ისრაელი არის ფიზიკური გამოვლინება იმ ყველაფრისა რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენს ცხოვრებაში.

13289105_577108245805157_1706467567_n

 

  1.  პირველ რიგში მინდა დაგისვათ ის შეკითხვა, რომელსაც ტრადიციულად ვეკითხებით ყველა სტუმარს. თქვენთვის როგორც ქრისტიანისთვის, რას ნიშნავს ისრაელი?
  • პირველ რიგში ისრაელი არის როგორც სულიერი ასევე ფიზიკური სამშობლო ყველაფერი იმისა რასაც ვკითხულობთ ბიბლიაში. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ისრაელს და ვუყუროთ თუ რას აკეთებს ღმერთი იქ, როგორ სრულდება ის წინასწარმეტყველებები და აღთქმები რაც დაწერილია და ჩემთვის ასე ვთქვათ ლაკმუსის ფურცელივითაა ისრაელი, მისი შემხედვარე ვხვდებით რას აპირებს ღმერთი არამარტო ისრაელთან მიმართებაში არამედ მთელ მსოფლიოში. ბავშვობიდან ჩვენ ვაკურთხებდით ისრაელს, ვმღეროდით ებრაულ სიმღერებს, ვადიდებდით ღმერთს, და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილია ქრისტიანობისა. ისრაელი ფიზიკური გამოვლინებაა სულიერი პროცესების, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან გადაჯაჭვულია ქრისტიანობასთან. ისრაელი არაა ისეთი ჩვეულებრივი ქვეყანა, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი, ის ღმერთისგან რჩეული ერია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქრისტიანს ესმოდეს ებრაელობის სული, როგორ უყურებს ღმერთი ისრაელს, რას გეგმავს ღმერთი მათი მეშვეობით, თუ ვხედავ რომ ქრისტიანს შეხება აქვს ამ ყველაფერთან ძალიან ვაფასებ ამას. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მე გავიზარდე ისეთ ეკლესიაში, რომელიც ებრაელებს და ებრაულ კულტურას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ როდესაც ვკითხულობ ბიბლიას ვხვდები რომ ეს ყველაფერი ქრისტიანობასთან ძალიან გადაჯაჭვულია.
  1. ნამყოფი ხართ თუ არა ისრაელში და რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?
  • დიახ, მე ნამყოფი ვარ ისრაელში და თვითონ მთელი ისრაელი არის შთამბეჭდავი (იცინის). პირველ რიგში ალბათ იერუსალიმი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როდესაც ჩვენ მივდიოდით ერთ ძალიან პატარა და ვიწრო ქუჩაზე იერუსალიმში, ერთ მხარეს მიდიოდა რაბინი, ხოლო მეორე მხარეს ძალიან მიძღვნილი მუსულმანი, რომელიც შესაფერისადაც იყო ჩაცმული, და მათ ერთამანეთის გვერძე ჩაიარეს ძალიან ვიწრო ქუჩაზე, და ისეთი უცნაური შეგრძნება დამეუფლა უეცრად, რომ მთელი დედამიწის ამ პატარა მიწის მონაკვეთზე მიდის იმხელა სულიერი და ფიზიკური ბრძოლები, იმდენად განსხვავდებოდნენ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან, გასაოცარი იყო ჩემთვის ეს სურათი. რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებშიც ვმოგზაურობ და ვიცი რომ სხვაგანაც არი დაძაბულობა, მაგრამ ამ პატარა ქუჩაზე საერთოდ სხვა რამ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი გვაძლევს აღთქმებს, ამ აღთქმებისთვის ბრძოლაა საჭირო. დავინახე რომ ღმერთს ძალიან დიდი გეგმა აქვს ამ ერზე. გარდა ამისა გასაოცარია ყველა ის ადგილი რაც ბიბლიაშია დაწერილი, სადაც იესო დადიოდა და როდესაც ამ ადგილებში ეხლა შენ დადიხარ და შენი თვალით ხედავ ყველაფერს, ხვდები რომ ეს ყველაფერი რეალურია, რომ ცხოვრობდა ნამდვლად იესო, მისი მოწაფეები. ამიტომ ძალიან ძნელია ერთი რომელიმე ადგილის გამოყოფა, მთელი ისრაელი შთამბეჭდავია.
  1. არის თუ არა თქვენს ეკლესიაში სწავლება ისრაელის შესახებ?
  • ჩვენთან ძალიან ხშირად ჩამოდიან სტუმრები ისრაელიდან, მესიანური ებრაელები, რომლებიც გვიყვებიან ისეთ ისტორიებს რაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ხშირად შეიძლება ვკითხულობთ ბიბლიას და საერთოდ სხვანაირად გავიგოთ იქ დაწერილი რომელიმე ადგილი, რადგან არ ვიცით ებრაული კულტურა და მათი აზროვნება, და როდესაც ეს სტუმრები ჩამოდიან ისრაელიდან ისინი გვაცნობენ ძალიან ბევრ რამეს, გვაცნობენ სხვადასხვა ისტორიას, რის შემდეგაც ბიბლიის კითხვა უფრო საინტერესო ხდება. იმ ეკლესიაში რომელში სულ თავდაპირველად დავდიოდი, როდესაც ბავშვი ვიყავი და სხვა ქალაქში ვცხოვრობდი, იქ მართლა ძალიან სერიოზულად ვუთმობდით ამ ყველაფერს დიდ დროსა და ყურადღებას. ჩემი ეკლესია შიგნიდანაც როგორც უფლის კარავი ისე იყო ზუსტად მოწყობილი, ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა. ჩვენ გვქონდა ეკლესიაში თეატრალური და ასევე მოცეკვავეების ჯგუფი და წლების განმავლობაში ვდგავდით სხვადასხვა ცეკვებსა და დადგმებს. ეკლესიაში გვყავდა პროფესიონალური ბალეტმესიტერი და როდესაც ვდგავდით ებრაულ ცეკვებს, ვეპატიჟებოდით კიევის მესიანური საკრებულოდან წარმომადგენლებს. როდესაც ისინი მოდიოდნენ ჩვენი დადგმული ცეკვების სანახავად, ისინი გაოცებულები გვიყურებდნენ, გვეუბნებოდნენ „საიდან იცით ეს ყველაფერი? საიდან იცით ეს მოძრაობები? იცით რომ თქვენ გარკვეულ ისტორიას გადმოგვცემთ ამ მოძრაოებებით?“ (ებრაულ ცეკვებში ყველა ილეთს თავისი დანიშნულება აქვს). გვეუბნებოდნენ : „თქვენ თავად არც კი გესმით ისეთი გასაოცარი ისტორია გადმოეცით ამ ცეკვის მეშვეობით, ამ მოძრაობების მეშვეობით“. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ეს ცეკვები, რადგან ვიცოდით, რომ ამით ღმერთს ვცემდით თაყვანს, მაგრამ ესე ყველაფერს თუ მნიშვნელობა ჰაქონდა არ ვიცოდით და სპეციალურადაც არ ვაკეთებდით ამ ყველაფეს და ეს მართლაც გასაოცარი იყო. უფალი ეხებოდა ამ ცეკვებით ხალხს, ბოლოს ყველას ცრემლები მოსდიოდა ხოლმე, ებრაულ ცეკვებს რაღაც განსაკუთრებული ცხებულება ჰქონდა, რომელიც ეხებოდა ხალხის გულს. მართლაც ზალიან გამოირცევა მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან რადგან მას სულიერი დატვირთვა აქვს. ჩვენს ეკლესიაში სხვა ცეკვის ჯგუფიც გვქონდა , სადაც ვდგავდით hip-hop-ს, იქაც ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი და არც ვარ მაგის წინააღმდეგი, მაგრამ გულწრფელად ვიძახი, რომ ებრაულ ცეკვებზე ყოველთვის სხვა ცხებულება იყო და ხალხიც გრძნობდა ამას. მათ ცეკვაში საერთოდ სხვა სიღრმე და ღმერთის კეთილგანწყობაა. ამ ცეკვებში ვმონაწილეობდი დაახლოებით 5 წლის მანძილზე.
  1. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია ქრისტიანს დაეხმაროს ისრაელს ან ებრაელებს?
  • პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს ისინი, დავეხმაროთ როცა ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ვიყოთ მათთვის საყრდენები. მაგალითად მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, იმ ქალაქში სადაც დავიბადე, რომლებიც იმით არიან დაკავებული რომ ებრაელებს დაეხმარონ, ისინი სულ დადიან სხვადასხვა ებრაულ ოჯახებში, ბებიებთან და ბაბუებთან, რომლებმაც გადაიტანეს ჰოლოკოსტი, ზოგი მარტოხელაა და არავინ ეხმარება. იმ რეგიონში სადაც გავიზარდე ძალიან ბევრი ებრაელი იყო, შემდეგ ნაწილი დაბრუნდა ისრაელში, მაგრამ ეხლაც ბევრნი არიან, და მეც ჩემს მეგობრებთან ერთად ვეხმარებოდი მათ როგორც შემეძლო. მივდიოდით ბებიებთან და თუ სახლში რაიმე საქმე ჰქონდა გასაკეთებელი რასაც ვერ ახერხებდა, მივდიოდით გოგოენბი ეკლესიიდან და ერთად ვულლაგებდით სახლს. ეს დიდი არაფერია შეიძლება, მაგრამ მათი გულები უფრო და უფრო იხსნებოდა. მე უკრაინის მთავარ რაბინთანაც მაქვს ურთიერთობა, ასევე მაქვს ურთიერთობა უკრაინის ერთ-ერთ ცნობილ თორის მასწავლებელთან, რომელიც ამავდროულად არის ბიზნესმენი და ათასობით გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში.
  1. თქვენ თითქმის ნაწილობრივ უკვე მოგვიყევით, მაგრამ მაინც გკითხავთ: თქვენს ცხოვრებასა და მსახურებაში რა ადგილი უკავია ისრაელს?
  • დიახ თითქმის მოგიყევით, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ჩემთვის ქრისტიანობა და ებრაელობა ერთმანეთისგან განუყოფელია, ისრაელი არის ფიზიკური გამოვლინება იმ ყველაფრისა რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენს ცხოვრებაში. იმ რეგიონში სადაც გავიზარდე, ძალიან ბევრს ეგონა რომ ებრაელი ვიყავი და ხშირად მეკითხებოდნენ „შეიძლება გითხრათ შალომ?“ (იცინის). ისინი ყველაფერს გრძნობენ, გრძნობენ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს მათ მიმართ. მე ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მათ მიმართ, როდესაც ვიცნობდი ებრაელს ჩვენი ურთიერთობა არ იყო „გამარჯობა – ნახვამდის“, ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ ყოველთვის მეგობრობით მთავრდებოდა. და ვფიქრობ რომ ეს სწორია და ესეც უნდა ხდებოდეს.
  1. როგორ ფიქრობთ ლიკა, რამდენად მნიშვნელოვანია ასევე რომ ქრისტიანები ეხმარებოდნენ იმ ორგანიზაციებსა თუ ადამიანებს, რომლებიც პირადად მუშაობენ ებრაელებთან და ეხმარებიან მათ. რამდენად აუცილებელია რომ ქრისტიანს ესმოდეს იმ მსახურების შესახებ, რომელსაც ისინი ეწევიან?
  • მე ვფიქრობ რომ ეს ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხის ნათელია ყველასთვის. ის ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ ამ „ებრაულ ველზე“ ეს ნამდვილად არ არის ადვილი სამსახური, და ეს უნდა გვესმოდეს და ეკლესიებიც უნდა ეპატიჟებოდნენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ ხალხმა უფრო მეტი გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ და არა მარტო საქმიანობის არამედ ებრაელებისა და მათი კულტურის შესახებ, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება მათ საქმიანობაში, რადგან როგორც უკვე გითხარით ქრისტიანობა ისრაელის განუყოფელი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკლესიასაც ჰქონდეს ხედვა, რომ ებრაელებთანაც იმუშაონ, უქადაგონ, დაეხმარონ, შექმნან სპეციალური მსახურება მათთან და განავითარონ.

3e5f19ad9c717b5a55989a7d26428717

ლიკა რომანი – დაიბადა 1985 წლის 12 მაისს, უკრაინაში, ქალაქ უჟგოროდში.დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის უჟგოროდში არსებული ფილიალის სლავისტიკისსაერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. როცა ლიკა რვა წლის იყო, მან დედასთან ერთად ევანგელურ ეკლესიაში დაიწყო სიარული. სწორად იქ მოხდა მისი ქრისტიანული ფასეულობების ჩამოყალიბება.

“მრავალი გოგონა ოცნებობს კონკურსებში მონაწილეობაზე, მაგრამ მე ამაზე არასოდეს მიოცნებია. მიზნად არასოდეს დამისახავს სილამაზის კონკურსში მოგება. ჩემი ბავშვობის ოცნება სამყაროს ან თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა იყო.”

 

ავტორი – სალომე ჯებისაშვილი