წმიდა მიწა, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველია ქრისტიანებისთვის. ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი მიდის ბიბლიური ადგილების მოსანახულებლად. ახლა ტურისტებს შეუძლიათ გაეცნონ „ქრისტიანობის აკვანის“ ექსპოზიციას, რომელზეც წარმოდგენილია არქეფაქტები, რომელთაც შეუძლიათ გააცოცხლონ იესოს პერიოდის სხვადასხვა დეტალები.
დაინტერესებულხართ თუ არა ოდესმე კითხვით, თუ როგორი იყო იერუსალიმი 2 000 წლის წინ, როდესაც იესო დადიოდა მიწაზე? „ქრისტიანობის აკვანის“ ტური იწყება მეორე იუდეური ტაძრის გიგანტური მოდელის ჩვენებით. მუზეუმის სტუმარი ხედავს არტეფაქტებს რომლებიც ადასტურებს ბიბლიურ ისტორიებს.
„ეს ის იერუსალიმია, რომელიც ნაცნობი იყო იესოსთვის. ეს ის იერუსალიმია რომელიც აშენდა ჰეროდე დიდის დროს“ – აცხადებს დავით მევორაჰი იერუსალიმში, ისრაელის მუხზეუმში.
მუზეუმის მემკვიდროების მცველი დავით მევორაჰი აცხადებს, რომ ეს მოდელი ბიბლიაში დაწერილ სხვადასხვა წერილების უკეთ აღქმის საშუალებას მისცემს: „ჩემს პირდაპირ არის ტაძარი და ტაძრის მთა, უდიდესი ძეგლი მთელს ქალაქში. მოდელი აგებულია 1:50 მასშტაბით და გვიჩვენებს ბევრ მნიშვნელოვან ადგილს, სადაც დადიოდა იესო. მაგალითად, ჩემგან მარცხნივ არის ბეთჰასდას აუზი, სადაც იესომ თავისი ერთ-ერთი სასწაული მოახდინა. და ყველა მათგანი არის ქალაქის ფარგლებში, სადაც ერთადერთი ღმერთის ერთადერთი ტაძარია.“ – ყვება ის.
ცნობილი წიგნის ტაძარი, სადაც მკვდარი ძღვის გრაგნილები ინახება არის ჩვენი შემდეგი გაჩერება. ეს გრაგნილები შეიცავს ებრაულად შერსულებულ ბიბლიის უძველეს ხელნაწერებს. ხოლო შემდეგი არის ტაძრის მთა.
„მიუხედავად ყვეაფრისა მყარად დგანან ტაძრის მთის კედლები. გოდების კედელი არის ამ უზარმაზარი კომპლექსის დასავლეთის საყრდენი კედელი, მაგრამ თვითონ შენობის მხოლოდ რამოდენიმე ფრაგმენტის აღმოჩენა მოხერხდა“ – ხსნის დავით მევორაჰი.
ექსკურსიაზე წარმოდგენილია კიდევ ორი დამატებითი მნიშვნელოვანი არქეფაქტი: „ერთ-ერთია – წარწერა ებრაულად, მითითება მღვდლისთვის, რომ ის აგეს და ჩაბეროს საყვირს შაბათის დადგომისას (ეს იყო ნიშანი, რომ სამუშაოს შეწყვეტის დროა) და შემდეგ ისევ – შაბათის დამთავრების დროს, ნიშნის მიცემა, რომ შესაძლებელია სამუშაოს გაგრძელება. მეორე დამწერლობა ბერძნულადაა შესრულებული. ის მდებარეობდა ზუსტად ტაძრის პირდაპირ, ტაძრის მთაზე. აქ ბერძნულად და ლათინურად არის დაწერილი, რომ წარმართებს ეკრძალებათ ტაძარში შესვლა“ – ყვება დავით მევორაჰი.
მევორაჰის თქმით, იშვიათად იპოვი არქეფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ისტორიულ მოღვაწესთან: „იესოს გასამართლებისა და ჯვარცმის შემთხვევასთან ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. არსებობს სამი აღმოჩენა, რომელიც დაკავშირებულია ამ შემთხვევასთან, და აქედან ორი პირდაპირ კავშირშია იესოს ბოლო დღეების მნიშვნელოვან პირებთან“ – ამბობს ის.
ერთ-ერთი აღმოჩენაა- ოსუარი, ძვლების შესანახი ყუთი წარწერით „იოსებ კაიაფას ძე“, ანუ მღვდელმთავრის.
„ჩვენ თითქმის 100% ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს ის კაიაფაა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ისტორიიდან და ახალი აღთქმიდან, მღვდელმთავარი, რომელმაც დააკავა იესო და გადასცა ის რომაელ მოსამართლეებს“ – აგრძელებს მევორაჰი.
მეორე – ქვა, ზედ პონტიუს პილატეს სახელით. და ალბათ ქრისტიანებისთვის ყველაზე საინტერესო არქეფაქტია- ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ რომაელებს ჰქონდათ ჯვარცმის მეთოდი. მუზეუმის თანამშრომლის ავით მევორაჰის თქმით, ეს ერთადერთი აღმოჩენაა, რომელიც უკავშირდება ჯვარცმას.
„როდესაც ხედავ ასეთ არქეფაქტებს, ისტორია თითქოს ცოცხლდება. ის რაზეც ვკითხულობდი აქამდე, დღეს გაცოცხლდა ჩემთვის“ – ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.
„როცა ხედავ მხოფლიო ისტორიის ამდენ ნიმუშს და ჩვენ ქრისტიანულ რწმენას ერთ ადგილას, ადვილად ითვისებ ინფორმაციას და ეს გასაოცარია. ეს ყველაფერი მართლაც ადასტურებს ჩვენს რწმენას. ეს ადასტურებს იმას, რასაც ბიბლია გვასწავლის. აქ ნათელი ხდება, თუ რა ადგილი უჭირავს ქრისტიანულ რწმენას მსოფლიო ისტორიაში. ეს გასაოცარია“. – ამბობს ისრაელის ერთ-ერთი დამთვალიერებელი .
თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა