ჟურნალმა FrontPage-მა სტუმრად მიიწვია პროფესორი ჰალილ მოჰამედი, სან-დიეგოს უნივერსიტეტის რელიგიათამცოდნეობის კათედრის გამგე.
ჰალილ მუჰამედი წარმოგვიდგენს ერთ-ერთ არსებულ, თუმცა არც ისე ცნობილ მოსაზრებას იმის შესახებ თუ რას ლაპარაკობს ყურანი ებრაელების, ისრაელისა და ებრაელების უფლებაზე ისრაელის მიწის შესახებ. ყურანის სხვადასხვა ადგილების თანახმად, ჰალილი ამტკიცებს, რომ ერეც ისრაელი- ეს ებრაელებისთვის ღმერთისგან მიცემული მიწაა, და ამის წინააღმდეგ გამოსვლა ნიშნავს ყურანისა და თვით ღმერთის წინააღმდეგ წასვლას.
- გვიხარია თქვენი ნახვა, ბატონო მუჰამედ.
– ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან საუბარი. დიდ მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენ მკითხველს აცნობთ ჩემს პოზიციას. როგორც ალბათ თქვენთვის ცნობილია, მე ვაღიარებ ისლამს ზომიერ ისლამს – ისლამი, რომელიც არ ასხვავებს ადამიანებს და პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებს. მე ვხედავ ჩემს მისიას იმაში, რომ პრაქტიკაში დავუბრუნო ყურანს ის სილამაზე, რომელიც ერთ დროს იყო მისთვის დამახასიათებელი. თუმცა დღესდღეობით ფუნდამენტალურ მუსლიმებში ეს პოზიცია არაპოპულარულია.
- თქვენ თავად მუსულმანი ხართ. თუმცა თქვენ ამტკიცებთ, რომ ებრაელებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისრაელში და ეს წერია ყურანში. ისლამის მცოდნეებისა და სასულიერო პირებისგან კი ასეთი რამის მოსმენა, რბილად რომ ვთქვათ, იშვიათობაა. გთხოვთ დაწვრილების გვიამბოთ ამ დოქტრინის შესახებ.
– იდეები, რომლებიც აღწერილია ყურანში, ღალატობს საერთო მოტივს “ალაჰი ვერ იტანს უსამართლობას და ეხმარება ჩაგრულებს.” ამ თემას ეთმობა ძალიან დიდი ყურადღება. ასევე დააკვირდით, ყურანში ყველაზე ხშირად მოხსენიებული ადამიანი არის მოსე/ მუსა. ყურანში მოსე აღწერილია, როგორც ალაჰის ერთგვარი რევოლუციონერი. მუსამ გამოიყვანა ერი მონობიდან, რომელიც ალაჰის თაყვანისცემის გამო იდევნებოდა და იჩაგრებოდა, და წაიყვანა აღთქმულ მიწაზე.
ყურანის მეხუთე სურაში (აიატი 20-21) გარკვევით არის დაწერილი: “მუსამ მიმართა თავს ერს: “ო, ჩემო ხალხო! გახსოვდეთ წყალობა რომელიც გამოიჩინა ალაჰმა თქვენს მიმართ, როდესაც დანიშნა მან წინასწარმეტყველები თქვენ შორის, ბატონებად გაქციათ და მოგცათ ის, რაც არ მიუცია არცეთ სხვა ერისთვის ამ მიწაზე. ო, ჩემო ერო! შედით წმინდა მიწაზე, რომელიც ალაჰმა განგიწესათ თქვენ. უკან არ დაიხიოთ (არ შეუშინდეთ მის მმართველებს) თორემ დამარცხდებით“.
შემდეგ ყურანი გვიხსნის, რატომ არ მისცა უფლება ებრაელებს 40 წლის განმავლობაში შესულიყვნენ აღთქმულ ქვეყანაში… ჩემი გამოკვლევისთვის საკვანძო ფრაზა არის ის ადგილი, სადაც მოსე ამბობს, წმინდა მიწა “განუწესა” ებრაელებს ალაჰისგან. ისლამურ და იუდეურ ინტერპრეტაციაში სიტყვა “განწესება” თავისთავში შეიცავს კონოტაციას დაბოლოების, გადამწყვეტის და უცვლელის. ამიტომაც ჩვენ გვაქ დაწერილი თორა (შეუცვლელი) და ზეპირი თორა (რომელიც იცვლება ტრადიციების შესაბამისად დროის გამოწვევის მიხედვით). ყურანში ასევე ნათქვამია “თქვენ განწესებული გაქვთ მარხვა”. ასევე ხაზგასმულია: რომ ეს დააწესა ალაჰმა და არავის არ ძალუძს ამის შეცვლა. ასე რომ თუ ჩვენ რწმენით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ყველაფერი მარტივია: თუ ერთხელ ალაჰმა დაუწესა მოსეს ერს ისრაელი, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ამის შეცვლა.
ყურანი ასევე აღნიშნავს ტყვეებზე, მაგრამ არასდროს არ უკეტავს მათ უკან დასაბრუნებელ გზას… ყურანი ეუბნება ებრაელებს: თუ თქვენ შეასრულებთ იმას, რაც შეჰპირდით ალაჰს, ალაჰი შეგისრულებთ იმას რასაც დაგპირდათ. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო არ შექმნილა რაღაც რბილი მეთოდებით, ბევრი გამოაძევეს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის მეორეხარისხოვანი მომენტი. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ VII საუკუნეში როდესაც მუსულმანები პირველად მივიდნენ ამ მიწაზე, კარგად იცოდნენ თუ ვის ეკუთვნოდა კანონით ეს მიწა. ასე რომ როდესაც მუსულმანები არ დაემორჩილნენ ღმერთის ნებას, ისინი დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ. ახლა კი ჩვენ მათი საქმეებისთვის ვიმკით: ყოველდღიურად იღუპება უდანაშაულო ხალხი, როგორც პალესტინელი ისე ებრაელი.
ასევე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ შუა საუკუნეების ყურანის განმმარტებლები – და მე შევისწავლე ყველა მათი ნამუშევარი გამონაკლილის გარეშე- აღიარებენ, რომ ისრაელი მინიჭებულია და დაბადებისთანვე ეკუთვნის ებრაელებს. აი როგორ ხსნის ორი ყველაზე ცნობილი ისლამური კომენტატორი სიტყვას “განწესებული” მეხუთე სურის 21-ე აიატის მიხედვით:
იბნ კასირი (დ. 775/1373) წერდა: “მიწა, რომელიც ალაჰმა განგიწესათ თქვენ“, ანუ “მიწა რომელიც ალაჰმა შეგპირდათ მამათქვენის ისრაელის ბაგეებით, მიწა რომელიც მემკვიდრეობით გეკუთვნით მათ, ვისაც გჯერათ.” მუჰამედ ალ- შავკანს (დ. 1250/1834) სიტყვა “კატაბა” ასე ესმის: “რაც ალაჰმა განიზრახა და გამოგიყოთ თქვენ, თავისი თავდაპირველი ცოდნიდან გამომდინარე, მოგცათ ეს მიწა როგორც სავანე.”
იდეა, რომ ისრაელი არ ეკუთვნის ებრაელებს- ეს არის თანამედროვე შეხედულება. ალბათ, ეს ჩანერგილი იყო ახლო აღმოსავლეთში ევროპული კოლონიალიზმის მიმართ მტრული დამოკიდებულებისგან. რა თქმა უნდა ამ იდეას ყურანთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, მუსულმანების უმეტესობა საერთოდ არ კითხულობს ყურანს, არც ცდილობს რომ თავად გამოიკვლიოს მისი ტექსტი, – პირიქით იმამებისა და სხვადასხვა მქადაგებლების ინტერპრეტაციას ანიჭებენ უპირატესობას.
- თქვენ თქვით, რომ მუსლიმები, რომლებიც აღთქმულ მიწაზე გამოჩნდნენ VII-საუკუნეში, “დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ“. იქნებ ამ ეტაპზე უფრო დეტალურად ახსნათ? მალავს თუ არა თანამედროვე ისლამი ამ ფაქტებს?
– როგორ დაკარგეს ებრაელებმა თავიანთი უფლება ეცხოვრათ აღთქმულ მიწაზე? ყველა სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ამის მიზეზი იყო ქალაქების ძარცვა და წვა რომელიც დაიწყო ჩვ.წ.აღ 70-135 წლებში. მუსულმანები ჩნდებიან 638 წელს და ბიზანტიას ართმევენ ამ მიწებს. მუსულმანებმა ძალიან კარგად იცოდნენ სამართლიანად ვის ეკუთვნოდა ეს მიწები, მაგრამ მუსულმანურ ქრონიკებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მუსულმანმა ხალიფამ მიიღო კაპიტულაცია ადგილობრივი ბიზანტიელი წარმომადგენლისა, გარკვეული პირობების სანაცვლოდ.და ერთ ერთი პირობა ის იყო რომ ისრაელში ებრაელები არ დაესახლებინათ. თანამედროვე გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს მოვლენები მატიანეში ძალიან გვიან ჩაიწერა, როდესაც ეს მოვლენები დიდი ხნის მომხდარი იყო და შესაბამისად ახლა ნაკლებად სარწმუნოა ვიდრე ადრე. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ 1096- 1099 წლებში, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ამ მიწის დასაპყრობად ხოცავდნენ ძალიან ბევრ მუსულმანსა და ებრაელს. თუ ომარმა მართლაც მოაწერა ხელშეკრულებას ხელი VII- საუკუნეში, მაშინ საიდან გაჩნდნენ აქ ებრაელები?
დანაშაულში თანამონაწილეობაზე საუბრისას, მე ვგულისხმობ აბდულ მალიკის ქმედებებს, რომელმაც იერუსალიმში მეჩეთი ააგო და მუხამედს მიაწერა გამოგონილი ჰადისები, თითქოსდა წინასწარმეტყველს ეთქვას, რომ ადამიანმა ჰაჯი უნდა აღასრულოს სამ მეჩეთში: მექაში, მედინასა და იერუსალიმში, მაგრამ, როგორ შეეძლო ეს ეთქვა წინასწარმეტყველს, თუ (ამ ადგილს ყველა მუსლიმი ასახელებს ერთხმად) ყურანში არსებული ფრაზიდან: ,,დღეს მე დავასრულე (გადმოცემა) თქვენი რელიგიის” (სურა 5, აიათი 3) გამომდინარეობს, რომ იერუსალიმი არ შედიოდა ისლამის გავრცელების გეოგრაფიულ ზონაში? რადგან საქმე ეხება ,,დასრულებას”. იგულისხმება, რომ არაბული ყურანი არაბული ტომებისთვისაა. შესაბამისად, ყურანისეული ისლამი არ მიაწერს მუსლიმებს იმ ტერიტორიების დაპყრობას, რომლებიც ეკუთვნის უცხოტომელებს.
როდესაც მუსლიმებმა აიღეს იერუსალიმი, მისი კარები უნდა გახსნილიყო, რომ შესულიყვნენ ნამდვილი მფლობელები. არ არის გამორიცხული, რომ მაშინდელი ებრაული დოქტრინის თანახმად ასეთი დაბრუნება, მხოლოდ მესიასთან ერთად იყო ნებადართული- თუმცა ამას გავლენა არ უნდა მოეხდინა მუსულმანების ქცევაზე. სოფრონიუსთან შეთანხმება უარყოფილი ხდება იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომ ომარმა ნამდვილად გახსნა ქალაქის კარიბჭე ებრაელებისთვის. ამ შემთხვევაში მუსულმანური ოკუპაცია და ტაძრის ადგილზე მეჩეთის აშენება არ იყო სანქცირებული ყურანისგან. რამდენად ღიად განიხილება ეს ამბავი თანამედროვე ისლამში? რა უნდა ვთქვა. დღევანდელ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთში პატიოსნება ეწირება პოლიტიკას.
- უნივერსიტეტში ლექციების კითხვისას, თქვენ ხშირად ამხილებთ პოლიტიკოსების განზრახვებს და ხშირად მუსულმანების რისხვის მიზეზი ხართ.
-დიახ, ჩემს პოზიციას აკრიტიკებენ, რადგან ის არ შეესაბამება გეოპოლიტიკურ მიმართულებას ფუნდამენტალიზმისკენ. მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ფუნდამენტალიზმი ხდება ისლამის უპირატესი ტენდენცია. ზომიერი ისლამი კი პირიქით კარგავს პოპულარობას. ეს კარგად არის ნაჩვენები აკბარ აჰმედის მოსაზრება აჰმედმა განაცხადა, რომ თალიბები უკვე აღარ ითვლებიან მარგინალურ ფენად პაკისტანში. მათი სწავლებებმა უკვე ძალიან ბევრი პაკისტანელი გაიტაცა.
ამერიკაშიც კი, მე ვაღიზიანებ მეჩეთის იმ მრევლს, რომლებიც იყენებენ სოციალური ზეწოლის მეთოდებს, რათა ადამიანებს თავს მოახვიონ ექსტრემისტული შეხედულებები. პირადი გამოცდილებიდან ერთ ამბავს გაგიზიარებთ: როდესაც ჩემი მეუღლე, მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა საკითხს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი არაა ქალმა თავსაბურავი ატაროს, მივიდა მეჩეთში თავსაბურავის გარეშე, და ამის გამო ძალიან ბევრი მუსულმანი “და” არც კი მიესალმა. თუმცა მათ საერთოდ არ აინტერესებდათ რატომ მოიქცა ის ასე. ძალიან ბევრი მუსულმანი გამოდის ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მიზეზით- იმიტომ რომ, მე ვიმეორებ, ისრაელს აქვს არსებობის უფლება.
მათ განცხადებებში ვინც მე მაკრიტიკებს, იგრძნობა უცნაური კანონზომიერება: ადამიანები თვლიან, რომ თითქოს თუ ვაღიარებ ისრაელის არსებობის ლეგიტიმურობას, ამით ვუარყოფ პალესტინელების უფლებას. ამაზე მე ვპასუხობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვუარყოფ, რომ პალესტინელებს აქვთ გარკვეული უფლება. თუმცა ჩემს მოწინააღმდეგეებს საერთოდ არ სურთ ჩემი მოსმენა: ჩემი მოწინააღმდეგეები აღიარებენ ერთ პრინციპს, “ყველაფერი ან არაფერი“.
ცოტა ხნის წინ, როდესაც ლექციას ვკითხულობდი სანტა-კრუზში, ზოგიერთი მუსულმანური ორგანიზაციის წევრებმა გააკრეს პლაკატები, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს მე ვამტკიცებ რომ ყურანში არის ნეგატიური განცხადებები ებრაელების მიმართ. მაგრამ ეს ხალხი ძალიან ამახინჯებენ ფაქტებს. მე ვაღიარებ, რომ ზოგიერთ აიატს აქვს პოლემიკური აზრი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა, ყურანში გამოიხატება პატივსაცემი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ (ასე რომ არ იყოს, მუსა/მოსე ხშირად არ იქნებოდა ნახსენები). თუმცა, ისლამის ზეპირ ტრადიციებში,ხადისახში ებრაელები გამოყვანილია როგორც უარყოფითი გმირები. ძალიან ბევრ მუსულმანს უჭირს ყურანის ამ არასასიამოვნო სიმართლესთან შეგუება- თითქმის 12 საუკუნე მათ ასწავლიდნენ, რომ ზეპირი ტრადიციასადმი არაკრიტიკული დამოკიდებულება ისლამური აღმსარებლობის განუყოფელი ნაწილია.
ხშირად კრიტიკოსები ცდილობენ გამამტყუვნონ ყურანიდან ამოღებული გაფანტული ციტატებით- თუმცა ისინი აქ მარცხდებიან, რადგან განმარტებებს, ეგზეგეტიკას მე მრავალი წლის მანძილზე ვსწავლობდი. ხშირად შეჯიბრებაზე მიწვევენ. სანტა კრუზში მუსულმანებმა შემომთავაზეს დებატები. დავთანხმდი იმ პირობით, რომ დებატები საჯარო იქნებოდა, მაგრამ ოპონენტები ამ შეხვედრაზე არ გამოცხადნენ. და ის მცირერიცხოვანი მუსულმანები, რომლებიც მოვიდნენ ჩემს ლექციაზე და მოთმინება ეყოთ რომ ჩემთვის მოესმინათ, ჩემს მსჯელობებში ვერ იპოვეს ისლამის პოსტულატების არასწორი ინტერპრეტაცია.
მონრეალში მე რასიზმშიც კი დამადანაშაულეს, როდესაც მე განვაცხადე, რომ დღესდღეობით მუსულმანების 95% ანტისემიტურ იდეოლოგიას ექვემდებარებიან. მე გავეცი პასუხი (რომლის გამოქვეყნებაზეც “გაზეთ მონრეალმა” უარი განაცხადა): მოდით ყველა მუსულმანმა გულწრფელად უპასუხოს ერთ მარტივ შეკითხვას? “როგორ უნდა გავიგოთ ყურანის პირველი სურის ორი ფინალური აიატი: “გვატარე სწორი გზებით, რომელიც შენ კეთილჰყავი, არა იმ გზებით რომელიც შენი რისხვით დაეცა, და არც დაკარგულების?”
ამ აიატებში არაფერია ნათქვამი არც ებრაელების, არც ქრისტიანების შესახებ: თუმცა ყველა მუსულმანს თავისი მასწავლებლისგან ესმის, რომ “რისხვით დაცემული”- ებრაელები არიან, ხოლო “დაკარგულები”- ქრისტიანები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საშუალოდ მუსულმანი ამ სურას სწავლობს და იზეპირებს მის ინტერპრეტაციას 5-8 წლის ასაკში. და როგორც ჩვენ ვიცით ამ ასაკში მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად იბეჭდება. შეიძლება ითქვას გენეტიკურ მეხსიერებაში იბეჭდება.
მე ვფიქრობდი, რომ ჩემი პასუხი ნათელია. მაგრამ რა იყო შედეგი? ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ უარყო, რომ მათ თითქოს ეს ვიღაცამ ასწავლა. ჩემთვის ეს კიდევ უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ზოგიერთი მუსულმანი ლიდერისგან წამოსული კრიტიკა. ყოველთვის ვთხოვ ადამიანებს: კარგი, თუ რაღაცას უარყოფთ საჯაროდ, მაგრამ კერძო გარემოში მაინც იქონიეთ სინდისი- აღიარეთ სიმართლე. მაგრამ კერძო გარემოშიც კი ჩემმა თანამემამულე მუსულმანებმა ვერ გაბედეს ეღიარებინათ ის, რაც ყველასთვის ნათელია. ეს თავად ამტკიცებს რამდენად დავეცით.
თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ჩემს მიმართ გამოხატული თავდასხმები გამოხატულია მხოლოდ დაპირისპირების სახით. არაფერი ჩემს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს. როგორც არ უნდა გააღიზიანოს ჩემმა პოზიციამ ჩემი თანამემამულეები, ისინი ხვდებიან რომ მე ვარ მუსულმანი. მე არ ვუარყოფ ჩემს რწმენას და სწორედ ამიტომ შეგვიძლია დისკუსიის გამართვა. აქ სან დიეგოს უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლი, “მაჰმადიანი სტუდენტების ასოციაციამ” ჩემზე საჩივარი დაწერა, თითქოს მე ვადანაშაულებ ასოციაციის წევრებს ანტისემიტიზმსა და ჰომოფობიაში. თუმცა მათ მალევე თქვეს უარი გასაჩივრებაზე და კარგადაც მოიქცნენ- წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სულელურად გამოჩნდებოდნენ. მათი წერილი თავად ამბობს ყველა სათქმელს: “ჩვენ ვერ ვიქნებით ანტისემიტები, რადგან ჩვენნთავად სემიტები ვართ- წერდნენ ისინი, თუმცა მათ შორის არცერთი არაბი არ იყო. – და ჩვენ სულაც არ ვართ ჰომოფობები, რადგან ჩვენ მეზობლებს შორის არსებობენ გეებიცა და ლესბოსელებიც”.
- ველოდოთ თუ არა, რომ ისლამში წამოიწევა რეფორმაციული მოძრაობა? არის თუ არა ასეთი მოძრაობისთვის შექმნილი ნიადაგი?
– რეფორმაციების მამოძრავებელი ძალა იქნება დასავლეთში მცხოვრები მუსულმანები.
აქ მთავარი როლი ეკუთვნით ქალებს, რომლებიც მტკიცედ აიმაღლებენ ხმას. შემიძლია დავასახელო რამდენიმე სახელი, რომელიც ჯერ ჯერობით ბევრისთვის არაა ცნობილი. მაგრამ ეს ქალები ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ შეცვალონ მუსულმანური მსოფლმხედველობა. ზოგიერთი მათგანი აქტიურად კამათობს ერთმანეთში, მაგრამ მიუხედავად განსხვავებებისა, ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ განკურნონ ისლამი თავისი მრავალსაუკუნოვანი დაავადებისგან- მამაკაცურ შოვინიზმისგან.
- ბატონო მუჰამედ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ თქვენ პატივი დაგვდეთ და გვეწვიეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ასე თამამად იცავთ თქვენს პოზიციას მუსლიმურ საზოგადოებაში. გააგრძელეთ ბრძოლა ზომიერი ისლამისთვის რომელსაც შეუძლია იარსებოს დასავლურ დემოკრატიაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი გავლენა მხოლოდ გაიზრდება. საბოლოოდ, ინტერვიუს დასკვნით ნაწილში დავსვათ ყველა წერტილი. სწორედ გავიგეთ თუ არა, რომ ებრაელების უფლება, ფლობდნენ ისრაელს დამტკიცებულია ისლამურ დოქტრინაში და წმინდა ყურანი ავალდებულებს მუსულმანებს შეეგუონ ამ სახელმწიფოს არსებობას?
– მეორე სურის დასაწყისში ნათქვამია: “ეს არის წერილი (ღვთაებრივი) რომელიც ეჭვგარეშეა- სახელმძღვანელო ღვთისმოშიშთათვის”. აქედან გამომდინარე, ყველა მუსულმანმა ყურანის შინაარსი უნდა შეაფასოს, როგორც ზეციდან გამოგზავნილი სახემლძღვანელო. მეხუთე სურის აიატები ისრაელის შესახებ განკუთვნილია არა მარტო მოსასმენად, არამედ შესასრულებლად. ისლამის ერთ-ერთი ძირეული პრინციპი არის დებულება “პრობლემის წყარო უნდა გადაიჭრას”. მუსულმანებმა რეალობას პირისპირ უნდა შეხვდნენ. ისრაელის წარმოშობის მომენტიდან ბევრი დრო გავიდა. ამ დროის განმავლობაში მთელი რეგიონი ცდილობდა სახელმწიფოს განადგურებას. თუმცა ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, როგორც ჩანს წარმატების იმედი აღარაა. ყველაზე კონსტრუქციული და პრაგმატული იქნებოდა ამ ფაქტებთან შეგუება: ისრაელი არსებობს, და უნდა ავირჩიოთ ორიდან ერთი: ან მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ, ან კიდევ საუკუნის ბოლომდე ვიბრძოლოთ მათთან. ყურანი მუსულმანებს განუმარტავს, რომ ალაჰი მათ ცხოვრებას არ შეცვლის, თუ ისინი თავად არ შეცვლიან მას. ამ შემთხვევაში- ეს შესანიშნავი მიზეზია ამ დოგმის პრაქტიკაში გასატარებლად. მხოლოდ საკუთარი ინიციატივით თუ აღაირებენ ისრაელს, მუსულმანები შეასრულებენ ყურანის წმინდა მცნებას.
- დიდი მადლობა ბატონო მუჰამედ საინტერესო საუბრისთვის.
– დიდი მადლობა, მოხარული ვარ რომ თქვენი სტუმარი ვიყავი.
თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა.