პასექი ახალ აღთქმაში

FD004828

ნისანის თვე არის გაზაფხულის მეორე თვე ებრაული კალენდრის მიხედვით. ეს არის თვე, როდესაც ისრაელში მცენარეები ნორჩი ფოთლებითა და კვირტებით იფარება, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნისანის თვე არის დიდი გათავისუფლების თვე. ებრაული ტრადიცია ამ თვეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ამ დროს აღინიშნება მათ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – ეგვიპტიდან გამოსვლა. ისრაელის ძეთა გამოსვლა ეგვიპტის ოთხასწლიანი მონობიდან გახდა საწყისი ამ ქვეყნის თავისუფალი და დამოუკიდებელი არსებობისა, საწყისი ისტორიული არსებობისა. როშგაშანას ტრაქტატში, ბაბილონის თალმუდში წერია, რომ ნისანის თვეში შეიქმნა სამყარო, დაიბადნენ ისრაელის მამები, ჩვენმა წინაპრებმა თავი დააღწიეს ეგვიპტის მონობას და სწორედ ამ თვეში მოხდება ისრაელის სრული გათავისუფლება. სწორედ ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის წინასწარმეტყველნი და, რასაც ამტკიცებდნენ იუდეველთა უხუცესნი. ებრაელი ერის გათავისუფლება და დანარჩენი ერების ხსნა მოხდა სწორედ ნისანის თვეში, პასექის დღესასწაულზე, როდესაც იეშუა მოკვდა გოლგოთას ჯვარზე. იეშუას სიკვდილი ზუსტად ნისანის თვეში, პასექის დღესასწაულზე, არ იყო შემთხვევითი მოვლენა. თორადან ჩვენ ვიცით, რომ ეს დღესასწაული აღინიშნებოდა ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების სამახსოვროდ: „დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან (მეორე რჯული 16:1). საპასექო კრავის დაღვრილი სისხლის წყალობით ებრაელებს არ მიეკარათ „სიკვდილის ანგელოზი“, რომელმაც, ეგვიპტის მიწაზე,  ყველა პირველშობილი, დაწყებული ფარაონის სახლიდან, მონების ოჯახებით დამთავრებული. ებრაელებს როცა მიეცათ თორა და მცნებები პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ღმერთმა მათ კონკრეტული თარიღი დაუწესა და ამიტომ, სწორედ ნისანის 14 რიცხვში სწირავენ ისინი პასექის მსხვერპლს. ამ მსხვერპლის შეწირვა გრძელდებოდა აღთქმის კიდობნის პერიოდში და იერუსალიმის ტაძარში ჩვ.წ.აღ 70-წლამდე, თუმცა ტაძრის დანგრევამდე 40 წლით ადრე მოხდა საოცარი მოვლენები, რომლებიც ბიბლიასა და ძველ ისტორიკოსთა ნაშრომებშია აღწერილი. წმინდა წერილიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ, როდესაც ტაძარში შესწირეს საპასექო მსხვერპლი, სწორედ იმ დროს, იუდეველთა უმაღლესმა სასამართლომ, სინედრიონმა სასიკვდილო სასჯელი გამოუტანა იესო ნაზარეველს და რომის ხელისუფლებას გადასცა. რომაელმა ჯარისკაცებმა კი სასჯელი სისრულეში მოიყვანეს. იეშუა ჯვარს ეცვა ნისანის 14 რიცხვში და სული განუტევა, როდესაც ტაძარში მოტანილ იქნა ბოლო საპასექო მსხვერპლი. მისი ტანჯული სიკვდილის დროს იერუსალიმში მოხდა საინტერესო მოვლენები: „და აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა და კლდეები დასკდა. და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმინდის სხეული აღდგა. და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და ბევრს ეჩვენნენ“. (მათე 27:51-53). ამ სასწაულებით, რომლებიც ნისანის 14 რიცხვში მოხდა, ღმერთს სურდა ებრაელების ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე გაემახვილებინა. სწორედ იეშუას სიკვდილმა, რომელიც იტანჯა, ჩვენთვის მოკვდა, შეეწირა, როგორც საპასექო კრავი, რათა გავეთავისუფლებინეთ ცოდვის მონობისგან

280769_originalპასექი წინასწარმეტყველური დღესასწაულია. ის 1700 წლის მანძილზე ყალიბდებოდა ებრაელ ერში. პასექი არ არის ებრაული დღესასწაული, ეს უფლის დღესასწაულია (ლევიტელთა 23:4–5) „ესენია უფლის დღესასწაულნი, წმიდა შეკრებილობანი, რომელნიც უნდა მოიწვიოთ მათთვის დანიშნულ დროს: პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, პასექია უფლისათვის.“ ღმერთი, როდესაც რაიმე მცნებას იძლევა, ყოველთვის იწყებს სიტყვებით „ისმინე ისრაელ…“ (შმა ისრაელ). იუდაიზმში ეს დაუწერელი კანონია, დაუწერელი მცნებაა, იმიტომ, რომ ადამიანი თუ არ ისმენს, ის ვერც შეასრულებს. ადამიანს უნდა ჰქონდეს მოსმენის უნარი, რათა გაიგოს ის, რასაც ეუბნება მას უფალი. ჩვენ თუ არ გვეცოდინება პასექის სრული მნიშვნელობა, ვერ გავიგებთ ქრისტეს მსხვერპლის აზრს. პასექის ისტორია იწყება გამოსვლის მე-12 თავიდან:

„და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: ‘ეს თვე იყოს თქვენთვის თვეების დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში. უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი საგვარეულოზე, თითო კრავი სახლზე. და თუ სახლი მცირეა კრავის შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვინ რამდენს შეჭამს, იმის მიხედვით ივარაუდეთ კრავზე. ცხოველი საღი, მამალი, ერთწლიანი იყოს. ცხვართაგან ან თხათაგან აიყვანთ მას. და შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე, და დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, სადაც ჭამენ მას. და ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადებით და მწარე მწვანილით ჭამონ იგი. არ ჭამოთ მისგან უმიან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და შიგნეულიანად. და ნუმოირჩენთ მისგან დილამდე და თუ მორჩა მისგან დილამდე, ცეცხლში დაწვით და ასე ჭამეთ იგი: წელი შემორტყმული გქონდეთ სარტყლით, ფეხსაცმელი ფეხთ გეცვათ და კვერთხი ხელში გეჭიროთ, და ჭამეთ იგი ჩქარა. ეს პასექია უფლისთვის. და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი. დაიყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლსდა გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას. იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თქვენს თაობებში. საუკუნო წესად იდღესასწაულეთ იგი.’“ (გამოსვლა 12:1-14).

პასექის ამ რეალურ ისტორიას არა მხოლოდ ბიბლია ამოწმებს, არამედ არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს, რომ ეგვიპტეში მართლაც დატრიალდა ეს ტრაგედია. სახარების პასექი არ განსხვავდება ძველი აღთქმის პასექისგან. ის, რაზეც ახლა ვისაუბრებ, 80%-ით მიახლოებულია ქრისტეს დროინდელ პასექთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტეც ზუსტად ასე აღნიშნავდა პასექს. პასექის მომზადება იწყება რამდენიმე დღით ადრე და ზოგიერთი მართლმორწმუნე ებრაელი 3 კვირით ადრეც იწყებს მომზადებას. ლუკას სახარებიდან ვხედავთ, რომ ქრისტემ მოციქულებს, კერძოდ, პეტრეს და იოანეს, დაავალა პასექის მომზადება. დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: ‘წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.’“ (ლუკა 22:7-8). რას ნიშნავს პასექის მომზადება?  ფესახი (პასექი) ებრაულ ტრადიციაში, უპირველეს ყოვლისა, ოჯახური დღესასწაულია, რომლის დროსაც მთელი ოჯახი იკრიბება, რათა შეასრულოს თორას კანონი: „მოუმზადე პასექი უფალს“. დღესასწაულის დაწყებამდე ოჯახის თავი იღებდა სანთელს და მთელს სახლში აგროვებდა საფუარიანი პურის ნარჩენებს, რადგან საფუარი ხშირად ბიბლიაში ცოდვისა და უწმინდურების სიმბოლოა. ეს ტრადიცია მოდის ბიბლიიდან, ამისათვის იყენებდნენ ლამპარს, ზოგჯერ, სანთელს, ფრინველის ბუმბულს და ხის კოვზს. ლამპარი იმ ბნელი კუთხეებს ანათებს, სადაც საფუარის ნამცეცებია: სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი და არც ცუდსო.” (სოფონია 1:12). (ლამპარი და ბუმბული  მიანიშნებს სულიწმინდაზე, ანუ სულიწმინდა მიგვითითებს ცოდვაზე, ხოლო ის კოვზი ღმერთის სიტყვაზე). ზუსტად სულიწმინდით და ღმერთის სიტყვით ხდება ადამიანის განწმენდა. ამ საფუარიან ნარჩენებს წვავდნენ გარეთ ცეცხლში. ეს არის პასექის მზადება. პასექის ჩატარების  რიტუალს სედერი ეწოდება (წესრიგი) ნისანის 14 რიცხვში, საღამოს მთელი ოჯახი იკრიბებოდა საპასექო სუფრასთან. ამ დროს საგანგებო საპასექო წიგნი აგადა იკითხებოდა, რომელშიც პასექის დღესასწაულის ისტორიაა აღწერილი, ასევე პასექის ყველა მოქმედების მნიშვნელობა. იუდეველ სწავლულთა ნაშრომების მიხედვით, დამსწრეებმა უნდა მიირთვან საგანგებო საკვები, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ კეარას სადგამზე. ის ფუნქცია, რომელსაც  კეარა საპასექო სუფრაზე ასრულებს, სიმბოლოა ებრაული ერის ისტორიული გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპებისა. კეარაზე მოთავსებული ექვსი ნივთი მიუთითებს ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, დაწყებული ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლიდან, იერუსალიმის ტაძრის დანგრევით დამთავრებული. ამ ნივთების დანიშნულება ბავშვებში ინტერესის აღძვრაა, რათა მათ უფროსებს კითხვები დაუსვან თითოეული მათგანის მნიშვნელობის შესახებ და, რათა მათაც პასუხები გასცენ ამ კითხვებზე. ეს სედერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა.

ანუ პირველი სედერი ეს არის პირველი სასმისი, იგივე პირველი თასი. პირველ სასმისს ეწოდება ქიდუში, რაც ნიშნავს გამოყოფას, კურთხევას, განწმენდას (ფუძე მოდის სიტყვიდან კადოშ“, რაც „წმინდას“ ნიშნავს) (ლუკა 22:14-17). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იწყება განწმენდით. ამ დროს პასექს ვინც ატარებს, აუცილებლად სახლის უხუცესი, ან მღვდელსახური ან რაბინი უნდა იყოს. ღვინით სავსე თასს ასწევს და წარმოთქვამს ლოცვას ბარუხ ათა ადონაი ელონუ მელეხ აოლამ ბორე პრი აგაფენ - კურთხეული ხარ შენ, უფალო, ჩვენო ღმერთო, მეფეო სამყაროისა, რომელმაც შექმენი ვაზის ეს ნაყოფი.“ მოსვამენ თითო ყლუპს ყველანი ამ სასმისიდან და წარმოთქვამენ შემდეგ ლოცვას:ეს არის პური მწუხრის ჟამისა, რომელსაც ჩვენი მამები ჭამდნენ ეგვიპტეში, ყველა ვინც მშიერია, მოდით და ჭამეთ და იდღესასწაულეთ ჩვენთან ერთად პასექი“. ეს ლოცვა წარმოითქმება ღმერთის წინაშე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ესაა დღესასწაული, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა არსებობს ერთი პირობა: ვისაც პასექში მონაწილეობის მიღება უნდა, ის მშიერ-მწყურვალი უნდა იყოს. მაძღარნი ზერელედ მოეკიდებიან პასექს, ამიტომ ამბობს იესო მთაზე ქადაგებისას: ნეტარ არიან მართლისათვის მშიერ-მწყურვალნი…“  (მათე 5:6), ვინაიდან, თუ ღმერთისგან რაიმეს მიღება გსურს, მთელი არსებით უნდა გინდოდეს. მაგალითად, თუ გადარჩენა გინდა, უნდა გწყუროდეს გადარჩენა. ისმის კითხვა: რა იწვევს ამ წყურვილსა და შიმშილს? ამას იწვევს სიცარიელისა და იმის არქონის შეგრძნება, რაც მჭირდება. სწორედ ამიტომაც, პირველი ნეტარება ასე ჟღერს: ნეტარ არიან სულით ღარიბნი…“, მეორე ნეტარება კი: „შიმშილი და დანაყრება“ (ლუკა 6:21)

პირველი სედერის შემდეგ ებრაელები იღებენ 3 მაცას,  რომელსაც სამი განყოფილების მქონე ჩანთის მსგავსი სათავსო აქვს (მაცა არის უფუარი პური, ხმიადი). პირველ მაცას ეწოდება აბრაამის მაცა, მეორეს –ისააკის, ხოლო მესამეს – იაკობის. აქედან იღებენ ისააკის მაცას, შუაზე ამტვრევენ და ერთ ნაწილს მალავენ, ხოლო დარჩენილს ჭამენ. მესიანური ებრაელები ამას ღმერთის სამპიროვნებას ადარებენ – მამას, ძეს და სულიწმინდას. ისააკის მაცა, რომელსაც ჭამენ, სიმბოლოა იესო ქრისტესი, რომელიც გამოჩნდა ქვეყნიერებაზე (იოანე 1:11, 1 პეტრ 1:12), უარყვეს, მოკლეს და დამარხეს. ამ დროს კითხულობენ ესაიას 53-ე თავს იმის შესახებ, რა გააკეთა იესო ქრისტემ. ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ არ არის ეს ტრადიცია აღწერილი ახალ აღთქმაში? იმიტომ რომ სახარება დაიწერა ებრაელებისათვის და მათ ბავშობიდანვე კარგად იცოდნენ პასექის ყოველგვარი წესი და თანმიმდევრობა.

პასექის სუფრა A_Seder_table_setting 

  • მწარე ბალახი– ანუ მდოგვი (ებრ. მარორ). მდოგვი სიმბოლო იმისა, რომ ღმერთის გარეშე ჩვენი სიცოცხლე მწარეა. მწარე ბალახი ებრაელებს ეგვიპტის მონობას და იქ გადატანილ ტანჯვას მოაგონებდა. დღეს ეს ჩვენთვის სიმბოლოა უღმერთო ცხოვრებისა. პასექის დანიშნულება ისაა, რომ ადამიანი, წელიწადში ერთხელ მაინც, დაფიქრდეს, რა მწარე იყო მისი ცხოვრება ღმერთის გარეშე. მწარე ბალახის ჭამისას ებრაელები იხსენებენ ეგვიპტის მონობას. ჩვენ ვიცით რომ ეგვიპტე ქვეყნიერებას ნიშნავს და ჩვენც, ერთ დროს, ვიყავით წუთისოფლის მონები. ადამიანი ყველაზე კარგად გემოვნებითი მეხსიერებით იმახსოვრებს, რაც მეცნიერების მიერაც დამტკიცებულია (მაგ: ებრაელ ბავშვებზე, თორის სწავლაზე).
  • ხახვი (ებრ. ციბულია).ხახვი მწარე, ფესვიანი მცენარეა. ფესვები სიმბოლოა ეგვიპტის ცოდვებისა, რომლებიც ებრაელებს ეგვიპტიდან გამოჰყვათ უდაბნოში. ღმერთმა დაიხსნა ისინი, მაგრამ მათ თავიანთი წარმართული წეს-ჩვეულებანი არ შეუცვლიათ, რადგან ცოდვას ფესვი ჰქონდა გადგმული მათ გულებში. სწორედ ამიტომაა, რომ ერთ-ერთი მქადაგებელი ამბობს: „ეგვიპტედან ებრაელები კი დაიხსნა ღმერთმა, მაგრამ ეგვიპტე მათ გულში დარჩა. მათ დატოვეს ეგვიპტე, მაგრამ ეგვიპტე მათ გულებში დარჩა.“ ხახვი, თავდაპირველად, პასექისას არ იჭმებოდა, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დამკვიდრდა მისი ჭამა. ეს ჩვენთვის სიმბოლოა იმისა, რომ ღმერთმა ქვეყნიერებისგან გამოგვისყიდა და, რომ ჩვენში ფესვგადგმული ყველა ცოდვა უნდა ამოვძირკვოთ, რადგან ისინიც მწარეა. ზუსტად ამ ფესვგადგმული ცოდვების გამო ვერ შევიდნენ ებრაელები აღთქმულ ქვეყანაში.
  • კვერცხი (ებრ. ხაგიგა) - სიმბოლოა ტაძრისა.ესეც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დაემატა საპასექო სუფრას, როდესაც პირველი ტაძარი დაინგრა. ებრაელისათვის ტაძარი ნიშნავს სიცოცხლეს და ღმერთის თანდასწრებას. დღეს ღმერთის ტაძარი ვართ ჩვენ და ჩვენგან უნდა იდინონ სიცოცხლის წყლის მდინარეებმა.
  • ოხრახუში (კარპას).ოხრახუშით წაუსვეს კრავის სისხლი კარების წირთხლებს. ეს, თავდაპირველად, მოხდა ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ, საპასექო სუფრის გაშლილსასაც აკეთებდნენ ამას, რაც გახლდათ სიმბოლო ღმერთთან უხვი სიცოცხლისა (იოანეს 10:10).
  • ხაროსეთთხილის, ვაშლის და ფინიკის შეზავებული მასა,რომელსაც ამატებენ ცოტაოდენ ღვინოს. ხაროსეთი გარეგნულად ჰგავს თიხას, რომელიც აგურებს მოგვაგონებს. სწორედ აგურების დამზადებას აიძულებდნენ ეგვიპტელები ებრალებს. ხაროსეთი მოტკბო გემოს მქონეა, სიტკბო კი სიმბოლოა ხსნის შესახებ ღმერთის დაპირებისა. დღეს ეს ნიშნავს ქრისტიანის ცხოვრებას, რომელიც გასაჭირით, განსაცდელებითაა აღსავსე, მაგრამ იმედიანადაა, რადგან იცის, რომ უფალი დაიხსნის მას.
  • ზროა - ცხვრის ან ქათმის შემწვარი ხორცი, რომელსაც შიგნით ვალი აქვს, სიმბოლოა ტაძარში შეწირული საპასექო მსხვერპლისა. კრავი კი გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ ფასი გადახდილია, გამოსყიდვა მოხდა.

ამის შემდეგ ისმევა მეორე სედერი, რაც არ არის ნახსენები ბიბლიაში, მას ვპოულობთ თალმუდში და მას მწუხრის სასმისი ეწოდება. ებრაელი ჭიქაში აწობდა მაცას და მიწაზე ათ წვეთ ღვინოს აწვეთებდა. ეს სიმბოლო იყო ღვთის მიერ ეგვიპტისათვის მოვლენილი ათი სასჯელისა. ამით იხსენებენ ყველა იმ უდანაშაულო ადამიანს, რომლებიც დაისაჯნენ ფარაონის სიჯიუტის გამო. ამ დროს ებრაელები კითხულობდნენ 104-ე ფსალმუნის 37-39-ე მუხლებს. დღეს ეს სიმბოლოა იმისა, რომ ყველა ჩვენი შეცდომა უნდა გამოვასწოროთ, თუ არის გამოსწორების საშუალება.

მესამე სედერი ანუ მესამე სასმისი, არის რევოლუციური სასმისი, რომელმაც მოციქულების გაოცება გამოიწვია, მას ებრაულად გამოსყიდვის თასსაც უწოდებენ. ებრაელები ამ თასით იხსენებენ გამოსყიდვას (იდიონ). მოწაფეებისათვის თავზარდამცემი იყო იესოს სიტყვები, რომლებიც მან მესამე სედერის  დროს წარმოთქვა: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა…“ (მათე 26:26), მაგრამ სანამ სასმისს აიღებდნენ, იესომ აიღო ის დამალული მაცა, აკურთხა, გატეხა და უთხრა: ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ამავდროულად, მან მესამე სასმისიც აიღო. ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. ამით იესომ გაგვიხსნა საპასექო დამალული მაცის მნიშვნელობა და მიუთითა თავის აღდგომაზე. დამალვა ნიშნავდა დამარხვას, ხოლო გამოჩენა – აღდგომას. მოწაფეებისთვის ეს იყო გამაოგნებელი რამ, რადგან ქრისტემდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია. მესამე სედერზე ასეთი სიტყვები არავის უთქვამს: ეს არის ჩემი სისხლი, ჩემი სხეული..სწორედ ეს დამალული მაცა მიუთითებდა მის დამარხვას, აღდგომასა და ამაღლებას. სწორედ მესამე სედერიდან მოციქულებმა შემოიღეს ეკლესიაში ზიარების ტრადიცია, ანუ ამით იესო ქრისტემ პასექს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და მორწმუნეები ვალდებულნიარიან იდღესასწაულონ პასექი, რადგან ეს არ ეკუთვნის არც ერთ ერს, არამედ ეს არის უფლის დღესასწაული.

ამის შემდეგ მოდის მეოთხე სედერი (ჰალელ), რაც ნიშნავს ქებას. აქედან მოდის სიტყვა ჰალელუია. ამ სასმისის შესახებ ბიბლიაში პირდაპირ არ წერია, მაგრამ მინიშნება არის (მათეს 26:30):იგალობეს და გასწიეს ზეთისხილისაკენ..“ ტრადიციის მიხედვით, ეს ყველაფერი ხდებოდა მეოთხე სედერის შემდეგ.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ, ქრისტიანებმა, კარგად  უნად  გავიაზროთ ის ფასი, რომელიც ღმერთმა გადაიხადა ჩვენთვის. კარგად დავაკვირდეთ პარალელებს − ღმერთმა სასწაულებით კი არა, არამედ მსხვერპლით იხსნა თავის ერი ეგვიპტის მონობიდან. ასევე, იესო ქრისტემაც არა სასწაულებით, არამედ თავისი მსხვერპლით დაგვიხსნა. მხოლოდ ჭეშმარიტ და  სრულყოფილ მსხვერპლს შეუძლია ჩვენი ხსნა და ეს მსხვერპლი იესო ქრისტეა. ამგვარად, პავლე მოციქული გვირჩევს: „განწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ. რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების უფუარი ხმიადით“. (1 კორ 5:7-8). ამინ!

ICEJ. Ge გენერალური მენეჯერი: გიორგი ჯიჯიეშვილი