გასულ დღეებში მივიღე ელექტრონული შეტყობინება,ჩვენს სტატიაზე ახალ აღთქმასთან დაკავშირებით. ავტორი იწერებოდა:“ ფაქტია ასევე ისიც,რომ იესო ებრაელი აღარ არის. მას არ აქვს ნაციონალური ან ეთნიკური წარმომავლობა.“ვიფიქრე,რომ სიტყვა „ფაქტი“-ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია,მაგრამ მიყვარს გამოწვევები,ავტორმა კი დამაინტრიგებელი საკითხი წამოჭრა: რას ამბობს სინამდვილეში ბიბლია იეშუას ეთნიკურ და ნაციონალურ წარმომავლობაზე მისი აღდგომის შემდგომ?
დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო: დიახ,მე მჯერა,რომ ბიბლია ახლაც ამბობს იეშუაზე,რომ ის ებრაელია,თუმცაღა მე არ ვამბობ ამით იმას,რომ ებრაელები სხვა ხალხებზს ჯობიან იმით,რომ ისინი ებრაელები არიან. ღმერთს უყვარს ყველა თავისი შვილი და ყველა ერი. არ არსებობს არავითარი გამყოფი კედელი (ეფეს2). ნებისმიერ ადამიანს დედამიწააზე მხცოვრებს შეუძლია ღმერთის თანდასწრებაში შესვლა იეშუას მსხვერპლის მეშვეობით. იყო ებრაელი-ეს მოწოდებაა (რომ. 11:29) და არა უპირატესობა (საქმეები 10:34).
დავიწყოთ:
7 მტკიცებულება იმისა,რომ იეშუა ისევ ებრაელია.
1.ეს შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს.მაგრამ გამოცხადების წიგნში მხოლოდ იეშუა კი არ ინარჩუნებს თავის ეთნიკურობას,არამედ ჩვენ ყველანიც. როდესაც იოანესათვის შესაძლებელი გახდა ჩაეხედა მარადისობაში,მან თქვა:“ ამის შმდეგ აჰა ვიხილე უამრავი ხალხი,რომლის დათვლა არავის შეეძლო,ყოველი ერიდან და ტომიდან,ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილები და პალმებით ხელში.“ (გამოცხ. 7:9) ეს ხდებოდა არა დედამიწზე,არამედ ზეცაში. იოანეს ეთქვა,რომ ისინი იმყოფებიან ღმერთის ტახტის წინაშე და ემსახურებიან მას დღე და ღამე (გამოცხ. 7:15). და მაინც იოანემ შეძლო მათი ეთნიკურობის დადგენა. განა ეს საოცარი არ არის? ღმერთს უყვარს ერები. მას აქვს საუკუნო მიზანი ყველა ქვეყნისთვის,მომავალ საუკუნეშიც კი.
- 2. აღდგომის შემდგომ იეშუას უწოდეს ლომი იუდას ტომიდან და დავითის ფესვიდან. „ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: ნუ სტირი,გაიმარჯვა ლომმა,იუდას ტომიდან,დავითის ფესვმა,რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი.“ (გამოცხ.5:5).
ორივე ეს წოდება დაკავშირებულია მის მიწიერ წინაპრებთან და მათ ეთნიკურ წარმომავლობასთან. ის არის ლომი იუდას ტომიდა, “არის“ და არა „იყო“
- 3. როდესაც იეშუა დაბრუნდება ის ისრაელის მხარეს იბრძოლებს.
„მაშინ გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს,როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.“ (ზაქარია 14:3)
- როდესაც ის დაბრუნდება,ის მოვა ზეთისხილის მთაზე,იერუსალიმში და არა ვატიკანსა და თბილიში
„შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე,იერუსალიმის პირდაპირ რომ არის,აღმოსავლეთით,შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა,მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა.მეორე ნახევარი სამხრეთისკენ.“ (ზაქარია 14:4).
- ის დააფუძნებს თავის მესიანურ სამეფოს იერუსალიმში და არა რომში!.
- 6. ის თვალყურს გაუწევს ისრაელში კარვობის დღესასწაულს,როემლიც დააფუძნა თორადან. „მპხდება ისე,რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს.წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.“ (ზაქარია 14:16).
- მან უთხრა თავის მოწაფეებს:
„უთხრა მათ: სურვილით მსურდა მეჭამა თქვენთან ერთად ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნებით თქვენ,რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში. აიღო სასმისი,მადლი შესწირა და უთხრა მათ:მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.რადგანბ გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან,ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.“(ლუკა 22:15-18).
იეშუა კვლავ აღნიშნავს ფესახის დღესასწაულს,როდესაც მოვა „ღვთის სასუფეველი.“ თუმცაღა,ღვთის სასუფეველი ნაწილობრივ მოვიდა,როდესაც იეშუა განკაცდა,მაგრამ მან მიანიშნა მომავალზე,თავისი აღდგომის შმდგომ პერიოდზე-როგორც ჩანს მესიანურ ერაზე,ანუ ათასწლიან მეფობაზე,როდესაც ის დაბრუნდება.
წერილის ავტორმა მომწერა შემდეგი შეტყობინება,იმის თაობაზე,რომ მოეყვანა ბიბლიიდან ის მუხლები,რომლებიც მის მოსაზრებას ამტკიცებდნენ. მე ჩემს პასუხებსაც დავწერ თითოეულ მის მიერ წამოყენებულ პუნქტზე.
მისი მონაწერი: 1-„რა საჭიროა ბიბლიური მუხლები,ჯანსაღი მსჯელობა ყველაფერს პასუხობს.“
ჩემი პასუხი: იმ ინფორმაციიდან გამომდინარე,რომელიც მე მოგაწოდეთ,ვფიქრობ ბიბლიური მუხლები აუცილებელია,იმის დასამტკიცებლად,რომ იეშუა ახლა ებრაელი აღარ არის.
- ნუ რადგან თქვენ ასეთი მტკიცებულება გესაჭიროებათ, პავლე ამბობს,რომ ჩვენ მოგვეცემა განდიდებული სხეული.. ახალი სხეული.
პასუხი:
ეჭვგარეშეა და მეც ველი მაგ დღეს,მაგრამ ეგ მუხლი არ საუბრობს იმაზე,რომ ახალი სხეულის გამო ჩვენ ჩვენს ეთნიკურობას დავკარგავთ. იოანე ხედავს (მომავლის სურათს) გარდაცვლილთ,რომელთაც უკვე მიიღეს ახალი სხეული,მაგრამ ის კვლავ განარჩევს მათ ეთნიკურობას ერთმანეთისგან. თანაც მეფის მოსვლის შედგომაც რჩება ქვეყნები და ქალაქები.“ ერები მოვლენ იერუსალიმში“ ამბობს ზაქარია.ეგვიპტე სახელით არის მოხსენიებული. აღდგომის შმდგომ იეშუას სხეული კი განდიდდა,მაგრამ, არ შეცვლილა,რადგან მოწაფეები ხედავდნენ მას და მის სხეულზე ჭრილობებსაც.
„იმავე დღის საღამოჟამს,ერთშაბათს,როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი,სადაც მოწაფეები იყვნენ,მივიდა იეშუა და დადგა მათ შუაში და უთხრა მათ:“მშვიდობა თქვენდა.“ ეს რომ თქვა,უჩვენა ხელები და ფერდიც. მოწაფეებ,მა გაიხარეს უფლის ხილვით.“ (იოანე 20:19-20).
- იესო მარიამ ვერ იცნო აღდგომის შემდგომ. ასევე ემაუსის გზაზე მიმავალმა მოწაფეებმა ვერ იცნეს იგი.
პასუხი:“ დიახ,მაგრამ არა იმიტომ,რომ ის ებრაელი აღარ იყო,არამედ იმიტომ,რომ თვითონ აუბა თვალები მათ,რომ ვერ ეცნოთ იგი. მას სურდა მათტან საუბარი,ოღონდ ისე,რომ მათ ვერ ეცნოთ და ასეც მოხდა,როდესაც ისინი მოსეზე საუბრობდნენ.
„მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.“ (ლუკა 24:16)
რაც შეეხება მირიამს მას ის მებაღე ეგონა. განა ეს ჰგავს განდიდებულ სხეულს? ისეთს,როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. საქმე იმაში კი არ იყო,მისი ცნობა იყო შეუძლებელი,არამედ იმაში,რომ მირიამს მწუხარებისგან გონებნა ჰქონდა დაბინდული. მაგრამ,როგორც კი მან მას სახელით დაუძახა:“მარიამ“ ქალმაც შესძახა:“რაბუნი (მოძღვარო)“.
მოციქულებმაც უმალ იცნეს იგი და მან 40დღე დაჰყო მათთან.
ასე,რომ ჩვენ წინაშეა განმარტება ბიბლიიდან იმის შსახებ,რომ იეშუას ებრაელობა არ შეუწყვიტავს.
ღმერთმა დაგლოცოთ!
თარგმნა – ია კარგარეთელმა