ღმერთს უყვარს ისრაელი

israelis-with-flag-of-israel

 

მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე სტატიად სწორი სწავლება ისრაელის შესახებ, რადგან ვატყობ რომ ამას გარემოება მოითხოვს და როცა არასწორი სწავლებაა, მაშინ ბევრი ცდომილება არსებობს და სტერეოტიპებიც იმკვიდრებს.

მე როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის“ წარმომადგენელი საქართველოში ძალიან ხშირად მეკითხებიან: რატომ ინტერესდები ასე ისრაელით და ებრაული ერით?  ეს შენი გატაცება ხომ არაა როგორც მაგალითად ფეხბურთიდ ან  კიდევ რამე სხვა ხობით? რატომ მაინდამაინც ისრაელი? რა არის ამ ერში განსაკუთრებული?

მე ყოველთვის თითქმის ესე ვპასუხობ: „მე ვიმედოვნებ რომ ის გრძნობა რომელიც მე ისრაელის მიმართ მაქვს, ოდნავ მაინც გავს იმ გრძნობებს რომელსაც ღმერთი განიცდის ისრაელის მიმართ“

„ღმერთს უყვარს ისრაელი “       „იესოს უყვარს ისრაელი“    ასე ამბობს წმიდა წერილი- ბიბლია, რადგანაც მე მიყვარს იესო ქრისტე და ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ, მე არ შემიძლია არ მიყვარდეს ის ერი რომელიც მას უყვარს.

მე ძალიან ბევრი ქრისტიანი  ადამიანი შემხვედრია რომლებსაც უყვრათ წარსულში გარდაცვლილი ებრაელები, დიახ მათ უყვრათ – მოსე, იესო ნავეს ძე, ესააია, იერემია, დავითი, პავლე, პეტრე, იოანე და ბევრი სხვა მრავალნი, არის კიდევ ქრისტიანთან ისეთი კატეგორიაც რომლებსაც მომავლის ებრაელები უყვრათ, რომლებიც წინასაწარმეტყველურ მომავალში იცხოვრებენ, როდესაც ისრაელი იქნება დედამიწის ცენტრი, ხოლო იერუსალიმი იქნება ის ქალაქი რომლიდინაც გადმოვა მშვიდობა მთელ დედამიწაზე. მაგრამ ჩვენ თუ ბიბლიური მორწმუნები ვართ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა დღეს ვართ ისრაელის მხარეს? დღეს გვიყვარს კი იესოს სახელით  ისრაელი და ებრაელი ხალხი ?  ვდგევართ კი ან დავდგებით კი ისრაელის მხარეზე როდესაც მთელი მსოფლიო მათ წინაღმდეგ გამოვა? ვინ იქადაგებს და ვინ მოუწოდებს ეკლესიებს   მონანიებისაკენ იმ საშინელი წარსულის გამო რასაც ეკლეისია ჩადიოდა ამ ერის წინააღმდეგ ? ვინ გამოიკვლევს წმიდა წერილს და ჩაწვდება თუ სინამდვილეში რა როლო აქვთ ეკლესიასა და ისრაელს ერთად ღმერთის გადარჩენის გეგმაში, ვინ გამოიკვლევს დღეს ეკლესის ებრაულ ფესვებს ? სიმართლე რომ გითხრად ეს კითხვები უკვე წლებია რაც მაწუხებდა და ვეცადე მომეძებნა პასუხები, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ადამინმა კითხვები უნდა დასვას და პასუხები ეძებოს მითუმეტეს თუ ის მორწმუნე ადამიანია, გადავწყვიტე გამეგო  თუ სინამდვილეში რას აპირიბდა ღმერთი ისრაელისათვის.

ჩემი პირველი აღმოჩენა გახლდათ  ერთი საინტერესო ფაქტი – როგორც ვიცით ჩვენი უფალი იეშუა ჰა მაშიახი არის ღმერთის მხოლოდ შობილი ძე (იოან. 1:14) , ხოლო ისრაელი კი მისი პირმშოა. როდესაც ისრაელის ძეები მონობაში იყვნენ ეგვიპტეში მაშინ ღმერთმა მოსე და არონი ესეთი სიტყვებით წარგზავნა ფარაონთან  {გამ.4:22 -23 }  უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი; ამიტომ გეუბნები – გამოუშვი ჩემი ძე, რათა მემსახუროს და თუ არ გამოუშვებ, აჰა, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს!”

სწორედ ეს მოხდა მეათე ეგვიპტურ სასჯელში.

{გამ.12:29 } და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.

უარის თქმამ  ღმერთის პირმშოს გაშვებაზე ეგვიპტელებს თავიანთი პირმშოს ფასად  დაუჯდათ , ისე როგორც აფრთხილებდა ღმერთი .

ღმერთს უყვარს ისრაელი როგორც მამას თავისი შვილი

ღმერთს უყვარს ებრაელი ხალხი, როგორც მამას უყვარს თავისი შვილი, წინასწარმეტყველმა ოსიამ აღწერა ღმერთის ემოცია თავის წიგნში რომელიც ესე იწყება : „შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს. {ოსია.11:1}

ღმერთი საუბრობს ისრაელზე როგორც მამა თავის შვილზე რომელმაც დააშავა, და აქ ჩვენ ვხედავთ გაორმაგებულ ემოციებს ნაზი სიყვარულიდან განრისხებამდე რომელსაც მხოლოდ მამა განიცდის, ყველას ვისაც ყავს შვილები მათ ესმის ამ ემოციების, თქვენ გიყვართ თქვენი შვილები, მზად ხართ მათვის ყველაფერი გააკეთოდ , მაგარამ ხანდახან მათი საქციელი გაგანრისხებთ კიდევაც, ხანდახან მკაცრადაც ესაუბრებით, აფრთხილებთ მათ თუ რა შედეგები მოყვება რადგანაც თქვენ ხედავთ თუ რა შედეგები მოჰყვება მათ საქციელს თუ კიდევ არ მოგისმენ მაშინ თქვენ უფრო მკაცრ ზომებსაც  მიმართავთ (დასჯას)  იმიტომ რომ თქვენ ისინი გიყვრთ და ზრუნავთ მათზე . როგორც ერთი ჰოლანდიური ანადაზა ამბობს :  „ თუ მათ არ შეწევთ უნარი რომ შეისმინონ , მაშინ მათ ეს უნდა შეიგრძნონ“

აქ ნათლად ჩანს ღმერთის როგორც მამის განრისხება ის ამაბობს: რაც უფრო ვუხმობდი, მით უფრო გამირბოდა; ბაყალებს სწირავდა მსხვერპლს და კერპებს უკმევდა საკმეველს.

და აგრძელებს ღმერთი: „ეფრემსაც ( ესე ღმერთი მოფერებით უწოდებს ისრაელ ) მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე. ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ“.

აქ ჩვენ ნათლად ვხედვათ თუ როგორ უყვარს ღმერთს ისრაელი და როგორც მამა ზრუნავდა მათვის. გამოს. 13-14 თავებს თუ დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ თუ როგორ ზრუნავდა ღმერთი ისრაელისათვის როდესაც გამოვიდა ეგვიპტედან მან წყალი მისცა კლდიდან და ხორცითაც გამოკვება უდაბნოში .

დაუბრუნდეთ ოსიას, შემდეგ ჩვენ ვხედავთ მსუბუქ მინიშნებას ღმერთის განრისხების შესახებ: თუ როგორ ცდილობდა ისრაელი ეგვიპტეში დაბრუნებას ისევ მონობაში ყოფნას. და აქ ჩვენ ვხედავთ თუ როგორ წყინს ღმერთს ისრაელის უმადურება : (ოსია.11:5-6) „აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება. მახვილი დატრიალდება მის ქალაქზე, დაამსხვრევს კარიბჭის გისოსებს. შთანთქავს მათ მათი ავი ზრახვების გამო.

სწორედ რომ საბოლოდ ისრაელის ათი ტომი აღმოჩნდა აშურების ტყვეობაში: (2მეფ.17:23)
აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება.

ის რაც ისრაელს დაემართა მხოლოდ თავიანთი თავს თუ დადანაშაულებენ.

ისრაელი ღმერთის თვალის გუგა

მაშ ასე ჩვენ დავინახეთ ღმერთის რისხვა ისრაელზე, მაგარმ შემდეგი მუხლების კითხვისას ჩვენ ვხედავთ თუ როგორ სიყვარულის გრძნობა მატულობს მამის გულში. უნდა გვესმოდეს უმთავრესი პრინციპი ბიბლიაში აღწერილი ისრაელის და ღმერთის ურთიერთობა ეს არის მამაშვილური ურთიერთობა . თქვენ  ხომ არ აგრძელებთ თქვენს შვილთან ცივ დამოკიდებულებას და სიბრაზეს იმისდა მიუხედავად თუ რა დააშავა თქვენმა შვილმა, თქვენი შვილი მაინც თქვენი შვილია . ღმერთი ამბობს:   როგორ ვთქვა უარი შენზე, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაქციო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით?

ადმა და ცებოიმი ახლო ქალაქები იყო სოდომსა და გომორასთან რომელიც უფლმა გადაწვა (2რჯ.29:23)

ამ მუხლებით უფალი ამბობს  ნუთუ შემიძლია  ეს ჩემს პირმშო ისრაელს გაუკეთო ? დიახ მე დავსჯი ისრაელს, მაგრამ მე მას არასოდეს არ  ვუგულებელყოფ, შეიძლება თქვენი პირმშო დარჩეს სამუდამოდ თქვენს შვილად და პირმშოდ ? გული მომიბრუნდა ჩემს შიგნით, ერთიანად სიბრალულმა ამიტანა.აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ. (ოსია.11:8-9)

ღმერთისგან განსხვავებით ადამიანებს შეუძლია ძალიან სასტიკად მოქცევა, ის ერები  რომელიც ღმერთის პირმშოს წინაღმდეგ გამოდიოდნენ ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. ზაქარია წინასწარმეტყველი ღმერთის სახელით ამბობს: (ზაქ.1:15) დიდად ვმრისხანებ უდარდელ ერებზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.  შემდეგ განაგრძობს ზაქარია : რაგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების ჟამის შემდეგ წარმომგზავნა თქვენი მძარცველი ხალხების წინააღმდეგ, რადგან, ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება.რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე და მათივე მონების ნადავლად იქცევიან; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა.(ზაქ.2:8-9)

თვალი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა სხეულის. და თუ ისრაელი ღმერთის თვალის გუგაა როგორ გგონიათ შეძლებს ღმერთი იგნორირებას როდესაც ისრაელზე მიდის თავდასხმა , გაუკეთებს ღმერთი იგნორირებას ჰოლოკოსტს? როდესაც ექვსი მილიონი ებრაელი იყო დახოცილი და ამათგან მილიონ ნახევარი ებრაელი ბავშვი ? არა რათქმაუნდა ამ ერების მიმართ ღმერთი მოაწყობს სასამართლოს. ერთ ერთი გერმანელი თეოლოგი დოროტი სოლმა (Dorothee Sulle) რომელიც არის ფილოსოფიური მიმდინარების ხელმძღვანელი <<ღმერთი მკდარია >> თავის ერთ ინტერვიუში განაცხადა „ოსვენცენის ციხების არსებობის შემდეგ მე დავკარგე ღმერთისადმი რწმენა“  რაზეც ებრაელმა რაბინმა უპასუხა „ოსვენცენის ციხების არსებობის შემდეგ მე დავკარგე რწმენა  ადამიანების მიმართ და ეხლა მხოლოდ  ღმერთის მჯერა და მწამს“ .

ზაქარია 2:8 არის გაფრთხილება ყველა ერებისათვის ვინც ძარცვავდა ისრაელს, ვინც თქვენ გეხებათ (ისრაელს)მისი თვალის გუგას ეხება.რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე.

ისრაელზე თავდასხმა ეს იგივეა რომ ღმერთს დაესხა თავს. (2რჯ.32:9-12) რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.

ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ღმერთი არ ამბობს უარს დასჯაზე თუ ისრაელი შესცოდავს, ის უბარლოდ უარს ამბობს ისრაელის სააბოლო ურყოფობაზე, როგორც მამას არ შეუძლია საბოლოოდ საკუთარ შვილზე უარის თქმა.
აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ.

ოსია 11:10 მუხლში წერია : …….. „წამოვლენ დასავლეთიდან.

ანუ არა ბაბილონიდან წამოვლენ ან ასურეთიდან, რადგან ეს ქვეყნები ისრაელს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს,  ასევე 11 მუხლში წერია რომ ეგვიპტიდანაც წამოვლენ რომელიც ისრაელის სამხრეთით მდებარეობს და აგრეთვე აშურიდანაც გამოვლენ რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობს ეს ყველაფერი მიუთითებს რომ ღმერთი გამოიყვანს ებრაელებს მსოფლიოს მთელი კუთხეებიდან და დააბრუნებს თავის მიწაზე, რომელიც ისრაელია. სწორედ ამ მოვლენას ვაკვირდებით ჩვენ უკვე ასი წელია. (ოსია. 11 :10 -11) „უფალს გაჰყვებიან, ლომივით დაიღრიალებს იგი, დიახ, დაიღრიალებს და მისი ძენი თრთოლვით წამოვლენ დასავლეთიდან.თრთოლვით წამოვლენ, როგორც ჩიტები ეგვიპტიდან და როგორც მტრედები აშურის ქვეყნიდან; თავიანთ სახლებში დავასახლებ მათამბობს უფალი“.

ამრიგად ჩემი სტატიის პირველი ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა და რა დავინახეთ ამ სტატიაში? მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ დავინახეთ: 1) ღმერთს უყვარს ისრაელი, 2) ისრაელის და ღმერთის ურთიერთობა, ეს არის მამა -შვილური ურთიერთობა, 3) ისრაელი ეს არის ღმერთის თვალის გუგა.

შემდეგ სტატიაში განვიხილავთ ღმერთის აღთქმებს ისრაელის მიმართ.

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი.

გამოყენებული წყაროები : წიგნი “რატომ ისრაელი” დოქტორ ვილიამ გლესხაუერი.

წიგნი “ღმერთის ცუნამი” პიტერ ცუხარიმა .

ბიბლია ძველი და ახალი აღთქმა .

წიგნი “ისრაელის ისტორია და მისის სულიერი მნიშვნელობა” დევიდ ბარონი