ჩანაცვლების თეოლოგია ერესია

10998104_797341320301281_1090813107_o

–მოგესალმებით  მწყემსო  ალექსანდრე,  მადლობას  მოგახსენებთ  ჩვენს  ორგანიზაციაში  მოსვლისთვის.  როგორც  უკვე  იცით  ეს  ორგანიზაცია  ეხმარება  ებრაელებს,  მატერიალურადაც  და  სამშობლოში  დასაბრუნებლადაც.  ჩვენ  აგრეთვე მონაწილეობას  ვიღებს,  პროექტ  „ალიაში“.  როგორ  ფიქრობთ  თქვენ,  დღევანდელ  ქრისტიანობაში  რამდენად  მნიშვნელოვანია  ისრაელის  თემატიკა? 

მე მიმაჩნია, რომ  თუ  ჩვენ თავს  ვუწოდებთ  ქრისტიანებს,  ვტრიალდებით  ღმერთის  სიტყვისკენ  და  ვკითხულობთ მას,  მასში  ვკითხულობთ  ისრაელზეც.   ეფესელთა  მიმართ  ეპისტოლეში  გარკვევით  წერია, {ეფეს.2:13–14} რომ  იესომ  ჯვარზე  აღმოფხვრა  კონფლიქტი  წარმართებსა  და ებრაელებს  შორის  და თავისი მსხვერპლის  მეშვეობით  კი  ღმერთმა  შეგვირიგა  ჩვენ.  ეს  ნიშნავს,  რომ  მე,  როგორც  ქრისტიანი,  ვერ  ვიქნები  ებრაელთა  წინააღმდეგ  მიმართული,  რადგან  ქრისტეში  შეგვარიგა  ღმერთმა  ჩვენ  მათთან.

–მიგიღიათ  თუ  არა  თქვენ,  ან  თქვენს  ეკლესიას  მონაწილეობა  ებრაელთათვის  გამართულ  ქველმოქმედებებში,  ან  გაგიზიარებიათ  თუ  არა  მათთან  სახარება,  დახმარებიხართ  მათ  ფინანსურად  ან  უბრალოდ  რაიმე  ლიტერატურით?

ჩვენ  ვმართავდით  ბევრნაირ  კონფერენციას, მაგრამ  რაც  შეეხება  ებრაელი  ხალხის  მომსახურებას,  ის  რაზეც  ჩვენ  ყურადღებას  ვამახვილებდით, იყო  ის,  რომ  წელიწადში  ერთხელ  ან  ორჯერ,ვმართავდით  ისრაელის  დღეს,  ამ  დღეს  ორივე  მსახურება  ისრაელ  ერს  ეძღვნებოდა  და  ებრაელებსაც  ვეპატიჟებოდთ.  მსახურებაზე  ვმღეროდით  ებრაულ  საგალობლებს  და  ვცდილობდით  აგვეღწერა რაც  ქრისტემ  გააკეთა  ჯვარზე.  პირველ  რიგში,  ქრისტიანებისთვისაც  და  ებრაელებისთვისაც,  ვცდილობდით  ბიბლიიდან  გვესუბრა  და  გვემცნო  მათთვის,  რომ  ნამდვილი  მორწმუნეები  ყოველთვის  ლოცულობენ  ისრაელისთვის,  ნამდვილი  ქრისტიანები  გამუდმებით  ლოცავენ  ისრაელს  და ხედავენ  ებრაელებში  მეგობრებს.   რაც არ  უნდა  ხდებოდეს  ისრაელში  და  მის  მიღმა,  ჩვენ  ისრაელის  მხარეს  ვართ  და  ამის  საფუძველს  ბიბლია  გვაძლევს.  ამ  ყოველივეს  ვაკეთებთ, არა  უბრალოდ  თეორიისთვის, არამედ  ჩვენი  სისხლითა  და  ოფლით,  რათა  ადამიანებმა  შეძლონ  წელიწადში  ერთხელ  ან  ორჯერ  მოისმინონ ამის  შესახებ  და ილოცონ  ამ საკითხისთვის,  მხარი  დაუჭირონ  ისრაელს  ისე,  როგორც  შეუძლიათ.

–მესამე, ბოლო  შეკითხვა,  რაც  ძალიან  მაინტერესებს  პირადად მე, ეხება  „ჩანაცვლების  თეოლოგიას.“  რას  ეტყოდით  იმ  ქრისტიანებს, რომელნიც  ებრაელებისთვის  სახარების  უწყების  მიატანასა  და  მათ  მხარდაჭერას უარყოფენ,  რადგან  მიიჩნევენ,  რომ  ღმერთმა  ისინი  უარჰყო.  მე  ვიცი,  რომ  ქრისტიანობაში  არის  ასეთი  სწავლება  და  მას  ჩანაცვლების  თეოლოგია  ჰქვია,  რასაც  ჯერ  კიდევ  ეკლესიის  რამდენიმე  მამა  უდებდა  საფუძველს,   ისინი  ამბობდნენ,  რომ  ისრაელმა  დაკარგა  თავისი  პირვანდელი  დანიშნულება  და  ახლა  ბიბლიაში  სადაც  წერია  ისრაელი, იგულისხმება  ეკლესია,  სწორედ  აქედან  წარმოიშვა  ეს  თეოლოგია.  რას  ეტყოდით  ამ  ქრისტიანებს?

ასეთ  ქრისტიანებს,  მე  ორ  რამეს  ვეტყოდი:

პირველი-  ასეთმა  ქრისტიანებმა  უნდა  იკითხონ ბიბლია.  მე მივიჩნევ, რომ  უკანასკნელ  დროში,  რომელშიც  ვცხოვრობთ, ეს  თემა  აქტუალურია,  რადგან  ქრისტიანები  ებრაელებთან  მიმართებაში  ამ  საკითხთან  დაკავშირებით ბევრს  მსჯელობენ.  კითხულობენ  ძალიან  ბევრ  განსხვავებულ  მოსაზრებას, მაგრამ სამწუხაროდ  ისინი  არ  კითხულობენ  ბიბლიას.

და  მეორე-  მე  ვიტყოდი,რომ  „ჩანაცვლების  თეოლოგია“, ეს  მკვეთრი, თვალშისაცემი  ერესია, ცრუსწავლება.  ბიბლიაში  წერია  სულიერ  ისრაელზეც  და ასევე  რეალურ  ერზე–ისრაელზე,  რომელიც  ამოირჩია  ღმერთმა და  რომელსაც  მან  მოუწოდა.  წმიდა  წერილი  ამბობს,  რომ  უცვლელია  ღვთის  მოწოდება{რომ.11:29}      რადგან  ეს ასეა, მნიშვნელობა  არ  აქვს  რა  ხდებოდა  ისტორიაში,  ღმერთის  მოწოდება  და რჩეულობა  რჩება  ისრაელზე.  იესო  მოვა  არა  თბილისში,  არა  კიევში,  არა  ვაშინგტონში, არამედ  იერუსალიმში.  მიმაჩნია,  რომ  ძალიან  მნიშვნელოვანია  ჩვენი  ისრაელისადმი მხარდაჭერა.  ბიბლია  საუბრობს,  რომ  ბოლო  დროს  მრავალი  ერი  და ქვეყანა  აღდგება  ისრაელის  წინააღმდეგ.  მე  კი მჯერა,  რომ  საბოლოოდ  ებრაელები  დაინახავენ  ქრისტიანებში  მეგობრებს.

_მადლობა.  მეც  ამას  ვიმედოვნებ.  დიდი  მადლობა,  რომ  დრო  დამითმეთ.

ავტორი:გიორგი ჯიჯიეშვილი

თარგმნა:ია კარგარეთელმა