და იყო მისი ხელები უდრეკი

მხატვარი ივრითულად-ომან! ომან (მხატვარი) და ემუნა (რწმენა) – ამ სიტყვებს ერთი და იგივე ფუძე აქვთ და ერთნაირი წყობა. ისინი ლაპარაკობენ ერთი და იმავეზე, მაგრამ სხვადასხვა მხრიდან. ამ ნიჭებით (რწმრნით და შემოქმედების უნარით) ღმერთი აჯილდოებს ყოველ ადამიანს, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა შემოქმედთან ერთად იმოქმედოს. რწმენის გარეშე ღმერთს ვერ დავინახავთ. რწმენის ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ეს და გააღვივოს მასში ჩათესილი თესლი.

10304504_665979176843849_4589372891329728256_n

სიტყვა ომანის თანამედროვე გამოყენება ცოტა განსხვავდება ბიბლიის ენისგან. დღესდღეობით ის ინგლისურუ მნიშვნელობის მსგავსია artist (მხატვარი, სიტყვის ფართო მნიშვნელობით). ამ სიტყვის მნიშვნელობა განსაკუთრებით საინტერესოა ბიბლიაში. თანახში ამ სიტყვას მხოლოდ ორჯერ ვხვდებით.

ის წარმოიშვა, ყველასთვის ცნობილი ხველი ებრაული სიტყვისგან- ამენ. ეს სიტყვა ძალიან ხშირად ჟღერდება მთელ მსოფლიოში. მისი წარმოთქმისას მახვილი არის ბოლო ხმოვანზე- ამენ (რუსულად-аминь). მისი შემადგენელი სამი ასო (ალეფ-მემ-ნუნ) წარმოადგენენ სიტყვათა “ოჯახის” ფუძეს. ესეც რამოდენიმე სიტყვა ა-მ-ნ ფუძით:

10833796_666031186838648_1424421835_n

 

1. ომან(=ამან)- მხატვარი.
2. ამენ- ჭეშმარიტად, ნამდვილად.
3. ემუნ- ნდობა.
4. ემუნა- რწმენა.

 

10465430_665979153510518_5695696216236282319_o

 

 

სინოდალურ თარგმანში წერია “მისი ხელები იყო აღმართული“. სიტყვა სიტყვით თუ გადმოვთარგმნით: “მისი ხელები იყო-რწმენა” (ვაჰიუ იადავ ემუნა). ეს იყო შემოქმედების მკაფიო გამოხატულება. მოსე ქმნიდა მოცემულ რეალობას. ისრაელი მხოლოდ ღმერთის ნებით არ იმარჯვებდა. ღმერთი და ადამიანი ერთად ქმნიდნენ რეალობას. ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ როდესაც მოსეს ხელები სუსტდებოდა ებრაელები წაგებას იწყებდნენ. ღმერთის ჩანაფიქრმა და მოსეს რწმენამ გააკეთა ეს ყველაფერი. ისრაელი იმარჯვებდა მოსეს რწმენით. ამ რწმენის გამოხატვა იყო ხელების ზეცისკენ აპყრობა. ჩვენ მამებს არაერთხელ შეუქმნიათ ახალი რეალობა რწმენით. (იხილეთ ებრაელთა მიმართ წერილი 11 თავი)

რწმენა- ეს არის მოქმედება, ეს არის ახალი რეალობის შექმნა. რწმენა- ეს არის შემოქმედება ღმერთთან ერთად (ღმერთთან ერთად თანაშემოქმედება).

მაგრამ თვითონ შემოქმედება გვთავაზობს განჭვრეტასაც. და მის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან ერთად თანაშემოქმედებაზე.

რწმენის მნიშვნელობა ებრაელთა წერილში (თავი 11:1) ფაქტიურად აღწერს შემოქმედებით პროცესს. ის რაც ბევრი ადამიანისთვის უხილავია, მხატვარს ეხსნება, რომ მან თავისი შემოქმედებითი უნარი გამოიყენოს და მოლოდინს ხორცი შეასხას საკუთარ ნიმუშებში, რომ ეს ყველაფერი გახდეს ხილული სხვებისთვის.

საერთოდ, ადამიანი – თავისი არსით მიმნდობია. ის თავიდან შეიქმნა ასეთად. რწმენა- ადამიანის არსებობის გარემოა.

10818610_666019196839847_1541792042_n

 

 

 

 

 

 

10833678_666036530171447_847341727_n

 

10696335_665979126843854_4201044215059662888_n

 

10263980_665979183510515_4372840318381601649_o

 

დაბადება 15:6- აქ პირველად გამოიყენება ეს ფუძე წმინდა წერილში. ერთ-ერთი მნიშვნელობაა- აღმზრდელი.  ეს არის ის, ვისაც ბავშვს ანდობენ აღსაზრდელად.

amen

ხშირად ამ სიტყვას ჩვენ დაუფიქრებლად წარმოვთქვამთ. სხვათა შორის, ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, რომლითაც ლოცვას ამთავრებენ. ეს ასე ვთქვათ ბეჭედია წარმოთქმული სიტყვების ბოლოს. როდესაც ვიძახით ამენ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ (ან სხვის) წარმოთქმულ სიტყვებზე.

მხატვარი, შექმნისას პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ შემოქმედებაზე.

ერთგული (ამინ) – ერთგული საკუთარი სიტყვის მიმართ. მხატვარი არის ერთგული იმის მიმართ ვინც მას მოუწოდა და ვინც მას მისცა ყველა ნიჭი. (იხილეთ იგავი ტალანტებზე მათე 25:15-18, რომელზეც ყოველი ჩვენგანი ანგარიშს ჩავაბარებთ ერთ დღეს)

არანაკლებ აქტუალურია მხატვრის შემდეგი მნიშვნელობა: ერთგული- იგულისხმება მართალი, ჭეშმარიტი შეხედულება მსოფლიოზე, ხალხზე და მის შემოქმედზე.

მხატვრის შემოქმედება რეალობის გადმოცემის დროს უნდა მიისწრაფოდეს ჭეშმარიტებისკენ. როცა ვიძახი -რეალობის სწორი გადმოცემა, სულაც არ ვგულისხმობ ნატურალიზმს, ჰიპერრეალიმს ან ხელოვნების სხვა რომელიმე მიმართულებას. ნამდვილი, ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს სწორი კუთხით ხედვას, წმინდა წერილის მხრიდან ყურებას, შემოქმედის თვალით ყურებას. გასაგებია, რომ ხანდახან შეიძლება მხატვარიც შეცდეს, მაგრამ ღმერთი შემოქმედების უნარს მაინც არ ართმევს მას, მას მხოლოდ სურს, რომ ჩვენ მუდამ მის ჭეშმარიტებაში გავმყარდეთ.

მე მხედველობაში არ მაქვს ის, რომ ადამიანის შემოქმედება თავად შეიძლება იყოს ჭეშმარიტება. ის შეიძლება ისწრაფოდეს შემოქმედის შეცნობისკენ, უსასრულოდ შეუძლია მიუახლოვდეს ამ ჭეშმარიტების წყაროს.

პრატიკულად ასეთი მიდგომა ვარაუდობს:
1. პირადი ცოცხალი ურთიერთობა შემოქმედთან. ვფიქრობ, ნამდვილ მხატვარს არ სჭირდება ამის ახსნა (მან იცის რამდენად მნიშვნელოვანია ცოცხალი შთაგონება, “მუზა”)
2. სწორად დაინახო და სწრორედ გადმოსცე. – კარგი მაგალითია – ბეცალელი. მას მოეთხოვებოდა რომ სწორედ გადმოეცა ის რასაც მთაზე ხედავდა.

საინტერესოა ის, რომ სომხურ ენაში “ამ” ნიშნავს ყველაფერს, და “ენ”-ღმერთს, ასე რომ ისინი ერთად წარმოითქმის “ამენ”, სომხურად ასე ჟღერს: ის ვინც შექმნა ყველაფერი. ეს ივრითში არაფერს არ ამტკიცებს, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა.

რწმენა შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ასევე შემოქმედებაც შეუძლებელია რწმენის გარეშე, ეს რელევანტურია. ნამდვილი შემოქმედებაა როდესაც მასში აირეკლება ჭეშმარიტება, რომელიც გადაკვეთილია ღმერთის სიტყვასთან და თავად შემოქმედთან.

10838231_665979143510519_390731987421002325_o

რწმენა არ არსებობს შემოქმედების გარეშე. და შემოქმედებაც არ არსებობს რწმენის გარეშე. ეს დასკვნა გამომდინარეობს წმინდა წერილის უძველესი ენიდან. ამავე დასკვნასთან მივალთ თუ განვიხილავთ ახალი აღთქმის ბერძნულ თარგმანს. თუ განვიხილავთ რწმენის აღწერას.

და რა ვთქვათ?

1. ომან [მხატვარი] და ემუნა [რწმენა] – ერთი ფუძის სიტყვებია. ისინი ლაპარაკობენ მაგრამ სხვადასხვა მხრიდან. ამ ნიჭებით აჯილდოებს ღმერთი ყოველ ადამიანს, რომ მას ჰქონდეს უნარი შემოქმედთან ერთად იმოქმედოს. რწმენის გარეშე არ შეგვიძლია ღმერთის დანახვა.

2. ეს სიტყვები და მათი ფუძე შემთხვევით არ იწყება ასო ალეფით. “ა”- ებრაულ ანბანში პირველი ასოა. და ის თავის თავში მოიცავს ღმერთის სიმბოლოს (გაიხსენეთ- “მე ვარ ალფა და ომეგა”). ებრაული ტრადიციის მიხედვითბარ შეიძლება ღმერთის გამოსახვა. ალეფი- აძლევს დასაწყისს ყველა ამ სიტყვას, ისევე როგორც ღმერთი ყველაფერს. სწორედ ის არის დასაწყისი და წყარო ჭეშმარიტების, რწმენის, შემოქმედების…

3. შემთხვევით არ არის რომ რწმენა ხელებთან არის დაკავშირებული. რწმენა მოწოდებულია, რომ შექმნას. ხელები- შემოქმედების სიმბოლოა.

 თარგმნა: სალომე   ჯებისაშვილმა