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე…“

ნამდვილი გრაგნილი, ეპისტოლე, თორასი – ეს არის შედევრი  ღმერთის შთაგონებისა და ადამიანის შრომისა, ქმნილება, რომელიც აღაფრთოვანებს და აღელვებს გონებას!  თორას გრაგნილი მოიცავს თავის თავში მოსეს ხუთწიგნეულს, რომელიც დაიწერა ძველებრაულ ენაზე, მარჯვნიდან მარცხნივ, ყოვეგვარი სასვენი წერტილისა, მუხლებად დაყოფისა და დანომვრის გარეშე. იგი შედგება სამი ნაწილისგან: ორი ხის მოჩუქურთმებული სვეტისგან, რომელსაც ეწოდება: აცეი ხაიმ“ (რაც ზუსტად ნიშნავს:სიცოცხლის ხეს) და მათზე დახვეული ხუთწიგნეულის გრაგნილისგან, რომლის ბოლოებიც შეერთებულია ამ ხის სვეტებთან.

მაშ ასე, რატომ აქვს თორის ამ გრაგნილს ეს სახელწოდება: „გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება“ და რითია ეს დაკავშირებული უფლის სიტყვებთან, რომელნიც საკუთარ თავთან მიმართებაში თქვა? მოდით გავერკვეთ.

როგორც უკვე ვახსენეთ ზემოთ, თორას ხელნაწერი სამი ელემენტისგან, ნაწილისგან შედგება და ეს შემთხვევითობა როდია. ორი ხის სვეტი, რომლის მეშვეობითაც ეპისტოლეს შლიან თორას კითხვის დროს, ისე, რომ  არ შეეხონ ხელით გრაგნილის ფურცელს, თავის თავში ატარებს დიდ სულიერ მნიშვნელობას- ისინი ასახიერებენ ორ ხმალს ეზეკიელის წიგნიდან 37:15-19.

პირველი სვეტი, ანუ ხმალი იწოდება „გზად“, რადგან მისით იწყება უზენაესის თორას სიმდიდრის, სიბრძნისა და სიდიადის დიდებულ სამყაროში შემავალი გზა.

მეორე სვეტი, ხმალი იწოდება-„სიცოცხლედ“. თავად გრაგნილი კი რომელიც დამზადებულია კრავის ტყავისგან და რომელზეც წერია თორას წმიდა სიტყვები, იწოდება შეჭმარიტებად, რადგან შეიცავს ღმერთის მიერ ბოძებულ სწავლებასა და სიცოცხლის ინსტრუქციას.

მაშ ასე, შევხედოთ მიღებულ სურათს და განვმარტოთ თორის ნაწილების მნიშვნელობა: როდესაც შენ განუწყვეტლივ სწავლობ უფლისგან ბოძებულ ინსტუქციას-„ჭეშმარიტებას“- დაწერილს გრაგნილზე, რათა მართებულად მოექცე შენთვის ბოძებულ სიცოცხლეს, შენ ამით იძენ სიბრძნეს, რომელიც გიხსნის გზას სიცოცხლის კურთხევებისკენ, სიცოცხლის სიუხვისკენ და განიჭებს სრულ მშვიდობასა და სიხარულს სულიწმიდაში.

აი კიდევ შემდეგი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი.  თორას გრაგნილი გაკეთებულია 39 კრავის ტყავისგან და არის ყველაზე მაღალი და ძვირადღირებული მეთოდით დამუშავებული, ანუ საუკეთესო და შეერთებულნი არიან ერთმანეთთან სპეციალური ძაფით. ამ პერგამენტზე დაწერილია თორას ტექსტი, თანაც განსაკუთრებულ სვეტებად, რომელთაც ეწოდება „ფოთლები“. ახლა ყურადღება გავამახვილოთ წერლის სხვა ნაწილზე:

ეზეკიელი 47:12: „ მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე,საკვების მომცემი;არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი, ყოველ თვეს ინაყოფებს,რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები,მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი განსაკურნებლად.“

ეს მუხლი გვაფიქრებს ფოთლებზე, გამოცხადების წიგნიდან 22:2 „მისი ქუჩის შუაგულში მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა,რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს,ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს, ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.“

იგრძენით მსგავსება? საოცარია.! გამოდის,რომ „ფოთლები“ თორის ფურცლები, განკუთვნილია სამკურნალოდ,ხალხთა განსაკურებლად! როგორ ხდებოდა ისე, რომ აქამდე ვერ ვამჩნევდით ამას?!

მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი როდია. დამახასიათებელია ის რომ გრაგნილში დაწერილ მუხლების მწკვრივში  ყოველ სტროფს ეწოდება “ზოლი”. აი სიტყვა ზოლის რამოდენიმე სინონიმი ჩამოთვლილი “ბაბილონის” ლექსიკონში.

არსებითი სახელი – ზოლი: ხაზი, აშია, ზოლებიანი ქსოვილი, საკერებელი, ხასიათი, ტიპი, შოლტით დარტყმა, გაწკეპლა.

ზმნა: ზოლებით ავსება.

როგორ არ გავიხსენოთ ესაიას 53:5 ?!

მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი ,ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.“

როგორც ვიცით იეშუამ (იესომ) მიიღო 39 ჭრილობა. ჭრილობათა რაოდენობის გარკვევა საკმაოდ იოლია, რადგან თორის თანახმად დამნაშავეს 40-ამდე დარტყმა უნდა მიეღო, რაზეც მოწმობს მეორე რჯულის 25:3 „ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.“

ძველ ისრაელში მსჯავრდადებულს ყოველთვის ურტყამდნენ ერთით ნაკლებს, რადგან მცნების დარღვევის ეშინოდათ. ამ ფაქტს ამტკიცებს რაბინი შაული (მოციქული პავლე) მეორე წერილში კორინთელთა მიმართ 11:24 „იუდეველთაგან ხუთჯერ ვიგემე ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა..“ გამოდის 39. ეს სწორედ ტყავთა ის რაოდენობაა,რომლითაც თორის გრაგნილია შედგენილი, რომელზეც წერილში წერია, რომ ესაა ფოთლები ხალხთა განსაკურნებლად!        ჩვენთვის ცნობილია,რომ უფლის სხეული თითქმის მთლიანად დაფლეთილი იყო შოლტისგან. და ეს ნაფლეთები ანსახიერებენ  უზენაესის  თორას ფურცლებს. უფალი იეშუა (იესო) არის კიდევაც ხორცშესხმული თორა!

საოცარია, მაგრამ ეს კიდევ არ არის  სულიერი პარალელების დასასრული! თუკი თორის გრაგნილს მთლიანად გადავაბრუნებთ, ის ისე გამოიყურება, როგორც გრძელი, მიმდინარე მდინარე. უფალმა თქვა იოანეს სახარებაში 7:38 „ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები.“ რაშიც ნაგულისხმებია ულევი დინება თორის წმიდა მუხლებისა: უფლის სწავლებისა და სიცოცხლის ინსტრუქციისა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, ჯანმრთელობა და აყვავება.

აი კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: ებრაული ანბანი შედგება 22 ასოსგან, ადამიანის სხეულიც შედგება 22 ამინომჟავისგან და 22 ქრომოსომის კრებულისგან. რა საოცარი დამთხვევაა, ასე არაა?!  თუკი შეხედავ ადამიანის დნმ-ს მიკროსკოპით, გაოცდები გამაოგნებელი სანახაობით: ბევრჯერ გადიდებული მოლეკულები გამოიყურებიან როგორც ძველი ივრითულის ასოები! დაფიქრდი უბრალოდ, შენ ხარ ცოცხალი, მოსიარულე ნაწილი თორასი!

რომ შეგძლებოდა ძველივრითულად კითხვა, საკმარისი იქნებოდა შენთვის თვალები აგეპყრო ღამით ცისკენ, რათა დამტკბარიყავი უზენაესის თორას წაკითხვით, რომელიც მან   ვარსკვლავების ასოებით დაწერა ცის ფურცელზე. დაუჯერებელია! მართლაც რომ უფალმა თავისი სიტყვა ცის ზემოთ აამაღლა!

ფსალმუნი 137:2 „დავიჩოქებ შენი წმიდა ტაძრის წინ და განვადიდებ შენს სახელს შენი ჭეშმარიტებისა და წყალობის გამო,რადგან შენ აამაღლე სიტყვა შენი ყოველივეზე მაღლა,შენს სახელზე მაღლა..“

ოჰ, რა საოცარი და დიდებულია შენი სიტყვა-თორა, მარადისობის მეფეო!!!

მზად ხარ განაგრძო მოგზაურობა „სიმდიდრისა და სიბრძნის უფსკრულში უფლის ხელმძღვანელობით?“ მაშინ გავწიოთ, ახალი გამოცხადებისკენ!

იცი თუ არა,რომ შენს ფილტვებს დაფის ფორმა აქვს?დიახ-დიახ, სწორედ იმ ფიცრებს ჰგავს, უფალმა რომ აღვითქვა, რომ თავის სიტყვას დაწერდა მათზე, თავის თორას სწავლებებს-ყველა თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუქციებით. აი რას წერს პავლე ამაზე კორინთელთა მიმართ მეორე წერილში 3:3 „თქვენ აჩვენებთ,რომ ქრისტეს წერილი ხართ, მელნით კი არა ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფიქალზე, არამედ ხოციელი გულის ფიცარზე.“  აი კიდევ ერთი შესანიშნავი მუხლი ეზეკიელიდან 36:26-27

   „მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღარსრულოთ.“

გჯერა კი შენ მისი სიტყვის? თუკი ღმერთი დაგვპირდა, რომ ის რაღაცას გააკეთებს ე.ი აუცილებლად გააკეთებს, რადგან ის ერთგულია თავისი სიტყვის. მან მტკიცედ აღუთქვა თავის ხალხს, რომ ისინი  მისი გზებითა და მცნებებით ივლიან! და მის წესებს ისინი დაიცავენ და აღასრულებენ!  თუკი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი – შენი ღმერთია, და თუკი შენი, ველური ზეთისხილის ფესვების დამყნობა წარმატებით დასრულდა ბუნებრივი ზეთისხილის ფესვებზე, მაშინ უნდა გესმოდეს შენს გულში შენი მეფის ძახილი რომ დაუბრუნდე მისი სიტყვის, ჭეშმარიტების, მორჩილების გზას, რომელიც არის თორა –  შენი ბიბლიის პირველი 5 წიგნი!

თუკი შენ ნამდვილად მისი შვილი ხარ, შენ ამოიცნობ შენი მწყემსის ხმას, რომელიცგიხმობს: დაბრუნდით გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს საგვარეულოდან და მოგიყვანთ სიონში. დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.“ იერემია 3:14-15

არ ვიცი შენ როგორ, მაგრამ პირადად მე ეს საოცარი გამოცხადებები სიხლს მიდუღებს და სულს მიღელვებს! ჩვენმა მეფემ იეშუამ (იესომ) გვიბოძა საკუთარი გული-თავისი სწავლებები და სიცოცხლის ინსტრუქცია: გზა, რომელზე სიარულიც თავიდანვე მცნებად დაგვიდო.  თორა ღმერთის სამეფოს კონსტრუქციაა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს 613  სიცოცხლის ფასდაუდებელ პრინციპს გამოსყიდული მორწმუნისათვის, რომელნიც დაიცავენ და შეინარჩუნებენ მას სიცოცხლის გზაზე. იუდეური ტრადიციით თითოეულ ამ პრინციპს „ჩვევა“ ჰქვია. მეგობარო, ჩვენ არ ვირჩევთ როგორი იქნება ჩვენი მომავალი, ჩვენ უბრალოდ ვირჩევთ ჩვევებს, ხოლო ჩვენი ჩვევები ქმნიან ჩვენს მომავალს.

გახსოვს როგორ გამოვიდა დავითი გოლიათის წინააღმდეგ 5 ქვით, რომელნიც მწყემსის ჩანთაში ჩადო და უარი თქვა მისთვის შეუფერებელ სამოსზე, რომელიც საულმა შესთავაზა? 1მეფეთა 17:38-40 „შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით,თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემდან და იწყო სიარული,რადგან ნაჩვევეი არ ყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული. რადგან არ ვარ ნაჩვევი და მოიხსნა ისინი დავითმა. აიღო ხელში თისი კომბალი, გამოარჩია 5 რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა და გავიდა ფილისტიმელთან.“ ეს ხუთი ქვა, რომელმაც მტერს თავი გაუპო (იხილეთ აგრეთვე დაბადების 3:15) ანსახიერებს თორას ხუთ წიგნს: დაბადებას, გამოსვლას, ლევიტელებს, რიცხვსა და მეორე რჯულს!

 1მფეთა 17:37 :“თქვა დავითმა:უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!“

შენს დავითის მსგავსად დაამარცხებ ყველა „მტერს“ შენს ცხოვრებაში-რაც არ უნდა იყოს ეს, მიუხედავათ მისი მოცულობისა, თუკი შეიმოსები ჭეშმარიტების სამოსით – თორის ჭეშმარიტებით, რომელიც შეკერილია ჩვენთვის ყოვლისშემძლე შემოქმედისგან და არა ადამიანისგან!

2155169_original leis-universais

 

რა ვთქვათ იმ ხუთ პურზე, რომლითაც უფალმა დააპურა  თავისი 5000 მშიერი მიმდევარი?.. სრული სიმართლეა! ისინიც ანსახიერებდნენ სიცოცხლის პურს-დაბადებას, გამოსვლას, ლევიტელტა წიგნს, რიცხვთა წიგნსა და მეორე რჯულს. შენ ამ ყოველივეს ისევ უბრალო დამთხვევად მიიჩნევ?

მიზეზი, რის გამოც მრავალ ჩვენგან თორას გაგებისას პრობლემები აქვს, ისაა, რომ თორა სულიწმიდის ენაზეა დაწერილი და მისი გაცოცხლება ჩვენს სულში მხოლოდ მას შეუძლია.  რადგან თორა ხომ სულიერია:“რადგან ჩვენ ვიცით,რომ რჯული სულიერია.“ (რომაელთა 7:14).

1კორინთელთა 2:14 „ ხორციელი ადამიანი არ ღებულობს იმას,რაც ღვთის სულისგანაა,რადგან სიგიჟედ მიიჩნევს და არც შეუძლია განსაჯოს, რადგან მას მიკუთვნილი აქვს ყველაფერი გონებრივად განსაჯოს.“

ამრიგად, მხოლოდ უფლის სულს ძალუძს გაგვიხნას ჩვენ საიდუმლოება და სიბრძნე თავისი დიდებული თორასი! ღმერთი დაგვპირდა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით 3:1-2 „ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და სულები ნახავენ სიზმრებსდა ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს.“

ძვირფასო მეგობარო ეს დრო დადგა! მე და შენ გვხვდა წილად პატივი ვიცხოვროთ ამ დალოცვილ დღეებში, როდესაც ღმერთი მოაფენს თავის სულს, ძვირფას სულიწმიდას ყველა ხორციელზე! სული სიბრძნისა, ცოდნისა და გაგებისა – თორას სული.

მალაქია 4:4-6 „ გაიხსენეთ მოსეს,ჩემი მორჩილის რჯული,რომელიც გამოვცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის და მცნებანი და სამართალნი. აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდი და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს (აბრაამის, ისააკის და იაკობის) შვილების (ჩვენი თაობის) გულთან და შვილების გულს (ჩვენს გულებს) მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო.“

წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნი თანახის (ძველი აღთქმის) ბოლო წიგნია, ამასთან ერთად ის მოასწავებს განახლებული სულით აღთქმაში შესვლას. მალაქია ამბობს ბოლო წინასწარმეტყველურ სიტყვებს და ყურადღება მიაქციე, როგორ მითითებებს აძლევს ღმერთი თავის ხალხს, სანამ საუბარს შეწყვეტს 400 წლით, იმ დრომდე სანამ წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი დაიწყებს ქადაგებას?

ყველაზე დიდი მითითებაა გვახსოვდეს თორა მოსეს მიერ ბოძებული, მისი მონის!

მე და შენ ვცხოვრობთ ელიას დღეებში და ეს უძლიერესი წინასწარმეტყველება-მისი ხალხის გზების წინაპრების – აბრაამის, ისააკისა და იაკობის გზებზე მოქცევა-ჩვენს თვალწინ სრულდება! ო, რა დიდებულია შენი გზები უფალო!

მიაქციე ყურადღება იმას, რომ ღმერთმა უბრძანა ისრაელის  ყველა ახალ  მეფეს, რომელიც ადიოდა სამეფო ტახტზე, რომ მიეწებათ თორას ფურცელი, რათა შეძლებოდათ ერის სამართლიანად მართვა.

მეორე რჯული 17:18-20 „როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე,წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდელისგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, რომ არ გაუმედიდურდეს     თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ არც მარცხნივ,რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.“

 

ღმერთმა დიდი პატივი გვარგუნა,როდესაც აგვირჩია მეფეებად  და მღვდლებად თავის სამეფოში. 1პეტრე 2:9 „თქვენ კი სამეფო მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება…“. სამეფო!  ეს ყველა ჩვენთაგანს ავალდებულებს, რომ თორას ორეული –(ასლი) გაიკეთოს თავისთვის. მაგრამ როგორ შეგვიძლია მეფეთ მეფის ასეთი დიდებული დავალება შევასრულოთ? ძალიან მარტივად ჩემო მეგობარო. შენთვის დავალება რომ შეემსუბუქებინა, ღმერთმა უკვე ყველაფერი თავად გააკეთა, მანდ დაწერა მთლიანად ბოლო მცნების ჩათვლით ყველაფერი შენი გულის ფიქალზე და ამგვარად შენ გაქცია დაუსრულებელი  თორის ერთ-ერთ ნაწილად. ახლა კი რაც შენ გევალება-მორჩილებაა. ამ შემთხვევაში შენი  და შენი შვილების მეფობა მრავალი ხანი გასტანს. მაშინ შენი მაგალითით სხვებს გაიყოლებ თან „გადაწერ“ მრავალ ორეულს, რომელთა დათვლაც ზღვის ქვიშასავიღ შეუძლებელი იქნება.

დასასრულს მინდა შენი ყურადღება წინასწარმეტყველი დანიელის  გამოცხადებაზე  და მომავალ განსაცდელებზე შევაჩერო.

დანიელი12:1 „ იმ დროს აღდგება  მიქაელი,დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი.ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.“

„სიცოცხლის წიგნი“ ებრაულად ჟღერს როგორც „სეფერ ხა ხაიმ“.. ეს ფრაზა ბიბლიაში განეკუთვნება სწავლასა და თორის კანონების დაცვას და პირველად გვხვდება გამოსვლის წიგნში 32:32 „ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან“. ხოლო იოანე წინასწარმეტყველის გამოცხადებაში კი ნათქვამია 21:27 „ ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან  კრავის სიცოცხლის წიგნში.“

გამოცხადება20:15 „ ცეცხლის ტბაში ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში“.   

ძვირფასო მეგობარო, ვიმედოვნებ, რომ წაკითხვის შემდეგ გამოცხადება მიიღე იმის შესახებ, რომ იეშუა არის ცოცხალი თორა-ღმერთის ცოცხალი სიტყვა. მან თქვა, რომ ის არის სიცოცხლე. თორა კრავის სიცოცხლის წიგნია და აუცილებელია შენი თავი იპოვო მასში ჩაწერილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ნეტარ არიან    ისინი, ვინც იცავენ უფლის მცნებებს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და რათა შევიდნენ ქალაქში კარიბჭით.“ გამოცხადება20:14

ოდესმე გქონია შეგრძნება, რომ უფალთან სიარულის დროს რაღაც გამოგრჩენია? რომ გაურკვეველი სიცარიელე მაინც იგრძნობოდა შენს სიხარულში? ჩემო მეგობარო, დღეს ღმერთს თავისი ხალხი გამოჰყავს ყოველი ერიდან და ენებიდან, მსოფლიოს ოთხივე კიდიდან, იქედან, სადაც დაახლოებით 3500 წლის უკან გაფანტა. ის ყურადღებით არჩევს თავის საცოლეს, რომელიც ბიწის გარეშეა. თუ შენ იმ განდეგილთა ერთ-ერთი შვილი ხარ, რომელთაც იერემიაში ვხედავთ  ( 31:14,15), მაშინ თორას დნმ ადრე თუ გვიან მაინც გაომჟღავნდება შენში და სახლში დაბრუნებისკენ მოგიწოდებს შენ. მოგიწოდებს იმ გზაზე, რომელიც განკუთვნილია შენთვის ზეციერი მამის მიერ დასაწყისიდან (დაბადება1), ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე!  თორა – შენი მემკვიდრეობაა!