ღმერთის სახელი ბიბლიაში

tetragrammation-gods-name

ღმერთის სახელი

ღმერთის სახელი ებრაულ წერილებში – ეს იდუმალი საიდუმლოა. ადამიანები ხშირად ახსენებენ ღმერთის ოთხასოიან სახელს יהוה, როგორც „იაჰხვე“  ან „იეჰოვა“, მაგრამ ჭეშმარიტება ის არის რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ გამოითქმის ეს სახელი. ბიბლიის უმეტეს ნაწილში ეს სიტყვა თარგმნილია, როგორც „უფალი“, და ასევე ებრაულად როდესაც ვკითხულობთ „ადონაის“ ესეც ნიშნავს „უფალს“. ჩვენ არც კი ვცდილობთ მის წარმოთქმას. თუმცა, ამ ოთხი ასოს დაკვირვებით გაანალიზების შედეგად დავინახავთ საოცარი გზით როგორ მიუთითებს ის მესიაზე.

დაბადების 1-ელ თავში ღმერთის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა „ელოჰიმ“ (אֱלֹהִים), რომელიც არის ღმერთის ან ღმერთების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი და რაც ძალიან საინტერესოა, არის მრავლობით რიცხვში. დაბადების 1-ელ თავში ელოჰიმ მოიხსენიება, როგორც „ის“ (მამრობითი სქესი, მხოლობით რიცხვში) მაგრამ საუბრობს მრავლობით რიცხვში (“შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად”). თუმცა დაბადების მე-2 თავში ჩნდება ღმერთის ეს ოთხასოიანი სახელი יהוה, და ამ მომენტიდან ღმერთი ძირითადად მოიხსენიება ამ უნიკალური სახელით.

ღმერთის სახელი წმინდაა

ებრაელებს, უმეტესწილად, ურჩევნიათ თავიდან აიცილონ ღმერთის სახელის ხსენება და ხშირად წერის დროსაც წერენ „ღმ-თი“ ანუ შემოკლებით. ბევრი უწოდებს ღმერთს „ჰაშემ“ რაც ნიშნავს „სახელი“ ან იყენებენ სხვა მსგავს მნიშვნელობებს. „ბარუჰ ჰაშემ!“ (რაც ნიშნავს „კურთხეულ იყოს სახელი“ ან „კურთხეულ იყოს უფალი“) – ეს ფრაზა ისრაელში ხშირად ისმის დღის განმავლობაში. ეს ოთხი ასო იმდენად ძვირფასია, რომ ჩვენ ხშირად თარიღებსაც კი ვცვლით, რომელიც ამ ოთ ასოს მიყოლებით შეიცავს – ყოველი თვის 15 (יה) და 16 (וה) რიცხვს – ღმერთის ამ ოთხასოიანი სახელის საპატივსაცემოდ. ანალოგიურად, არსებობს ტრადიცია რომ არ დაიწეროს ღმერთის სახელი ფურცელზე, რათა თავიდან ავიცილოთ მისი სიწმინდის შეურაცხყოფა, რადგან ეს ფურცელი შეიძლება დაიჭმუჭნოს, დაიხეს ან წარწერა წაიშალოს.

მისი სახელი წმინდაა.

“უთხრა მოსემ ღმერთს: “აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?” უთხრა ღმერთმა მოსეს: “მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: “ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”. კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: “ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.” (გამოს. 3:13-15)

მე ვარ, რომელიც ვარ (ფრაზა „მე ვარ, რომელიც ვარ“ ივრითულად არის – אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה – ეჰიე აშერ ეჰიე, ქართულად „მე ვარ, რომელიც ვარ“). როგორ გაურკვევლობაშიც არ უნდა ყოფილიყო მოსე, ღმერთი მოითხოვს რომ არ იყოს კლასიფიცირებული, ის უბრალოდ არის.

ღმერთს ღიმილს გვრის  როდესაც ვეკითხებით არსებობს თუ არა ის, რადგან ის თავად არის არსებობის განმარტება!

ებრაული გრამატიკის საგანძურის აღმოჩენა

ბიბლიურ ებრაულ ენაზე არსებულ ზმნებთან საინტერესო პუნქტი ის არის, რომ ისინი ხშირად იწერება მომავალ დროში ჩვენთვის, მაგრამ აღნიშნავს წარსულ დროს. და ასევე პირიქით! წინასწარმეტყველებები ძირითადად დაწერილია ისე, რომ ივრითზე მოლაპარაკე ადამიანისთვის ის თითქოს წარსულშია, მაგრამ ლაპარაკი მიდის ისეთ რაღაცეებზე რაც უნდა მოხდეს მომავალში. დრო როგორც ასეთი და ზმნების დრო არ არის ცალსახა, რადგან ბიბლიური ტექსტის ავტორი არ ცხოვრობს დროში. მას შეუძლია მოგვცეს წინასწარმეტყველება მომავალი დროის მოვლენებზე ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა, და ასევე შეუძლია აღწეროს წარსული მოვლენები ისე, თითქოს ეს მომავალში უნდა მოხდეს, როგორც მაგალითად იოსებისა და გამოსვლის ისტორიებში.

მე მოგიყვებით კიდევ ერთ სახალისო რამეზე ივრითში: ზმნა „არის“ აქვს მხოლოდ წარსული და მომავალი ფორმა, და არა აწმყო.

ებრაულად ჩვენ არ ვამბობთ „მე ვარ მშიერი“ ჩვენ უბრალოდ ვამბობთ „მე მშია“. ჩვენ არ ვამბობთ „ეს მაგიდა არის დიდი“, ჩვენ ვამბობთ „ეს მაგიდა დიდია“. მე შემიძლია ვთქვა, რომ „მე მშიერი ვიყავი“ ან „მე მშიერი ვიქნები“, მაგრამ არა „მე ვარ მშიერი“.

ივრითულში არ არსებობს ზმნა „არის“ („ყოფნა“ ახლანდელ დროში). რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ ებრაულ ენაზე, ბიბლიის ენაზე ზმნა „არის“ ახლანდელი დრო განკუთვნილია მხოლოდ ღმერთისთვის.

მხოლოდ ღმერთს შეუძლია თქვას „მე ვარ“.

და ალბათ, ეს გვეხმარება რომ გავიგოთ יהוה ტეტრაგრამატონის საიდუმლოს ნაწილი. თუ ჩვენ ტექსტის ორიგინალ ნაწილში ვნახავთ იმას, რაც ითარგმნევა „მე ვარ, რომელიც ვარ“, ის გამოიყურება ისე თითქოს იყოს მომავალ დროში: „მე ვიქნები ის, ვინც ვიქნები“ (אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה). მაგრამ მაინც თარგმნილია აწმყოში! დაიბენით? ეს ურთიერთობა „არის“ ზმნებს შორის არის ილუსტრაცია იმისა, რომ ჩვენი ღმერთი არის, იყო და ყოველთვის იქნება.

უფრო მეტიც, ღმერთის ოთხასოიანი სახელი არის ამის აბრივიატურა – „ის იყო, ის არის და ის იქნება“! ეს ფაქტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დიდი ხნის წინ შენიშნეს რაბინებმა.

რაბინული ინტერპრეტაცია

საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ არის ნათარგმნი ფრაზა „მე ვარ, რომელიც ვარ“ (אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה) აწმყო დროში „თარგუმ იონათანის“ ტექსტში, ბიბლიის ძველ არამეულ თარგმანში , რომელიც თარგმნა იონათან ბენ უზიელემ, ჰილელის მოწაფემ და რჯულის ექსპერტმა, რომელიც ცხოვრობდა იერუსალიმში მეფე ჰეროდეს დროს.

მან თარგმნა ეს ფრაზა არამეულზე როგორც אֲנָא הוּא”, რაც თანამედროვე ივრითზე (ანი ჰუ) სიტყვასიტყვით ნიშნავს „მე ის“. ეს არის უახლოესი საშუალება რომ ებრაულად თქვა „მე ვარ“ – ზმნა „არის“ პირველი პირის მხოლობითი რიცხვის აწმყო დრო.

“უთხრა ღმერთმა მოსეს: “მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: “ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”. (გამოს. 3:14)

რაბინულ ინტერპრეტაციაში, სიტყვის სამმაგი გამოყენება აღნიშნავს სამ დროს. წარსულს, აწმყოსა და მომავალს:

ის იყო.

ის არის.

ის ყოველთვის იქნება.

შმოტ რაბა რაბი ისააკი ასწავლის:

„უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი მათ, რომ მე ვარ ის ვინც ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ვიქნები“ ამიტომ წერია  სიტყვა „ეჰიე“ სამჯერ.

„მე ვარ“ სამჯერ?

საინტერესოა, რომ შამაის ლოცვაშიც ღმერთი ჩნდება სამჯერ. ალბათ ეს არა მარტო წარსულს, აწმყოსა და მომავალს ეხება, არამედ მიუთითებს ღმერთის სამპიროვნებაზე:

  1. მამა
  2. ძე- განკაცებული ღმერთი, მესია
  3. სულიწმინდა

შეუძლებელია? მაგრამ მტკიცებულებები გვხვდება თავად ებრაულ წერილებში. ერთ მომენტში, იაჰხვე გამოჩნდა როგორც პიროვნება, რომელმაც მოინახულა აბრაამი, რაც აშინებს იმათ, ვინც ამტკიცებს რომ ღმერთს არ შეუძლია გახდეს ხორციელი. მაგრამ ის სწორედ ამას აკეთებს დაბადების მე-18 თავში. ამაზე ბევრჯერ არის ნათქვამი. ასევე იერემიას 23:6-ში დაწერილია, რომ მესიის სახელი იქნება იაჰხვე.

კიდევ იცით რა? ებრაელი ხალხისთვის ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვის იოლად გასაგებად, თარგუმ იონათანმა ალმოდებული ბუჩქიდან მოლაპარაკე ღმერთი აღნიშნა როგორც „მე ის“, რომელიც შემდეგ ძალიან ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში.

იცით კიდევ ვინ გამოიყენა ფრაზა „ანი ჰუ“ („მე ვარ“)?

იოანეს სახარების მე-4 თავში იესო ხვდება სამარიელ ქალს და მათ შორის დგება საუბარი ღმერთის, ჭეშმარიტებისა და თაყვანისცემის შესახებ. ის ეუბნება იეშუას, რომელზეც არ იცის ვინ არის სინამდვილეში:

“უთხრა დედაკაცმა: “ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს” (იოანე 4:25)

უპასუხა იეშუამ

„იესომ უთხრა: “მე ვარ, ვინც გელაპარაკება”. (იოანე 4:26).

მე-8 თავში იეშუა რელიგიურ ლიდერებთან შევიდა დავაში. დაბნეულები და იმედგაცრუებულები მისგან პასუხს მოითხოვდნენ:

 

“მაშინ უთხრეს მას: “ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: “ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.

აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”. იუდევლებმა უთხრეს: “ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?” უთხრა მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”. (იოანე 8:25, 56-58).

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი 

წყარო – https://www.oneforisrael.org/