ფენუელ უფლის სახე

024.Jacob_Wrestles_with_the_Angel

ვაგრძელებთ ჩვენი რწმენის ებრაულ ფესვებთან გაცნობას. წინა ფოსტში ვისაუბრეთ მაშიახის ( მესიის) ერთ -ერთ  ეპითეტზე, კერძოდ  „ფერეცის ძე“, დღეს კი კიდევ უფრო ღრმად მინდა ჩავწვდეთ იეშუა ჰა მაშიახის( იესო ქრისტეს) კიდევ ერთ სახელ ეფითეტს, რომელიც ებრაულად არის: פניאל-პენუელ – „ანგელოზის სახე“ ან „ღმერთის სახე“

ეს სახელი გვხვდება თანახის ( ძველი აღთქმის )  ბერეშით (დაბადების) წიგნში , იაკობისა და ანგელოზის შერკინებისას. ამ შერკინების სცენამ მესიისაკენ  კვლევას  უბიძგა ებრაელ ბრძენებს. ონკელოსნის თარგუმი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში იაკობმა უფლის ანგელოზი იხილა. მაგრამ ვინ არის ეს უფლის ანგელოზი ? და ვინ არის პენუელი {დაბ.32:31}
ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.

ესაია წინასწარმეტყველის წიგნში ჩვენ ვხვდებით საიდუმლო მოვლენას, რომელიც ,ეჭვს გარეშეა, კავშირშია იაკობის ისტორიასთან.
ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა  (ებრაულად. პირი ხილული სახე ;ინგლისურ ბიბლიაში გადათარგმნილია თანდასწრება) იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

რაბინები ამბობებ, რომ „ თანდასწრების ანგელოზი ნიშნავს აღთქმის ანგელოსს და ბატონის სახეს“  ივრითულად ეს ასე გამოთქმის: הפנים  שר -სარ გა-ფანიმ, რაც ბუკვალურად პირების(სახების) ბატონი ანუ „ბატონი ხილული სახებისა“.  {მალ.3:1}  აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ  წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი. რაბი დავით კიმხი  უკეთებს მალაქიას ამ მონაკვეთს შემდეგ კომენტარს: „უფალი, რომელიც მოულოდნელად მოვა თავის ტაძარში,  ეს არის მესია. მეფე, რომელიც აგრეთვე არის „აღთქმის უფალი“(მიკრაოთ გედოლოტ) ამ ყველაფრით ჩვენ ვასკვნით, რომ იაკობმა თვით მესიის სახე იხილა.

მსაჯულთა წიგნის მე-6  თავში აღწერილია უფლის ანგელოზის გაცხადება გედეონისათვის.{მს.6:14-16-22} ჩვენ ვკითხულობთ:   „
14 მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა“,  
16 უთხრა უფალმა ტექსტიდან მარტივად ვასკვნით, რომ გედეონი უფლის ანგელოზთან საუბრისას თვად უფალს ესაუბრებოდა 22 თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე!

აქ ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლია კრძალავს თაყვანისცემას და მსახურებას ანგელოზებისათვის (გამოცხ.22:8-9). მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.

მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.

(ბერძნული სიტყვა ანგელოზი არა მარტო ანგელოზს ნიშნავს, არამედ წარგზავნილსაც )

71abraham

 

სხვა  ამბავი, რომელიც აღწერილია ბიბლიაში და ასევე კავშირშია იდუმალებით მოცულ უფლის ანგელოზთან, გვხვდება დაბადების წიგნში .{დაბ. 18:1-3;16-17} გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.

თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლოს , დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.

უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.

თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?

 ამ ისტორიაში ჩვენ ვხედავთ ,თუ როგორ გამოეცხადა აბრაამს სამი ანგელოზი და აქედან ერთ -ერთს უწოდებენ უფალს, გარდა ამისა, თვითონ აბრაამი სამთაგან ერთ- ერთს, როგორც ღმერთს ისე მიმართავს, რაბინები ამბობენ, რომ სწორედ ამ სამი ანგელოზიდან ერთ- ერთია აღთქმის ანგელოზი ,მემრა, უფლის სიტყვა ანუ მაშიახი მესია.  ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მესია თავის წარმომავლობით და ბუნებით უზენაესი ღმერთის მსგავსი უნდა  ყოფილიყო. იერუსალიმის თარგუმი ამბობს. {დაბ.24:19}<< ნახსენები სიტყვა  „უფალი“ ეს იგივე მემრა, უფლის სიტყვა და ეს ის სიტყვა იყო, რომელმაც ცეცხლოვანი წვიმა აწვიმა სოდომსა და გომორს  >>
აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.

რაბი ბეხაი კომენტარს უკეთებს  დაბადების  22-ე  თავში აღწერილ პასაჟს „ის, ვინც აბრაამს ცდიდა იყო ღმერთი ,ხოლო ვინც გააჩერა აბრაამი დანის დარტყმისაგან,  ეს არის უფფლის ანგელოზი“ ძალიან საინტერესოდ განმარტავს იმავე ადგილს კაბალა „ აბრაამის თვალები გახელილი იყო, რათა დაენახა ანგელოზი ,რომელიც მას ესაუბრებოდა არ იყო შექმნილი, არამედ ის იყო თავად იაჰვე, რომელიც არ შეილება გაყოფილი იყოს, იმიტომ რომ თუ ეს ანგელოზი შექმნილი იქნებოდა, აბრაამი მას არ დაემორჩილებოდა ,როდესც ის აბრაამს აკავებდა ისაკის მსხვერპლად შეწირვისას

ეს ანგელოზი თავად მუდმივობა იყო, სხვა  შემთხვევაში, ის აბრაამს არ ეტყოდა პირველ პირში რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის

ეს არის ის დიდი ანგელოზი, რომელიც ნახსენებია (გამ.23:20-21) აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.

უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.

ასევე {დაბადების48:16}  ანგელოზმა, რომელმაც მიხსნა 

სწორედ ეს არის გა- ადონ უფალი, რომლის არსია წყალობა.

რაბი მოშე ბენ ნახმანი  გამოსვლის  მე- 3  თავის  მე-2  და  მე- 4  მუხლებში ნახსენებია. 2 ) და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი. 4) მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: განმარტავს, რომ:  „უფლის ანგელოზი და ღმერთი ეს ორივე ერთია“

„მოსემ დაიფარა სახე, რადგანაც ეს ის გამოხსნელი ანგელოზია ,რომელიც ნახსენებია დაბ.31:13.

  • ბიბლიაში ბევრჯერ ვხვდებით ჩვენ ესეთ ისტორიებს, როდესაც ადამიანი უფლის ანგელოზს ხვდება, მაგალითად ,იეჰოშუა ბენ ნუნმა (იესო ნავეს-ძე ), როდესაც თავისი არმიით ალყა შემოარტყა  ქ. იერიქონს, მაშინ იხილა მან უფლის ანგელოზი. (იესო ნავეს-ძე.5:13-15)
    აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: “ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”

უპასუხა: “არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: “რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”

უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: “გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.

  • ფრაზა „გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომლეზც დგახარ, წმიდაა“ გვაგონებს იმ სიტყვებს, რომლებიც მოშე რაბენუმ (მოსემ) მოისმინა ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქიდან. აი ,ასე აღწერს მოშე რაბენუ თავის შეხვედრას უფალთან: (გამ.3:2-6)  
    და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: “ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.

თქვა მოსემ: “მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.

იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: “მოსე! მოსე!” უთხრა: “აქა ვარ”.

უთხრა მას უფალმა: “ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.

უთხრა: “მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.

  • უფლის ანგელოზი აგრეთვე გამოეცხადა მანოახს და მის ცოლს, რათა ეუწყებინა მათვის ძის შეძენა, რომელსაც ისინი სამსონს დაარქმევდნენ და, რომელიც ისრაელის მსაჯული იქნებოდა. (მსაჯ.13:17-22) უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: “მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.

ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.

უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: “დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.

უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: “რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: “რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.

უპასუხა უფლის ანგელოზმა: “სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.

და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:

როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.

გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

უთხრა მანოახმა თავის ცოლს: “სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.

  • დანიელ წინასწარმეტყველი ასე აღწერს ამ ანგელოზს : (დან.324-25) მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: “განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: “ჭეშმარიტად, მეფევ!”

მიუგო მან და თქვა: “შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდი-მოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!”

  • აი ,კიდევ ერთი ადგილი წმიდა წერილიდან კერძოდ მალაქია წინასწარმეტყველის წიგნიდან (მალ.3:1-2) ჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით.

იუდეველი სწავლულები ბიბლიის ამ წინასწარმეტყველებას მესიის მოსვლას უკავშირებდნენ, მაგრამ აქ ისინი წააწყდნენ ერთ პრობლემას. დაწერილია, რომ 1) „თავის ტაძარში მოვა უფალი, რომელსაც თქვენ ეძებთ“ და 2) და „აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ“  თითქოსდა ორ  სხვადსახვა პიროვნებაზე მიდის საუბარი, მაგრამ ებრაელი სწავლულები ერთხმად ამბობენ, რომ ეს ერთი და იგივე მეფე მესიაა, და ჩვენ იეშუას მაშიახის თალმიდინებმა( ქრისტეს მოწაფეებმა) კარგად ვიცით, რომ იეშუა თავისი  მიწიერი ცხოვრების დროს ესტუმრა ტაძარს.

  • და მაინც, რა  არის განსაკუთრებული ამ ანგელოზში რაბინების აზრით? ამ კითხვის განხილვისას უდიდესი ებრაელი სწავლული რაში (რაბენუ შლომო იცხაკი – ჩვენი მასწავლებელი შლომო იცხაკის ძე )  ეყრდნობა (გამოსვლის წიგნის.23:20-21) მუხლებს.
    აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.

იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.

რაში ამბობს, რომ სიტყვები, რომლებიც ამ მუხლების ბოლოს წერია „მასშია ჩემი სახელი“  ნიშნავს  : „ჩვენი სახელები ერთნაირია“ რაში აგრძელებს და ამბობს: ეს სახელი მეტა ტრონი .ერთ -ერთი ფარული სახელი მესისაა და ნიშნავს ბერძნულად: „ის ვინც ტახტზე ზის“  მეტა ტრონი აგრეთვე ნიშნავს ფენუელს უფლის სახეს.

გემატრიულად სახელი მეტა ტრონი  מטטרון (50+6+200+9+9+40=314) ზუსტად ემთხვევა ღმერთის სახელ  შადაის  שדי (10+4+300=314)

ზუსტად მასზე ამბობს მოშე რაბენუ (გამს.33:15) …….. თუ თავად შენ არ წაგვიძღვები{ებრ.ორიგინალში : פניך-ფანეიხა – მირთვა უფლისადმი ,როგორც  ჩემი პირის ანგელოზს } „აქედან ნუ გაგვიყვან.

რამბანი მალაქიაში დაწერილ წინასწარმეტყველებას ხედავს მეტა ტრონს და აღთმქის ანგელოზსაც,  რომელიც აგრეთვე არის უფლის პირის ანგელოზი, (ხაგიგა13) რომელსაც ებრაელი რაბინები მიაკუთვნებენ შექინას ანუ ღმერთის თანდასწრებას.

რაბი შიმონ ბარ იოჰაი, რომელსაც მიაწერენ მისტიურ წიგნის ზოჰარის შექმნას წერს: სახელ יהוה-ღმერთი ან იაჰვე ქმნიან სამ ნაწილს ,რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ ,მაგრამ ეს სამი მაინც ერთია ისე ,რომ მათი დაყოფა შეუძლებელია . რაბი შიმონ ბარ იოჰაი აცხადებს: ღმერთი არის სინათლე თავის სამპიროვან ერთიანობაში . 

რაბი შიმონ ბარ იოჰაი  ინტეპრეტაციას უკეთებს ლოცვა შმა ისრაელს, რომელშიც ჩაწერილია (2რჯ. 6 :4) ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთიერთი უფალია. ის წერს, რომ აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ  ღმერთის სამი ბუნება ( უფალი , ჩვენი ღმერთი, და უფალი,) რომლებიც ერთნი  არიან. ეს არის თავად ღმერთის წარმოთქმული და გაცხადებული სრულყოფილი ერთობა .

თქვა ღმერთმა: “შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად  ‘’

რაბი შიმონ ბარ იოჰაი აქ სვამს კითხვას, ვის ესაუბრებოდა ღმერთი ამ დროს ? და თავად პასუხობს : ღმერთი ესაუბრებოდა იაჰვეს, იაჰვე ადონაი  და მისი შეჰინა არის წმიდა და კურთხეული. იაჰვე მარჯვნივ, ადონაი მარცხნივ, ხოლო მათ შუაში შეჰინა, რომელიც არის საიდუმლო ამინი (ჭეშმარიტება) და მას ჰქვია მეტა ტრონი,  მცველი ,ძველ არამეულად მეტარად მცველს ნიშნავს და ამიტომაა  ის სამაყაროს მცველი (ფს.120:5)
უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენ მარჯვნივ. მასზეა ნათქვამი, რომ ის ისრაელის სადარაჯოზეა. აი, კიდევ  რას ამბობს ეს მეტად ცნობილი კაბალისტი რაბინი რაბი შიმონ ბარ იოჰაი : „ ვინ არის გზა სიცოცხლის ხისაკენ? ეს არის მეტა ტრონი, ამიტომაა ის გზა დიდებულ სიცოცხლის ხესთან, ყოველი თხოვნა მამასთან უნდა მივიდეს  მეტა ტრონის მეშვეობით, ამიტომაა ის ყველას შუამავალი ,ვინც ჩამოდის ზეციდან მიწაზე და, ვინც მაღლდება მიწიდან ზეცისაკენ .

და ბოლოს მინდა ვთქვა: რომ ყველა თანახისეული(ძველი აღთქმისეული) ღმერთისა გამოვლინებები ანუ იგივე თეოფანია . განხორციელებული იყო თავის ძე იეშუა ჰა მაშიახში ( იესო ქრისტეში) , რისტო სანატლა თავის წიგნში“  მესია ძველი აღთქმაში და რაბინულ წერილებში“  ამბობს : „იესო ქრისტე,  ყველაფრის მიუხედავდ, სანამ დედამიწაზე მოევლინებოდა, როგორც ადამიანი , მას ჰქონდა გარკვეული სხეულისებრივი სუბსტანცია, რა თქმა უნდა ,ეს ისეთი სხეული არ იყო ,როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მისი სხეული არ ემორჩილებოდა არც დროს და არცერთ მიწიერ კანონს.“

ქრისტე არის ღმერთის გამოხატულების სხვა ფორმა, ის ზის ტახტზე და შუამდგომლობს ჩვენთვის, ის ჭეშმარიტად არის უფალი და ღმერთის სახელია მასზე, ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ვხედავთ ღმერთის სახეს.

რედაქტორი – მარი ჯირაშვილი

ავტორი. გიორგი ჯიჯიეშვილი.