28 მაისს ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან“ (ICEJ) ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმის დაბრუნებისა და გაერთიანების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება ქალაქ თბილისში სახარების რწმენის ეკლესიაში 18 საათზე გაიმართება. მოწვეული სტუმრები იქნებიან: ისრაელის ელჩი შაფთაი ცური, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და რელიგიის საბჭოს წარმომადგენლები.
სპიკერები იქნებიან: საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, ეკლესია „სიცოცხლის სიტყვის” უფროსი ხუცესი მამუკა ჯებისაშვილი, გივი ქუთელია (ორგანიზაცია „Ezra georgia” წარმომადგენელი) და სტანისლავ მაილიანი (საერთაშორისო ორგანიზაციის „Ebenezer” საქართველო-სომხეთის წარმომადგენელი).
საზეიმო ღონისძიებას გაუძღვება სახარების რწმენის ეკლესიის მგალობელთა გუნდი ნინო გოგსაძის ხელმძღვანელობით და ასევე სახარების რწმენის ეკლესიის ბავშვთა გუნდი „ცისარტყელა“.