ესაია 53: ისრაელი თუ მესია? მესიანური წინასაწარმეტყველების ყველაზე მკაფიო წინასწარმეტყველება.
ესაია წინასწარმეტყველის წინასწამეტყველება,სხვა ებრაულ წერილებთან შედარებით,ყველაზე კარგად აღწერს მესიას. მეთერთმეტე საუკუნედან მოყოლებული,რაბინები ამბობდნენ,რომ ეს თავი ისრაელს ეხებოდა,მაგრამ მანამდე არსებული რაბინების პოზიცია ასეთი იყო-ეს თავი ეხება მესიას! რატომ მოხდა აზრთა ცვლილება? რატომ მოხდა,რომ ადამიანი,რომელიც ესაიას ჰყავს აღწერილი თვის წინასწარმეტყველებაში აბსოლიტურად ესადაგება იეშუას?
ესაიას 53-ე თავში მე დაახლოებით 40 წინასწარმეტყველება აღმოვაჩინე,რაც იეშუას მისადაგება და ყოველი მადგანი აღსურლდა იშუაში.
მესია მეფეა და არა დატანჯული მსახური,ასეა ხომ?
ეს ის არის,რაც მოვისმინე მაშინ,როდესაც ვირწმუნე. როდესაც საქმე მიდგებოდა ესაიას 53-ე თავზე,ორთოდოქს იუდეველბს, რმელთანაც მე ვურთიერთობდი,ერთი საერთო,პარტიული, აზრი ჰქონდათ-„მესია მოვა,რათა იმეფოს და არა იმისათვის,რომ იყოს ჯვარცმული!“ მე ვთქვი „საერთო, პარტიული აზრი“ იმიტომ,რომ თუ გულდასმით წავიკითხავთ ამ თავს,შეუძლებელია იმის უარყოფა,რომ ესაია საუბრობს მესიაზე.
როგორც იქნა, ნაწილობრივ ორთოდოქსალურმა წრეებმა აღიარეს ეს-სიმართლე, ისინი შეცდნენ პიროვნების არჩევაში. ზოგიერთნი, რაბ მენახემ მენდელ შნიირსონის მიმდევარნი მიიჩნევენ,რომ ის იყო ესაიას 53-ე თავის აღსრულება; რომ ის იყო-ტანჯული მსახური და მესია. ისინი,რომელნიც მისი ყველაზე ერთგული მიმდევარნი იყვნენ,კვლავაც ელოდებიან,რომ ის აღდგება მკვდრეთით,როგორც ნაწინასწარმეტყველებია ესაიას 53-ე თავში. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც ჰასიდური მიდინარეობის მიმდევრებმა,აღიარეს,რომ ესაია საუბრობს მესიაზე.
შეწყვიტე კითხვა ახალი აღთქმიდან!
როდესაც მე უკითხავდი ესაიას 53-ე თავს,დაახლოებით 20წლის წინ, ჩემეს ებრაელ კოლეგას,მან დაიყვირა:“შეწყვიტე კითხვა ახალი აღთქმიდან!“ ის იყო გაოგნებული,როდესაც გაიგო,რომ ესაიამ იწინასწარმეტყველა ეს სიტყვები ებრაელ კაცზე, 700წლით ადრე იეშუას დაბადებამდე.
მრავალი წლის წინ,ნელი ტელეფონის ინტერნეტის მეშვებოით,მე მქონდა მიმოწერა ერთ ებრაელთან. ის ამტკიცებდა,რომ ესაია საუბრობდა არა მესიაზე, არამედ ისრაელზე ,როგორც ეს ზემოთ ვახსენეთ. შემდეგი აბზაცები ჩემი პასუხია მისთვის. მაგრამ მისგან პასუხი ვეღარ მივიღე..
რატომ არ შეიძლება,რომ ესაია ამ თავში,საუბრობდეს ისრაელზე:
მე მესმის,რომ ერთი შეხედვით, შეიძლება დავასკვნათ,რომ ეს თავი ისრაელზე საუბრობს. თუმცაღა, განხილვის შემდგომ თვალნათელი ხდება,რომ ეს შეუძლებელია-რომ ეს თავი მთლიანად საუბრობდეს ისრაელზე.
რატომ არის შეუძლებელი?
- 52:9-ე მუხლიდან მოყოლებული ესაია წერს:“იყიჟინეთ ერთად,იერუსალიმის ნაოხარნო,რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი,გამოისყიდა იერუსალიმი.“ ვინ არის გამოსყიდული უფლისგან?-იერუსალიმი. იერუსალიმი არ არის გამომსყიდველი,ის არის გამოსყიდული.
2.ესაიას 53:5 გვამცნობს:“ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი,ჩვენი უკეთურობებისათვის დალეწილი,მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.“ „..უფალმა მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.“ (ესაია 5:6). კვლავ „მასზე“-ის იღებს საკუთარ თავზე ხალხთა ცოდვებს.
ისრაელის როლი წერილის მიხედვით-იყოს კურთხევა ყველა ერებისთვის. თუ ის იქნება მორჩილი:
„და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. 3 კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში. 4 კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. 5 კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები. 6 კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. 7 და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. 8 მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი. (მეორე რჯ. 28:2-8).
მაგრამ ასევე წერილი გვამცნობს,რომ ისრაელი ძლიერ დაიტანჯება,მაგრამ არა სხვათა ცოდვების გამო,არამედ საკუთარი ცოდვებისთვის,თუკი არ დაემორჩილება მთლიანად თორას: „და თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყოველი მისი მცნება და მისი წესები, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ. 16 და წყეულიმც იყავ ქალაქში და წყეულიმც იყავ მინდორში. 17 წყეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაო. 18 წყეულიმც იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. 19 წყეულიმც იყავ შესვლისას და წყეულიმც იყავ გამოსვლისას. 20 მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე. 21 მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ მოისპობი შენი ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. 22 და მოგსრავთ უფალი ჭლექით და ციებით, და ანთებით და ხურვებით, და გვალვით, და ხორშაკით და სიყვითლით. და ისინი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაიღუპები.“ (მეორე რჯ. 28:15-22)
ისრაელი მოწოდებული იყო გამხდარყო სინათლე ერებისთვის.მაგრამ არასად თორაში არ წერია,რომ მას უნდა გამოესყიდა სხვა ერები.
- ყველაზე ძლიერი მტკიცებულება თვალნათელია. „ჩვენ ვცოდავდით!“-ამბობენ წინასწარმეტყველი დანიელი და ესაია (ეს. 42:24; დანიელი 9:5). მაგრამ ტანჯვათა ამტანი,ესაიიას 53-ე თავში უდანაშაულოა:“სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა.“ (ეს. 53:9).
მართალი, მონა ჩემი, მრავალს გაამართლებს.. (ეს. 53:11)
იმისათვის,რომ „ღმერთს მისთვის დაეკისრა ყოველი ჩვენგანის ცოდვები“,ის უნდა ყოფილიყო უცოდველი. სწორედ ამიტომ ლევიტელთა წიგნში უზენაესი ამბობს,რომ ის არასოდეს მიიღებს კრავს,რომელსაც ნაკლი ან დეფექტი აქვს (ლევიტ.1:3).
ასე,რომ კითხვაა-„იყო თუ არა ისრაელი უცოდველი უფლის თვალში?“. მოდით ვნახოთ რას ამბობს ესაია ამაზე:
„ისმინეთ ცანო და ყური დაუგდე, ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: „ძენი გავზარდე მე და აღვამაღლე, მათ კი მიმუხთლეს მე. 3 ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირი – ბაგას თავისი პატრონისას, ისრაელი კი არ მიცნობს მე, ჩემს ხალხს გაგება არა აქვს. 4 ოი, შემცოდავო ერო, ხალხო დამძიმებულო ურჯულოებით, თესლო ბოროტმოქმედთა, დამღუპველო ძენო! დატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, უკან განდგნენ.“ (ეს 1:2-4)
როორც შუძლია „შემცოდე ერს“ იტვირთოს ტანჯვა და გახდეს გამოსასყიდი მსხვერპლი სხვა ერებისთვის? (ესია 53:10).
რამდენიმე მუხლის შემდგომ ესაია განმარტავს,თუ რატომ იტანჯა ჩვენი ერი ასე ბევრს. 5.რისთვის უნდა იცემოთ მეტად? უმატებთ განდგომას! თავი მთლიანად სნეულია და გული მთლიანად მტკივანი. 6 ფეხის გულიდან თავამდე არაფერია მასში უვნებელი; ჭრილობა და ნაგვემი და ჩირქოვანი წყლული – არ გამოწურულან ისინი, და არ შეხვეულა და არ დაამებულა მალამოთი.“ (ესაია 1:5-6) იგულისხმება_ „მოინანიეთ (შუვ), რათა შეწყდეს თქვენი ტანჯვა“
ესაია 59:2-3 „2 რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა! 3 რადგან თქვენი ხელები გასვრილია სისხლში და თქვენი თითები – ურჯულოებაში; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უსამართლობას წარმოთქვამს“
იმის მაგიერ,რომ მან თქვას „თქვენი მართებული ტანჯვა გახდა მსხვერპლი სხვა ერებისთვის“ ის ამბობს-:“თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ღმერთისგან.“
გთხოვთ,სწორად გამიგეთ. მე მიყვარს ისრაელი. მე ებრაელი ვარ.მე მივიჩნევ ისრაელს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანის ნაციად დედამიწაზე. მაგრამ ეს არ გვხდის ჩვენ უდანაშაულოებად.
53:4 და მე-8 მუხლები ამბობს,რომ ის პიროვნება იტვირთავს ტანჯვას ისრაელის ცოდვების გამო.
…ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა (ეს.53:8)
„ჩემი ერი“ და „ის“ ვერ იქნება ერთი და იგივე პიროვნება. ასე რომ იყოს,ასე წაიკითხებოდა:“ ჩემი ერის დანაშაულის გამო,ჩემმა ხალხმა აიტანა ტანჯვა.“ მაგრამ ამას არ აქვს არავითარი აზრი,რადგან მათ მოუწევდათ ტანჯვა საკუთარი ცოდვების გამო. 53-ე თავში კი წინასწარმეტყველი ესაია ამბობს:“მართალი,მონა ჩემი“ იტანჯება სხვათა ცოდვების გამო. „ის“-ეს მესიაა,იეშუა,რომელიც მოკვდა ისრაელის ცოდვების გამო.
რატომ მჯერა,რომ იეშუამ აღასრულა ეს წინასწარმეტყველება?
ის რაც საჭიროა ამისათვის,ამის წაკითხვაა:
ესაია 53:3 “ შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.“
იეშუა უარყოფილი იყო ჩვენი ერის მიერ. კი,ათობის ათასი ებრაელი მიჰყვებოდა მას,მაგრამ რელიგიური ლიდერებისა და ისრაელის უმრავლესობისგან ის უარყოფილი იყო.
„მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.“ (ეს. 53:5)
იეშუა იყო ნატანჯი,როდესაც ის ჯვარზე გააკრეს.რამდენად გასაგებია ეს? და ჩვენ გვწამს,რომ „მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.“
ის სატანჯავად წაიყვანეს და მის ბაგეს ერთი სიტყვა არ დასცდენია,როგორც კრავი დასაკლავად რომ მიჰყავთ და დუმს მპარსველის წინაშე. (ესაია 53:7)
მართალია,მას შეძლო დაეცვა თავი (მათე 26:53),მაგრამ მან თავისი ნებით გაიღო სიცოცხლე. იეშუას ერთხელაც არ უცდია თავისი სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრება.
მას მისცეს სამარხი ბოროტმოქმედთა გვერდით (ესაია 53:9)
ჯვარცმა მაშინ დამნაშავეთა ხვედრი იყო.
… მდიდრებთან იყო დაკრძალული (ესაია 53:9)
იოსები,არიმაფიიდან იყო მდიდარი ადამიანი,ფარისეველი,რომელმაც თავისი სამარხი იეშუას მისცა (მათე 27:57-59)
..ის იხილავს შთამომავლობას. (ეს. 53:10)
დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ამბობს,რომ მიჰყვებიან მას, ამ ებრაელ იეშუას.
ის იქნება უკუნისამდე… თავისი სულის ჯაფას კმაყოფილებით შეხედავს (ეს. 53:10-11)
იეშუა აღდგა მკვდრეთით და 500-ზე მეტი ადამიანი იყოს ამის მოწმე. მისი პირველი მოწაფეთაგან ათობით კაცმა იტვირთა ტანჯვით სიკვდილი,იმის გამო,რომ სწამდათ მისი აღდგომის. ვინ მისცემს თავს სიკვდილის უფლებას,იმის გამო,რაზეც არ იცის სიმართლეა თუ სიცრუე?
… მართალი,მონა ჩემი,მრავალს გაამართლებს და მათ ცოდვებს იტვირთავს (ესაია 5:11)
ახალ აღთქმაში,ითვლება,რომ ეს კაცი,იეშუა, მოკვდა ებრაელი ერის გამოსასყიდად. იეშუას ხორციელი ნათესავი,იოანე ნათლისმცემელი ამბობს,მისი ხილვისას:“აი კრავი ღვთისა,რომელიც იღებს თავის თავზე სოფლის ცოდვებს.“(იოანე 1:29)
„ამიტომ ბევრს მივცემ მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა.“ (ეს. 53:12)
როგორც წერია,იეშუა იყო „ბოროტმოქმედებთან შერაცხილი“ სწორედ ამიტომ ის ჯვარცმული იყო ქურდსა და მკვლელს შორის. ცხადია,რომ ის მართალი კაცი იყო,რომელმაც აიღო თავის თავზე სოფლის ცოდვები და გაიღო სიცოცხლე მათ გამო.
დასკვნა: რომ არა ის ფაქტი,რომ იეშუა ძალიან ჰგავდა ამ პიროვნებას,შეეძლოთ თუ არა სწავლულებს ეთქვათ რომ ესაიას 53-ე თავი მესიაზეა? რა თქმა უნდა,არა. ესაიამ, 700 წლით ადრე იეშუას დაბადებამდე, აღწერა ეს ებრაელი,აღწერილი ასევე ახალ აღთქმაში-იეშუა!
ავტორი. რონ კანტორ.
თარგმნა ია კარგარეთელმა.