ყველაზე საძულველი ადამიანები დედამიწაზე

il_fullxfull.365857685_3a3u

ვინ არიან ყველაზე საძულველი ადამიანები დედამიწაზე? ქრისტიანები? ებრაელები?   თეტრი ანგლო-საქსები? აფროამერიკელები? ჰომოსექსუალები? სინამდვილეში ყველაზე საძულველი ადამიანები დედამიწაზე არიან მესიანური ებრაელები!  ჩვენ ვძულვართ თითქმის ყველა ზემოთჩამოთვლილ ჯგუფს. რატომ? თქვენთვითონ დაფიქრდით:

 

– ჩვენ ებრაელები- ყველაზე საძულველი ეთნიკური ჯგუფი ვართ მთელს ისტორიაში;

– ჩვენ იეშუას მორწმუნეები- თითქოს, დღევანდელ დღეს, ის ვისაც სწამს ბიბლია და მისი პრინციპები, თვლიან ფანატიკოსად და სძულთ;

– არამესიანური ებრაელური საბჭო მომართულია ჩვენს წინააღმდეგ, ისინი ეუბნებიან თავიანთ შვილებს, რომ ჩვენ გვსურს იუდაიზმის განადგურება;

– ძალიან ბევრი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ იუდაისტები, (გალატელთა 3)  რომლებიც ცდილობენ რომ ქრისტიანები დაუმორჩილონ რჯულს (ეს კი ასე არ არის)

– ძალიან ბევრი ქრისტიანი ლიდერიც კი ცდილობს შორს დაიჭიროს ჩვენგან თავი, მიუხედავად იმისა რომ სჯერათ რომ ჩვენი არსებობა არის კანონიერი, რათა არ აწყენინონ სხვა ებრაელებს.

 

ამიტომ არის რომ ბევრი მესიანული ებრაელი მოხარულია შეერიოს მრავალრიცხოვან ქრისტიანულ სამყაროს, ვიდრე თქვას რომ არის ებრაელი ქრისტიანი. ძალიან ბევრი ქრისტიანი ებრაელი ხშირად უარყოფს იეშუასადმი რწმენას.  კიდევ არიან კატეგორია ქრისტიანი ებრეალების რომლებიც საერთოდ  წყვეტს ყოველგვარ კავშირს ქრისტიანულ სამყაროსთან   იმის გამო, რომ ვერ უძლებს ზეწოლას ვერც ებრაელული და ვერც ქ

რას ელის ღმერთი მესიანური ებრაელებისგან?

 

როგორც ჩანს, ღმერთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ებრაულ იდენტობას და იმას, რომ ცხოვრობდე ებრაულად. (ცხოვრობდე ებრაულად არ  ნიშნავს დაიცვა ექსტრა-ბიბლიური ტრადიციები, თუმცა ძალიან ბევრი მესიანური ებრაელი ამაში დიდ ფასეულობას და  აზრსაც ხედავს). ავიღოთ მაგალითად მოსე. ის იყო ღმერთის რჩეული, რომ დაეხსნა ისრაელი. ის გარბის ეგვიპტიდან, ცოლად მოყავს ლამაზი არაებრაელი ქალი და 40 წლის შემდეგ ბრუნდება ეგვიპტეში ცოლთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად.

 

ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილში, რომ ღმერთს სურდა მოსეს მოკვლა -რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რადგან მას ხომ ფარაონისგან უნდა გამოეხსნა ებრაელი ერი.

 

და იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა.”- (გამოსვლა 4:24) 

Bliss-Sterling-Silver-Star-of-David-W-Cross-Pendant-1-14-x-78

რატომ იყო ღმერთი ასეთი გაბრაზებული? კითხვაზე პასუხს გვცემს ის, რომ მოსეს არ უნდოდა წინადაეცვითა თავისი შვილები- რომელიც იყო ებრაული იდენტურობის ფუნდამენტური გამოხატულება. შემდეგი ორი მუხლი გვიხსნის რატომ შეიკავა ღმერთმა თავი მოსეს მოკვლისგან:

და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: “სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის.” და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: “სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.”  (გამოსვლა 4:25,26) 

 

თავისი  შვილების წინადაცვეთით მან დააცხრო ღმერთის რისხვა. ღმერთმა წამომართა ერი- რომელიც იყო გამოყოფილი, და ამის ნიშნად ატარებდა ნიშანს საკუთარ სხეულზე, რომელიც განსაზღვრავდა რომ ისინი იყვნენ ღმერთის ერი. მოსე, რომელმაც გაატარა თავისი პირველი ორმოცი წელი ეგვიპტის უფლისწულად, ხოლო შემდეგი ორმოცი- მწყემსად,  არ ჩქარობდა თავისი ვაჟების წინადაცვეთას. ღმერთი ელოდა თავისი ლიდერს, რომელსაც გადასცემდა აბრაამის აღთქმას. მისი უარის თქმა იყო ამბოხის ტოლფასი, ასევე უვიცობა, რომელიც მას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა- სხვა რომ  არაფერი ვთქვათ, ისრაელის ერი ისევ მონობაში დარჩებოდა სანამ ღმერთი სხვა ლიდერს არ მოძებნიდა.

 

არის ასევე ესავი, მალაქია წინასწარმეტყველის წიგნში წერილები ამბობს, რომ ღმერთს უყვარდა იაკობი და სძულდა ესავი (მალაქია 1:2-36). ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული (1იოანე 4:8,16) და უცებ გამოჩნდა, რომ ღმერთს შეუძლია ესავის სიძულვილი. ის რაც გააკეთა ესავმა იმდენად ამაზრზენი იყო, რომ ამან აიძულა სიყვარულს ეთქვა: “მძულს ესავი”. მან გაყიდა თავისი პირმშოობა.

 

და უთხრა ესავმა იაკობს: “მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.” (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.) და უთხრა იაკობმა: “მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.” და თქვა ესავმა: “აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?”და უთხრა მას იაკობმა: “შემომფიცე მე დღეს” და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა. (დაბ.25:30–33)

ესავი უნდა გამხდარიყო ებრაელი ერის მამა, და გაცვალა  პატივი საჭმელზე.  როგორ უდგება ღმერთი ამას?

 

რომ არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ ჰპოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძებდა მას.” (ებრაელთა 12:16,17)

 

ღმერთი მის უყურადღებობას, საკუთარი ებრაული იდენტურობის მიმართ, ადარებს უწმონდურობასა და გარყვნილებას. თუ თქვენ წაგიკითხავთ რას წერენ წინასწარმეტყველები ესავის შთამომავლობაზე, რომ მათ ელოდებათ სამსჯავრო და სიკვდილი (იერ. 49:8,10; აბდია 1:6,8,18-19). აშკარად ჩანს, რომ ღმერთი სერიოზულად უდგება თავისი ერის ებრაულ იდენტობას

რისტიანული საზოგადოებისგან.

mess1

უცნაური სიზმარი

 

ამას ვებრძოდი მრავალი წელი. მე ვეწინააღმდეგებოდი იმას, რომ ვიყავი ებრაელი. სინამდვილეში, როდესაც მივიღე მოწვევა, რომ წავსულიყავი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახურებაზე ამერიკაში, მე ვლოცულობდი რომ წავსულიყავი. მსახურების ბოლოს მე ვაპირებდი ამ სიტყვების თქმას ჩემი ლიდერისთვის: ეს რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, თქვენთან დავრჩებოდი, მაგრამ ღმერთი მომიწოდებს ებრაული მსახურებისთვის. ეხ!” 

 

იმ ღამით, დაახლოებით დილის 4 საათზე, მე ვნახე სიზმარი. მე ვიჯექი ერთ-ერთ კაფეში ლამაზ ქერა ქალთან ერთად. ჩვენ შორის იყო ძლიერი ლტოლვა: ეს ყველაფერი ძალზედ სუფთა და გულწრფელადაც კი გამოიყურებოდა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მე მას ვანახე ჩემი საქორწინო ბეჭედი და ვუთხარი, რომ ძალიან მინდა მასთან ყოფნა, მაგრამ უკვე დაქორწინებული ვარ. და უცებ გავიღვიძე. “ბრრრ”, გავიფიქრე მე. მე მიყვარს ჩემი ცოლი. ღმერთს ვთხოვე, რომ განვეწმინდე ამ ყველაფრისგან.

 

მოგვიანებით იმავე დღეს უფალმა მითხრა, რომ ეს სიზმარი იყო მისგან. შენ მრუშობის სულიდან გამომდინარე მოგინდა არაებრაული მსახურება. მე არ მინდა რომ შენ მიიღო ებრაული მსახურება და იდენტობა ჩემი ზეწოლით. მე მინდა რომ ისე გიყვარდეს ებრაული მსახურება, როგორც გიყვარს შენი ცოლი.” 

 

სწორედ ეს იყო რამაც მთლიანად შემოატრიალა ჩემი მსახურება და ცხოვრება. ახლა მე ვცხოვრობ ისრაელში ცოლთან და შვილებთან ერთად, და ვიღებ გამოწვევას, რომ მივაღწიო ჩემს ხალხს სიხარულით, ასევე გამოწვევას, რომ მივიტანო სახარება ისრაელის ერში.

 

მოწოდება

 

ისრაელი დღემდე მოწოდებულია (რომ. 11:1,11,29). ბიბლია გვპირდება ბოლო დროებში ებრალების გამოღვიძებას (რომ. 11:26, ოსია 3:4-5) თუ ყველა ებრაელი მორწმუნე ასიმილაციას განიცდის, მაშინ ებრაელები დაკარგავენ თავიანთ იდენტიფიცირებას და მოწმობას დედამიწაზე. ღმერთმა არ ქნას! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ებრაელმა მორწმუნეებმა მიიღონ თავიანთი მოწოდება როგორც ებრაელებმა. დიახ, ამან შეიძლება ძალიან სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს ნათესავებსა და მეგობრებში, როგორც ქრისტიანებში ისე ებრაელებში. ხანდახან ეს შეიძლება იყოს ძალიან უხერხული. ებრაელების გამუდმებული ზრდა დედამიწაზე როგლრც მაგნიტს ისე იზიდავს იეშუას მოსვლას.

 

განსხვავება არის მოწოდებაში და არა ფასეულობაში

 

ხანდახან ქრისტიანები ებრძვიან იუდევლებს, რადგან მათ აქვთ უნიკალური მოწოდება, როგორც უფროსი ძმებისა, და ამის გამო შეიძლება განვითარდეს ქვეცნობიერში არასრულფასოვნების კომპლექსიც. საყვარელნო, გთხოვთ გაიგეთ, რომ ამას არავითარი საერთო არ აქვს ღმერთის ფასეულობასთან. ათშვილიან ოჯახში, ნორმალურია, რომ უფროსს ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც არ აქვს სხვა დანარჩენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსი ძმები მეტად უყვართ, უბრალოდ მათ აქვთ გარკვეული მოწოდება, როგორც პირველებს.

 

და გახსოვდეთ რომ ეს მოქმედებს ორმხრივი თანმიმდევრობით. როგორც წერია სახარებაში პირველ რიგში იუდეველს“, ასეა სამსჯავროც.

 

გასაჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანს, ვინც ბოროტს ჩადისჯერ იუდეველს და მერე ბერძენს. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენსჯერ იუდეველს და მერე ბერძენს. რადგან ღმერთთან არ არის მიკერძოება.” (რომაელთა 2:9-11) 

 

შუა საუკუნეებში, ებრაული იდენტობა არათუ იყო წახალისებული ეკლესიის მიერ, არამედ ებრაელ მორწმუნეებს სიკვდილითაც კი ემუქრებოდნენ, იმის გამო რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ თავიანთ ებრაელობას არ უარყოფდნენ. მაშასადამე რადგან ღმერთი ბოლო დროს კრებს ისრაელის გადარჩენილ ნატამალს, ნება მომეცით, მოგიწოდოთ, რომ მხარი დაუჭიროთ ებრაელებს თავიანთ იდენტურობაში. ასე თუ მოიქცევით, მჯერა რომ, თქვენ აახლოებთ უფლის მოსვლას.

 

 

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა