საინტერესოა ის, რომ როდესაც ღმერთს თავისი ყურადღება გადააქვს ოჯახის ერთი ჯგუფიდან მეორეზე, ეს ორივე ჯგუფისთვის მოულოდნელია (კოლ. 1:26-27; რომ. 11:25-27) და ძალიან რთულია აღიარონ, რომ ისინი ცდებოდნენ.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთმა თავის სხეულში უკვე დაიწყო მოქმედება, როდესაც მისცა იმ დროისთვის აუცილებელი გამოცხადება. ღმერთი ამას აკეთებს ახლაც და ეს ორი საიდუმლო შეგვიძლია ნათლად დავინახოთ წმინდა წერილში. თუმცა ყველა ამ ცვლილებისა და მოქმედების წინ შეიმჩნეოდა აშკარა სიბრმავე მოწოდების მიმართ, რომელიც აუციებლად წამოიწია თვითონ გამოცხადებაში. და სიმართლე გითხრათ, ეკლესიებში ახლა გამოიხატება ყველაზე საწინააღმდეგო შეხედულებები ისრაელის როლისა და ადგილის შესახებ ბოლო დროში. ეკლესიებს სერიოზულად სჭირდებათ ოჯახის მესიანური ნაწილის როლისა და პოზიციია გამოცხადება და გაგება, იმისთვის რომ სრულად დაინახონ ღმერთის გეგმა და განმტკიცდეს მისი სამეფო მიწაზე.
მოდით არ დაგვავიწყდეს ის, რომ მოციქულებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმის მისახვედრად, რომ ახლა უკვე მათზე იყო პასუხისმგებლობა, რომ ქრისტეს სახარება ხალხისთვის მათ უნდა მიეტანათ. ახლა სწორედ ეკლესიაც ამ მდგომარეობაშია, ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმის გასაგებად, რომ ვდგავარათ ერთ-ერთი საიდუმლოს გამჟღავნების გზაზე- და ჩვენც ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ ჩვენი როლი, ღმერთის გეგმის შესასრულებლად.
ეკლესიის პოზიცია ისრაელის მიმართ
ამ ეტაპზე ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია ამ მოძრაობასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ პოზიციები განსხვავდება სხვადასხვა ეკლესიების შეხედულებებისა და წერილის ინტერპრეტაციის მიხედვით. ქარიზმატული, ორმოცდაათიანული და ზოგიერთი ევანგელური ეკლესიის წარმომადგენლები უფრო და უფრო იხსნებიან და ემხრობიან ისრაელის აღდგენას, ხოლო იმ ეკლესიებში სადაც აქვთ ლიბერალური მიდგომა წერილის მიმართ, ამ საკითხზე სხვანაირი შეხედულება აქვთ, ემხრობიან ჩანაცვლების თეორიას. ჩანაცვლების თეორია დაიბადა ადრეულ ეკლესიაში, როდესაც ის მოსწყდა თავის ებრაულ ფესვებს. მაშინ სწამდათ, რომ ეკლესიამ შეცვალა ისრაელი და მთლიანად ჩაენაცვლა სულიერად. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით არსებობს როგორც კონსერვატული ეკლესიები, რომლებიც ემხრობიან ჩანაცვლების თეორიას, ასევე ლიბერალური- რომლებიც თვლიან რომ ისრაელი რჩეულია.
ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო განსხვავდება ჩვენი რეაქციაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ: ერთნი მხარს უჭერენ პალესტინას, მეორენი- ისრაელს. უკანასკნელი ეყრდნობა წმინდა წერილს და სწამს ღმერთის აღთქმების ისრაელის მიმართ, რომელიც პირდება აღდგენას (მეორე რჯ. 30:4-6; ეზეკ. 36:22-28; იერ. 31:37); წერილისადმი ლიბერალური მიდგომა კი საშუალებას გვაძლევს ჩავერიოთ ადამიანის ღირებულებებში.
მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვილოცოთ პალესტინისა და ისრაელის ხსნასა და მშვიდობაზე, ისრაელის უფლება მის მიწაზე ეკუთვნის ღმერთს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ღმერთმა მისცა ეს ეს უფლება ებრაელ ხალხს (დაბ. 13:14-15; 17:7-8; ეზეკ. 37) ხოლო ბიბლირი წინასწარმეტყველება ისრაელის ფიზიკური აღდგენის შესახებ უკვე აღსრულდა. და მოდი გულწრფელად ვთქვათ, ვინ ვართ ჩვენ, რომ შევეწინააღმდეგოთ ღმერთს? (რომ. 9:20) უნდა ითქვას, რომ დღევანდელ სულიერ მდგომარეობაში ისრაელი არც თუ ისე სწორად იქცევა და ებრაელები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, რომლის მოგვარებაც საბოლოო ჯამში მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
ასე რომ როდესაც ვლოცულობთ გვახსოვდეს, რომ მუდმივი მშვიდობა იერუსალიმში მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც იესო დაბრუნდება. სანამ სატანა არ იქნება შებოჭილი, მანამდე ის მუდმივად წამოიწყებს ომს ღმერთის სამეფოს წინააღმდეგ, რომლის ცენტრიც არის ისრაელი.
ასე რომ იერუსალიმის მშვიდობისთვის ლოცვა ეს ყოველთვისარ არის მხოლოდ კურთხევა, არამედ პირიქით, ეს არის ლოცვა რომ გამოაღვიძოს თავისი ხალხი და აღადგინოს თავისთვის მიწა, რომელიც უკვე აღსრულდა მთლიანად და სრულყოფილად. ჩვენ გვჭირდება სიბრძნე და გარჩევის უნარი, ასევე ძალიან გვჭირდება სულიწმინდაზე ძლიერი დამოკიდებულება, რომელიც წაგვიძღვება ეფექტურ და ძლიერ შუამდგომლობაში, რომელიც დაეხმარება საქმის აღსრულება.
შეიძლება თუ არა, რომ ისრაელის აღდგენა იყოს ეკლესიის გაყოფის მთავარი მიზეზი?
პირადად მე, საერთოდ არ მინდა ვიდგე ისრაელის მოწონააღმდეგე მხარეს, როდესაც მესია დაბრუნდება. ამიტომ ილოცეთ ეკლესიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერ კიდევ დაბრმავებულია, რომ თვალები აეხილოთ. შეიძლება თუ არა, რომ ისინი ვინც მხარს უჭერენ ისრაელისა და ეკლესიის გაყოფას ქედმაღლობისა და სიამაყის ზღვარზე იდგნენ, როგორც გვაფრთხილებდა პავლე მოციქული რომაელთა 11 თავში. ფიქრობენ როგორც ფარისევლები, რომ ღმერთი მხოლოდ მათთვის არის.
ეს მკაცრი სიტყვებია, მაგრამ სიყვარულით არის ნათქვამი ეკლესიის მორწმუნეებისთვის, რომ ჩვენ მამის გეგმებზე შევძლოთ გადაწყობა. იესო უკვე ძალიან ახლოსაა, კართანაა, ჩვენ კი ჯერ ისევ მადლისა და მონანიებისთვის ფართოდ გახსნილი გზის და სწორი დამოკიდებულების აღდგენის დროში ვცხორობთ (რომ. 11:32).
ის ღრმად არის დაკავშირებული თავის შვილებთან, ებრაელებთან და არაებრაელებთან, და ჩვენი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მისი გეგმის ასრულებისთვის. მოდით ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი სახელია- ლომი იუდას ტომიდან, რომ ის დაბრუნდება ებრაულ ქალაქში, ებრაული სამეფოს დასაარსებლად დედამიწაზე და მისი შვილები სხვადასხვა ერებიდან დამყნობილნი არიან ამაზე. ვთხოვოთ ღმერთს, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ჩვენი საწყისი და ის, თუ ვისზე ვართ დამყნობილნი.
ილოცეთ ასევე ეკლესიებზე, რომელიც ისრაელის მოპირდაპირე პოზიციაზე არიან, რომ მათ უფრო ღრმად გაიაზრონ და დაიხანონ ეს ბოლო დრო ღმერთის თვალებით და არა საკუთარი თვალებით, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ არასწორ სწავლებებსა და გაერთიანებებს. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ბევრი გვექნება სასწავლი, როდესაც მივიღებთ ჩვენს ებრაელ ძმებს.
საუბარია არა ისრაელის კურთხევაზე, არამედ, რომ მთლიანად გავერთიანდეთ ებრაელებთან, როგორც ოჯახის წევრებთან. ღმერთმა უკვე აღადგინა ზეთისხილის ებრაული რტო, როდესაც ათასობით ებრაელმა ირწმუნა (რომელთა შორის ერთ-ერთი ვარ მე) ამერიკაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში, რათა შეგვესრულებინა ჩვენი მისია: ვიყოთ ნათელი, ჩვენი ერისთვის.
ისევე როგორც აარონი და ორი (ხური) უჭერდნენ ხელებს მოსეს რათა გაემარჯვებინათ ბრძოლაში, ილოცეთ, რომ მორწმუნეებმა ეკლესიებში, პირველ რიგში დაამყარონ მტკიცე კავშირი თავიანთ ებრაელ ძმებთან და მხარი დაუჭირონ მათ. ასევე ჩვენს შუამდგომლობაში დავიწყოთ ისრაელის ისე დანახვა, როგორიც წერილშია ნაწინასწარმეტყველები და არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის ახლაა.
სწორედ ეს არ არის რწმენა? (ებრ. 11:1).
თარგმნა სალომე ჯებისაშვილმა.