საიდან ჩნდება ტყუილი?

Joseph-Farah

მე, არაბს, გამუდმებით მიკვირს, ყველა პალესტინელმა მოულოდნელად როგორ აღმოაჩინა თავისი ეროვნული მიკუთვნებულობა მას შემდეგ რაც ისრაელმა ომი მოიგო? სიმართლე ისაა, რომ პალესტინა შორეული სამეფოც კი არაა. პალესტინა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ერთეული – არც მანამდე, და არც მას მერე. დროდადრო მას მართავდა რომი, მუსულმანები, ჯვაროსნები, ოსმალეთის იმპერია, და მოკლე დროის მანძილზე დიდი ბრიტანეთი-პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო, რომელიც დათანხმდა ამ მიწის დაბრუნებას ისრაელისთვის, როგორც მისი სამშობლოსი. პალესტინის დამოუკიდებელი უნიკალური კულტურა არ არსებობს. არასდროს არსებულა ცალკე ქვეყანა პალესტინა, რომელსაც პალესტინელები მართავდნენ. პალესტინელები არიან არაბები – რომლებიც არაფრით განსხვავდებიან იორდანელებისგან, სირიელებისგან, ლიბანელებისგან, ერაყელებისგან და ა.შ. გახსოვდეთ რომ არაბები აკონტროლებენ ახლო აღმოსავლეთის მიწების 99.9%-ს. ისრაელი ამ ტერიტორიის მხოლოდ მეათედს წარმოადგენს, მაგრამ არაბების აზრით ესეც ბევრია და მათ ყველაფერი უნდათ. და ეს არის ისრაელის ტერიტორიაზე ომის მიზეზი. გაუმაძღრობა. სიამაყე. შური. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ტერიტორიულ დათმობაზე წავიდა ისრაელი, მათი დათმობა არასდროს იქნება საკმარისი არაბებისთვის.

და რაც შეეხება მუსულმანების წმინდა ადგილებს – ისინი ნამდვილად არ არიან იერუსალიმში. გაგაოცეთ? მე არც კი მგონია, რომ ეს რთული ჭეშმარიტება ერთხელ მაინც მოგესმინათ რომელიმე საერთაშორისო მედია საშუალებებში. ვიცი რომ მეტყვით: „ფარას მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ომარის მეჩეთი ისლამის სიწმინდეებში მესამე ადგილზეა“. ეს სიცრუეა. სინამდვილეში ყურანი არაფერს ამბობს იერუსალიმზე. მასში მექა ასჯერ მაინც არის ნახსენები, უთვალავჯერ აღინიშნება მედინა, მაგრამ არც ერთხელ არ არის ნახსენები იერუსალიმი. არანაირი ლეგიტიმური პრეტენზია არ არსებობს.

ისრაელს არავის მიწა არ მოუპარავს. ისრაელს ლტოლვილებთან კრიზისი არ შეუქმნია. ისრაელი არ არბევდა „პალესტინელ ერს“. ეს ყველაფერი სისულელეა, რომელიც მრავალჯერ უარვყვე შიშველი ფაქტებითა და რეალური ისტორიით. ისლამურ რადიკალებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ძალიან უბრალოა. ისლამურ რადიკალებს სურთ, რომ ყველა ებრაელი მოკვდეს. ებრაელებს კი ამავდროულად სიცოცხლე სურთ. და როგორც კონფლიქტი გვიჩვენებს, ეს ორი ასპექტი შეუთავსებელია. რადგან მხეცს არ აკმაყოფილებს არანაირი მიწის დათმობა. მისი ძალაუფლების წყურვილი მხოლოდ დაღუპულთა სისხლით დაკმაყოფილდება.

 

ჯოზეფ ფარა

არაბი მწერალი და ჟურნალისტი

თარგმნა – სალომე ჯებისაშბილი

წყარო – https://orenu.co.il/%D0%B1%D0%B5%D0%B7-%D1%80%D1%83%D0%B1%D1%80%D0%B8%D0%BA%D0%B8/otkuda-beryotsya-lozh.htm