რისი აღდგენის დროში ვცხოვრობთ ჩვენ? დავითის დაცემული კარავი – ეს პირველ რიგში არის ღმერთის თანდასწრების მთელი სისავსე თავის ერში. ღმერთის საბოლოო მიზანი – აღდგენა, უფრო სწორედ კი ღმერთის თანდასწრების დამყარებაა კაცობრიობას შორის, პირველ რიგში კი იერუსალიმში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აღდგენაზე, გასაგებია რომ ეს თანდასწრება ესეიგი ოდესღაც იყო ამ ერში, მაგრამ მერე რაღაც დაიკარგა.
ნათელია, რომ დასაწყისში – ეს არის ის, რასაც როგორც წესი, ჩვენ ვუწოდებთ ეკლესიას (მესიის სხეულს), და შემდეგ ისრაელს (ებრაელ ერს).ყველაზე მნიშვნელოვანი, ძირითადი აზრი – ეს არის ღმერთის სრული, ღია, ბრწყინვალე, სიყვარულით სავსე თანდასწრების აღდგენა თავის ერში. მაგრამ ეს მხოლოდ დავითის კარავის აღდგენით მოხდება, რომელიც თავიდან მესიის სხეულში დაეცა სხვადასხვა ერებში.
საუკუნეების განმავლობაში ეს ჭეშმარიტება იყო დაკარგული, დაზიანებული ან დამახინჯებული. იმის გამო რომ ეკლესიამ ებრაული წერილების მარტივი და ნათელი აზრი უარყო, ამით დაკარგა ღვთიური გამოცხადების სიღრმე და ძალა, პირველ რიგში ისრაელისა და შემდეგ სხვადასხვა ერების სიყვარულის შესახებ.
საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების მიწურულს ქრისტიანული ეკლესიები გავრცელებული იყო მთელი მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილში. ეკლესია იყო გამარჯვებული, ძლიერი, მდიდარი და მეომარი. მაგრამ თეოლოგების გათვლებით, ზოგი თვლის რომ მაშინდელი თაობის მილიონობით ქრისტიანში მთლიანად გადარჩა (ანუ ცხონება) 50 ადამიანი, სხვების გთვლებით – 20, ხოლო ზოგიერთ (უწმინდესს) სჯეროდა რომ მხოლოდ 3 ადამიანი გადარჩა.
ხვდებით, ებრაული ფესვების მოკვეთამ, ღმერთის სიტყვის ებრაული გაგების უარყოფამ საბოლოო ჯამში როგორ დაამახინჯა წარმოდგენა ღმერთზე, მის სიტყვაზე და მის სიყვარულზე?! ყველაფერი რა მარტივად შემოტრიალდა! და იმის მაგივრად რომ ყოფილიყო თავისუფალი და ყვარებოდა ახალი აღთქმის მცნებები, ეკლესიამ არჩია სიძულვილსა და შიშში ცხოვრება.
თანდათანობით, როდესაც ისტორიულმა ეკლესიამ დაიწყო ებრაული ფესვების მოკვეთა, ღმერთის სიტყვის ებრაული გაგება ჩაანაცვლა ბერძნული ფილოსოფიითა და პრაქტიკით. მოხდა კომბინაცია, სამყაროს აღქმა ბერძნული პრიზმით, სადაც სული და სხეული მუდამ უპირისპირდებოდა ერთმანეთს და ფიზიკური სამყარო აღიქმებოდა ილუზიად (სხვათა შორის, მეორე საუკუნის თითქმის ყველა საეკლესიო მასწავლებელი ნეოპლატონისტი იყო) – არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცხოვრობს პიროვნება ამ სამყაროში, მთავარია როგორ ცხოვრობს და მოქმედებს მისი სული. ყველაფერი ფიზიკური იყო იგნორირებული ან დაშვებული იყო ყველაფერი, რადგან ამ ყველაფერს თითქოს არ შეეძლო სულზე გავლენის მოხდენა. ეს პლატონური ფილოსოფია იმდენად ძლიერდებოდა, რომ წმინდა მამების სწავლებებიც ამით იყო გაჟღენთილი და ქრისტიანების ყოველი მომდევნო თაობა ღებულობდა ამას როგორც ღვთიურ საფუძველს, თუმცა ეს ღმერთს ეწინააღმდეგებოდა. ბიბლია ძალიან ბევრი ქრისტიანისთვის „ახალი რელიგიის სახელმძღვანელო ებრაული სახელებითა და სათაურებით“ გახდა.
• მაგრამ ეხლა მსოფლიოში ხდება ებრაული წერილების ებრაული გაგების საოცარი აღდგენა. ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ამ აღდგენაში დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენ, მესიის სხეულს! საქმე მოციქულთა 3:20-21 დაწერილია, რომ ღმერთი არ დაბრუნდება, სანამ ებრაული წერილების აზრის სრული აღდგენა არ მოხდება : რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, თქვენთვის წინასწარ დადგენილი,
რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით.
ეკლესიამ დაკარგა ბიბლიის ბიბლიური მნიშვნელობა – ბევრი რამ შეცვალა ადამიანების დადგენილებების სასარგებლოდ, გარემოებების, მეფეების, იმპერატორების, ბერძნულ-რომაული გაგების და კიდევ ბევრი სხვა რამის სასარგებლოდ.
საინტერესოა ასევე ის, რომ რომის იმპერიის დროს ეკლესიამ მოირგო სახელმწიფოს მმართველობაც იმ რეგიონებში სადაც განაგებდა რომის იმპერია. მაშინ ეპისკოპოსად დანიშვნა, მოსამართლის სტატუსსაც უტოლდებოდა. შემდეგ ეკლესიამ კიდევ უფრო გაართულა თავისი სტრუქტურა, მიუხედავად იმისა რომ წერილებში წერია : „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება“ ეს იყო ღმერთის დაპირება რომელიც მან დადო თავის ერთან სინაის მთაზე, თუმცა იმის გამო რომ ერმა უარყო ის, ღმერთმა ამიტომ დაყო ისინი, მღვდლებად, ლევიტებად და სხვა. თუმცა ახალ აღთქმაში აღდგენილი იყო მთელი ერის სიწმინდე.
ეკლესია თანდათან რაც უფრო შორდებოდა ებრაულ ფესვებს, ამ სიცარიელის შევსებას ბერძნული ფილოსოფიითა და რომაული იმპერიის მმართველობით ივსებდა.უფრო მეტიც ეკლესია დაყო მღვდლებად და საერო ადამიანებად (ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ისინი ვინც ამ ქვეყნიერებას ეკუთვნიას?!). მათ შორის შემდეგ გამოყვეს კლასებიც: ისინი ვინც მსახურობდნენ ეკლესიაში, თუმცა არ იყვნენ მღვდლები. გაჩნდა მღვდლობის ექვსი კლასი.
ახალი აღთქმის პრივილეგია რომელიც ყველა ღმერთის შვილს ეხებოდა, სადაც ყველა მღვდელმთავარია, ყველამ უნდა იმეფოს ამ ცხოვრებაში, რადგან ჩვენ ყველანი მეფეთა მეფის წარმომადგენლები ვართ – დაკარგულ იქნა.
ჩვენ ეხლა ვხედავთ და მონაწილეობას ვიღებთ იმის აღდგენაში, რაც ისტორიულმა ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე დაკარგა. ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია – ებრაული სახარება, მისი ებრაული გაგება და ებრაული არსი.
ავტორი : მესიანური ეკლესის უფროსი მწყემსი ბორის გრისენკო
თარგმნა : სალომე ჯებისაშვილმა .
წყარო : http://ieshua.org