თალმუდის მტრები ანუ უმეცრება ცოდნის წინაღმდეგ

09-1_1

ნაწყვეტი თალმუდის ისტორიიდან

ნეჰემია პერეფერკოვიჩ

ყოველივე ეს არაფერია თალმუდის ცნობილ ბრძოლასთან  შედარებით, რომელიც გაღვივდა გერმანიაში მე-16 საუკუნეში და საოცარი გზით გახდა რეფორმაციული მოძრაობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი.

საქმე დაიწყო იოანე პჰერფერკონის მიერ თალმუდის ყალბი დასმენის განცხადებაზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბნელი წარსულის.   დომინიკანელი   სწავლებით და მათი გავლენიანი რეკომენდაციების შედეგად, პჰერფერკონმა მიმართა იმპერატორ მაქსიმეს იმ წინადადებით, რომ გადაეხედათ და გადაემოწმებინათ ყველანაირი ებრაული წიგნი და გაენადგურებინათ ის რაც მავნებელი იყო ქრისტიანობისთვის. იმპერატორმა მთავარეპისკოპოს მაინცს შესთავაზა შეეგროვებინა გერმანიის უნივერსიტეტის ყველანაირი გამოხმაურება თალმუდის შესახებ, განსაკუთრებით ცნობილი ჰუმანისტი მეცნიერის რეიხლინის, რომლისთვისაც ნაცნობი იყო ებრაული ენა.

ამ ყველა შეგროვებული ინფორმაციიდან მართლაც განსაკუთრებით საინტერესო იყო რეიხლინის მიმოხილვები. ეს მეცნიერი ამბობს შემდეგს:

„ებრაული ლიტერატურა მრავალი ნაწილისგან შედგება. შეიძლებადაც რამე ქილიკური დამოკიდებულება ქრისტიანობასთან მიმართებაში აღმოაჩინო , პოეზიასა სატირაში,   მაგრამ ამ ნაწილს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ებრაელებისთვის. ასეთი წიგნების დაწვა, დასაშვებია  თუ ისინი მართლაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაგრამ სხვა ებრაული წიგნები ძალიან სასარგებლოა. ბიბლიური კომენტარების განყოფილება აუცილებელია ქრისტიანული თეოლოგიისთვის. ყველაფერი რაც ძველი აღთქმის შესახებ საუკეთესოდ არის დაწერილი, ებრაული წიგნებიდან არის ნახსენები, ხოლო თუ ნიკოლაი ლირას მიერ გამოთქმული ცნობილი კომენტარებიდან, რომელიც მან აიღო ებრაელი კომენტატორისგან – რაშისგან, მაშინ მისგან აღარაფერი დარჩება. კაბალისტური ნაწერებიც ასევე ძალიან სასარგებლოა ქრისტიანობისთვის“.

რაც შეეხება კონკრეტულად თალმუდს, განაგრძო მან შემდეგ, რომ რეიხლინს ძალიან ცოტა ესმის თალმუდის შესახებ და იცნობს ისეთ ხალხს, რომელთაც კიდევ უფრო ნაკლები იციან, და მაინც თალმუდის წინააღმდეგნი არიან. „ამავდროულად, თალმუდი ისეთი წიგნი არ არის, რომ ყოველმა სულელმა შეძლოს მისი თავისუფლად განხილვა“.

თავის გამოხმაურებას რეიხლინი ამთავრებს ასეთი პრაქტიკული რჩევით: ყველა უნივერსიტეტში არის გახსნილი ებრაული ენისა და რაბინული ლიტერატური კათედრები, ამ გზებით ებრაელები ნელ-ნელა დამეგობრება შეაძლებელია

აქედან გამომდინარე, ასეთი ავტორიტეტული გამოხმაურების საფუძველზე იმპერატორმა უბრძანა ისევ უკან დაებრუნებინათ ის წიგნები რომლებიც მისი ბრძანებით გასანადგურებლად შეაგროვეს დომინიკელებმა. დომინიკელებმა ვერ მოინელეს ასეთი შეურაცხყოფა და შხამიანი პამფლეტი გამოათავისუფლეს ებრაელებისა და თითქოს მათ მიერ მოსყიდული რაიხლინის მიმართ. რეიხლინი და მისი მეგობრებიც არ დარჩნენ ვალში და დაიწყო მელნის ომი. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც პირველად აღმოცენდა ევროპაში, იყო ჰუმანისტთა მხარეს, რომელთაც ულრიხ ვონ გუტენი ხელმძღვანელობდა და აქებდნენ რეიხლინს პროზებსა და ლექსებში. 1516 წელს გაჩნდა ცნობილი „ბნელი ხალხის წერილები“ რომლებიც სასტიკად ამხილებდნენ  დომინიკანელებს  მთელი ევროპა იცინოდა, ამ სასაცილო სატირის კითხვის დროს, სადაც ჩანდა რომ არა დამსახურებულად, არამედ როგორი უმეცრებით, უცოდინარობითა და უზნეობით ჰქონდათ დაკავებული ბერებს თავიანთი ადგილები. ორი წლის შემდეგ დაიწყო მარტინ ლუთერმა რეფორმაცია და 1523 წელს გამოაქვეყნა თავისი ნამუშევარი „ქრისტე იუდეველი იყო“, რომელშიც ეწინააღმდეგებოდა კათოლიკებს, რომ მოქცეოდნენ ებრაელებს როგორც ძმებს, დაენახებინათ მათთვის ქრისტიანული სიყვარული, დაეცვათ და მიეცათ იმის საშუალება რომ ჩვეულებრივად ეცხოვრათ და ემუშავათ, როგორც ყველას. (სამწუხაროდ ლუთერმა თავისი შეხედულებები ებრაელების მიმართს სიცოცხლის ბოლოს შეცვალა)

ამავდროულად თალმუდის მიმართ ინტერესი საოცრად გაიზარდა. იმპერატორმა მაქსიმილიანმა თავის ექიმს, რომელიც იყო მონათლული ებრაელი სახელად რიციუსი, დაავალა გადაეთარგმნა თალმუდი ივრითულიდან ლათინურზე: იმპერატორს დააინტერესა კონკრეტულად რაზე მიდიოდა საუბარი ამ წიგნში, რომელიც ლამის დაგმო. რიციუსმა 1519 წელს გადათარგმნა 3 ტრაქტატი: მიშნუ  ბროხოის სანჰედრინი და მაკიოსი ასევე ნაწყვეტი ბაბილონის გემარადან ტრაქტატი  სანჰედრინი. მაშინ, პაპ ლეო X-საც კი შერტცხვა თალმუდის დევნის გამო, მან არა მარტო გააუქმა თალმუდის აკრძალვა, არამედ გამოთქვა იმის სურვილი, რომ თალმუდი ყოფილიყო დაბეჭდილი. შემდეგ ცნობილი ვენეციელი ქრისტიანი ტიპოგრაფი დანიელ ბომბერგი 1520 წელს შეუდგა ბაბილონის თალმუდის ბეჭდვას. რამოდენიმე წლის შემდეგ მანვე დაბეჭდა  იერუსალიმი თალმუდიც. ეს გამოცემები, რომელთა ასლებმაც ჩვენამდე მხოლოდ ათეულებმა მოაღწია, უზრუნველყოფილია პაპის დამცავი პრივილეგიებით.

ბომბერგის გამოცემა – არის თალმუდის პირველი სრული გამოცემა, ე.წ. editio princeps. ბაბილონის  თალმუდის ბეჭდვა დასრულდა სამ წელიწადში (1520-1524) და გარეგნულად უკეთესს ვერც ინატრებდი. ცენზურული ჩასწორებები მასში თითქმის არა არის (ადრე დაბეჭდილ ცალკეულ ტრაქტატებში იყო ცენზურული შესწორებები), ერთადერთი მისი ნაკლი- დიდი რაოდენობის ბეჭდური შეცდომები, განსაკუთრებით კომენტარებში, რაც იმით აიხსნება მუშაობის სიჩქარითა და იმით, რომ მბეჭდავები არ იყვნენ ებრაელები. ცხადია მოთხოვნა დიდი იყო, რადგან 5 წლის შემდეგ(1528-1531) ბომბერგმა დაიწყო თალმუდის მეორე გამოცემის ბეჭდვა, რომელიც თავისთავად სიტყვა სიტყვით გადაბეჭდა ძველი გამოცემიდან, შეცდომების შესწორების გარეშე და ახალი შეცდომების მიმატებით.

მაგრამ ამ 2 გამოცემით მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. 1546 წელს ვენეციაში გამოქვეყნდა ახალი გამოცემა, უფრო მკაცრი რედაქტირებით. ეს იყო მარკო ანტონიო იუსტინიანის გამოცემა, რომელიც ასევე ქრისტიანი იყო. ეს გამოცემა იყო მართლაც სწორი და კორექტული, სარგებლობდა ძალიან კარგი რეპუტაციით, და მომავალში ახალი გამომცემლები ამით იქებდნენ თავს „გადაბეჭდილია იუსტინიანეს გამოცემიდან“, თუმცა ასე არ იყო ხოლმე. სულ მალე ყველა კომენტატორმა და ავტორმა დაიწყეს თალმუდის ციტირება იუსტინიანეს გამოცემის მიხედვით და ასეთი სახით მოაღწია მან ჩვენ დრომდე.

11793-12-1024x730

 

1548 წელს ბომბერგმა თალმუდის ახალი გამოცემა დაიწყო, ასე რომ 30 წლის მანძილზე გამოვიდა 4 გამოცემა. თალმუდი სწრაფად გავრცელდა იტალიასა და აღმოსავლეთის ქალაქებში, რომლებიც ვენეციასთან, გერმანიასა და პოლონეთთან იყო დაკავშირებული.

მაგრამ სამწუხაროდ თალმუდის ბედნიერი დღეები მალე დასრულდა. სამმა განდგომილმა  რომელთა შორისაც იყო სოლომონ რომანო (იგი ცნობილი გრამატიკოსის ელიაუს ლევიტის შვილიშვილი იყო) პაპთან მიიტანა ამბავი, რომ თალმუდი ქრისტიანულ რელიგიას შეურაცხყოფდა, რის შედეგადაც პაპმა ჯულიან III-m მიიღო მათი დაწვის გადაწყვეტილება. ამ წიგნების დაწვა მოხდა 1553 წლის 9 სექტემბერს რომში, ებრაული ახალი წლის დღეს, კამპოს დე ფიორში, სადაც ნახევარი საუკუნის შემდეგ კოცონზე დაწვეს ჯორდანო ბრუნო.

შემდეგი იყო 12 სექტემბერი, რასაც მოჰყვა პაპის ბრძანება სადაც სთავაზობდა ყველა სასულიერო პირს ყველასთვის ჩამოერთმიათ ეს წიგნი და დაეწვათ, როგორც იერუსალიმის თალმუდი ისე ბაბილონის, ებრაელები იძულებულნი იყვნენ გადაეცათ ეს წიგნები, ქრისტიანებს კი ამის შემდეგ ეკრძალებოდათ არა მარტო წაკითხვა არამედ სახლში შენახვაც, ასევე აეკრძალათ ებრაელების დახმარება ან მათგან რაიმე დახმარების ან რჩევის მიღება. ებრაელები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. თალმუდის მიმართ ინტერესი ოცდაათი წლის მანძილზე ისევ აღიძრა და მასზე მოთხოვნა კვლავ დიდი იყო. გასაკვირი არ არის რომ ეს ის დრო იყო როცა გარდაიცვალა პაპი ჯულიან III. ებრაელებმა მაშინვე მიმართეს ახალ პაპს პავლე IV- ს, რომ მათთვის ჩამორთმეული ქონება დაებრუნათ. მაგრამ ბედმა ბოროტად დასცინა ებრაელებს. მათი თხოვნის საპასუხოდ პაპმა გამოსცა ახალი მოთხოვნა, რომელშიც ეწერა: „რადგან თალმუდის გარდა სხვა ებრაული წიგნებიც შეურაცხყოფენ ქრისტიანობას, ყველა ებრაულმა თემმა, თითოეულმა ებრაელმა 4 თვის განმავლობაში უნდა გადმოგვცეს ყველა წიგნი რაც კი გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა არ ასცდებათ“.

ასეთი გზით მოხდა ყველა ებრაული წიგნის ჩამორთმევა და დაწვა. ისტორიკოსების აზრით, ებრაელები იძულებულნი იყვნენ წიგნების გარეშე ელოცათ.

 

უნდა იცოდეთ ებრაელთა ცხოვრების წესი, რომ გაიგოთ მოვლენათა ასეთი წესრიგის შეუძლებლობა, რომლის მიხედვითაც ებრაელები წიგნების გარეშე რჩებიან. სასოწარკვეთილებისგან, ებრაელებმა მიმართეს უკიდურეს ზომას: მთელი იტალიის მასშტაბით შეაგროვეს დიდი თანხა და დაიწყეს ვატიკანში „აგიტაცია“, რომ მათთვის უფლება მიეცათ თავისივე წიგნები დაეჭირათ ხელში. როგორც ჩანს ამ აგიტაციის საპასუხოდ 1559 წელს „თალმუდი  მთელი მისი სქოლიოებით, შენიშვნებით, ინტერპრეტაციებითა და განმარტებებით“ მოხვდა აკრძალული წიგნების საცავში და მთავარ ინკვიზიტორს დაავალეს რომ თალმუდის ყველა წიგნი სათითაოდ დაეწვა. იუდეველთა წიგნების ხელახლა დაწვა მოჰყვა მილანსა და კრემონაშიც, და თავის მოხსენებაში ამ კეთილშობილური საქციელის შესახებ, პაპის მოხელეები წერენ რომ გაანადგურეს 12 000 ასეთი წიგნი. ებრაული წიგნების დევნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ელიაუ ლევიტის კიდევ ერთი შვილიშვილი, ბიტორიო ელიანო, ზემოაღნიშნული სოლომონ რომანის უფროსი ძმა.

ამ პერიოდში არსებობა შეწყვიტა რაბბი იოსებ ოტოლენგის „დიდმა იშივამ“ და თალმუდის ასლები მნიშვნელოვნად შემცირდა არამარტო იტალიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც სადაც ებრაელებს არ ჰქონდათ გარანტია, რომ მათ წიგნებსაც არ დაწვავდნენ.

მხოლოდ პავლეს მემკვიდრისგან მიიღეს იუდევლებმა შედარებით ხელსაყრელი პასუხი. 1564 წელს პაპმა დაუშვა, რომ დაბეჭდილიყო თალმუდი, მაგრამ იმ პირობით, რომ მას არ უნდა რქმეოდა თალმუდი არამედ გემორა, ან შასი და ცენზორის მიერ გადახაზული ფრაზები აუცილებლად უნდა ამოეღოთ. ებრაული ლიტერატურისთვის ნაცნობია რამოდენიმე თანწყობა, ნაბეჭდი რომელიც აკრზალული იყო რომელიმე სათაურის ქვეშ, მაგრამ ნებადართული იყო სხვა სათაურით. ეს დამახასიათებელი იყო მაშინდელი ცენზურისთვის, რომლისთვისაც სათაური უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ის რაც შიგნით ეწერა.  რაც შეეხება ცენზურას, რომელსაც ისინი უწოდებდნენ ებრაული წიგნების „წმენდას“, ძალიან ბევრი თავსატეხი მოუტანა ინკვიზიციას. თალმუდის სანახავად იყო დანიშნული კომისია, რომელთა სამუშაო ებრაული სახსრებიდან საკმაოდ გულუხვად ფინანსდებოდა. ამ კომისიაში შედიოდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან 2 იყო მონათლული ებრაელი. „მწმენდავები“ მონდომებით შეუდგნენ „საწმენდ სამუშაოებს“. ინკვიზიციამ შეიმუშავა მთელი საწმენდი კოდექსი  «Codex purificationis», რომელშიც მოცემული იყო წესები „მწმენდავებისთვის“. უკანასკნელნი არაფრით განსხვავდებოდნენ სპეციალური ერუდიციისგან, რომელთა შესახებაც ვგებულობთ გაუნათლებელი ხელმოწერებით რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. „დასუფთავებაში“ ძირითადად შედიოდა ის, რომ კომენტარებიდან იშლებოდა სიტყვა „ქრისტიანი“, მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებებში არაფერი ცუდი არ იყო ნახსენები, ამ სიტყვის ამოვარდნის შემდეგ საერთოდ კარგავდა აზრს. თუ ტექსტი შეიცავდა სიტყვა „გოის“, მას ცვლიდნენ ცენზორების მოგონილი სიტყვებით -„აკუმ“ (ვარსკვლავთთაყვანისმცემელი) ან სიტყვით „კუტი“ (სამარიელი), ასევე ისეთ სიტყვებს როგორიცაა „სამეფო“, „სამყაროს ერები“, „მტრები“, „რომი“, „რომაელები“ და კიდევ სხვა უვნებელი სიტყვები პირდაპირ შლიდნენ ისე რომ მათ ადგილას არაფერს ამატებდნენ. წარმოიდგინეთ თალმუდის ტექსტის მაგივრად საბოლოო ჯამში რა შედეგს მიიღებდნენ და რამდენ პრობლემას მოუტანდა იმ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებს თალმუდს ასწავლიდნენ.

გერმანიაში ქრისტიანების ინტერესი თალმუდის მიმართ არ იკლებდა არც XVI და არც XVII საუკუნის დასაწყისში. სიძველეთა ინტერესის გამო და ასევე ზოგადად სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის ზრდის გამო, რომლითაც გამოირჩეოდა რეფორმაციული მოძრაობა, ებრაული ენისა და ლიტერატურის სწავლა ძალიან გავრცელებული და პოპულარული იყო. პროტესტანტებმა, და მათ მაგალითზე კათოლიკებმაც, დაიწყეს ნელ-ნელა ამ საგნის გაცნობა. ჩვენამდე შემონახულია თალმუდის ტრაქტატების  ლათინური თარგმანები, რომლებიც ახალგაზრდა მოწაფეების მიერ იყო გადათარგმნილი სამაგისტრო ნაშრომის სახით. ქრისტიანი მკვლევარებისთვის თალმუდი მიზანი კი არ იყო, არამედ საშუალება. თალმუდის მეშვეობით ისინი ეცნობოდნენ ებრაულ არქეოლოგიას, ებრაულ და არამეულ ენას, წმინდა წერილების თალმუდურ განმარტებას და თალმუდის დიალექტიკას. ეს ყველაფერი აუცილებლად მიიჩნეოდა ძველი და ახალი აღთქმის სწორად გასაგებად, განსაკუთრებით პავლე მოციქულის წერილების. მე-17 საუკუნეში თალმუდის ქრისტიან მოყვარულტა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი რიშარ სიმონი „ძველი აღთქმის კრიტიკული ისტორიის“ ავტორი (პარიზი 1678). როდესაც ერთმა მონბათლულმა ებრაელმა, ქრისტიან გერსონმა გამოაქვეყნა წიგნი თალმუდის წინააღმდეგ მე-17 საუკუნის ბოლოს, რიშარ სიმონმა თავის „«Lettres choisies»-ში უპასუხა, რომ მას შეცდომაში შეყავდა მკითხველი სიტყვების თამაშითა და თალმუდური ალეგორიების პირდაპირი გაგებით.

ყველა მეცნიერი თალმუდის მიმართ იყო კეთილგანწყობილი და თვლიდნენ მას ფასეულს თავისი არქეოლოგიური და ფილოსოფიური წყაროების გამო. ზოგიერთი ცდილობდა თალმუდიდან ისეთი ადგილების ამოკრეფას, რომ შემდეგ ებრაელებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამ მხრივ განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჰეიდელბერგის პროფესორმა ეიზენმენგერმა, რომელმაც 1700 წელს გამოაქვეყნა წიგნი სათაურით „გაშიშვლებული ებრაელობა“.  წიგნმა ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია. მისი შინაარსის გაგებისას, ებრაელებს შეეშინდათ რომ ეს წიგნი დიდ აურზაურს გამოიწვევდა და ავტორს 1000 ტალანტი (სხვა წყაროების მიხედვით 12 000) შესთავაზეს ამ გამოცემისთვის. როდესაც ეიზენმენგერმა უარყო ეს წინადადება, ებრაელებმა საჩივრით მიმართეს ავსტრიის იმპერატორს და აცნობეს ამ წიგნის მიერ გამომწვევ შესაძლო შედეგებზე, რის შემდეგაც იმპერატორის ბრძანებით ამ წიგნის ყველა ეგზემპლიარი გაანადგურეს. ხოლო პრუსიის მეფემ ფრედერიკ I-მა 1711 წელს თავისი სახსრებით დაბეჭდა იგივე წიგნი და ეიზენმენგერის მემკვიდრეებს მთელი გამოცემა წარუდგინა. ყველაფერი რისი ამოღებაც შეიძლებოდა თალმუდუდან და ებრაელების საწინააღმდეგოდ განმარტება, ყველაფერი რაც კი ოდესმე ებრაელ მეცნიერებს დაუწერიათ ქრისტიანების წინააღმდეგ – ყველაფერი ერთად შეკრიბეს, გადათარგმნეს გერმანულად და მიუწერეს განმარტებები. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  196 ებრაული ნაწარმოები იქნა გამოყენებული ეიზენმენგერის მიერ „ებრაელთა გასაშიშვლებლად“სიმართლე ისაა, რომ ეიზენმენგერს არ ჰქონდა ჟანსაღი კრიტიკის უნარი. ის ვერ პატიობდა ებრაელ სწავლულებს, რომლებიც თხუთმეტი ასწლეულის წინ ცხოოვრობდნენ, მათ შეხედულებებს რომლებიც არასასრგებლო იყო წარმართებისთვის, რომელთანაც მათ ჰქონდათ შეხება. ვერ პატიობდა ესპანელ ტყვეებს, რომლებსაც ასე არაადამიანურად მოექცნენ მათი ქრისტიანი თანამემამულეები, რომელთაც ჰქონდათ არასწორი წარმოდგენა კათოლიკობაზე, რადგან მათმა წარმომადგენლებმა ვერ ჩაუნერგეს მათ ამ რელიგიის მაღალი ცნებები. სხვათაშორის, მას რომ სცოდნოდა მისი თანამედროვე თეოლოგები როგორ ასახავდნენ ებრაელებს თავიანთ სწავლებასა და მწერლობაში, მათაც უპოვიდა რაიმე საბაბს. გარდა ამისა, ეიზენმენგერი და სხვა ანტისემიტები, რომლებიც ებრაელებს ბრალს სდებდნენ შეუწყნარებლობაში ლიტერატურული ნაწარმოებების საფუძველზე, ავიწყდებათ რომ იმავე ეპოქაში საერთოდ სხვა თვისებებით ახალისებდნენ მათ. საკითხი იმაში მდგომარეობს სად და როდის ცხოვრობდა ესა თუ ის მეცნიერი. თუ ის ცხოვრობდა ესპანეთში XV საუკუნეში, როდესაც ფაქტიურად არ არსებობდა ასეთი სიცრუე რასაც არც დაუშვებდნენ ებრაელების მმართველი კათოლიკები, მაშინ ძნელია ველოდოთ, რომ ის თვლიდა კათოლიციზმს სრულყოფილ რელიგიად.

ეიზენმენგერმა ქრისტიან სწავლულებში მოკლა ინტერესი თალმუდის მიმართ და XVIII საუკუნეში ვერ დაასახელებთ ვერცერთ ქრისტიანს, რომელმაც რამე იცოდა თალმუდის შესახებ. იმ დროს ებრაელთა წინააღმდეგ დაწერილი წერილები მხოლოდ ეიზენმენგერის მიერ იყო მომზადებული. მხოლოდ მე-19 საუკუნეში ანტისემიტიზმის გაზრდის გამო კვლავ მიიქცია ყურადღება თალმუდმა, მაგრამ ამჯერად საერთოდ სხვა მიზნით: ებრაელების მხრიდან წარმართების მიმართ თალმუდში ხსენებულ შეუწყნარებლობაში, ანტისემიტები ეძებდნენ თავიანთი შეუწყნარებლობის გამართლებას ებრაელების მიმართ, რომელიც გამოწვეული იყო ეკონომიკური და სოციალური მიზეზების გამო.

თალმუდს ასევე ძლიერი მტერი ყავდა პრაღის პროფესორის როლინგის სახით, რომელმაც თავის წიგნისთვის „ებრაელები თალმუდის მიხედვით“ აირჩია ეიზენმენგერის ნაშრომებიდან ყველაზე დრამატული ადგილები. როლინგის წინააღმდეგ გამოვიდა ქრისტიანი სწავლული პროფესორი დელიჩი, რომელმაც თავის წიგნში «Rohling ის Talmudjude» დაამტკიცა როლინგის მიერ ტექსტის განზრახ დამახინჯება. თალმუდით ისევ დაინტერესდნენ. ზოგიერთმა მეცნიერმა, როგორიცაა ნელსეკი, ბიუნშე, შტარკი, სპეციალურად მიუძღვნეს თავი ამ განსაკუთრებული წიგნის შესწავლას. ებრაელებმა დაიწყეს თალმუდის გადმოთარგმნა ევროპულ ენებზე. მათი შრომის შედეგად თალმუდის ნახევარზე მეტი უკვე ხელმისაწვდომია ევროპულ ენებზე, არსებობს ბევრი ლექსიკონები, განმარტებები და სახელმძღვანელოები იმისთვის რომ ქრისტიანებმა ისწავლონ ამ წიგნის შესახებ და შეამოწმონ მასზე გავრცელებული ჭორები.

რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე საღი და რეალური გამოსავალი. როცა თალმუდი დაკარგავს თავის იდუმალებას და ყველასთვის გახსნილი იქნება, ყველა გარდასული მოვლენა ისტორიას ჩაბარდება, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ხშირია ევროპაში, რომ ადამიანები რომლებსაც ერთი წინადადებაც კი არ ესმით თალმუდში, თავიანთი ცხოვრების მიზნად ისახავენ რომ გაავრცელონ მოსაზრება თითქოს თალმუდი შეიცავს ამორალურ სწავლებას და ამით სურთ სახელი გაუტეხონ ებრაელებს. ადამიანები, რომლებსაც ერთხელაც არ უნახავთ თალმუდის არც ერთი გამოცემა, მოყავთ არარსებული ციტატები არარსებული თავებიდან და ისტორიებიდან, პუბლიკაციის უმწეობას ეყრდნობიან და ფაქტს რომ მათ ნაწერებს ბევრი არ გადაამოწმებს.

 

რუსეთი ანტითალმუდური მოძრაობისგან ყოველთვის შორს იდგა, ვერავის დაასახელებ მეტ-ნაკლებად ცნობილსაც ვისაც რაიმე უარყოფითი უთქვამს მასზე. მხოლოდ ლუტოსტანსკი, კაცი რომელიც ღრმად უმეცარი იყო, დაწერა ესსე „თალმუდი და ებრაელები“ რომელმაც გამოიწვია დიდი ხმაური, თვითონ კი ამ ხმაურის შემდეგ ჩუმად მიიმალა. მაგრამ რუსეთის პუბლიკა მაშინვე მიხვდა რაში იყო საქმე, როდესაც მინორმა და ხბოლსონმა სერიოზული მტკიცებულებებით ამხილეს, ახლა ისინიც კი, ვინც თვლიან რომ როცა საქმე ებრაელებს ეხება ნებისმიერი კრიტიკის ხერხი გამართლებულია, ვერ ბედავენ ლუტოსტანსკის ციტირებას. კიდევ უფრო ნაკლებად არის ცნობილი ლუტოსტანსკის წინამორბედი – სკრიპიცინი, რომელიც ასევე პროფესორმა ხბოლსონმა გაანადგურა თავისი ნაწარმოებით „ებრაელების წინააღმდეგ ზოგიერთი შუასაუკუნის ბრალდების შესახებ“. კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია დიმინსკი, რომლის სიცრუეც დამტკიცდა რუსი კრიტიკოსების მიერ, და თავად წიგნის გამომცემელმა „იუდევლები და მათი დოგმა“ (ი.იასინსკი) თავად შეიცვალა მოსაზრება ებრაელებზე. აბსოლუტურად უმნიშვნელოა ისეთი „მკრთალი“ მტრების განხილვა როგორებიც იყვნენ პიატკოვსკი, ბიკოვი, ტუგან-ბარანოვსკი და სხვები, რომლებიც დაჯგუფდნენ ჟურნალ „მზვერავში“. მათი უმეცრება იმდენად აშკარაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ ებრაელებს არც კი მოუწიათ მათი სერიოზულად აღქმა.

ავტორი: ნეჰემია პერეფერკოვიჩ

თარგმანი:სალომე ჯებისაშვილი

პ.ს. არსებობს ბევრი ლექსიკონები, განმარტებები და სახელმძღვანელოები იმისთვის რომ ქრისტიანებმა ისწავლონ ამ წიგნის შესახებ და შეამოწმონ მასზე გავრცელებული ჭორები.