რატომ არის აუცილებელი იერუსალიმის აღიარება?

jerusalem1

 

 

ჩემს ცხოვრებაში მეორე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ მთელი სამყარო ასე გაერთიანებულიყო მრისხანებით. საფრანგეთიდან თურქეთამდე, ჰამასიდან   ბერნამდე , სამყაროს უდიდესი ნაწილი თვლის, რომ  იერუსალიმის  აღიარება  პრეზიდენტი  ტრამპის  მიერ უკეთეს შემთხვევაში იყო დიდი შეცდომა, ხოლო უარეს შემთხვევაში – მსოფლიოს აღსასრული!

მაგრამ არ შეგეშინდეთ. ეს ზუსტად ის არის, რაზეც საუბრობს ბიბლია. ისრაელის აღდგენის პარალელურად, ხალხმა უარი უნდა თქვას იერუსალიმზე (ზაქ. 12:2-3). იწყება ირაციონალური რისხვა ებრაულ იერუსალიმზე. ეს მეორე ფსალმუნის იდეალური ილუსტრაციაა, სადაც მეფსალმუნე კითხვას სვავს? “რატომ ბობოქრობენ ხალხები და რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას?” ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ?

მოკლე პასუხია: იერუსალიმი.

ჩვენ მე-6 მუხლში ვხედავთ, რომ ღმერთი შეურაცხყოფს ამ მეფეებს და აფრთხილებს: მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.   სიონი ანუ,  ციონი ივრითულად צִ֝יֹּון – ეს იერუსალიმის  სინონიმია. დედამიწის მეფეები აღდგებიან  ღვთის ძისა და იერუსალიმის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ მუსულმანური სამყარო მოუწოდებს სწორედ იმ აღშფოთების დღეებსა და რისხვაზე, რომელზეც მე-2 ფსალმუნშია საუბარი (“ბობოქრობენ- ორიგინალში רָגַש – ხმაური. ღელვა).

 

priznanie2

    აღდგენა

ასევე მე ვნახე ძალიან ბევრი მორწმუნე, რომლებიც ღელავდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, თვლიდნენ რომ ეს განცხადება უპასუხისმგებლოა და პალესტინელების მიმართ რასიზმისგანაა გამოწვეული, რომ ეს არათანმიმდევრული და მსოფლიო სადავო გადაწყვეტილებაა, ისინი ამ გადაწყვეტილების სულიერ მნიშვნელობას სრულიად უგულებელყოფდნენ.  სიტყვა სიონი  (ציון) ნიშნას – ნიშანს, მაჩვენებელს. იერუსალიმი ჩვენი ნიშანია, ჩვენი მაჩვენებელი.

  • 1880 წლიდან დღემდე ებრაელები მასიურად ბრუნდებიან ისრაელში.
  • 1920 წელს ერთა ლიგამ მიიღო ბალფურის დეკლარაცია, საერთაშორისო სამართალი – რომელშიც ნათქვამია, რომ პალესტინის რეგიონი ამიერიდან იქნება ებრაელი ხალხისთვის.
  • 1947 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პალესტინის დარჩენილი 20% გაანაწილა (80% გადაეცა იორდანიის ახალი სახელმწიფოს შექმნას) სხვა არაბულ სახელმწიფოებსა და ებრაულ სახელმწიფოს. (არაბებმა უარყვეს ეს)
  • 1948 წელს ისრაელი გახდა სახელმწიფო.
  • 1967 წელს იერუსალიმი დაიბრუნეს 6 დღიანი ომის შემდეგ და აღადგინეს ძველი ქალაქი.
  • 1984 წლიდან 2000 წლამდე, ათასობით ათასი ეთიოპელი ებრაელი და დაახლოებით მილიონი რუსულენოვანი ებრაელი დაბრუნდა ისრაელში.
  • და მოდით გადავიდეთ 2017 წლის 6 დეკემბერზე: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან იერუსალიმი აღიარებულია, როგორც ისრაელის დედაქალაქი.

Flag of Israel surrounded by U.S. flags

 

   ასევე ახალ აღთქმაში

იერუსალიმის სრულ აღდგინებაზე არამარტო ძველ აღთქმაშია  ნაწინასწარმეტყველები, არამედ ახალ აღთქმაშიც.  როცა იეშუას აღდგომის შემდეგ ჰკითხეს მოწაფეებმა: „უფალო ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ (საქ. 1:6), ის არ უწყრება მათ სულელური კითხვის გამო. ნებისმიერი წინასწარმეტყველის მოწაფისთვის ეს იყო ყველაზე ლოგიკური პასუხი.

„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი ეჭვით ვეჭვიანობ სიონზე და დიდი გულისწყრომით ვეჭვიანობ მასზე. ასე ამბობს უფალი: დავუბრუნდები სიონს და დავმკვიდრდები იერუსალიმის წიაღში. ამის მერე ერთგულ ქალაქად იწოდება იერუსალიმი და წმიდა მთად – მთა ცაბაოთ უფლისა. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გამოვიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის ჩასვლის ქვეყნიდან. მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.“  (ზაქ. 8:2-3, 7-8)

ათობით მუხლი არსებობს ამის მსგავსი. ამიტომაც  კითხულობდნენ მოწაფეები ისრაელის აღდგენაზე. იეშუა პასუხობს:

„უთხრა მათ: “თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ  დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე” (საქ. 1:7-8)

ხედავთ ამას? ბევრ ადამიანს გამოეპარა ეს. იეშუა ცხადყოფს, რომ მამამ დაადგინა ისრაელის აღდგენის თარიღი და დრო. ამიტომ ვამბობდი, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი ჰგავს კიროსს (არავინ ამბობს რომ ესაიას 44-45 თავები ტრამპზე მიუთითებს, არამედ იმ ფაქტზე, რომ ტრამპს შეიძლება ისეთივე მოწოდება ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა კიროსს) მაშინ მან პატივი უნდა მიაგოს სიონს. ამით არის ცნობილი კიროსიც. იერუსალიმის აღდგენის უკან დგას არაებრაელი სახელმწიფოები. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ეს მაისში არ გააკეთა, როგორც ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ გააკეთა ახლა, როცა 50-წლის იუბილეს ვზეიმობდით.

 10jerusalem2

 

ჩემმა მეგობარმა და მენტორმა – აშერ ინტრიატორმა იეშუას სიტყვების პერიფრაზირება გააკეთა თავის წიგნში Alignment, და ჩემთვის ეს გენიალურია.

„თქვენ მთხოვთ რომ აღვადგინო დავითის სამეფო ისრაელში. წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ ბევრად უფრო დიდ სამეფოს, რომელიც დაფარავდა მთელს მსოფლიოს (ესაია 42,49). მოდით ნუ დავჯერდებით მხოლოდ დავითის სამეფოს, მოდით მივყვეთ წინასწარმეტყველთა ხილვებს. მოდით ნუ დავამყარებთ მეფობას ისრაელში, სანამ გადარჩენაზე არ მოვუყვებით მთელს მსოფლიოს. როცა ყველა მათგანს ექნება საერთო სამეფოს ნაწილად ყოფნის შანსი, შემდეგ დავბრუნდეთ და აღვადგინოთ მეფობა ისრაელში. მეფობა დაიწყება ისრაელში, ასე ამბობს ესაია: იერუსალიმიდან, რომელიც შემდეგ დაფარავს მთელს მიწას“.

მე დავაბრუნებ სამეფო მმართველობას, როცა დავბრუნდები. ახლა კი აღიარეთ პირადი ხსნა და სამეფოს მმართველობა იერუსალიმიდან ქვეყნის კიდემდე. იქამდე, სანამ დავბრუნდები და აღვადგენ მეფობას, არ არის ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე ყოფნის საჭიროება. ამიტომ იქნება ებრაელი ერი გაფანტული, მანამ სანამ სახარება ექადაგებათ წარმართებს (მათე 24:14). შემდეგ ჩემ დაბრუნებამდე ისრაელი აღდგება, რომ იყოს ადგილი ჩემს დასაბრუნებლად და ჩემი სამეფო დედაქალაქის დასადგენად“.

მანიპულირება წერილებით

მე ერთი პასტორისგან მოვისმინე, რომელიც ჩანაცვლების თეოლოგიას მხარს უჭერდა, და მათეს 23-ე თავიდან ქადაგებდა რომ ღმერთს არ აინტერესებს იერუსალიმი, რომ იუდევლებმა ფაქტობრივად იერუსალიმში უარყვეს მესია. ის ციტირებდა იეშუას:

„იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.“ (მათე 23: 37-38)

priznanie4

 

მაგრამ თუ მართლა აქ შევჩერდებით, ნამდვილად იმას ჰგავს რომ იეშუამ თავი დაანება ამ შემაძრწუნებელ ებრაელებს. მაგრამ ეს ზუსტად ის არის, რასაც მე ვეძახი ინტელექტუალურ თაღლითობას. ჩემი ძვირფასი ძმა მანიპულირებდა მსმენელებით და აღარ წაიკითხა მომდევნო მუხლი.

„ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’” (მათე 23:39)

 

პერიფრაზირებას გავაკეთებ იმაზე, თუ რა უთხრა იეშუამ იერუსალიმის ებრაელებს: „კვლავ მიხილავთ, როცა იტყვით: „ნეტარია უფლის სახელით მომავალი“. გამოთქმა ებრაულად, რომელიც სიტყვა სიტყვით ითქმის კურთხეულია მომსვლელი – ეს არის მისალმება. როდესაც ვიღაც მოგზაურობის შემდეგ ისევ ისრაელში ბრუნდება, ჩვენ ვეუბნებით: ბარუქ აბა (კურთხეული ის ვინც მოდის, ან კეთილი იყოს მობრზანება). ზაქარიაც ნათლად ამბობს, რომ იერუსალიმის ებრაელები მიესალმებიან იეშუას მისი დაბრუნებისას.

„და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.“ (ზაქ. 12:10)

იეშუა ზეთისხილის მთას ტოვებს ანგელოზებთან ერთად, რომლებიც შესძახიან: „ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი“ (საქ. 1:11). ზაქარიას მე-14 თავში ნაჩვენებია, რომ იერუსალიმის აღგენას საფრთხე დაემუქრება სხვა ხალხების მხრიდან, და „მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს. დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით… „ (ზაქ. 14:3-4).

საყვარელნო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სიონი არის ნიშანი, და ისრაელის აღდგენისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კიდევ უფრო აახლოებს მის მოსვლას.

მარანაფა

მოდი, უფალო

 

ავტორი :  რონ კანტორ

თარგმნა : სალომე ჯებისაშვილმა

წყარო :  http://messiahsmandate.org/