მინდა წარმოგიდგინოდ იერუსალიმის მესიანური ეკლესის “დიდებული მეფის” უფროს მწყემსთან ინტერვიუ რომელიც საქართველოში გახლდათ სტუმრად.
პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ საქართველოში და იმსახურეთ ჩვენთან. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი კურთხევაა .
ჩემი პირველი კითხვა,
რა გზავნილი გაქვთ ქართული ეკლესიებისთვის?
– საერთოდ ჩემი გზავნილი არის აბრაამის კურთხევა დღევანდელ დღეს, რა გავლენა აქვს ისრაელს და რა გავლენა ექნება მომავალში. მჯერა რომ ღმერთი ამტკიცებს ამ გზავნილს არა მარტო თავისი თანდასწრებით, არამედ ის აკეთებს თავის საქმეს და გზავნის თავის მსახურებს.
– როგორც იცით ჩვენი ორგამოზაცია საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო , რომელიც ემსახურება ებრაელებს და ჩვენთან გავრცელებულია ასეთი სტერეოტიპი რომ ებრაელი რომელიც მიიღებს იესოს, ის უარყოფს თავის ებრაელობას. რას ეტყვით ასეთ ებრაელებს რომლებსაც სურთ იესოს მიღება მაგრამ ეს სტერეოტიპი აფერხებთ?
– ეს ძალიან დიდი სისულელეა, რატომ ხდება ასეთი რაღაც, იყო ესეთი პრობლემა და შეხედულება, რომ იესო გამოყვეს მამისგან, გამოყვეს ისრაელისგან და ამისგან ცალკე შექმნეს რაღაც რელიგია ამიტომ აქვს ხალხს ასეთი გაურკვევლობა, მათ უნდა იცოდნენ, რომ იეშუა ებრაელია, იესო ებრაელია, და თვითონ რაბინებიც ამბობენ რომ იესო ებრაელად დაიბადა და მისი მიღებით შენ ვერ მოიკვეთებ ებრაულ ფესვებს, იმიტომ რომ ებრაელად გაქცევს შენი ღმერთი, რომელიც ებრაელმა დედამ შობადა ებრაელმა მამამ გაზარდა. თვითონ რაბინები ამბობენ რომ ებრაელი ,უდამ ებრაელად რჩება.
- აქედან გამომდინარეობს ჩემი მესამე შეკითხვაც. შეუძლია თუ არა ებრაელს იყოს ქრისტიანი და ასევე ერთგული დარჩეს თავისი ტრადიციების?
– ებრაელს შეუძლია იყოს მესიანელი ებრაელი ან ქრისტიანი – ბერძნულად თუ ვიტყვით, ბევრი ებრაელისთვის მიუღებელია ქრისტიანად წოდება და მესიანელ ებრაელს უწოდებს თავს, და ის ასევე ასრულებს თავის ხალხში მიღებულ ტრადიციებს და ვფიქრობ რომ ეს ნორმალირიცაა, არაფერი საშიში ამაში არაა, მთავარია რომ მან შეიცნო ღმერთი და ქეშმარიტი გზა.
- რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ რომ მიიზიდოს ებრაელები? რომ გამოიწვიოს მათში მოშურნეობა, როგორც წერს პავლე მოციქული?
– ეკლესიამ სიყვარულის გარდა არაფერი არ უნდა გააკეთოს, მაგრამ! მაგრამ! ზოგ ეკლესიაში ვაფრთხილებ რომ არ არიქადაგონ ისრაელზე, რადგან მათი ტრადიციების გაგების გარეშე როდესაც ქადაგებ ისრაელზე ამან შეიძლება დაგღუპოს. არის 4 რაღაც რაც ეკლესიამ უნდა გააკეთოს, და არა მარტო ეკლესიამ არამედ ნებისმიერმა ადამიანმა : 1. ეს არის დაბადების მე-12 თავი, აკურთხოს აბრაამი და მისი ერი, იმისთვის რომ თავადაც იყოს კურთხეული; 2. ეს არის ფსალმუნი – 121 ფს .
„ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის“ 3. ეს არის სახარება – რომელიც არის გადარჩენა ჯერ იუდეველისთვის და შემდეგ ბერძენისთვის,{რომ.1:16} „რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.“ უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა ვუქადაგოთ ებრაელს და როგორ ბერძენს; უნდა ვიქადაგოთ სახარება ებრაულ კონტექსტში,პიროვნებას რომელსაც სურს ებრაელ ერთან მსახურება მან უნდა იცოდეს ებრაული კულტურა მათი წეს ჩვეულებები და აგრეთვე სახარებაში ახწერილი ყველა ის ებრაული იდიომა რომელიც ნათლად გადმოსცმეს მაშინდელ ებრაულ მსოფლხედველობას, განა შემთხვევით იყო არჩეული პავლე მოციქული წარმართა მოციქულად ? რათქმაუნდა არა პავლლე წარმართულ ანუ ელენურ ქალაქ ტარსაში დაიბადა და გაიზარდა და სწორედ მან ყველაზე კარგად იცოდა წარმართული მსოფლხედველობა ამიტომაც შეიძლება თამამად თქვად რომ ერთ ერთი მიზეზი პავლეს მსახურებისა იყო მიღებული ცოდნა. განა უნდა გამოვყოთ რაღაც განსაკუთრებულად არა, უბრალოდ არის რაღაც ნიუანსები რომლებიც უნდა გვესმოდეს. 4. პავლემ თქვა კორინთელებში {1კორ.16:2 }
ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, მეოთხე რაც არის ეს არის ეკლესია მზად უნდა იყოს ვინც მსახურობს ებრაელი ერისათვის მათ გვერდში დაუდგეს ფინანასურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგანაც ეს არის ის რაც ჩვენ სიყვარულს ისრაელის მიმართ ხილულად ავლენს. ებრაელი ხალხი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საქმებს.მაშ მე შევეცადე მოკლედ მეთქვა მხოლოდ ეს ოთხი პუნქტი: და მე ვფიქრობ რომ ეს ძირითადი პუნქტებია რაც ეკლესიებმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს. 1) ვაკურთხოთ ისრაელი, 2)ვილოცოთ ისრაელისთვის 3)ვიქადაგოდ მათვის გასაგები სახარება და 4) შევაგროვოთ შესაწირავი ისრაელისთვის.
დიდი მადლობა .
ავტორი-გიორგი ჯიჯიეშვილი
თარგმნა- სალომე ჯებისაშვილმა