ეკლესიამ უნდა ისწავლოს ისრაელის დაფასება: რუარ სორენსენი

Церковь-должна-научиться-ценить-Израиль-Руар-Соренсен

 

რუარ სორენსენი ისრაელთან მუშაობის განყოფილების უფროსიასიცოცხლის სიტყვაუფსალაში, სადაც შრომობს უკვე 12 წელია

 

ამ განყოფილების ერთ -ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის- სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანების ჯგუფური ვიზიტი ისრაელში. ორგანიზებულია სხვადასხვა ტურები- მწყემსებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მომლოცველებისთვის, დაიწყო ასევე ახალი სამ თვიანი ტური სახელწოდებით “მთელი ისრაელი”, რომლის მიზანიც არის დააკავშიროს თანამედროვე ისრაელი ბიბლიურს. რუარ სორენსენი ასევე წერს ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვებას “ისრაელის რეპორტაჟი”, რომელიც ითარგმნება 10 სხვადასხვა ენაზე. რუარი ქადაგებს ისრაელის შესახებ ადგილობრივ ეკლესიებსა და ბიბლიურ კურსებზე, ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ისრაელთან.

ყველაზე მეტად რა გაოცებთ და აღგაფრთოვანებთ თქვენს სამუშაოში

ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ვხედავ ღმერთის ხელს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ისრაელთან. რა თქმა უნდა ეკლესიაშიც, მაგრამ ძირითადად ისრაელთან მიმართებაში. ღმერთმა გვიხსნა ძალიან დეტალურად გათვლილი გეგმის მეშვეობით, რომელიც შექმნა 4000 ან უფრო მეტი წლის წინათ, როდესაც მან აირჩია აბრაამი და დაიწყო ადამიანების ხსნის გეგმა. ასევე მაოცებს ამ გეგმის დიდებულება, სხვადასხვა წინასწარმეტყველებების ასღრულება მასში და ის, რომ ღმერთი კვლავ მოქმედებს და ქმნის ისტორიას.

რატომ უნდა ჰქონდეს ისრაელს მნიშვნელობა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის

ჩვენ ღმერთის მუშაკები ვართ. ისევე როგორც ჩვენ ვმუშაობთ მასთან ერთად, ვქადაგებთ სახარებას ქვეყნის კიდემდე, ასევე უნდა ვიმუშაოთ მასთან ერთად ისრაელში და დავეხმაროთ ამ ქვეყანას. ისრაელს ღმერთის გულში დიდი ადგილი უკავია, ბიბლიაში ისრაელი 2357-ჯერ არის ნახსენები, თითქმის ყველა გვერდზე წერია მასზე, ჩვენ კი წელიწადში სულ რაღაც ერთხელ ვახსენებთ, ან ორჯერ, როდესაც ავღნიშნავთ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთისთვის ისრაელი მნიშვნელოვანია, ის იმასაც კი ამბობს, რომ იერუსალიმი- ეს არის სიხარული მთელი ქვეყნიერებისა (ფს.47). ხოლო ქრისტიანებისთვის იერუსალიმი თითქოს ყოველგვარ მნიშვნელობას არის მოწყვეტილი, თითქოს იგი მხოლოდ განსაკუთრებულად დაინტერესებული ადამიანებისთვის არსებობს. ღმერთისთვის ყველაფერი სხვაგვარად არის და თუ ჩვენ მისი თანამშრომლები ვართ და თუ მისი სიტყვა ამბობს ისრაელზე, მაშინ ჩვენც სერიოზულად უნდა მივიღოთ.

Церковь-должна-научиться-ценить-Израиль-Руар-Соренсен1

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, რისი გაკეთება შეგვიძლია ისრაელისთვის

ესაია წინასწარმეტყველის წიგნში, 62-ე თავში წერია შემდეგი სიტყვები “ნუ დადუმდებით მის წინაშე, ვიდრე არ აღადგენს იერუსალიმს და არ აქცევს მას ქვეყნის დიდებად”. სანამ იერუსალიმი არ გახდება ქვეყნის დიდება (ახლა მას უფრო მეტს წყევლიან, ვიდრე ადიდებენ), ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ამის სხვადასხვა საშუალება არის: პირველი- ეწვიეთ ისრაელს. როდესაც ადამიანი ჩამოდის აქ, ყველაფერი იცვლება, ხდება სულიერი კავშირი მიწასთან. მე მიყვარს ასე თქმა: როდესაც წმინდა ადამიანი ჩადის წმინდა მიწაზე, ხდება ბუნებრივი კავშირი ღმერთთან, ამას ადასტურებს ბევრი ჩვენი ტურისტი. ასე რომ თუ გაქვთ შესაძლებლობა აუცილებლად ჩამოდით. თუ არა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ აკურთხოთ ისრაელი იქ სადაც ხართ, ილაპარაკეთ კარგი მის შესახებ. გაიგეთ მის შესახებ რამე, რომ შეგეძლოთ მასზე რაიმე კარგის თქმა და ეფექტურად ლოცვა. მე მჯერა რომ  ეკლესიამ უნდა დაიწყოს ისრაელის დაფასება და მხოლოდ შემდეგ შეიცვლება მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც.

ზოგიერთ ადამიანს ეშინია ჩამოსვლის, რადგან ფიქრობენ რომ მანდ საშიშია. როგორ დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩამოვიდნენ

შეგიძლიათ აჩვენოთ მათ სია, რამდენი ტურისტი წავიდა და რამდენი დაბრუნდა უკან. რიცხვი არის იგივე. თუ გადავხედავთ ფაქტებს, არანაირი ეჭვიარ არსებობს, რომ ისრაელში ჩასვლა საშიში არ არის. ჩვენ უნდა ვაცნობოთ ხალხს. არის პერიოდები როდესაც ომი მიმდინარეობს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ტურები ამ პერიოდებს დავამთხვიოთ. თუმცა მაშინაც კი ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზოგიერთი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ბიბლიური და თანამედროვე ისრაელი განსხვავდება ერთმანეთისგან და არაფერის საერთო არ აქვთ ერთმანეთთან

სწორედ ამიტომ ვატარებთ ტურს “მთელი ისრაელი”, რომელსაც ვურჩევთ ყველა ქრისტიანს, ამის შემდეგ ისინი დაინახავენ ამ კავშირს. მართლაც შეიძლება განიხილებოდეს სულიერი მხრიდან, ასეთ მიდგომას ჰქვია “ჩანაცვლების თეორია”, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბიბლიური არა , როდესაც ვუყურებ წინასწარეტყველებას ისრაელის აღდგენის შესახებ ბოლო დღეებში, ძნელია იმის დამტკიცება, რომ ეს მხოლოდ სულიერად გამოსაყენებელია. დღეს არსებობს სახელმწიფო -ისრაელი, ეს რეალური სასწაულია, რომელიც იმას ამტკიცებს, რომ ღმერთი დღეს მოქმედებს ფიზიკურ ისრაელში.

აღდგენის გარდა სხვა რა წინასწარმეტყველებებს ხედავთ, რომელიც სრულდება ისრაელის სახელმწიფოზე

ზოგიერთი პასუხი ბიბლიაში ძალიან მკაფიოა, როგორიცაა ისრაელის გაერთიანება, ებრაელების დაბრუნება განდევნის შემდეგ. მეორეს მხრივ, ასევე მკაფიოდ წერია, რომ მთელი მსოფლიო ისრაელის წინააღმდეგი იქნება, ხოლო შემდეგ იესო დაბრუნდება და “გამოასწორებს” სიტუაციას. ასევე ნათქვამია, რომ მთელი ისრაელი გადარჩება. ეს როგორ მოხდება არ ვიცი, და მე ვფიქრობ, არასწორი იქნება თავს მოგახვიოთ გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. შეიძლება გქონდეთ თქვენი შეხედულება, მაგრამ არ უნდა იყოთ დოგმატური ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორღაც, მთელი ისრაელი გადარჩება, ხოლო მთელი სამყარო მის წინააღმდეგ გამოვა. მთავარია, ჩვენ ქრისტიანები, არ განვეწყოთ მის წინააღმდეგ.

როგორც წესი, ქრისტიანები როდესაც ხვდებიან ებრაელებს, მაშინვე სურთ რომ გააქრისტიანონ ისინი, რას ფიქრობთ ამაზე?

ეჭვგარეშეა, რომ ხსნა მხოლოდ იესოსგან მოდის, ებრაელისთვისაც კი, ხსნის სხვა საშუალება არ არსებობს, და ეს უნდა ვაღიაროთ. ქრისტიანების უმეტესობას არასწორი შეხედულება აქვთ ისრაელისა და წარმართების ურთიერთობაზე. მათ არ იციან რა შეხედულება აქვთ ებრაელებს ქრისტიანებზე. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ 2000 წელი ეკლესია დევნიდა და კლავდა ებრაელებს, ჩვენგან განსხვავებით კი მათ ეს კარგად ახსოვთ. ასე, რომ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ როდესაც მიხვალთ ებრაელთან და ეტყვით “შენ იესოს უყვარხარ”, ის მუხლებზე დაიჩოქება და მიიღებს იესოს თავის მხსნელად. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო რამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ებრაელისთვის არის ის, რომ გავუწიოთ პრაქტიკული დახმარება, ვუთხრათ კარგი რამ მათ ქვეყანასა და ერზე, რადგან როდესაც ისინი ამას დაინახავენ, გაუჩნდებათ შემდეგი კითხვა: ქრისტიანებს, რომელთაც ვძულდით, ახლა რატომ ლაპარაკობენ ჩვენზე კარგად? და რა თქმა უნდა, თუ სულიწმინდა გეუბნებათ, რომ პირდაპირ ელაპარაკოთ ებრაელს იესოზე, ეს უკვე სხვა საკითხია.

რა ადგილი უნდა ეკავს ისრაელს ეკლესიაში

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს,  ვინ ვართ და რას ვაკეთებთ, უნდა ვუმადლოდეთ ისრაელს. იესომ თქვამ რომ ხსნა ებრაელებისგანაა. ამიტომ უნდა დავაფასოთ ის თუ საიდან წამოვედით, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწყემსებმა და ახალგაზრდულმა ლიდერებმა ამ თემაზე ილაპარაკონ ეკლესიაში. ისრაელი და ძველი აღთქმა- ეს მაგალითია ჩვენთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული მოვლენები. როდესაც ჩვენ ვიცით ისტორიული წარსული, შეგვიძლია უკეთესად გამოვიყენოთ ეს მაგალითები ჩვენს ცხოვრებაში. ასევე მწყემსებმა უნდა ისწავლონ ისრაელის არა მარტო  სულიერ მაგალითად მოყვანა, არამედ იმის ჩვენება, რომ ესა თუ ის მოვლენა მოხდა კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ ადგილას, და ეს ყველაფერი აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის, მაშინ არა მარტო ბიბლიური ისრაელი გახდება აქტუალური, არამედ თანამედროვეც. ნათქვამია, რომ ხსნა მოდის ებრაელებისგან, მაგრამ ეს სისრულეში ჯერ არ მოსულა, ჩვენ ჯერ კიდევ მიწაზე ვართ. თუ ხსნა ებრაელებისგანაა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დარჩა, მოვა მათგან.

თარგმნა– სალომე  ჯებისაშვილმა