პავლეს სიყვარული ისრაელის მიმართ

24251882_1763004263740867_1959192847_n

თებერვალში მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ხალხი ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავს და გამოხატავს სიყვარულს მათთვის განსაკუთრებული ადამიანის მიმართ. როგორც იეშუას მიმდევრები (ისრაელის მესიის) ჩვენ „სიყვარულის მაგალითს“ ვიღებთ მისგან, რომ ისე გვიყვარდეს როგორც მას უყვარს. და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ყველა ერთანაირად უყვარს, მისი კაცობრიობის გამოსყიდვის გეგმა პრიორიტეტულია- როგორც პავლე წერდა, „ჯერ იუდევლისა“ (რომ.1:16). როგორც მოციქულს, პავლეს ჰქონდა უფლება ესწავლებინა ღმერთის პრიორიტეტებზე, ღმერთის ღრმა სიყვარული „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრების მიმართ“ (მათე 10:6) არასდროს შეცვლილა, მას შემდეგაც კი რაც ისინი ისრაელის მიწაზე დაბრუნდნენ, მაგრამ არ უბრუნდებოდნენ თავიანთ ღმერთს. როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ, მესიანურ ებრაელებს, ვუპასუხოთ ღმერთის სიყვარულს? ჩვენ ამას ვხედავთ რომაელთა 10:1-ში.

პავლეს გატაცება ისრაელისთვის, “ჩემი გულის სურვილი” – მისი მოტივაციაა სამსახურისთვის:

ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პავლეს პირადი ვნება („ჩემი გულის სურვილი“) ეს არის უნივერსალური პრიორიტეტი ჩვენთვის, როგორც მესიის ოჯახის წევრებისთვის. პავლეს შეშფოთება არა მხოლოდ ებრაელი მორწმუნეების საქმეა, არამედ ყველა ჭეშმარიტი მორწმუნის, რომლებსაც ესმით ღმერთის გადარჩენის გეგმა და მისი სურვილი დაკარგული ხალხის დაბრუნებისა. პავლეს გულის სურვილი ამით ღვთის გულს ასახავს, და მოტივაციას აძლევს პავლეს ლოცვისა და მსახურებისთვის. ის იყენებს იმავე ბერძნულ სიტყვას ეუდოკია („გულის სურვილი“) ფილიპელთა 1:15-ში („კეთილი განზრახვა“) როგორც  მესიის შესახებ ცნობის გამოსაცხადებლად.

ოდესმე გიფიქრიათ რატომ არ ლოცულობთ, არ ამოწმებთ და არ ემსახურებით უფალს დიდი მონდომებით? იმის გამო, რომ საქმე ჩვენს გულს ეხება. შეუძლებელია მსახურებაში მოტივირებული იყო მხოლოდ იმიტომ რომ იცი ღმერთის დამოკიდებულების შესახებ ისრაელის მიმართ, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ისრაელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხდება შენთვის პირადი. ჩვენი გული უნდა ემორჩილებოდეს ღმერთის გულს და მაშინ მესიის სიყვარული (რომელიც ჯერ კიდევ ტირის იერუსალიმის შემხედვარე) აავსებს ჩვენს გულებს. კარგი თეოლოგია საკმარისი არ არის ამისთვის. მხოლოდ ღმერთთან ნამდვილი პირადი ურთიერთობა მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი გული ღვთის სიყვარულით იქნება მოტივირებული.

პავლეს მძაფრი სიყვარული სირაელის მიმართ გულიდან მოდიოდა, გულიდან რომელიც დანებდა ღმერთის ნებას, და ამიტომ მესიის სიყვარული მართავდა მის გულს (2კორ. 5:14). რომაელთა 9:1-2 ჩვენ ვხედავთ პავლეს წუხილს ისრაელის მიმართ, ხოლო რომაელთა 9:27 და 11:26-ში მის სიყვარულსა და იმედს. ერთიც და მეორეც „მორწმუნეობის“ ნაწილია. თავად უფლის გული გლოვობს ისრაელის თითოეულ დაკარგულ ცხვარზე, მას სამუდამო სიყვარულით უყვარს ისინი (იერ. 31:3). ამიტომაც ყოველი გული რომელიც მას ემორჩილება, იგლოვებს და იმედს გამოთქვამს, რადგან ასეთია უფლის სიყვარული. მესიის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ღმერთის განუყოფელი სიყვარული (რომ. 8:39-9:2), რადგან თქვენ არა მარტო უსაფრთხოდ ხართ საუკუნოდ, არამედ ყველაფერი რაც მის გულს ეხება, თქვენც შეგეხებათ. ჩვენ გულით ვართ ღმერთთან დაკავშირებულნი.

პავლეს ლოცვა ისრაელისთვის: ღმერთან ლოცვა- ეს მსახურების ერთ-ერთი მეთოდია

პავლეს „ლოცვა“ – არის თხოვნა უფლის მიმართ, დიდი საჭიროების შესახებ. ჩვენ ხშირად ვლოცულობთ ღმერთთან ჩვენი საჭიროებების გამო, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ მასთან სხვების სახელით (2 კორ. 1:11 და ა.შ.) ისევე როგორც ვითხოვთ „მშვიდობას ისრაელისთვის“ ისრაელის სახელით (ფსალმ. 121:6) პავლეც ასე შუამდგომლობს ისრაელისთვის ღმერთის წინაშე. ხომ არ დაკარგეთ ვნება? თუ თქვენ არ განაღვლებთ ისრაელის დაკარგული ცხვრები, მაშინ თქვენ არ დადიხართ ღმერთთან ერთად.

პავლეს მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისრაელი „გადარჩება“- ეს არის გზავნილი მსახურებისთვის:

რა არის ისრაელის უდიდესი სჭიროება? როგორც ყველა ადამიანისთვის, ეს არის ხსნა. მთავარი არ არის მშვიდობა პალესტინასთან და არც სირიასთან, მთავარი არის მშვიდობა ღმერთთან! პავლეს მგზნებარე ლოცვა ისრაელისთვის იყო ის, რომ ისრაელს მოესმინა კეთილი უწყება და ეღიარებინა რომ იეშუა არის უფალი (რომ. 10:9).

და აქ არანაირი უმწეობა არ არსებობს: იყო ის რისი გაკეთებაც მას შეეძლო, ეს იყო ლოცვა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა. სწორ მოტივს და სწორ გზავნილს მივყავართ სწორ მსახურებამდე. ღვთის დაპირებები არის იმის გარანტია რასაც ის გააკეთებს, რადგან მისი დაპირებები შეესაბამება მის გულს. პავლე იმედს დებდა ღმერთის დაპირებებზე მისი სიტყვიდან, რადგან ღმერთის დაპირებაა რომ ერთ დღეს ისრაელი შეხედავს იეშუას და გადარჩება (ზაქ. 12:10, ესაია 53). ამიტომ, თუ თქვენი გული ემორჩილება ღმერთის გულს – ეს უკვე თქვენი გულის სურვილია და მისი აღთქმები იქნება თქვენი ლოცვები და მისი სიტყვა იქნება თქვენი აღიარება და იმედი.

ავტორი – სემ ნედლერი 

წყარო –  wordofmessiah.org

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი