ხანუქა

25188499_1776129655761661_836377621_n

ხანუქა (ებრ. חֲנֻכָּה — განახლება, კურთხევა) — ებრაული დღესასწაული, რომელიც იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე, ტევეთისთვის 2 ან 3 რიცხვამდე. დღესასწაული დაწესდა ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლისკურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად.

ხანუქა- მრავალმხრივი დღესასწაული და თავისი არსით აქტუალურია ყველა დროში.

ეს დღესასწაული ამჟღავნებს და ანახებს უპირველეს ყოვლისა ადამიანების გულის მდგომარეობას ღმერთის მიმართ.

ისტორია იწყება მაშინ, როდესაც სირიისგან დაპყრობილმა ისრაელმა დაიწყო ელინისტურ სისტემასთან შეგუება. მითუმეტეს სისტემა მოითხოვდა, რომ თაყვანი ეცათ ზევსისთვის და იმპერიის სხვა “ლეგიტიმური” ღმერთებისთვის. მათ ეკრძალებოდათ პატივი მიეგოთ ისრაელის ღმერთისთვის და სიკვდილის შიშის გამო ისინი ამას თანხმდებოდნენ.

ღმერთმა ასეთი განსაცდელი იმიტომ დაუშვა თავის ერში, რომ ებრაელების უმრავლესობას გაციებული ჰქონდა გული ღმერთის მიმართ.

მაშინ ებრაელებს მოუწიათ არჩევნის გაკეთება. სირიის  მთავრობის წინააღმდეგ წამოდგა რაზმი მაკაბელების სახელით წოდებული. არა იმის გამო, რომ ისინი იყვნენ რწმენის  მებრძოლნი, არამედ იმიტომ რომ მტრის მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო.

ასეთი გზით ჩვენც ვაკეთებთ ხშირად ჩვენს არჩევანს, როდესაც ღმერთი გვაყენებს მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ჩვენ ან ვნებდებით, ან ვაგრძელებთ ღმერთისკენ სიარულს. და თუ ჩვენს არჩევანს ღმერთის სასარგებლოდ ვაკეთებთ, მაშინ იწყება ჩვენი განახლება. (2კორ 4:16)

და როდესაც ჩვენ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ, ღმერთი ჩვენ ისევ გვცდის სხვადასხვა სირთულეებით და წინააღმდეგობებით. ეს მდგომარეობა განმეორდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე ჩვენთვის, მაგრამ ღმერთი მოდის ჩვენთან შესახვედრად და ეხმარება ყველას, ვინც გადაწყვეტს ყველაფრის მიუხედავად გაჰყვეს მას. ნამდვილად ღირს ყოველ სიტუაციაში მიენდო და გაყვე ღმერთს, მიუხედავად იმისა ჩანს თუ არა დღეს ის გზა, რომლითაც ხვალ უნდა იარო.

ამაშია იესოს ( იეშუას ) სიტყვების ღრმა აზრი: “ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე” (მათე 6:34)

მაშინ ღმერთი ახდენს სასწაულს!

170940

25114860_1776159009092059_1291024447_nმან ძალიან დიდი სასწაული მოახდინა, როდესაც პატარა ებრაულ რაზმს დაუმორჩილა უზარმაზარი სირიული ჯარი. მაკაბელებმა გაწმინდეს და განაახლეს გათავისუფლებული ტაძარი და აღადგინეს ღვთისმსახურება. ამის აღსანიშნავად დღესასწაულს დაარქვეს ხანუქა (“ლახინოტ”- ებრ. “განწმენდა” ან “განახლება”). ხანუქას კიდევ ერთი სახელია- “სინათლის დღესასწაული“.
ხანუქა- სიმბოლოა ელინიზმზე გამარჯვებისა, როგორც ასიმილაცია წარმართული სამყაროს ღირებულებებზე.

ეს თანამედროვე ცხოვრებაშიც ასეთივე მნიშვნელოვანია! ღმერთთან მოსვლამდე თითოეული ჩვენგანი იყო წაბილწული, ბნელი ტაძარი. თითოეულმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ ტაძარში სინათლისა და სიცოცხლის შთაბერვა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც შექმნა ეს ტაძარი. თუმცა ღმერთთან შერიგებულებიც კი ხანდახან ბევრ რამეში ვრჩებით “ელინიზირებულები” ამ სამყაროსგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უარვყოთ ყველა აყროლებული “ღმერთები” და გავხსნით ჩვენ გულებს მხოლოდ შემოქმედისთვის, მაშინ ის თავად მოვა რათა განწმინდოს და განაახლოს თავისი ტაძარი და აანთოს იქ თავისი ჩაუქრობელი სინათლე. ნება მიეცით ღმერთის სინათლეს უფრო და უფრო მკვეთრად ანათოს თქვენგან. შედით მის მსახურებაში განახლებული გულებით!

ჩვენ მაკაბელებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ მიღწეული თავისუფლების შემდეგ. ებრაელებმა დაიბრუნეს იერუსალიმი, განწმინდეს ტაძარი, მაგრამ ამით არ გაჩერებულან. მათ დაიწყეს სხვადასხვა მიწებზე მცხოვრები ებრაელი ძმების გათავისუფლება, მიაღწიეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას და შესაძლებლობას თავისუფლად ეცხოვრათ ბიბლიური ცხოვრების წესით. ასევე ჩვენც არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით- აუცილებელია რომ გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ჩვენი თავისუფლება. ვემსახუროთ გარშემომყოფებს, ვატაროთ ჭეშმარიტების სინათლე და ღმერთის სიტყვით ვაკაკუნოთ ხალხის გულებში.

არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ არ ხართ მოწიფული ღმერთის მსახურებისთვის, რომ არ გაქვთ ცოდნა, ცოტა შეგიძლიათ და არ გაქვთ გამოცდილება. თქვენ ღმერთმა ყველას მოგვცა განსხვავებული ნიჭები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ ღმერთისკენ არ ვიყავით მოტრიალებულნი. დაიწყეთ მსახურება იმით რაც გაქვთ და შემდეგ ღმერთი უფრო და უფრო გააძლიერებს, გაამყარებს და გაამრავლებს თქვენში არსებულ ნიჭებს! მან გამოავლინა ხანუკის სასწაული იმით, რომ გვაჩვენა თავისი ერთგულება. ღმერთი ყველა ეპოქაში ამტკიცებს თავის ერთგულებას და ანახებს სასწაულებს მათ, ვინც მისი ერთგულია.

დღესასწაულის ისტორია

ჩვ.წ.აღ 198 წელს ისრაელის მიწა გადავიდა ელინისტური სირიის მმართველობის ქვეშ. ამ პერიოდისთვის ელინისტური სამყარო იყო “საყოველთაო და უნივერსალური”, იქ შერეული იყო ერთმანეთში სხვადასხვა ერის ტრადიცია და წეს-ჩვეულება, რომლებიც დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა. აპოკრიფში 1მაკაბ 1:41 აღწერილია სწორედ ის პერიოდი: “ანტიოქმა მიწერა მთელ თავის სამეფოს, რომ ყველა იყოს ერთ ერად გაერთიანებული, რომ ყველამ დატოვოს თავისი კანონი. და ყველა ერი დათანხმდა მეფის ბრძანებას. და ბევრმა ისრაელიანმა მიიღო კერპთაყვანისმცემლობა, მსხვერპლი მოუტანეს კერპებს და დაარღვიეს შაბათი”

ჩვ.წ.აღ 167 წელს სირიის მმართველმა, ანტიოქ IV ეპიფანმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ებრაელი რომელიც იცავს და იკვლევს თორას სიკვდილით დასჯიდნენ. იუდევლების ღმერთი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ხორცშესხმული ზევსი. იერუსალიმში ტაძარი იყო შეურაცხყოფილი, სრულადდასაწველ მსხვერპლად მოტანილ იქნა ღორი. წმინდათა წმინდაიში დადგმული იყო ზევსის ქანდაკება.

ამ დრომდე ებრაელები ითმენდნენ და ცდილობდნენ შეგუებოდნენ ახალ პირობებს, მაგრამ როდესაც მტრისგან წნეხი გაიზარდა, მონობა გახდა აუტანელი. ჩვ.წ.აღ 167 წელს ქალაქ მოდინში არსებული წესრიგის წინააღმდეგ წამოდგა მღვდელი ხასმონევ-მატიტაგუს გვარიდან. მას მხარში ამოუდგნენ 5 ვაჟიშვილი. საფრთხის მიუხედავად, მათი რაზმის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სირიელების პროფესიონალურ ჯარს.

თავიდან ომს ჰქონდა პარტიზანული ხასიათი, მაგრამ მოგვიანებით გადაიზარდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. როდესაც მატიტაგუ გარდაიცვალა, ამბოხებას წაუძღვა მისი მესამე ვაჟიშვილი იეგუდა, მაკაბელად წოდებული, უფრო ზუსტად მაკაბი. “მაკაბი” ივრითულიდან ნიშნავს “ურო, ჩაქუჩი”, ასევე არის აბრევიატურა ამბოხებულების საბრძოლო მოწოდების “მი კამოხა ბაელიმ, გაშემ?” (ვინ არის შენი მსგავსი, უზენაესო?” (გამოს 15:11)

ამ ბრძოლებში სირიელების ძალა ბევრად აღემატებოდა ებრაელების ძალას, როგორც რიცხობრივად ისე ხარისხით. მაგრამ მიუხედავად ამისა, 3 წლის შემდეგ ამბოხებულებმა დაამარცხეს სირიელები და დაიბრუნეს ტაძარი. ეს მოხდა ჩვ.წ.აღ 164 წელს.

თალმუდური ტრადიცია გადმოგვცემს, რომ ტაძრის სასანთლის-მენორას- ზეთის იყო წაბილწული, მაგრამ მისი ანთება იყო აუცილებელი ღვთისმსახურების დროს. (გამოს 27:20-21 მიხედვით, წმინდაიში მუდმივად უნდა ყოფილიყო ანთებული მენორა). ბევრი ძებნის შემდეგ იყო ნაპოვნი ერთადერთი წაუბილწავი ძეთის ჭურჭელი, რომელიც მღვდელმთავრის ბეჭდით იყო დაბეჭდილი. ეს ზეთი მხოლოდ ერთი დღე ეყოფოდა მენორას, და იმისთვის რომ ახალი დაემზადებინათ საჭირო იყო 8 დღე. მაგრამ მაკაბელების მიერ ღმერთის წყურვილმა ყველაფერს გადააჭარბა, მათ აანთეს მენორა და ის სასწაულებრივად ენთო 8 დღე და 8 დღის შემდეგ დაამზადეს ახალი ზეთი. ღვთისმსახურება წარიმართა თორის წესრიგით.

Judac Fine Art.ტაძრისა და სამსხვერპლოს განწმენდის სამახსოვროდ იყო დაარსებული სწორედ განახლების დღესასწაული (იოან 10:22) რომელიც გრძელდება 8 დღეს და ეწოდებახანუქა“.

 

ავტორი  -გიორგი ჯიჯიეშვილი