ზეპირი თორა არ არსებობს. მტკიცებულებანი

ორთოდოქსალური იუდაიზმი ამტკიცებს, რომ, როდესაც უზენაესი ღმერთი წერილობით მცნებებს აძლევდა მოსეს, მან ასევე საიდუმლო ზეპირი ტრადიციაც, ანუ ზეპირი თორაც გადასცა მას. ეს, ვითომდა, ქცევის კოდექსი გახლდათ და ეს მოსაზრება თაობიდან თაობას გადაეცემა მას შემდეგ. თითქოსდა, ზეპირი რჯული, ღმერთის ძირითად ბრძანებებთან ერთად, უფლისმიერი ვრცელი მითითებანია თორას 613 მცნების შესრულების შესახებ.

საინტერესოა ის, რომ ახლა ზეპირი თორა უკვე წერილობითი სახით არსებობს. დაახლოებით, ჩვ. წ. აღ-ის 200 წელს, რაბი იეჰუდა ჰანასიმ მოახდინა ზეპირი თორას კოდიფიცირება, ანუ, სხვა სიტყვებით, ჩაწერა ზეპირი თორას ძირითადი დებულებანი მათი დაკარგვის შიშით.

სინამდვილეში, მიიღო მოსემ ზეპირი თორას დადგენილებანი? მოკლედ თუ ვიტყვით – არა. ამის დამტკიცება კი ადვილია.

პირველ რიგში, თუ ზეპირი თორა მართლაც სინაის მთიდან შთამოვიდა, მაშინ, სრულიად ზებუნებრივია ის, თუ როგორ გადაეცემოდა იგი თაობიდან თაობას, ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თანაც, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. უბრალოდ არ შემიძლია დავიმახსოვრო ხუთი ბანალური დასახელებაც კი იმ ნივთებისა თუ პროდუქტებისა, რომელთა ყიდვასაც მთხოვს ცოლი, თუკი მათ სიას არ ჩამოვწერ! ზეპირ თორასთან დაკავშირებით კი, თუ ასე ზებუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, მაშ, რაბი იეჰუდა ჰანასის რაში სჭირდებოდა ზეპირი თორას ჩაწერა ჩვ. წაღ-ის 200 წელს. უფალი თუკი ასე მონდომებით ადევნებდა თვალყურს ზეპირი თორას დაცულობას მოსეს დღეებიდან მოყოლებული, მაშ, ის აუცილებლად გააგრძელებდა მის დაცვას.

მეორე, არ შეიძლება არსებობდეს ზეპირი თორა, ვინაიდან მეფე იოშიას დღეებში, როცა ხალხს დაკარგული ჰქონდა რჯულის წიგნი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისრაელიანებმა ისიც არ იცოდნენ, რა იყო ფესახი და როგორ უნდა ედღესასწაულათ იგი! ტაძარი დანგრეული იყო და მეფე იოშიამ ბრძანა მისი აღდგენა. ამ დროს იპოვეს კიდეც თორას გრაგნილები.

„უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ (4 მეფეთ. 22:8)

მეფემ მოუხმო ხალხის კრებულს და ყველა შეკრებილი ისმენდა მცნების წიგნს. მათ ერთობლივად განაახლეს ღმერთთან დადებული აღთქმა. მაშინ დაუწესა მეფე იოშიამ ერს ფესახის აღნიშვნა.

oraltorah121 ასე უბრძანა მეფემ მთელს ერს: მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია.
22
რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.
23
მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში.
(4 მეფეთ.  23:21-23)   

ყოველივე ზემოთქმულის შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ თორა დაიკარგა ტაძრის დანგრევასთან ერთად. ისრაელის მეფემ და მღვდლებმა არც კი იცოდნენ, რა იყო ფესახი, ან, სულ მცირე, არ იცოდნენ, დეტალები მისი აღნიშვნის შესახებ. მიშნაში (წერილობითი ზეპირი თორას, თალმუდის ნაწილი) ბევრია ნათქვამი ფესახის შესახებ, არსებობს ფესახიმის მთელი ტრაქტატი, რომელშიც მოცემულია სწავლება იმის შესახებ, როგორ უნდა ედღესასწაულათ ფესახი სწორად. ეს ტრაქტატი უნდა შექმნილიყო არა უადრეს მეფე იოშიას მმართველობის პერიოდისა.

ამგვარად, თუკი არსებობდა კიდეც მოსეს მიერ გადმოცემული რაიმე ზეპირი რჯული, მაშ, ეჭვსგარეშეა, ის დავიწყებას მიეცა. ჩაწერილი თორასგან განსხვავებით, რომელიც ტაძრის ნანგრევებში იქნა ნაპოვნი, შეუძლებელია იქნებოდა იქ ზეპირი თორას პოვნა.

მესამე, თორაში არის საინტერესო ნაწყვეტი, რომელიც აბათილებს იდეას დაუწერელი თორას არსებობის შესახებ.

მოსე რომ ჩამოვიდა მთიდან და გადასცა ერს უფლის ყველა ბრძანება და მცნება, მთელმა ხალხმა თქვა:

ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები…“ (გამოსვ. 24:3-4).

ამაზე ნათლად როგორღა უნდა ითქვას? უზენაესმა თავისი ყველა კანონი გადასცა მოსეს, მოსემ კი ჩაიწერა ისინი. ივრითულად ეს ასე ჟღერს: „კოლ დივრე ადონია“ – უფლის ყველა სიტყვა. არ არსებობს არავითარი საიდუმლო ზეპირი ტრადიცია, ყოველივე ჩაიწერა მოსემ. (ინტერესის გულისათვის, რამდენიმე სხვა ადგილსაც გადავხედოთ: {2რჯლ. 30:10–11}, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც ჩაწერილია ამ რჯულის წიგნში, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით. რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის საძნელო და მიუწვდომელი.

{2რჯლ.31:9, 24, 26და დაწერა მოსემ ეს რჯული, და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეთ, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის ყველა უხუცესს. და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენს წინააღმდეგ.  და {იესო ნავეს ძის 1:8ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი.

მეოთხე, ღვთის სიტყვის ჩაწერის ერთადერთი და მთავარი მიზეზი იყო უფლის სურვილი – დაეცვა ისრაელი სიცრუისგან. ზეპირი თორა კი ათასგვარ ორაზროვან ინტერპრეტაციას გამოიწვევდა და ბევრს გაუჩნდებოდა საკუთარი მიზნებისათვის მისი გამოყენების სურვილი. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენი წინაპრების, ისრაელის ძეთა, ისტორიაში ყოფილა პერიოდები, როცა ისინი ხშირად ივიწყებდნენ უფალს. გარდა იმისა, რომ ზეპირი რჯული, ასეთ შემთხვევაში, არ იქნებოდა გამოყენებული იმ დროის ლიდერთა მიერ საკუთარი მიზნებისათვის, მას, საბოლოოდ, სრულად უგულებელყოფდა და დაივიწყებდა ხალხი.                                                                                                                  

oraltorah3მაშ, საიდან მოვიდა ჩვენამდე ზეპირი თორა?

მსოფლიოში თალმუდის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მცოდნე, მაიკლ როდკინსონი, თავისი სამეცნიერო წიგნის –„თალმუდის ისტორია“ – პირველ აბზაცებში წერს:

სახელი წერილობითი თორა ეწოდა, უშუალოდ, ხუთწიგნეულს (თორას), წინასწარმეტყველებსა და წერილებს. ზეპირ თორად ითვლება ბრძენთა ყველა სწავლება და მათი კომენტარები წმინდა წერილის ტექსტის შესახებ.

სხვა სიტყვებით, ზეპირი თორა სხვადასხვა დროს მცხოვრებ ებრაელ წინამძღოლთა კომენტარების, სწავლებათა და მოსაზრებათა კრებულია. ეს იგივეა, რაც რომელიმე ცნობილი ავტორის სწავლება დღეს… თითქოს მას ათასი წლის წინ ეცხოვროს.

მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, ისრაელის ერთ-ერთმა გავლენიანმა რელიგიურმა ლიდერმნა, რაბი ხაიმ კანევსკიმ, დაადგინა, რომ აიფონებისა და მსგავსი სმარტფონების გამოყენება ამორალურია (პორნოგრაფიულ მასალებზე ადვილი წვდომის გამო) და ორთოდოქსი იუდეველები მათით არ უნდა სარგებლობდნენ. თანამედროვე იუდაიზმში ამგვარი დადგენილებანი აუცილებელია, იმ საფუძველზე, რომ უფალმა რაბინებს მიანიჭა ავტორიტეტი მსგავს მოსაზრებათა გასაცხადებლად. ეს რომ ჩვ. წ. აღ-ის 300 წელს მომხდარიყო (როცა აიფონები ჯერ სიზმრადაც არავის მოეჩვენებოდა), ამგვარი დადგენილება ჩაიწერებოდა თალმუდში.

თალმუდში ჩაწერილთაგან ყოველივე ცუდი არაა და არც ყოველივეა კარგი. ეს მხოლოდ მოსაზრებანი და ტრადიციებია. სულ ეს არის.

oraltorah4უხუცესთა გადმოცემები

იესო ქრისტეს (იეშუა)  ნამდვილად არ სწამდა, რომ ზეპირი რჯული მიეცა მოსეს სინაის მთაზე, რადგან ის მას უწოდებდა „უხუცესთა გადმოცემას“ და არა მხოლოდ ის, არამედ ფარისევლებიც კი ამ ტრადიციას ეპყრობოდნენ, როგორც „უხუცესთან ჩვეულებას“ (მათ. 15:2 –3). “რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.”მან მიუგო და უთხრა მათ: “თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო?

იეშუა კიცხავდა ფარისევლებს იმის გამო, რომ მათთვის ეს გადმოცემები ღვთის სიტყვაზე მაღლა იდგა (მარკ. 7:9). უთხრა მათ: “კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? სხვათა შორის, იეშუა მთელი გადმოცემების კი არა, არამედ ამ გადმოცემების  წმინდა წერილის დონის  ან უფრო მაღალი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყო.

ასე რომ, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც კარგია თანამედროვე იუდაიზმში, არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია იდეას იმის შესახებ, რომ ზეპირი თორა წერილობითი თორას თანხმლებია, რომელიც მოსემ მიიღო სინაის მთაზე.

ავტორი — რონ კანტორი
წყარო — charismamag.com

რონ კანტორი — დირექტორი და დამაარსებელი ისრაელში მესიანური მსახურებისა «Messiah’s Mandate International», რომელიც მიზნად ისახავს ღვთის სიტყვის ხარებას ისრაელიდან ქვეყნის კიდეებამდე. ის გახლდათ საერთაშორისო მასწავლებელი, მოძღვრავდა მორწმუნეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასწავლიდა ბიბლიური რწმენის ებრაულ სათავეთა შესახებ.