კარვობის დღესასწაულის მესამე მნიშვნელობა

Wassilij_Dimitriewitsch_Polenow_005

დღეს მსურს კარვობის დღესასწაულის მესამე მნიშვნელობაზე ძალიან მოკლედ გესაუბროთ, თუ თქვენ აკვირდებით ჩემს სტატიებს, უთუოდ გექნებათ წაკითხული კარვობის დღესასწაულის წინა ორი მნიშვნელობა, რომელიც მაშიახ იეშუაზე მიუთითებდა (იხ. ICEJ.GE) . მაშ ასე, დავიწყოთ მესამე საიდუმლოს გახსნა (იოან.7: 2-14)
ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
• ერთობ უცნაურია,  რომ ჩვეულებრივ იუდეველი ადის ტაძარში და ასწავლის კარვობის დღესასწაულზე , მაგრამ მერწმუნეთ,  ამაში არაფერი არაჩვეულებრივი არ არის. ამ დღეს, სწორედ რაბინები და მღვდლები ასწავლიდენ ხალხს თორას და ერთი კიდევ უცნაური რაც იყო და რაც ქრისტიანობის 80%-ზე  მეტმა არც იცის, არის ის, რომ ამ დროს მეფე კითხულობდა ტაძრის ეზოში თორას, კერძოდ კი 2რჯ.17:14-15-18-20: „როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ მას, დასახლდები და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ერებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო.
ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე. წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისგან. ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში თვითონაც და მისი ძენიც ისრაელის წიაღში“.
ებრაელი კომენტატორები   ამ მონაკვეთზე ამბობენ, რომ მეფეს უნდა ჰქონოდა ორი გრაგნილი თორის , აქედან ერთ ერთი ტაძრის საგანძურში ინახებოდა, ხოლო მეორე სულ მას დაჰქონდა რათა სამართლინად განესაჯა და არ გადეიხვია თორის სჯულის არცერთ მცნებას. სწორედ  აქ იწყება ჩვენი სიუდუმლოს ახსნა: როდესაც იესო ავიდა კარვობის დღესასწაულზე მან არა მარტო ორი გამოცხადება მისცა ისრაელს, როგორებიცაა „სიცოცხლის წყარო“ –(იოან. 7:37-38) და „ქვეყნიერების სინათლე“ –(იოან.8:12) არამედ, მან კიდევ მესამე დაფარული გამოცხადება მისცა, რომ ის ჭეშმარიტი „იუდეველთა მეფეა“ . რადგანაც თვითონ კარვობის დღესასწაული წინასწარმეტყველური დღესასწაულია,  რომელიც ათასწლიან ქრისტეს მეფობაზე მიუთითებს თავისი არსით. თქვენ მკითხავთ – სად ჩანს რომ იესო თავის მეფობაზე მიუთითებს?! რაზეც მე შევეცდები, ძალიან მოკლედ მიგითითოთ ის მუხლები, რომელიც ქრისტეს მეფობაზე მიგვანიშნებს. იოანე ასე იწყებს ქრისტეს სწავლებას: (იოან. 7:15-16) გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?! იესომ უთხრა მათ: “ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.  პირველი რასაც ვხედვთ,  იესომ მართლა კარგად იცოდა წერილები :2რჯ.17:18 წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისგან. ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, ნუ გაგაკვირვებთ იუდეველების გაურკვევლობა, როდესაც ამბობენ როგორ იცის წერილებიო როცა არ უსწავლია, აქ ჩვენ გვაქვს საქმე ებრაულ იდიომასთან.  სამწუხაროდ ბერძნულში არ ჩანს , მაგრამ აქ გვეხმარება ჩვენ კონტექსტი, იუდეველების კითხვა ის კი არ იყო, საიდან იცის ამ უსწავლელმაო, არამედ, ვისი ძალით ასწავლიდა იესო  და რამდენად სწორად ასწავლიდა,  რადგანაც იუდეურ ტრადიციაში,  როდესაც რაბინები ასწავლიდენ ყოველთვის ამბობდნენ,  ჩემი სწავლება ამა თუ იმ რაბის დაყრდნობით არის, ხოლო იესო, სწორედ ერთადერთი იყო ვინც უშუალოდ მამა ღმერთის სწავლებასა ასწავლიდა და ეს მაშინ იყო უჩვეულო. მაშ ასე,  ჩვენ ვხედავთ როგორც მეფეს არ შეეძლო სხვა სჯულის წიგნის წაკითხვა და მისის სწავლა,  არამედ მხოლოდ იმის, რაც ღმერთმა მისცა ლევიანი მღდელის მეშვეობით . ასევე იყო იესო,  რომელიც ამბობდა რომ ეს არ არის მისი მოძღვრება,  არამედ იმის, ვინც მოავლინა იგი. მეორე პარალელი არის აი ეს მუხლები : „იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,
ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში“.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ  იესოს ყოველი ქმედება იყო მიმართული რჯულის -თორის სწორ განმარტებაში და მის ჭეშმარიტ მაშიახობის დასამტკიცებლად . ეს ყველაფერი შესავალი იყო,  მთავარი არგუმენტი რომელიც იესოს  ჭეშმარიტ მეფობაზე მიუთითებს არის ის, როდესაც მასთან მრუში დედაკაცი მიიყვანეს (იოან.8: 1:11) მე არ დავიწყებ მთლიანად ამ მომენტის განმარტებას, რადგან ძალიან შორს წავალთ, მაგრამ ორიოდე სიტყვით ვეცდები გადმოვცე მთავარი სათქმელი.
ტრადიციული დასავლური ლიბერალური თეოლოგია საერთოდ ამტკიცებს, რომ ეს ადგილი არ არსებობს ორიგინალში, რომ ეს ადგილი მოგვინებით იყო ჩამატებული სახარებაში , მათი პოზიციის გასაბათილებლად მხოლოდ ორ არგუმენტს მოვიყვან . პირველი ჩვენ გვეხმარება პატრისტიკა,  ჯერ კიდევ იოანე მოციქულის მოწაფე პაპიუ, რომელიც იერაპოლისი ეპისკოპოსი გახლდათ , რომელიც თავის ერთერთ ქადაგებაში ეყრდნობა სწორედ იოანეს სახარების პასაჟს, ამის შესახებ გვამცნობს ევსეი კესარიელი თავის მონუმენტალურ ნაშრომში –  ეკლესიის ისტორია მესამე ტომი..
გარდა ამისა,  დასავლეთ ლიბერალურ თეოლოგებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იუდაიზმის არც მაშინდელ თეოლოგიზე და არც ახლა ბრწყინავენ მისი ცოდნით. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქრისტიანებმა უნდა იცოდენ ებრაული წყაორები, რათა სახარების და საერთოდ ბიბლიის სწორი განმარტება ვიცოდეთ.  ჩემი მეორე არგუმენტია იუდეური წყაროები,  კერძოდ კი ბაბილონის თალმუდი,  ტრაქტატი ტოსეფთა, რომელიც სწორედ ამ საკითხებს ეხება,  კერძოდ ღალატს.
მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ  ეს მომენტი არის აღწერილი იესოს პირველ და მეორე გამოცხადების შუაში, ეს შემთხვევით არა არის, საერთოდ ბიბლიაში შემთხვევით არაფერი წერია. (იოან. 8.2:11)
დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ  და შუაში ჩააყენეს.
უთხრეს იესოს: “მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული, მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის,  მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: “ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: “დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”ქალმა უპასუხა: “არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: “არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
მინდა შეგამზადოთ,  რომ ძალიან ბევრი ქრისტიანის განმარტება სახარების ამ მონაკვეთზე რბილად რომ თქვათ, ზედაპირულია. ტრადიციული განმარტება ამ ადგილისა არის ის, რომ იესო იცდებოდა რამდენად მწყალობელია. თუ იესო იტყოდა ჩაქოლეთო,  მაშინ ეტყოდა რაღა მწყალობელი ხარო, ხოლო თუ იესო იტყოდა შეიწყალეთო,  მაშინ მოსეს რჯულს არღვევდა. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს განმარტება სისულელეა და საერთოდ არაფერზე ეყრდნობა. მოდი მივყვეთ თანმივდევრულად:
პირველი რაც ჩანს რომ მარტო ქალი მოჰყავთ, ხოლო რჯულის მიხედვით კაციც უნდა მოეყვანათ ვისთანც იმრუშა ამ ქალმა, ჩვენ ვერ ვხედავთ აქ კაცს (ლევ. 20:10) თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
ერთი შეხედვით ჩანს რომ რჯულს თვითონ ფარისეველები არღვევდენ,  როდესაც იესოს მიუყვანეს მარტო დედაკაცი, მაგრამ ეს ასე არ არის, ტექსტი გვეუბნება რომ ფარისევლები და მწიგნობრები ქრისტეს ამას გამოსაცდელად ეუბნებოდენ, რათა ბრალი წაეყენებინათ, მაშ რაში ცდიდნენ იესოს ფარისევლები?! პასუხი ძალიან მარტივია – იესო რაბინი იყო და ის სჯულს ანუ თორას ასწავლიდა და სწორედ სჯულის ცოდნაში იყო მისი გამოცდა, თუ რამდენად იცოდა თორა ანუ რჯული. ფარისევლების და იესოს კამათი ეს არ იყო სიძულვილით გამოწვეული, როგორც მაგალითად სადუკეველების. დღეს ბევრი თანამდროვე ბიბლიის მკლევარნი რწმუნებიან, რომ იესოსა და ფარისევლების კამათი ეს იყო ორი სკოლის შეჯიბრება, ეს იყო აკადემიური პაექრობა, მაგრამ ჩვენ თუ ვიფიქრეთ რომ იესო მარტო ლევიტელთა წერილის ცოდნაში იცდებოდა,  ჩვენ ვიქნებით ძალიან მეამიტები. მე ვთქვი, რომ არც ფარისევლები არღვევდენ რჯულს, როდესაც იესოს ცდიდნენ. მაშ რაში იცდებოდა ამ მომენტში იესო ? პასუხი ძალიან მარტივია იესო იცდებოდა რჯულის იმ კანონის ცოდნაში, რომელიც არის რიცხვთა წიგნის 5 თავში დაწერილი, ეს კანონი გვეუბნება იმ სიტუაციას, როდესაც ქმარი ეჭვიანობს თავის ცოლზე , როდესაც ქალს ცდიან მწარე წყლით, ეს მართლაც ძალიან საინტერესო კანონია, ერთი შეხედვით ეს შეიძლება მკაცრ კანონად მოგეჩვენოთ ქალთან მიმართებაში , მაგრამ სინამდვილეში ეს კანონი სწორედ ქალის უდანაშაულობის პრეზუმფციაზე არის მიმართული. ეს ქალი, რომელიც ვითომდა წასწრებული იყო მრუშობაზე, იყო გათხოვილი, რადგანაც სიტყვა რომელიც აღინშნავს მის დანაშაულს „მოიხიო“- ბერძნულად ნიშნავს ქმრის ღალატს, სწორედ რომ ღალატში დებდენ ბრალს. მერწმუნეთ,  მრუშობაში უშუალოდ რომ წასწრებულიყო ეს ქალი მას ტაძარში არავინ მიიყვანდა, ეს ქალი იყო მიყვანილი სწორედ თავისი ქმრის ეჭვიანობის გამო, იესოს დროს რჯულის ეს კანონი, რომელიც ეჭვიანობას ეხებოდა საერთოდ სხვა სახე ჰქონდა. სწორედ ამ კანონის არცოდნაში უნდათ გამოეჭირათ იესო, რადგანაც თუ ის იტყოდა რომ   არ შეიძლება მისი ჩაქოლვა,  მაშინ მას ბრალს დასდებდენ იუდეურ ტრადიციების დარღვევაში და ამით მისი ავტორიტეტი დაეცემოდა, მიშნა ტოსებთაში რჯულის ეს კანონი რომელიც ეჭვიანობას ეხებოდა საერთოდ სახე შეცვლილია და შებრუნებულადა განმარტებული. მაგალითად, როდესაც ქმარი ეჭვიანობს ცოლზე მაგრამ მას არ აქვს დამამტკიცებელი საბუთი, ის აკეთებს ასეთ რამეს, ის აფრთხილებს ცოლს ორი მოწმის თანდასწრებით,  ამ გაფრთხილებას ეწოდება კინუი, ჩვენ უნდა გვესმოდეს მაშინდელი ისტორიული მდგომარეობა, ისრაელი იყო რომის იმპერის მიერ ოკუპირებული  და რომაელი ჯარისკაცები ძალიან ცუდად ექცეოდენ ებრაელებს. მაშინდელი ებრაული ოჯახური ტრადიცია ასეთი იყო, თუ ოჯახს რაიმე ბიზნესი ჰქონდა, მაგალითად სამეწარმეო საქმე, ქმარი საწარმოში აწარმოებდა პროდუქციას, ხოლო ცოლები მაღაზიაში ყიდნენ ამ პროდუქციას,   ეს იყო პრობლემატური რადგანაც მაღაზიები მდებარეობდა გაყიდვების ქუჩაზე, ხოლო საწარმოები ქალაქგარეთ იყო, ამ გაყიდვების ქუჩაზე მოდიოდენ რომაელი ჯარისკაცები, რომლებიც გამყიდველ ქალებს ძალიან ცუდად ექცეოდენ, სამწუხაროდ მაშინდელი ბევრი იუდეველი მამაკაცი იყენებდა ამ მდგომარეობას და მიზეზს პოულობდენ განქორწინების, რადგანაც თუ მრუშობაში მხილებულს გაშორდებოდენ მამაკაცი არ იყო ვალდებული გადაეხადა ცოლისთვის ქეთუბაში ჩაწერილი პირობების გამო დიდძალი ფულადი კომპენსაცია, ამიტომაც ბრალდება ოჯახურ ღალატში იყო მათთვის კარგი შანსი ცოლთან განშორების. მაშინდელი ფარისევლური კანონი ასეთი იყო, ქმრისგან გაფრთხილების შემდეგ ორი მოწმის დადასტურებით თუ ცოლს დაინახავენ იმ ადამინის გვერდით რომელზეც გაფრთხილებული იყო, მაშინ ის ქალი ოფიციალურად ხდებოდა ბრალდებული ქმრის ღალატში, ძირითადად მოწმეები იყვნენ რაბინების მოსწავლეები და მწიგნობრები, რადგანაც გამაფრთხილებელ წერილს ძირითადად მწიგნობრები ადგენდნენ. და იმის მაგივრად რომ ცოლ-ქმარი წასულიყო ტაძარში და ღმერთან გაერკვიათ ურთიერთობები,  როგორც დაწერილი იყო რიცხვის 5 თავში . ამის მაგივრად ისინი ყოფდენ ცოლ-ქმარს, ქმარს ტოვებდენ სახლში , ხოლო ცოლი მიჰყავდათ ტაძარში, სადაც მის მიმართ სახალხოდ დამცირება მიმდინარეობდა, აიძულებდენ ეღიარებინა ის, რაც იყო და  არ იყო, და თუ ქალი აღიარებდა დანაშაულს, ის სახლში აღარ ბრუნდებოდა მას ერთმეოდა დედობრივი უფლებები , მაგრამ თუ ქალი მაინც იყო მტკიცედ და არ აღიარებდა იმ დანაშაულს რომელიც მას ბრალად წაუყენეს, მაშინ ხალხს  გაჰყავდა ის ქალაქგარეთ და ქვებით ქოლავდენ. მე მინდა სწორად გამიგოთ, მე არ ვამბობ რომ ეს ქალი უდანაშაულო იყო, როგორც იტყვიან კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, პრობლემა იყო მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზები იყო გაუკუღმართებული, და ეს გზა ქალის დახმარებას კი არ ითვალისწინებდა,  არამედ მის დამცირებას და განადგურებას,  აი ამ ყველაფრის ცოდნაში იცდებოდა იესო, რომელმაც სწორედ ნამდვილი მეფესავით გაართვა თავი. ვინც დებდა ქალს ბრალს,  მათ არ ქონდათ 100% მტკიცებულება რომ ქალმა მართლა ჩაიდინა დანაშაული, რადგანაც არ ჰყავდათ კაცი რომელთანაც შესცოდა, მე გამოვთქვამ ვარაუდს რომ ეს ქალი იყო რომაელი ჯარისკაცის მსხვერპლი, რომელიც მას აწუხებდა,  აიძულებდა მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, მე იმასაც ვუშვებ რომ შეიძლება ეს ქალი  სადღაც არსწორად მოიქცა და თავის ქცევით ქმარს ეჭვიანობის საბაბი მისცა, მაგრამ სად არის ქმარი რომელიც მოწოდებულია ოჯახური პრობლემების გადაჭრაში ? სად არის იმ ფარისევლების წადილი რათა დაეხმარონ ქალსაც და მის ქმარს ოჯახური სიწმინდის აღდგენაში ? ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, სწორედ ეს არასწორი მოტივები დაინახა იესომ ფარისევლებში და მწიგნობრებში და ამიტომაც მან დაიწყო წერა მიწაზე, იესომ მათი ცოდვების კონფიდენცილურად ჩამოწერა დაიწყო , ამით იესომ აჩვენა თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ცოდვილ ხალხთან, ღმერთი არ არის დაინტერესებული ადამიანის სახალხო შერცხვენით ფარისევლებისგან განსხვავებით,  რომლებიც ცდილობდენ ამ ქალის ისტორიიდან კარგი სანახაობა გაეკეთებინათ. იესო მათ აჩვენებს კონფიდენციალურად მათ პრობლემებს, თუ მართლა რა უდევთ მათ გულებში, მათ გართობა უფრო უნდოდათ ვიდრე დახმარება, ის რასაც იესო წერდა მიწაზე სწორედ რომ მათ სინდისს ელაპარაკებოდა და ამიტომაც იეშუას შემდეგი სიტყვები: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” ამ სიტყვებს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა,  პირველი ყველამ ვიცით რომ ყველა ცოდვილები ვართ და არავინ ვართ მართალი, მაგრამ მეორე,  რაზეც ეს სიტყვები გვეუბნება, იუდეველთა ტრადიციის მიხედვით,  სწორედ მოწმე  ვინც ადებს ხელს მან უნდა ესროლოს ქვა დამნაშავეს, მაგრამ სწორედ ასეთი მოწმე არავინ იყო იმ ხალხიდან ვინც ბრალს დასდებდა და ესროდა, ამიტომაც იესო ბოლოს ეუბნება ქალს, რომ არც მე გდებ ბრალს, ანუ ეს იგივეა რომ არც მე გამოვდგები შენს ბრალმდებლად და როდესაც ეუბნება აღარ შესცოდო სწორედ ეს არის მეფეს წყალობა. იესომ არა მარტო მეფური სამართალი აღადგინა,  არამედ როგორც მეფემ წყალობა გამოიჩინა ამ ქალის მიმართ. სწორედ ეს ადგილი გვიცხადებს ორ რამეს, რომ იესო ქრისტე არის იუდეველთა და სამყაროს მეფე და მეორე ათასწლიანი მეფობის დროს,  სწორედ ის იქნება მეფე და მისი მმართველობა იქნება სამართლიანი და წყალობით სავსე.  ეს ყველაფერი კარვობის დღესასწაულის მერვე დღეს ხდებოდა, რომელსაც სიმხათ თორას ეძახიან,  ანუ ღმერთის რჯულის სიხარული. აი ამის მოკლდეთ თქმა მინდოდა დღეს , იმედია ძალიან არ დავარღვიე თქვენი კომფორტული წარმოდგენა სახარების ამ ისტორიაზე .

ავტორი გიორგი ჯიჯიშვილი


 

გამოყენებული წყაროები. იოსებ ფლავიუსი „იუდეველთა სიძველები“
ბაბილონის თალმუდი „ მიშნა ტოსეფთა“
„ადრეული იუდაზმის შესავალი“ ავტორი ჯეიმს ვანდერკამი 
ეკლესის ისტორია მესამე ტომი ევსეი კესარიელ.