დროის აღსასრულთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი ებრაელი ხდება მესიის მორწმუნე

APTOPIX Mideast Israel Yom Kippur

 

მახსოვს, გასული წელს, დილით ჰამასმა რაკეტების მთელი რიგი დაუშინა ისრაელს. ასეთია ცხოვრება აქ, წმიდა მიწაზე. იქიდან გამომდინარე,თუ რამდენი განსაცდელი და საფრთხე აკრავს გარშემო ამ პატარა მიწას, მრავალი თეოლოგი ვერ ხვდება, რომ ისრაელის აღორძინება,წინასწარმეტყველების აღსრულებაა.

წერილი მხარს უჭერს ამ მოსაზრებას:

ღმერთმა თქვა:შეგკრებთ ყველა ხალხისგან. შეგკრებთ ერთად და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.“ (ეზეკიელი 36:4. თანამედროვე თარგმანი) “მე ვიქნები ნაპოვნი თქვენგან,ამბობს უფალი,  დაგაბრუნებთ ტყვეობიდან და შეგკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან,სადაც გაგფანტეთ,ამბობს უფალი, და დაგაბრნებთ იმ ადგილას,სადანაც გაგასახლეთ.“(იერემია29:14)

„რადგან,აჰა,დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან-ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში,რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას და დაიმკვიდრებენ მას.“ (იერემია 30:3) ( ამ ორი მუხლის გარდა,კიდევ უამრავი მუხლი საუბრობს იმავეზე წმიდა წერიოლში).

ბიბლიური თვალთახედვით ამ საკითხზე ორი აზრი არ არსებობს,რადგან ღმერთი დაჰპირდა მათ ამასმ და ის აღასრულებს,დააბრუნებს ებრაელ ერს ისრაელის მიწაზე. ეზეკიელის მეთოთხმეტე თავიდან ვიცით,რომ როდესაც იეშუა დაბრუნდება, ებრაელებს იერუსალიმში ომი ექნებათ.

პავლე მოციქული რომში აფრთხილებდა თანამორწმუნეთ,რომ დაკვირვებით ყოფილიყვნენ. მან იწინასწარმეტყველა,რომ ეკლესია დაიწყებდა ებრაელების დევნას და მკაცრად გაკრიტიკებდა მას.ის აფრთხილებდა წარმართებს,რომ არ მოქცეულიყვნენ მედიდურად.

(რომაელთა 11:20-23)

„კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ  კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ  გეშინოდეს. ვინაიდან თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები,არც შენ დაგინდობს. ამიერიდან ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს:სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე,თუ იდეგბი მის სახიერებაში,თუ არადა, შენც მოიკვეთები. და ისინიც, თუ  ურწმუნოებაში არ  იდგებიან,დაემყნობიან,რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.“

ადვილი იქნებოდა ყურადღების გამახვილება მხოლოდ 23-ე მუხლზე,სადაც საუბარია,რომ ღმერთს კვლავ ძალუძს ისრაელის ხსნა. მაგრამ მანამდე საუბარია,რომ ჩვენ სამართლიანები და წმიდები უნდა ვიყოთ სიხლის ისტორიასთან მიმართებით. სამწუხაროა,რომ ტარსუსელი რაბინის,პავლეს, სიტყვებს არ იცავდა ეკლესია. ამის მაგიერ,ეკლესია ასამართლებდა ისრაელს და საკმაოდ ხშირადაც გაუდევნია ებრაელები,დაუხოცავთ კიდევაც.

supercoolpics4

 

ვიღაცას შეუძლია თქვას,რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესია დევნიდა ებრეაელებს და სასამრთლოც სამართლიანი იყო,ადამიანური წესებიდან გამომდინარე. მაგრამ:  ღმერთს ეს დავალება ეკლესიისთის არ მიუცია. მას არ მოუწოდებია ეკლესია ისრაელის განსასჯელად,არამედ მოუწოდა მას,“რომ აღეძრო ისრაელში შური უფლის კანონის დაცვისა.“ (რომაელთა 11:11) კათოლიკური ეკლესია კი მხოლოდ ასამართლებდა. მე ვიყავი რომში, ის ლამაზი ქალაქია,მაგრამ მკვდარი.

პაპები და კარდინალები უკრძალავდნენ წმიდა წერილის კითხვას, არამხოლოდ უბრალო მოსახლეობას, არამედ თავად ღვთისმსახურებსაც კი, მრავალი მღვდელი ჩამოშორებული იყო ბიბლიის კითხვის პრივილეგიას. ამგვარი მეთოდი აძლევდა მას საშუუალებას ეკონტროლებინა ხალხი და ესწავლებინა მათვის არაბიბლიური  ჭეშმარიტებები,მაგალითად: განსაწმედელზე-რაც,სინამდვილეში ღვთიურობასთან არაა დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ დაკავშირებული იყო შემოსავალთან. ისინი არწმუნებდნენ ხალხს,რომ რა წამსაც შეიძენდნენ ინდულგენციებს,მათი გარდაცვლილი ახლობლების სულები დატოვებდნენ განსაწმედელს და გადაინაცვლებდნენ ზეცაში.  კათოლიკურმა ეკლესიამ ასობითა და ათასობით ადამიანი დაარწმუნა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობის მიღებაში. ჰპირდებოდნენ მათ ხსნას,თუ ისინი ბრძოლის დროს დაიღუპებოდნენ უთუოდ ზეცაში.

 რათქმაუნდა, ანტიებრაული განწყობა ეკლესიაში შუასაუკუნეებამდე გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდში ჩაისახა. ავგუსტინე,რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ისტორიაში,ასწავლიდა ეკლესიას,რომ ისრაელი მხოლოდ იმიტომ დატოვა ღმერთმა თავის მიწაზე,რომ ეკლესიის ტრიუმფი ახილვინოს მას. „ებრაელები იმსახურებენ სიკვდილს,მაგრამ მათ მისჯილი ჰქონდათ დედამიწაზე ხეტიალი,რათა მოწმები ყოფილიყვნენ ეკლესიის გამარჯვებისა სინაგოგაზე.“ (ამბობდა იგი).

ჩანაცვლების თეორია ეკლესიაში აღზევდა.  მიუხედავად იმისა,რომ ოდესღაც პავლე წერდა ეკლესიას,რომ ის ისრაელისგან უცხო აღარ იყო (ეფეს 2:19). პავლე ამბობს რომაელთა 11:29-ში:“ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.“ მიუხედავად იმისა,რომ პავლე საუბრობდა ისრაელზე, ევსევი (275-339წწ) ასწავლიდა,რომ ეს ეხებოდა მხოლოდ წარმართებს,ხოლო ისრაელს იგი წყევლიდა. იგი ამბობდა,რომ“ეკლესია-ესაა ნამდვილი ისრაელი.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

ეკლესიის სხვა ლიდერები შედარებით უფრო მეტად  ააშკარავებდნენ ისრაელისადმი სიძულვილს.

ებრაელები-ჯიუტი ხალხია, ღვთისგან დაწყევლილები სამუდამოდ.“-ილარი პუატევენსკი(291-371წწ).

„ებრაელნი-გველის ნაშიერნი, სიმართლის მოძულენი“-გრიგორი ნისკი (გარდაიცვალა 394წელს).

ებრაელები-ხარბები,რომლებიც იუდას ფორმას იღებენ. მათი ლოცვები და ფსალმუნები ვირის ყროყინს ჰგავს“-ამბობდა წმიდა იერონიმე (347-407წწ). შენიშვნა: იერონიმეს ეტყობა დაავიწყდა,რომ სხვა 11მოწაფე, იუდას გარდა, ებრაელი იყო, რომელთაც  გაავრცელეს სახარება მთელს დედამიწაზე, რათა წარმართებსაც ეპოვათ ხსნა და მან თავადაც იმ 11მოციქულის წყალობით ჰპოვა უფალი.

შემდეგი  ციტატა მოდის იმ  ადამიანისაგან ვისაც  ოქროპირს უწოდებდნენ, მისი  ქადაგებები ძალიან მხურვალე და ემოციური  იყო, მას  წარმოადგენენ  როგორც  ძალიან წმიდა ადამიანად. განსჯა თქვენთვის  მომინდია.

„სინაგოგა-ეს უარესია, ვიდრე საროსკიპო  დაწესებულება… ეს არის თავშესაფარი დამნაშავეებისა და გარეული მხეცებისა. დემონების ტაძარი,რომელნიც ემსახურებიან კერპებს და თაყვანსცემენ მათ.ბანდიტებისა და ხალხის ამრევთა თავშესაფარი.ებრაელთა შესაკრებელი. ადგილი,სადაც დასცინიან ქრისტეს. ეს ადგილი დუქანზე  უარესია. ქურდთა საკრებულო, ურჯულოების ბუნაგი,რომელიც მომართულია ბოროტებისკენ,და ელის საუკუნო წყვდიადი,წყევლა და სამუდამო ტანჯვა.“-იოანე ოქროპირი. (344-407წწ)

supercoolpics3

 

ზემოთთქმულ ბრალდებებზე დაყრდნობით ესპანეთში დაიწყო ებრაელთა საკრებულოების  დევნა. ებრაელებს მისცეს არჩევანი:ან წასულიყვნენ ქვეყნიდან, ან მიეღოთ ქრისტიანობა. ინკვიზიციების დროს 30 ათასზე მეტი ებრაელი იქნა მოკლული ეკლესიის მიერ. მათი ცოდვა იყო ის,რომ არ გახდნენ კათოლიკები და აგრძელებდნენ  იუდეველად ყოფნას. შაბათ საღამოს ებრაულ ოჯახებში შაბათის  სანთლის ანთება სიკვდილით ისჯებოდა. ქრისტიანობაზე მოქცეულ ებრაელს ცოცხლად დაწვავდნენ,ღორის ხორცის ჭამაზე უარი რომ ეთქვა.

გასაკვირი როდია ჰიტლერის სიტყვები,რომ ის ამთავრებს იმას,რაც დაიწყო ეკლესიამ.

თუმცა ყველაფერი ვერ დასრულდებოდა ასე,ხომ ასეა? შეეძლო კი იეშუას დაბრუნებულიყო ანტისემიტ  საცოლისთვის?- არანაირად.!ბოლო დროის ეკლესიას ეყვარება ისრაელი. რადგან ებრაელებმა ხსნა მოუტანეს მთელს ერებს,ჭეშმარიტი ეკლესია გამოაღვიძებს ისრაელს.  უმცროსი ძე აღარ გააგრძელებს პირმშოს დევნას. მახსენდება კასპერ ტენ ბუმის საოცარი დამოწმება.  როდესაც ებრაელები აიძულეს გაეკეთებინათ ყვითელი ვარსკვლავები სამოსზე,ის წამოდგა და მათ რიგში ჩადგა. ეს სიყვარულის ის ტიპია,რომელზეც პავლე საუბრობს, ღვრის რა თავის გულს რომაელთა მეცხრე თავში-რომ იყო მზად გაეცვალა თავისი  ხსნა ისრაელის ხსნაში.

(რომაელთა9:2-4)

რომ დიდი ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისათვის,ჩემს ხორციელ თვისტომთათვის,რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება,აღთქმანი და რჯულმდებლობა,მსახურებანი და დაპირებანი.“ supercoolpics4

 

ამგვარი თანაგრძნობა შეიძლება ვპოვოთ მხოლოდ მაშიახის გულში. სწორედ ამგვარი თავგანწირვა და დაცვა გამოაღვიძებს ისრაელს,რაზეც წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველები.

„აი დადგება დღეები,ამობს უფალი,როდესაც დავუდებ ისრაელის სახლსა და იუდას სალხს ახალ აღთქმას.“ (იერემია 31-31)

(ზაქარია 12:10)

„გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა  და შეწყალების სულს მიხილავენ მას,რომელიც განგმირეს,დაიტირებენ მას,როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო,როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.“

(იეზეკიელი 36:25-28)

„გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმენდთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმენდთ თქვენ. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით,რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ. იცხოვრებთ იმ ქვეყანაში,რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი,იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები.“

supercoolpics5

 

ჩვენ გვაქვს მსგავსი წინასწარმეტყველება,თავად იეშუას მიერ ნათქვამი. მან თქვა:“ ვერ მიხილავთ,სანამ არ იტყვით:კურთხეულია უფლის სახელით მომავალი.“ (მათე 23:39)

ივრითულად:“:კურთხეულია მომავალი (ვინც მოდის)“ასე ჟღერს- „ბარუხ აბა.“-ეს მისალმებაა. სხვა სიტყვებით იეშუამ თქვა:“მე არ დავბრუნდები მანამდე,სანამ თქვენ არ მომესალმებით,შემეგებებით.“ ისევე,როგორც დავითმა თქვა,რომ არ დაბრუნდებოდა იერუსალიმში,სანამ მისი ძმები არ მიგებებოდნენ მა.  (2მეფეთა 19:11-18)

პავლე უფრო ნათლად ამბობს,როდესაც მიუთითებს,რომ წარმართთა სისავსის შემდგომ,მთელი ისრაელი გადარჩება.  (რომაელთა 11:25-26)

ყურადსაღებია,რომ ის იწყებს 25-ე მუხლს  სიტყვებით:“რადგან არ მინდა დაგტოვოთ,ძმებო,უცოდინრობაში ამ საიდუმლოსთან მიმართებით…“ სხვა სიტყვებით,ისრაელის მიმართ ღმერთის გეგმის გაგება ეკლესიისგან, ბოლო დროის გამოცხადებაა-ეს იყო საიდუმლო.

ისევე,როგორც ისრაელი იყო ბრმა იეშუასთან მიმართებაში,ეკლესია იყო ბრმა ისრაელის მიმართ და მისი მომავალი აღორძინების მიმართ. მაგრამ,დიდება უფალს,უფრო და უფრო მეტი მორწმუნე ღებულობს ებრაელ ძმებს,მესიის ძმებს და სულ უფრო და უფრო მეტი ებრაელი უბრუნდება მესიას.

ავტორი – რონ კონტორ

თარგმნა – ია კარგარეთელმა

წყარო http://ieshua.org/