იერუსალიმის ქრისტიანულმა საელჩომ (Icej) საქართველოში გამოსცა ჟურნალი, სახელწოდებით ” სიტყვა იერუსალიმიდან”. გამოცემა სამ თვეში ერთხელ დაიბეჭდება და ასახავს ICEJ -ის ანგარიშს, მისი მოღვაწეობის შესახებ. ჟურნალის მიზანია დაეხმაროს ქართველ ქრისტიანებს შეიტყონ უფრო მეტი ებრაელი ხალხის, მათი ისტორის,კულტურის და მათი როლის შესახებ ქრისტიანულ სამყაროში; თავის მხრივ კი ებრაელ ხალხს უფრო ახლოს გააცნოს ებრაულ ფესვებზე “დამყნობილი” თანამედროვე ქრისტიანული სამყარო. გარდა ამისა, ჟურნალი ერთგვარ შუამავლად მოგვევლინება ქართველ და ებრაელ ხალხს შორის, რომელთა მეგობრობაც უკვე 26 საუკუნეს ითვლის, თუმცა დროის ხანგრძლივობა არ არის მყარი გარანტი ისეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, როგორსაც წავაწყდით გასულ წელს ხანუქას დღესასწაულზე.გვჯერა მეტი შემეცნება და განათლება, უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა შეცვლის დამოკიდებულებებს და განწყობებს.