ძვირფასო მეგობრებო ჩვენ გვსურს გთხოვოთ,რომ შემოგვიერთდეთ ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერაში,სანამ ღნერთი მას მოწევნული კრიზისიდან გამოიყვანს.ეს ამბოხი არ არის მხოლოდ სამოქალაქო მღელვარება,მისი სამიზნეა ღმერთის გეგმის ჩაშლა ისრაელსა და კაცობრიობის მთელ მოდგმასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან,რომ ისრაელის შესახებ ვმოწმობთ,ვაცნობიერებთ,რომ ეს წინაღობა, მოიერიშე ძალები,მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით არ დაიძლევიან. პავლე ამბობს:”რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ,არამედ მთავრობათა წინააღმდეგ,ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ,ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.” (ეფესელთა6:12). ეს არის ბრძოლის ეპიცენტრი და ცვლილების მომტანი სწორედ რომ ჩვენი ლოცვებია. ეს არის მიზეზი იმისა,თუ რატომ ვმარხულობთ და ვლოცულობთ. ამიტომაც,მსურს მოგიწოდოთ,რომ ილოცოთ ამ დღეებში ისრაელისთვის,უფრო მეტი ვიდრე აქამდე გილოციათ. ერთ-ერთი მსხვერპლი მიმდინარე ამბებისა,ერთი მორწმუნე ქალია,რომელსაც ზუსტად მაშინ,როდესაც ტერორისტს უნდა დაეჭრა,ანგელოზი გადაეფარა და შეაკავა თავმდამსხმელი. მან იცის,რომ სწორედ ამ სასწაულის მეშვეობით გადაურჩა სიკვდილს. ლოცვები ცვლიან მოვლენებს,იშუამდგომლეთ ჩვენთან ერთად ამ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის. ქვემოთ თქვენ ნახავთ საჭიროებებს სალოცავად. დაუდექით ისრაელს გვერდით ამ მძიმე პერიოდში უფლის გულისთვის.
1.ილოცეთ ისრაელის მთავრობისთვის.
ილოცეთ ქვეყნის სათავეში მყოფთათვის,რომ ღმერთმა სიბრძნითა და გაბედულებით აავსოს ისინი,რათა შეეძლოთ მათ დაიცვან თავიანთ ქვეყანაში მცხოვრებნი და იცოდნენ, როგორი რეაგირება იქონიონ ძალადობაზე. ილოცეთ,რომ მათ ეძიონ სიბრძნე ისრაელის ღმერთისგან. 1) ილოცეთ ეკლესიასტეს 9:18,რომაელთა13:1-5, და იაკობის 3:17 -ის მიხედვით.
2.ილოცეთ არაბი ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის.
თავდამსხმელთა უმეტესობა 30წლამდე ახალგაზრდა იყო,ზოგიც კი 13წლის. ვლოცულობ,რომ ეს ახალგაზრდა თაობა ასცილდეს ძალადობის გზას,რომ აეხილოთ თვალები,რათა ხედავდნენ,რაოდენ ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე. ილოცეთ,რომ მათი გულები მოტრიალდეს ერთადერთი მხსნელისკენ-იესო მესიასკენ. ილოცეთ დაბადების წიგნის 1:27; ეკლესიასტეს 12:1,იოანეს 3:16-ის მიხედვით.
- 3. ილოცეთ ისრაელსა და იერუსალიმში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მივმართოთ უფლის სიტყვას, ილოცეთ უფლის ერის დაცვისთვის,ამ მიწაზე მცხოვრებთა დაცვისთვის,ასევე დალოცეთ წმიდა ქალაქი,რათა მან გადალახოს ყოველგვარი საფრთხე. ილოცეთ 121-ე და 122:6-9-ე მუხლების მიხედვით.
იურგენ ბულერი ICEJ აღმასრულებელი დირექტორი .