დენ ჯასტერი: ხედვა იერუსალიმიდან

isra1

მე და პეტი რამოდენიმე თვის წინ გადმოვედით იერუსალიმთან ახლოს (მევასერეთ სიონში). ქალაქის ცენტრამდე 10-15 წუთის სავალია თუ პიკის საათი არ არის რა თქმა უნდა. გასაოცარია, ქალაქთან ახლოს ცხოვრება რამდენად ცვლის ჩვენს შეხედულებას იერუსალიმზე. ეს დიდი პრივილეგიაა ცხოვრობდე ახალგაზრდების და მოხუცების  გარემოცვაში და აშერ ინტრატერომთან ერთად იყო ლიდერული ჯგუფის ნაწილი. ახალი სულიერი თესვა  უკვე დაწყებულია. თუმცა ამ სტატიაში, პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ჩემს ხედვას იერუსალიმზე.

ორთოდოქსული ძვრები
იერუსალიმი გახდა ბევრად უფრო ულტრა ორთოდოქსული, ემიგრაციებისა და ოჯახების ზრდის გამო. ულტრაორთოდოქსულ მამაკაცებს აცვიათ მე-18 საუკუნის ტანისამოსი, რომელშიც შედის დიდი შავი ქუდები, შავი კოსტიუმებიდა ქურთუკები. ახლანდელი მერი- ულტრაორთოდოქსია და ამავდროულად აქვს რეპუტაცია, რომ არ ითვალისწინებს არცერთი ადამიანის ინტერესებს. იგი არ ემხრობა ისრაელის ქრისტიან მხარდამჭერებს, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმებიან მათ. ჩემთვის ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი და გასაკვირია, როდესაც იერუსალიმის ყველა უბანში უფრო და უფრო მეტ ულტრაორთოდოქსს ვხედავ. ამჟამად ეს ჯგუფი შედარებით გახსნილია სახარებისთვის, ჩვენ ისიც ვიცით, რომ რამოდენიმე მათგანმა მიიღო იესო და მისი სამეფო. ზოგადად, ქალაქი ამჟამად დამთრგუნველ შთაბეჭდილებას მიტოვებს. ორთოდოქსები ცდილობენ დაბლოკონ კანონიერი საგზაო-სამოძრაო არტერიები შაბათზე. მომხდარა შეტაკებაც პოლიციასთან. და ამან ასევე სხვადასხვა ბიზნესებზეც იქონია ზეგავლენა. ტერორიზმი მატულობს ქალაქზე.
რეალურად შეგვიძლია იერუსალიმის ისეთი ლიდერების დანახვა, რომლებიც ამბობენ “კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!”? ჩვენ გვწამს ამის, მაგრამ გვჯერა არა იმიტომ, რომ ამას ფიზიკური თვალებით ვხედავთ.
საერო- რელიგიური დაყოფა
კონსერვატიული და რეფორმაციული იუდაიზმი არსებობს ისრაელში. თუმცა იუდაიზმის ამ უფრო ლიბერალურმა ფორმამ ვერ გაიდგა ფესვი. ბევრი ორთოდოქსი აკონტროლებს მათ სახელმწიფოში. ისრაელის კოალიციური მთავრობა ძალიან ბევრ სამწუხარო კომპრომისებზე წავიდა ულტრაორთოდოქსებთან, რათა მთავრობაში უმრავლესობა მიეღოთ. ამ კომპრომისებში შედის ასევე თანხების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც გამოეყოთ ულტრაორთოდოქსებს. ორთოდოქსული სკოლები უფრო მეტ დაფინანსებას ღებულობენ, ვიდრე საერო სკოლები. მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზმი არ არის პაციფისტური რელიგია, ულტრაორთოდოქსებს მაინც არ მსახურობენ ჯარში. იმ დროს როდესაც თანამედროვე ორთოდოქსები(ნაქსოვ პატარ  კიპას ვინც ატარებს) ჯარში მსახურობენ და საზოგადოების ნორმალური წევრები არიან,ხოლო  ულტრაორთოდოქსები საზოგადოების ყველაზე დაბალ და ღარიბ ფენად ითვლებიან.
ნიუ-იორკისგან განსხვავებით, სადაც ულტრაორთოდოქსმა უნდა იმუშაოს თავის სარჩენად, ისრაელში ძალიან ბევრი ცხოვრობს სახელმწიფო მხარდაჭერის ხარჯზე. ასე რომ, ძალიან ბევრი ებრაელი, რომელიც ცხოვრობს იერუსალიმში, ცინიზმით უყურებს  ულტრაორთოდოქსებს, რომლებიც ორთოდოქსული იუდაიზმის დომინანტურ ფორმად იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ებრაელი ხდება ულტრაორთოდოქსი, საერო ებრაელების უმეტესობა ჩაკეტილია რელიგიისთვის. ისინი ულტრაორთოდოქსებს ასახელებენ ამის მიზეზად და მათი საქციელი ამაზრზენად მიაჩნიათ.isra2
საერო ახალგაზრდები გახსნილნი არიან ყველაფრისთვის. ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ სექსზე, ნარკოტიკებზე და ახალი საუკუნის სხვადასხვა გასართობზე. მათში არის სიცარიელე და სკეპტიციზმი. მათი მშობლების სიონისტური ღირებულებები არ არის მათი ცხოვრების აზრისთვის საკმარისი. ბევრს სურს ისრაელიდან წასვლა, რომ ბევრი ფული იშოვოს. თავში აზრადაც არ მოსდით მათი ღვთაებრივი დანიშნულება და თავიანთი ქვეყნისთვის ბრზოლის აუცილებლობა.
შეწუხებული ორთოდოქსი ახალგაზრდები

იერუსალიმშიც კი, ორთოდოქსებს შორის თანამედროვეობის შეჭრა გარდაუვალი იყო. ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, მეგობრებთან- რონ და ელენ კანტორებთან ერთად მოვდიოდით სახლში, გავიარეთ ახალგაზრდების ჯგუფში, რომლებიც ზუსტად ისე იქცეოდნენ როგორც, მრავალი ქვეყნის ახალგაზრდები. ისინი ხმაურობდნენ, გვეჯახებოდნენ, ქუჩას კვეთდნენ არასწორ ადგილას და ამგვარად ცდილობდნენ ორთქლის გამოშვებას. ამ ყველაფრის დროს უცნაური შესახედი იყო მათი ტანსაცმელი. იქვე ახლოს იყო პოლიციელი, რომელსაც ავალია საზოგადოებაში წესრიგის დაცვა. საბოლოოდ ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ორთოდოქსობა მათ არ აკმაყოფილებდათ. ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი ჩართულია ასეთ ბავშვებთან მსახურებაში. ის აწყობს საღამოებს სადაც უკრავენ ქრისტიანული როკ-მუსიკოსები და ეს ბავშვები მიდიან ამ ღონისძიებაზე. საოცარია! ისინი უსმენენ ქრისტიანულ როკს! ისინი ალბთ უფრო ღია იქნებიან კეთილი უწყებისთვის, რომელსაც მოისმენენ.ამ ორთოდოქსი ახალგაზრდიდან ზოგიერთი ნარკოტიკსა და სხვა დესტრუქციულ რაღაცეებს მოიხმარენ, რაც უცნობია მათი მშობლებისთვის.

isra3

 

ერთი დიდი ალტერნატივა

რა თქმა უნდა იესოს ყველა მიმდევარი იტყვის, რომ ის არის ერთადერთი ალტერნატივა, როგორც ორთოდოქსებისთვის ასევე ყველასთვის. თუმცა რაც უფრო მეტს ვუყურებ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას იერუსალიმში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ იესოს გაყოლის არჩევანი ძალაინ მიმზიდველი ალტერნატივაა. ახალი აღთქმის წიგნში  ჩვენ ვხედავთ პასუხს როგორც ორთოდოქსებისთვის ასევე საერო სკეპტიკოსებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს თვით იესოს ფიგურა. მისი დიდების ფონზე სხვა ყველაფერი უფერულდება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის და მისი დიდება, როგორც ყველასთვის დასანახი “ძვირფასი მარგალიტი”? ახალი აღთქმა ინახავს ისრაელისადმი დაპირებებს და მის დანიშნულებას. ეს გვაძლევს ჩვენ ძლიერ მოტივაციას იმისთვის რომ ვიცხოვროთ ისრაელის მიწაზე და აღვადგინოთ ის. ჩვენ გვესმის ისრაელის უცვლელი ნიჭისა და მოწოდებისა (რომ. 11:29). არსებობს ღვთაებრივი მანდატი იმისა, რომ იყო იუდეველი და ებრაელი. სეკულარისტებმა არ იციან ეს მანდატი, ხოლო ორთოდოქსებს გარკვეულწილად დამახინჯებული აქვთ მასზე წარმოდგენა. იესოს მიმდევარს, რომელსაც აქვს მესიის გონება, შეუძლია მიიღოს კარგი რაღაცეები ებრაული მემკვიდრეობიდან და ამავე დროს უარყოს ის რაც არ ეთანხმება წმინდა წერილს. ის გვთავაზობს სრულიად სულიერ და იმედით სავსე პასუხს. ის გვთავაზობს საუკუნო სიყვარულის გზავნილს. ეს არის გადაწყვეტილება მათთვის ვინც ეძებს სიცოცხლის აზრს. სწორედ სულიწმინდის მეშვეობით სრულდება ჩვენზე თორას სიმართლე (რომ. 8:4). ჩვენ მართლაც გვაქვს პასუხი რელიგიური და საერო ნისნებით  გაყოფილ საზოგადოებისათვის. შესაძლებლობები ძალიან ბევრია. ჩვენს საზოგადოებაში იესოს მიმდევრებს შორის არიან როგორც საერო ოჯახებში გაზრდილი ებრაელები, ასევე ორთოქსულ ოჯახებში გაზრდილები.

ებრაელები რეაგირებენ კეთილ უწყებაზე
წინა კვირაში შევხვდი აშერს მაშინ, როდესაც ის ლოცულობდა ერთ-ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც იყო ორთოდოქსული წრიდან, რომელმაც სულ ცოტახნის წინ მიიღო იესო.
ორთოდოქსი და საერო ებრაელები მაშინ მოექცევიან მასობრივად, როდესაც ჩვენ ვანახებთ მათ ღმერთის სამეფოს მიმზიდველობას და მისი მეფობის რეალურობის დემონსტრირებას მოვახდენთ სასწაულებითა და ნიშნებით, როგორც პეტრე ლოცულობდა პირველ საუკუნეში, საქმეების 4 თავში. ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც საოცარის წინაშე ვდგევართ. მართლაც, საზოგადოების გაყოფა საერო და ულტრა-ორთოდოქს ებრაელებს შორის- ეს სწორედ ის ნიადაგია, სადაც აყვავდება სახარება.

თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა.