- მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მობრძანდით. როგორც იცით ჩვენი ორგანიზაცია არის ICEJ -“საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან” და აქედან გამომდინარე ჩვენი პირველი კითხვა იქნება, რას ფიქრობთ ისრაელზე? რას ნიშნავს ის თქვენთვის?
- ისრაელს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს რწმენასა და ღმერთთან ურთიერთობაში. ეკლესიაში, სადაც მე სულიერად აღვიზარდე, ყოველთვის იყო სწავლება ისრაელის შესახებ და ჩემთვის ისრაელი არის ჩემი რწმენის მიმართულება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რწმენა და გადარჩენა, რომელიც მაქვს, გამომდინარეობს ღმერთის დაპირებებიდან აბრაამისა და ისრაელის მიმართ. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ მოვალენი ვართ ებრაელებისა და უნდა გამოვხატოთ მათ მიმართ სიყვარული და მხარდაჭერა ყველანაირად, როგორც შეგვიძლია. ჩვენ ამ ყველაფერს პრაქტიკაში ვაკეთებთ. ისრაელიც და ებრაელებიც ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩემს რწმენასთან და დოქტრინებთად, რომლისაც მჯერა და ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებაში ისრაელი ძალიან დიდ როლს თამაშობს.
- აქვს თუ არა დღეს ეკლესია „სიცოცხლის სიტყვას“ სწავლება ისრაელზე?
- დიახ, ჩვენ ძალიან ბევრს ვასწავლით ისრაელზე. ისრაელის თემა ერთ-ერთი ძირითადი საგანია ჩვენს ბიბლიურ სკოლაში, ასევე ჩვენ რეგულარულად ვატარებთ კონფერენციებსა და სხვადასხვა მსახურებებს ისრაელის შესახებ. ასე რომ ეს არის ის თემა რაც ხშირად არის ჩართული ჩვენს სხვადასხვა პროგრამაში და ამ თემაზე ხშირად იქადაგება კიდეც. ჩვენ ასევე ავღნიშნავთ ისრაელისთვის მნიშვნელოვან ზოგიერთ ებრაულ დღესასწაულს ჩვენს ეკლესიაში. ავღნიშნავთ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღესასწაულზე ვეპატიჟებით საელჩოს წარმომადგენლებსა , სხვადასხვა ებრაელ ლიდერებსა და ა.შ.
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა იცოდეს ისრაელის შესახებ და ჰქონდეს სწორი შეხედულება?
- ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისრაელის გარეშე ჩვენი რწმენა დაკარგავს საფუძველსა და მიმართულებას. რადგან ყველაფერი რაც ხდება ბიბლიაში, დაწყებული დაბადების წიგნიდან ეს არის ერთი დიდი ისტორია, როცა ღმერთმა მოუწოდა აბრაამს, დადო მასთან აღთქმა, შემდეგ დადო აღთქმა მოსესთან და აქედან იწყება ერთი დიდი ისტორია გამოცხადებამდე და ეს ღმერთის გეგმების და საქმეების ერთი დიდი გზაა. ამის გაგების გარეშე, ისრაელის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებთ ჩვენს ისტორიას, ჩვენ ვერ გავიგებთ როგორ მოქმედებს ღმერთი და როგორ მოქმედებდა საუკუნეების მანძილზე, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის. და მე ასევე მწამს სულიერად, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ კურთხეულები და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს ღმერთის სიყვარული, რომ ისრაელს განსაკუთრებული ადგილი უკავია მის გულში. ამიტომ როდესაც ქრისტიანები გამოდიან ისრაელისა და ებრაელების წინაარმდეგ, ისინი ავტომატურად შორდებიან ღმერთის კურთხევებს და ეს ასევე ცუდად იმოქმედებს ეკლესიაზეც. ანტი სემიტიზმი გზას უხსნის დემონურ ძალებს ეკლესიის ცხოვრებაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს მოწოდებულნი ვართ, დღეს ალბათ ისე როგორც არასდროს, რომ გვერდით დავუდგეთ ისრაელს და ვაჩვენოთ ჩვენი სიკეთე, სიყვარული და მხარდაჭერა და სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ღმერთი აკურთხებს ჩვენს ეკლესიებს.
- თქვენი ხედვით, როგორ უნდა მოიქცეს დღეს ეკლესია, რომ ებრაელ ხალხს უქადაგოს და მიუტანოს სახარება?
- არის ძალიან ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. პირველ რიგში ჩვენ, ისე როგორც არავინ, უნდა ვებრძოლოთ ანტი სემიტიზმს იმ ქვეყანაში და ქალაქებში სადაც თავად ვცხოვრობთ და ვანახოთ მათ, რომ ქრისტიანებს უყვართ ებრაელები. ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ისრაელის სახელმწიფოს. მე მწამს, რომ ეს არის წინასწარმეტყველებისა და ღმერთის გეგმის ნაწილი, რომ ეს სახელმწიფო არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ ქვეყანაში სტუმრობითა და მოგზაურობით. ეს ერთ-ერთი საშუალებაა რომ გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა. ეს ასევე ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ ქრისტიანებმა ნახონ ისრაელი, ის ისტორიული ადგილები სადაც ხდებოდა სხვადასხვა ბიბლიური ისტორიები და სასწაულები, ასევე გაეცნონ თანამედროვე ისრაელსაც. ჩვენ ასევე ვავრცელებთ ინფორმაციას ჰოლოკოსტის შესახებ და ვთანამშრომლობთ ებრაულ ორგანიზაციებთან მოსკოვსა და მთელ რუსეთში. ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად და ეს კარგი საშუალებაა დავანახოთ მათ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა, რადგან ძალიან ბევრი ებრაელი როდესაც ფიქრობს ქრისტიანზე, თვალწინ წარმოუდგება ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან სძულს ისინი, რადგან სამწუხარო ასეთი იყო ისტორიული სურათი საუკუნეების მანძილზე. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ისინი მოვიყვანოთ ქრისტესთან, და რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვანახოთ მათ ქრისტიანების მეგობრულობა, სიყვარული და ვუთხრათ, რომ ისინი არიან ბიბლიის ერი, ერი რომელმიც საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცემდა ღმერთის დაპირებებს, მათ გვაჩუქეს ბიბლია,ასევე ებრაელები იყვნენ ქრისტე, მოწაფეები და წინასწარმეტყველები, და ეს არის დიდი საჩუქარი რაც ღმერთმა მოგვცა ებრაელების მეშვეობით. როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამას და გამოვხატავთ მადლიერებას, მჯერა რომ მათი გულები შეიცვლება და გაიხსნება მოსასმენათ, შეგვეძლებაა რომ ველაპარაკოთ მატ ქრისტეზე და ვაჩვენოტ ბიბლიიდან, რომ ქრისტე არის მათი მესია. ევანგელიზაცია ყოველთვის ხდება სიყვარულის მეშვეობით და მე მჯერა რომ ეს არი საშუალება რითაც შეგვიძლია ვემსახუროთ ისრაელს და მივუტანოთ მათ სახარება.
პასტორი მატს-ოლა ისხოელის მოკლე ბიოგრაფია.
პასტორი მატს-ოლა ისხოელი დაიბადა 1959 წლის 26 მარტს, ჰუდიკსვალში, შვედეთში. გაიზარდა თბილ და მეგობრულ გარემოში. მატს-ოლას ჰყავს უფროსი და და ორი უმცროსი ძმა.
როდესაც მატს-ოლა 10 წლის იყო, ისხოელების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სარფსბორგში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიაში. მან ბავშვობა და მოზარდობა გაატარა მეგობრების გარემოცვაში. პასტორი მიჰყვებოდა აქტიურ ცხოვრების წესს, მრავალი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სხვადასხვა სპორტის სახეობით, ძირითადად თამაშობდა ხელბურთს. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა გიმნაზიაში, სადაც შეისწავლა უცხო ენები. შემდეგ კი ჩაირიცხა ერთდროულად ორ უნივერსიტეტში, ტრონდჰეიმში, ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც შეისწავლა პედაგოგიკა, ბავშვთა ფსიქოლოგია და სოციალური მუშაობა. ის ასევე 5 წლის განმავლობაში სწავლობდა თეოლოგიას.
მატს-ოლამ მიიღო ორი უმაღლესი განათლება, მსახურობდა ჯარში და შემდეგ მუშაობდა ნორვეგიის მუნიციპალიტეტის ორგანოებში, პრობლემატური მოზარდების საკითხებზე. ის ასევე რამდენიმე წიგნის ავტორია.
ძალიან მალე, მან გადაწყვიტა გადასულიყო შვედეთში, რათა ესწავლა უფსალაში “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის ბიბლიურ სკოლაში. იქ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე რენდი და მათი შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ. ბიბლიური სკოლის დამთავრების შემდეგ, ის გახდა ახალგაზრდული მსახურების პასტორი და მსახურობდა 8 წლის განმავლობაში. შემდეგ, 1996 წელს მას შესთავაზეს მოსკოვში გადასვლა, სადაც ის გახდა ეკლესია “სიცოცხლის სიტყვის” პასტორის თანაშემწე, შემდეგ კი უფროსი პასტორი და არის დღემდე.
ამ დროის განმავლობაში, ეკლესია 4000 კაცამდე გაიზარდა და საკუთარი შენობაც შეიძინა. ეკლესიაში რამდენიმე ათეული მსახურებაა, აქტიური ახალგაზრდული მსახურება და სოციალური სამსახური.
მატს-ოლა დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ ოჯახს. მას აქვს ძლიერი, ბედნიერი ქორწინება და მშვენიერი ურთიერთობა შვილებთან ( ოთხ აყვანილ ბავშვთან). უყვარს თავისუფალ დროს ბუნებაში წასვლა, ნადირობა, თევზაობა და ფეხით სიარული მთაში.
პასტორ მატს-ოლას ნამდვილად უყვარს ეკლესია და ის ქვეყანა, სადაც უკვე მრავალი წელია ემსახურება ღმერთს.
პასტორი მატს-ოლა არის იესო ქრისტეს სახარების საერთაშორისო მქადაგებელი. რეგულარულად ქადაგებს ათასობით მორწმუნის წინაშე, სხვადასხვა კონფერენციებზე, როგორც რუსეთში, ასევე ქვეყნის გარეთ.
ავტორი: სალომე ჯებისაშვილი.