ისრაელისა და ეკლესიის როლის გაგება. ნაწილი მესამე

JC008S_2__34285.1411129217.1280.1280

 

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაში რომელიც შეეხებოდა ისრაელსა და ეკლესიას შორის არსებული უნიკალური ურთიერთობას, მე ეს ურთიერთობა შევადარე ქორწილს და ყურადღება გავამახვილე იმ გიჟურ ქაოსზე, რაც შეიძლება ხშირად უძღოდეს წინ თავად ცერემონიას. ახლა სწორედ ამ სიგიჟის დროა საუკუნეთა აღსასრულს, როცა ქრისტე უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე, როგორ ნეფე და მას სურს, რომ მისმა სასძლომ დიდი ყურადღება მიაქციოს ამ უკანასკნელი საათის მოვლენებს.

ჩვენ სრულად უნდა განვიხილოთ ებრაელებსა და ელინებს შორის არსებული ურთიერთობა, რათა შევარიგოთ ისინი და გამოვასწოროთ ის საკითხები, რომლებიც გვაშორებს ერთმანეთს, იმ განხეთქილების ჩათვლით, რომელიც მტრობას აღვიძებს იმისათვის, რათა არ მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენთვის განკუთვნილი ამოცანის შესრულებისა.

იგავი ძე შეცთომილის შესახებ

მოდით, განვიხილოთ ისტორია ძე შეცთომილის შესახებ და ვიფიქროთ ელინებისა და ებრაელების, როგორც ახალი აღთქმის ძეთა შესახებ (ლუკ.15:11-31). აღთქმის მიმღებთა უმეტესობა ვინაიდან ელინი იყო, ამ ანალოგიის შუქზე ისინი უნდა მივიჩნიოთ უფროს ძედ, რომელიც მამის ერთგული გახლდათ და მის სახლზე (ეკლესიაზე) ზრუნავდა, თუმცაღა ჩვენს დროში და ასევე, მომავალში, ებრაელი ძე ბრუნდება სრული მონანიებით, როგორც გახლდათ ნაწინასწარმეტყველები ღვთის სიტყვის მეშვეობით და, რომლის მეშვეობითაც უნდა აღსრულდეს ღმერთის დაპირებანი ისრაელისადმი. ებრაელებმა ხომ უნდა სულიერად გამოიღვიძონ და განიწმინდონ, რაც აღთქმული და ნაწინასწარმეტყველები იყო მათთვის მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა და ურჩობისა. იეშუამ აღგვითქვა, რომ მანამ არ დაბრუნდებოდა, სანამ ისინი არ განაცხადებენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“.

გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან. იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში…“(ზაქარ. 12:10,11)

ღვთის სიტყვები და დაპირებანი უნდა აღსრულდეს. წმიდა წერილის ამ კონტექსტის უკეთ გასაგებად ასევე წაიკითხეთ ნაწყვეტი ეზეკიელის წიგნიდან (36:22-28). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის განიზრახავდა ისრაელის სულიერ აღორძინებას, რათა, საბოლოოდ, მისი ებრაული ოჯახი მთლიანად გამოსყიდულ იქნას, წმინდა წერილის ამ ადგილებზე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ეს აღორძინება მოხდება არა იმდენად მათი გულისთვის, არამედ,  ღმერთის წმინდა

სახელისა და იმისათვის, რომ აღსრულდეს მისი სიტყვები და დაპირებანი მათ აღორძინებასთან დაკავშირებით.

Jewish_Confirmation_c1900

 

ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ამის გაგება ახლა, უკანასკნელ დროს, რადგან ღმერთი გეგმავს თავისი დიდების გამოცხადებას ერებისათვის ებრაელი ერის აღორძინების მეშვეობით. ამგვარად, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უფალი განდიდდეს დედამიწაზე, უნდა სრულად დავეთანხმოთ ისრაელის სულიერ აღორძინებას და ეს აღორძინება ჩვენს პრიორიტეტად ვაქციოთ; ვინაიდან ჩვენი მონაწილეობა უკანასკნელი ჟამის ამ გეგმაში ხელს შეუწყობს როგორც სულიწმიდის გადმოღვრას, ასევე უფლის დაბრუნებას. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ისრაელის შემორიგება აღდგომის ძალით მოხდება! (რომ.11:15)

ძე შეცთომილის ისტორიას დავუბრუნდეთ და განვიხილოთ მამის და უფროსი ძის საპასუხო რეაქციათა შორის განსხვავება, რათა უკეთ გავიგოთ ადამიანის გული ძმის რეაქციის მეშვეობით და ღმერთის გული მამის რეაქციის მეშვეობით, ვინაიდან მხოლოდ მამის გულიდან გამომდინარე ქმედებით შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ამოცანა, რომ გვიყვარდეს ისრაელი, ვითარცა საკუთარი თავი. ეს ოჯახური გაერთიანება და შერიგება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში უნდა მოხდეს სულით და ეს მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი. მამისა და უფროსი ძის რეაქციათა შორის განსხვავება უზარმაზარია. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ისრაელის სიყვარულს ძმის გულის მეშვეობით, რაც ასე კარგად ასახავს როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკლესიის დამოკიდებულებას ისრაელისადმი, ასევე, ჩვენს ადამიანურ უძლურებას. სრულად ამ საკითხს განვიხილავ ჩემს ახალ წიგნში „ეზეკიელის თაობა“ (The Ezekiel Generation).

დაზიანებულია  თუ  არა  ჩვენი  წარმომავლობა  წარსულით?

ვიცი, რომ ეს რთული, დელიკატური და უკიდურესად მგრძნობიარე თემაა — ჩვენი წარსულის ხელახლა გააზრება, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც უკვე მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ სხვა ადამიანთა ქმედებებზე, არამედ მხოლოდ საკუთარზე, ეს არ აბათილებს ჩვენს წინაპართა წარსულის მიერ მოხდენილ გავლენას ჩვენზე, თუ ამ წარსულს არ უარვყოფთ და მის გამო არ მოვინანიებთ. წინაპრების ცოდვებს ხომ გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენსა და ჩვენს ქცევებზე მეოთხე თაობამდე (გამოსვლ.20:5).

განა ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში არ გვიხდება ჩვენს წინაპართა წარსულის გადალახვა და მისი გავლენის უარყოფა (ჩვენი მშობლების ცოდვებისა)? მე ამის კეთება მიწევდა იმ საკითხების მიმართ, რა საკითხებშიც იყვნენ გარეულნი ჩემი მშობლები და და მათი მშობლები. იგივე შეიძლება ითქვას ანტიებრაული განწყობის შესახებაც, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერად ვლინდება ეკლესიის წარმომავლობაში ძველი დროიდანვე. მაგალითად რასიზმიც გვეყოფა და ისიც, რა ძლიერ გავლენას ახდენს ის მორწმუნეებზე.

5841797671_02a0cce567_b

 

დარწმუნებული ვარ, რომ მტერი ამ ყველაფერს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ ისე, რომ ამას ვერც ვხვდებით და ამიტომ, მინდა ამას ნათელი მოვფინო. ეშმაკს შეუძლია თავის ციხე-სიმაგრეთა აგება და ადგილის დამკვიდრება მხოლოდ იქ, სადავ ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის თუნდაც რაიმე ფორმა არსებობს. ამ შემთხვევაშიც ეს დაუმორჩილებლობა თვალებს გვიხვევს და გვაშორებს ჩვენს ამოცანას − აღვძრათ მათში მოშურნეობა (რომ. 11:13-15) და გვიყვარდეს ისრაელი, ვითარცა თავი ჩვენი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს საკითხი, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით მიიღო ჩვენმა თაობამ, გონებას გვიბინდავს და აბრმავებს ჩვენს სულიერ მხედველობას ისრაელისა და იმ ერთობისადმი, რომლის გამოვლენაც უნდა მამას თავის ოჯახში, რათა მან შეძლოს თავისი ნების გამჟღავნება ჩვენი მეშვეობით და მოაახლოვოს უკანასკნელი ჟამი.

მთელი გულწრფელობით მოგმართავთ და ამ საკითხს წამოვჭრი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ღმერთისეული განკურნება და შერიგება მოვიდეს, რადგან ქრისტეში არ არის განკითხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმომავლობა უნდა გაიწმინდოს წარსულისგან, რომელიც არ გვაძლევს ნებას აღვასრულოთ დიადი დანიშნულება: გავხდეთ ღმერთის თანამშრომელნი და გამოვათავისუფლოთ უფლის სუნთქვა და სიცოცხლე მისი პირმშოსათვის (ეზეკ. 37:9-11).

 მაგრამ როგორ შევძლებთ გულწრფელად მოველოდოთ ისრაელთან, ბოლო დროის ეკლესიებსა და თეოლოგებთან დაკავშირებით წმინდა გამოცხადებას და გაგებას, თუ ჩვენი ეკლესიის ისტორია, ებრაელთა მიმართ დამოკიდებულებაში, მხოლოდ სიბნელის შემცველია? თუ ებრაელთა მიმართ ჩვენს წინაპართა ქმედება სრულებით ეწინააღმდეგებოდა მორწმუნეთადმი ღმერთის მოწოდებას გამოევლინათ ებრაელებისადმი გულმოწყალება, აღეძრათ მათში მოშურნეობა მათ ღმერთთან ჩვენს ახლო ურთიერთობათა მეშვეობით, რომელიც ახლა ჩვენი ღმერთიცაა? ბოლოს და ბოლოს, რომელ ვაზზე ვართ დამყნობილნი? განა ღვთის ოჯახი შეიძლება სრული იყოს ისრაელის გამოღვიძების გარეშე?  (რომ.11)Lapy_zydowskie

აი, ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ეკლესიამ ჯერ ვერ მიაღწია ისრაელსა და ბოლო დროსთან დაკავშირებული ღვთის გამოცხადების სისრულეს: რადგან მტერი ჩვენს წარსულს იყენებს იმისათვის, რომ დაყოფა იყოს კვლა ჩვენ შორის; ის ჩვენს წინაპართა ქმედებებს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. მე ამას თაობის ანტისემიტიმს ვუწოდებ და არა მხოლოდ აშკარა ანტისემიტები არიან ამ გავლენის ქვეშ, თუმცა ჩვენთვის გაცილებით ადვილია ანტისემიტებად ყოფნა, რადგან ეს ჩვენი წარმომავლობის ნაწილია.

ანტისემიტიზმის არსებობა ჩვენს მემკვიდრეობაში მტერს ნებას აძლევს ისე დაამახინჯოს და დაბინდოს ჩვენი ხედვა და გაგება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისრაელი გვიყვარს კიდეც, მაგრამ მაინც გახლართულნი ვართ ჩვენს თეოლოგიაში. მეჩვენება, რომ ამით განიმარტება ის, რომ დღეს ბევრ მორწმუნეს შორის და ეკლესიებშიც შეიმჩნევა თითქმის რომანტიკული კავშირი ისრაელის მიწის მიმართ და დაკარგულია გაგება ჩვენი უნიკალური ამოცანის შესახებ − დავეხმაროთ ისრაელს სიცოცხლის მოპოვებაში. ჩვენ უფრო მეტად მიწით ვართ დაკავებულნი, ვიდრე ხალხით, რომლის ფასიც განუზომლად მეტია.

მტერი თუ ახერხებს იმას, რომ ჩვენს მოწოდებას დაგვაშოროს, რომელი მოწოდებაც, დარწმუნებული ვარ, ლოცვიდან და მონანიებიდან იწყება, ეს მას ჩვენზე ბატონობის ნებას აძლევს. მაშინ უფალი დაბრუნდება! უბრალოდ, დაფიქრდით იმ ეკლესიათა შესახებ, რომლებიც უმეტესწილად ებრაელებით დასახლებულ ადგილებზე მდებარეობს. როგორ შეძლებენ ისინი, რომ არ დაუთმონ საკმარისი ყურადღება მათ და არ მოისურვონ მათი გულის კარამდე მიღწევა? ხშირად სწორედ ასე ხდება. რა არ არის რიგზე ამ შემთხვევაში? დღევანდელ დღემდე ჩვენს საღვთისმეტყველო შეხედულებებსა და პოზიციებში ჩვენ მაინც ვერ გავიგეთ ის, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ეკლესიასა და ისრაელს შორის ამ უკანასკნელ ჟამს, ვერ გავიგეთ, რომ ღმერთი მათ თავად გაათავისუფლებს. მე უკვე დავწერე ამის შესახებ სხვა სტატიებში, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ არსებული პოზიცია სერიოზულ გადახედვას და გამოსწორებას მოითხოვს, რადგან მამაც და ძეც ელოდებიან ჩვენს გულწრფელ და ბეჯით შუამავლობას, რომელიც მხოლოდ ღვთის ოჯახთან სულიერი გაერთიანებით შეიძლება აღიძრას; ეს სულიერი გაერთიანება კი ნიშნავს მამის გულის მიღებას ისრაელთან დაკავშირებით.

მე მწამს, რომ დადგა  დრო გავერკვეთ  ამ არცთუ  მარტიც საკითხში და სულიწმიდას ნებას მივცეთ დაანგრიოს წარსულის ნებისმიერი უღვთო გავლენა, რაც ჯერ ისევ ზემოქმედებს ჩვენს თაობაზე. უდავოა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვეთ მასში, რადგან განკითხვა ყოველთვის ღვთის სახლიდან იწყება (1პეტრ.4:17). გთხოვთ, დაიწყეთ სერიოზულად ლოცვა ამ საკითხის შესახებ იმისდა მიუხედავად, მეთანხმებით თუ არა.

ავტორი — Grant Berry / charismanews.com
თარგმნა – ნინო  ხუროშვილმა .