გაერთიანებული ლოცვა ანტისემიტიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ

10919_443817192461490_2529308899775861359_n

2015 წლის 15 მარტი კიევში  საერთაშორისო  ლოცვის ჩარჩოში  ჩატარდა ეკლესიების გაერთიანებული ლოცვითი მსახურება ანტისემიტიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ! 600-ზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა კიევიდან და მისი მიმდებარე რაიონებიდან რათა აღემაღლებინათ ხმა ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ამ “ბოროტების სიმაგრეების” წინააღმდეგ. მათთან ერთად ასევე ლოცულობდნენ მორწმუნეები სხვადსხვა ქვეყნებიდან პირდაპირი ეთერის მეშვეობით (რუსულ და ინგლისურ ენაზე) KEMOKIEV და God TV ტელეარხებზე. სტატისტიკის მიხედვით პირდაპირ ეთერს უყურებდა 8000 ადამიანი 25 ქვეყნიდან: უკრაინიდან, ამერიკიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, კენიიდან, სამხრეთ კორეიდან, სლოვაკეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ჩერნოგორიიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, მოლდოვიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან. ლოცვას უძღვებოდნენ კიევის ეკლესიის მწყემსები: – სერგეი ბალუკი, ცოცხალი ღმერთის ეკლესიის ეპისკოპოსი; – ანატოლი გავრილუკი, დამოუკიდებელი ქარიზმატული ეკლესიების გაერთიანების პრეზიდენტი; – პეტრე ნიკოლაევიჩი – უკრაინის თავისუფალი ეკლესიების გაერთიანების ეპისკოპოსი, საქველმოქმედო ფონდი “გახსნილი გულის” პრეზიდენტი, უკრაინის ევანგელური თეოლოგიური სემინარების მმართველობის მდივანი. – პეტრე ოკტაბა,წმინდა თომა აკვინელის რელიგიური მეცნიერებების ინსტიტუტის მასწავლებელი, დომინიკელთა ორდენოსანი ბერი; – სერგეი შიდლოვსკი ვასილევიჩი- საერთაშორისო გაერთიანებული კონფესიების მოძრაობის “ღმერთის მაძიებლების” დამფუძნებელი; – ვალერი ვალერის ძე ალიმოვი- ევანგელური ეკლესიების გაერთიანების “უკრაინული მისიონერული ეკლესიის” თავმჯდომარის მოადგილე, მისიეონერული  ცენტრის დირექტორი, “ქრისტიანული იმედის” ეკლესიის მწყემსი; – ბორის გრისენკო, კიევის ებრაული მესიანური საბჭოს უფროსი რაბინი. 22 მარტს ლოცვა გაგრძელდა სხვადასხვა ეკლესიების მსახურებებზე! ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ მორწმუნეები 12 ქვეყნიდან: უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბელგია, აშშ, ჩინეთი, ისრაელი, ყაზახეთი, გერმანია, პორტუგალია. უკრაინაში ლოცულობდნენ 38 ქალაქში 150 ეკლესიაში და საბჭოში, 14 ქალაქში ჩატარდება ეკლესიათა შორის გაერთიანებული ლოცვითი მსახურება. ლოცვებზე ღმერთის პასუხს ველოდებით მისი შვილები! “ჩვენი ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ…” (ეფეს 6:12) 

გალერეა: