jesus-christ-cross

 

არავის არ მოუკლავს იეშუა! როგორც ებრაელს,სულაც არ მიკვირს ებრაელთა ხელმომჭირნეობაზე კომენტარების მოსმენა. საკმაოდ ხშირად მისვამენ შეკითხვებს ჩემს რწმენასა და პოლიტიკურ პოზიციაზე. ამას გარდა,უამრავი გაუგებარი და დამამცირებელი გაკილვა მესმის ჩემი მისამართით. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავად ვიყავი მოწმე და მინიმუმ ხუთჯერ მაინც მოვისმინე ბრალდება:”ებრაელებმა მოკლეს იეშუა!” მე მარტო როდი ვარ ამ გაკილვის ობიექტი. მსგავსი ბრალდებები ებრაელ ერს თან სდევს ბოლო 2000 წლის განმავლობაში. სწორედ ეს ბრალდება იყო ერთ-ერთი მოტივატორი ანტისემიტიზმისა და იმ ცხოველური მოპყრობისა  რაც მათ მიმართ ხდებოდა ისტორიის განმავლობაში. ბრალდებები მოდიოდა ე.წ.  ქრისტიანთაგან, ათეისტთაგან, მათგან,ვინც თავს რელიგიურად თვლიდა და მათგანაც კი,ვინც არ მიაკუთვნებდა თავის თავს რელიგიას. მომყავს 4 მტკიცებულება, მათთვის პასუხის გასაცემად,ვინც იეშუას სიკვდილში ებრაელ ერს ადანაშაულებს.  1- იესო  იყო ებრაელი და ყველა პირველი მიმდევარი მისი,აგრეთვე ებრაელი გახლდათ. იეშუა ებრაელებმა მოკლეს,”-ამ განაცხადს ხშირად ანტისემიტიზმი უდევს საფუძვლად. ამის მოსმენა განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია მაშინ,როდესაც იცი,რომ იესო თორის –(რჯულის) მოშურნედ დამცველი ებრაელი იყო.   ის იყო ებრაელი და იზრდებოდა ისრაელში. ყველა მისი პირველი მიმდევარი ებრაელი იყო.მათ სწამდათ მისი . ებრაელებსაც და წარმართებსაც აუწყებდნენ კეთილ უწყებას. დღესდღეისობოთ არსებობს ებრაელთა გარკვეული რაოდენობა,რომელთაც მიაჩნიათ,რომ იესო ქრისტე ერთადერთი და ჭეშმარიტი მესია  და  ჩვენი ორგანიზაცია ებრაელები იეშუასთვის” ამისი ცოცხალი მტკიცებულებაა. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა,რომ იეშუამ უარყო თავისი კულტურული მემკვიდრეობა. მოციქული პავლე წერს: რომ 11:1 –2  “მაშ ვამბობ:ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ,აბრაამის თესლისაგან,ბენიამინის ტომიდან.”არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი,რომელიც წინასწარ იცნო.” 2- როგორ  შეიძლება  დაადანაშაულო  ადამიანთა  მთელი მოდგმა იმაში,რაც მოხდა 2000 წლის წინათ? ნება მიბოძეთ,მაგალითი მოვიყვანო. ამ ბრალდებაში მიახლოებით იგივე აზრია,რაც იმაში,რომ მიხვიდე “მინდი ქოლინგთან” ამერიკული კომედიური სერიალის მსახიობთან და ბრალი დასდო მაჰათმა განდის მკვლელობაში. ან უყვირო რობერტ დენიროს,იმის გამო,რომ იულიუს კეისარის სიკვდილში მიუძღვის ბრალი. უხერხულია. სწორედ ასევე უაზროა დაადანაშაულო ყველა ინდოელი განდის მკვლელობაში და ყველა იტალიელი კეისარზე  თავდასხმაში. აბსურდულია დაადანაშაულო ადამინთა მთელი ჯგუფი იესო ქრისტეს  სიკვდილში,განსაკუთრებით კი როდესაც  ეს 2000 წლის წინათ მოხდა. 3-ქრისტიანობა არ განუცხადდებოდა მთელს მსოფლიოს, იესო ქრისტე რომ არ მომკვდარიყო. იმისათვის,რომ ხსნა-ებრაელი ერის მემკვიდრეობა- წარმართთათვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ეს მემკვიდრეობა უარყოფილი უნდა ყოდილო მის მქონეთა მიერ. ისრაელი ერის უმეტეს ნაწილს,რომ არ უარეყო მესია (მაშიახი), რაზეც თანახშია საუბარი (ძველ აღთქმაში), ისტორია უმალ დასრულდებოდა.მხოლოდ ებრაელები მიიღებდნენ თავიანთ მეფეს,დანარჩენი ხალხები კი უცოდინრობაში დაინთქმებოდნენ. მაგრამ სწორედ იმის გამო,რომ მრავალმა ვერ შეიცნო იეშუა,როგორც ღმერთიდან  მოსული, სწორედ რომ  ვერ იცნო ისრაელმა თავისი  მეფე აქედან წამოვიდა ხსნა მთელ ქვეყნის ტომებზე . ასეთი იყო გეგმა. ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში ღმერთი ამბობდა იეშუაზე: ესაია 49:6 თქვა:იმის გარდა კიდევ,რომ ჩემი მორჩილი იქნები იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად,ხალხების  ნათლად  გაგხდი,რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.” ნიშნავს თუ არა ეს იმას,რომ რჩეულ ერს,ებრაელებს,აღარ ეკუთვნით თავიანთი მემკვიდრეობა?- არა! მოციქული პავლე ბობს: რომ 11:11-12 “მაშ,ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ,რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს,რათა აღძრულიყო მათში შური. და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა-წარმართთა სიმდიდრე,მით უმეტეს მათი სავსება.წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთა როლი ამ შემთხვევაში მდგონარეობს იმაში,რომ მოშურნეობა გაუღვივოს ებრაელ ერს თავიანთ მემკვიდრეობაზე და გაამახვილოს მათი ყურადღება პიემშოობაზე,და არა იმაზე,რომ მტრულად გარიყოს ისინი. 4- არავის არ მოუკლავს იეშუა! დიდება და ძალა ჯვრისა დაფუძნებულია,მის მიძღვნაზე. იეშუამ თავისი ნებით დადო სიცოცხლე მასზე. ამ გაგებით არავის არ მოუკლავს იეშუა,ეს იყო მის მიერ გაღებული მსხვერპლი. იეშუამ თქვა: იოანე10:18 ვერავინ წამართმევს მას,მაგრამმე თვითონ ვდებ მას.მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად.ეს მცნება ჩემი მამისგან მაქვს მიღებული.” ოქტავ უინსლოუმ,მქადაგებელმა, რომელიც ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნეში,თქვა:” ვინ გაწირა ოფიციალურად იეშუა სასიკვდილოთ? ეს არ გაუკეთებია იუდას,ფულის გამო,არც პილატეს შიშის გამო,არც ებრაელებს სიძულვილის გამო.ეს გააკეთა მამამ სიყვარულის გამო.” ღმერთმა გაიღო იეშუა სასიკვდილოთ ჩვენი ცოდვების გამო. თუ შენ ეძებ დამნაშავეს მის სიკვდილში,მაშინ გააცნობიერე,რომ ყოველი ადამიანი დამნაშავეა იეშუას სიკვდილში. სწორედ ჩვენი ცოდვების გამო,ის ნებაყოფლობით წავიდა სიკვდილზე და იტვირთა სასჯელი ჩვენი ფატალური შეცდომების გამო. ესაია 53:4-6 “ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი,ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი,მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით,უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენი უკეთურება.”

თარგმნა: ია კარგარეთელმა