ისრაელის მიერ მიწის უკანონო ოკუპაციის შესახებ მითის გაქარწყლება

2492923144_03b158fda7_o

არსებობს გამოთქმა, რომელსაც ხშირად იყენებს მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება: „ოკუპირებული ტერიტორია“. ეს სიტყვათშეთანხმება განსაზღვრავს, პირდაპირი გაგებით, მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას და პერსპექტივას.

თავისი პირდაპირი და ჭეშმარიტი მნიშვნელობით „ოკუპირებული პალესტინის ტერიტორია“ ნიშნავს, რომ ისრაელი უკანონოდ ახდენს სხვისი კუთვნილი მიწის ოკუპირებას. სხვა სიტყვებით, ისრაელი არღვევს საერთაშორის კანონს. ისრაელს არ აქვს რაიმე უფლება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაკავებული აქვს და თავად მწვანე ზოლში მოქცეული ისრაელის ტერიტორიაც კი საეჭვოა.

მშვიდობა შეუძლებელია, რადგან ისრაელი საცხოვრებელ სახლებსა და ქალაქებს აშენებს (რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, დასახლებებს უწოდებენ) „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ისრაელი თუ უარს იტყვის თავის პრეტენზიებზე, რომელთაც ის აცხადებს „ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“, მაშინ არაბები სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებენ და მიწაც განთავისუფლდება იმ ყველაზე დიდი დაძაბულობისგან, რაც მუდმივად არსებობს ახლო აღმოსავლეთში.

გამაოგნებელია, რა ცოტა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა იცის ისრაელის ფესვების შესახებ. ისინი ისე მსჯელობენ, თითქოსდა, ისრაელი უეცრად გაჩნდა, ერთ დღეში, არაბებს მიწა ჩამოართვა და ხელთ იგდო პალესტინის დედაქალაქი.

იეშუას ყოველმა მიმდევარმა უნდა იცოდეს ფაქტები ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ

3500 წელზე მეტი ხნის წინ ერთი ადამიანი, თავისი ოჯახით, გამოვიდა ქალდეველთა ურიდან (თანამედროვე ერაყი) და მოვიდა მიწაზე, რომელსაც მაშინ ქანაანი ეწოდებოდა. ღმერთმა მას აღუთქვა, რომ ეს მიწა მისი და მის შთამომავალთა მემკვიდრეობა იქნებოდა სამუდამოდ.

რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოს რომელი ჟურნალისტი მიიღებს ღმერთისგან მოცემულ ასეთ ფანტასტიკურ „დოკუმენტს“ კანონიერად? საბედნიეროდ, არის სხვა ოფიციალური და კანონიერი ხელშეკრულება და დოკუმენტები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ უგულებელყოფილია ექსპერტთა და პოლიტიკურ ლიდერთა მიერ, მაგრამ, მაინც უზრუნველყოფს ისრაელის არსებობის საფუძვლიანობასა და კანონიერებას საერთაშორისო დონეზე, რასაც უნდა აცხადებდნენ დღეს სხვა ერები.

World_War_I

ეს იყო პირველი მსოფლიოს ომის დამთავრებისთანავე და მას შემდეგ, რაც ინგლისმა და საფრანგეთმა გატეხეს გერმანია და თურქული ოსმალური იმპერია. იმ დროს მათ სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ ჯილდო გაეყოთ. განა ასე არ იქცევიან გამარჯვებულთა ჯარები? ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ომი ოფიციალურად დამთავრდებოდა, სერ მარკ საიკსმა, ვინც ინგლისის ინტერესებს წარმოადგენდა და ფრაგნმა დიპლომატმა ფრანსუკა ჟორჟ-პიკომ დადეს ხელშეკრულება, რომელიც საიკს-პიკოს ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი და, რომლის თანახმადაც ოსმალური იმპერიის ტერიტორია განაწილდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის (რუსეთიც იღებდა მცირეოდენ მონაწილეობას). დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთის სამხრეთი რეგიონები მიიღო, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, პალესტინის ტერიტორია (ჯერ კიდევ რომაელებმა მიანიჭეს ეს სახელწოდება ისრაელის მიწას), საფრანგეთმა კი − დიდი სირია. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა საფრანგეთისათვის მიეცა პალესტინის მცირე ნაწილი − გოლანის მაღლობი. ეს ტერიტორია, რომელიც ოდესღაც მენაშეს ტომს ეკუთვნოდა, გახლდათ ბრიტანეთის მანდატის ნაწილი. საფრანგეთმა კი ეს ტერიტორია, მოგვიანებით, სირიას მისცა. ასეთი, ასე ვთქვათ, მმართველობის შემთხვევითი მოდელი გახლდათ ეს.

პალესტინის ოკუპირებული ტერიტორია?

  • სახელმწიფო პალესტინა არასოდეს არსებობდა.
  • არ არსებობდა პალესტინელი ერი, სანამ იასირ არაფატმა და სხვა არაბული ეროვნების ხალხმა არ შექმნეს იგი 1964 წელს.
  • „პალესტინელი ერი“ არ აღნიშნავს რაიმე ეროვნულ დღესასწაულს და ღირსშესანიშნავ თარიღებს, გარდა ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის დღეებისა.

არც ერთ ერს არ უღიარებია იერუსალიმი თავის დედაქალაქად საუკუნეების განმავლობაში, რომაელთა მიერ იერუსალიმიდან ებრაელთა განდევნის შემდეგ ახ. წ. აღ-ის 70 წელს. სწორედ ასეა: არავის, აქამდე, სანამ ისრაელმა არ აღიარა ახალი იერუსალიმი თავის დედაქალაქად და შემდეგ ხელთ იგდო ძველი ქალაქი 1967 წელს. Balfour_portrait_and_declaration

  • ბალფურის  დეკლარაცია

    ორმა კოლონისტურმა სახელმწიფომ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, დაიწყეს ყოფილი ოსმალეთის იმპერისს განაწილება იმდროინდელ მოთხოვნათა და გარემოებათა მიხედვით. ებრაელთა საბედნიეროდ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილმა სწავლულმა ხაიმ ვაიცმანმა აღმოაჩინა აცეტონის წარმოების ახალი მეთოდი, რაც გამოიყენებოდა ინგლისური დენთის წარმოებაში. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია დიდ ბრიტანეთს სამხედრო საქმეში. ამ აღმოჩენამ ასევე უბიძგა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არტურ ბალფურს, ხელი მოეწერა ბალფურის დეკლარაციაზე 1917 წელს. ეს დეკლარაცია გახლავთ პალესტინის ტერიტორიაზე, როგორც საკუთარ ებრაულ სამშობლოზე, ისრაელის კანონიერ უფლებათა საფუძველთ საფუძველი.

    შემდეგ, ბალფურის დეკლარაციის დამადასტურებელ მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებას მოეწერა ხელი საერთაშორისო ორგანიზაცია „ერთა ლიგის“, სან-რემოში გამართული სამშვიდობო კონფერენციის, და ბოლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცის მიერ, რომელმაც ხმა მისცა ისრაელის მიღებას გაეროში.

    ორივე მსოფლიო ომის განმავლობაში, როცა მილიონობით ებრაელი კვდებოდა გაზის კამერებში, ახლო აღმოსავლეთის არაბები ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ებრაელები არ შეეშვათ მათივე საკუთარ სამშობლოში. ინგლისელებს ესმოდათ, რომ არაბები გაცილებით ბევრნი არიან ებრაელებთან შედარებით და, რომ ინგლისს არაბები სჭირდებოდა ოსმალი თურქებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

Jewish_anti_Palestine_White_Paper_demonstrations

 

სამი თეთრი წიგნი

1922 წელს უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა გეგმა, რომელსაც, მისი აზრით, უნდა გაემართლებინა. არაბებმა როცა ბალფურის დეკლარაციის ანულირება მოითხოვეს, მან, 1922 წელს გამოცემულ, თავის თეთრ წიგნში, უპასუხა,რომ ამის გაკეთება არ შეეძლო. ბალფურის დეკლარაცია დამტკიცებული იყო. მიუხედავად ამისა, არაბების დასაშოშმინებლად, მან, თავისი საკუთარი გადაწყვეტილებით, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ებრაელებს ეკრძალებოდათ იმ ტერიტორიაზე ცხოვრება, რომელიც იორდანეს აღმოსავლეთით, ბრიტანეთის მანდატის ქვეშ, იმყოფებოდა და, რომლის 76% ებრაელთათვის იყო აღთქმული. ეს იყო ბალფურის დეკლარაციიდან გადახვევა, თუმცა ჩერჩილი ფიქრობდა, რომ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, შედეგად კი ბრიტანეთს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ებრაელი ერისთვის შემოენახა პალესტინის ტერიტორიის დარჩენილი 24%, იორდანეს დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის საზღვრებამდე. ჩერჩილს ებრაელი ერის მეგობრად მიიჩნევდნენ.

არაბებმა სიხარულით მიიღეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მიწები, მაგრამ განაგრძეს ტერორისტული თავდასხმანი ებრაელთა წინააღმდეგ მიწის დანარჩენ 24%-ზე, რომელიც ებრაელთა სამშობლო უნდა ყოფილიყო.

1930 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი თეთრი წიგნი გამოსცა უწყვეტი ძალადობის პასუხად. მასში ეწერა, რომ ახლა აუცილებელი იყო იმ ებრაელთა რიცხვის შეზღუდვა, რომლებიც წმინდა მიწის ნებისმიერ ადგილას მიგრირებდნენ, რადგან ისინი სამუშაო ადგილებს ართმევდნენ არაბ მოსახლეობას, თუმცაღა კარგად ცნობილი ფაქტია ის, რომ ებრაელები, სადაც უნდა ეცხოვრათ, ეკონომიკას ფეხზე აყენებდნენ და სინამდვილეში, არაბებს ახალ სამუშაო ადგილებს აძლევდნენ. არაბები თავად გადადიოდნენ საცხოვრებლად იმ ადგილებზე, სადაც ებრაელები სახლდებოდნენ, მაგრამ ინგლისელებს სურდათ არაბთა ძალადობის შეჩერება ნებისმიერ ფასად.

1939 წელს, ევროპაში 6 მილიონი ებრაელის განადგურების დასაწყისში, ინგლისელებმა გამოსცეს მესამე თეთრი წიგნი, რომელიც, უახლოესი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 000 ებრაელს აძლევდა პალესტინაში შესვლის ნებას. ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელებს არ ჰქონდათ უსაფრთხო თავშესაფარი ნაცისტი ყასბებისგან. ბრიტანელთა სამართლიანობის გრძნობა ხუხულასავით ჩამოიშალა არაბული ტერორიზმის და მათი სიჯიუტის სიმძიმის ქვეშ.

care-israel6

ებრაელები კვლავ უსახლკარონი არიან

ამასობაში, საფრანგეთმა ლიბანს დამოუკიდებლობა მიანიჭა 1943 წელს, ხოლო სირიას − 1946 წელს. დიდმა ბრიტანეთმა კი 1932 წელს გამოაცხადა ერაყის, ხოლო 1946 წელს − იორდანიის დამოუკიდებლობა.

ისრაელი კი განაგრძობდა არსებობას საკუთარი ქვეყნის გარეშე არაბთა უწყვეტი ძალადობის გამო, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ იმას, რომ ვერავითარი ებრაელები ვერ შექმნიდნენ საკუთარ სახელმწიფოს „არაბული ტერიტორიის“ შუაგულში.

საბოლოოდ, ბრიტანეთი დანებდა და ეს მისია ერთა ლიგას მიანდო, შემდე კი, ამ ორგანიზაციის მემკვიდრეს − გაეროს.

გაერო მიესალმება ისრაელს, როგორც თავის წევრს

ერთა ლიგამ, ხოლო შემდგომ გაერომ, ძალმოსილად დატოვა ბალფურის დეკლარაცია, მაგრამ იმისგან, რაც ბრიტანეთის მანდატისგან დარჩა, ისრაელისათვის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოყვეს და ამით დატოვეს იმის შესაძლებლობა, რომ სხვა არაბული სახელმწიფოს ჩამოყალიბებულიყო იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მთიან რეგიონში (იუდეა და სამარია).

ისრაელმა თანხმობა გამოთქვა მიწის ამ პატარა ზოლის მიღებაზე იმისათვის, რომ ახალი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა და შემდეგ, მიღებულ იქნა კიდეც გაეროში 1948 წელს, როგორც დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო. სრულიად გაუგებარია ფაქტი იმის შესახებ, რომ 6 მილიონი ებრაელის განადგურების შემდეგ, იმავე ათწლეულში, დიდმა ბრიტანეთმა მაინც არ მისცა ხმა ისრაელის შესვლას გაეროში. ის იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავი შეიკავა ხმის მიცემისგან მაშინ, როცა რუსეთმაც კი მისცა ხმა ისრაელს!

აბსოლუტურად ყველა ისლამურმა სახელმწიფომ, რომლებიც გაეროს წევრები იყვნენ 1947 წელს, ხმა მისცეს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინააღმდეგ. ეს, უბრალოდ, ბედი იყო, რომ იმ დროს ისლამურ სახელმწიფოებსა და მათ მოკავშირეებს არ ჰქონდათ ხმათა უმრავლესობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში, როგორც ახლა აქვთ.

ისრაელმა მიიღო გაეროს 181-ე და 273-ე რეზოლუცია და მამა-დამფუძნებელმა დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელი გამოაცხადა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1948 წლის 14 მაისს.ben-gurion-e1365744939511

ხუთი არაბული სახელმწიფო იჭრება ისრაელში

არაბებმა სრულებით უკუაგდეს გაეროს რეზოლუცია და ხუთი არაბული სახელმწიფო შეიჭრა ისრაელში მომდევნო დღესვე, ფიცით, რომ გაანადგურებდნენ სულ ახლახან ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს.

ნისლი რომ გაიფანტა, იორდანიელებმა ხელთ იგდეს იუდეისა და სამარიის ტერიტორია იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმი, ეგვიპტელებმა კი ღაზა დაიკავეს. მათ ამის გაკეთება შეძლეს იმიტომ, რომ არ არსებობდა არავითარი „პალესტინელი ერი“ ან „პალესტინის სახელმწიფო“. პალესტინის ტერიტორიის მმართველნი, 500 წლის განმავლობაში, იყვნენ მხოლოოდ ოსმალები და ბრიტანელები.

დამოუკიდებლობისათვის ომში დაიღუპა 4000 ებრაელი, მაგრამ ისრაელმა შეიძინა იმ ტერიტორიის 60%, რომელიც ბრიტანეთმა არაბებს შესთავაზა ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის! ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არ სჯეროდათ, რომ ისრაელს გამარჯვების შანსი ჰქონდა. ისრაელის არარეგულარული ჯარის რიცხვი მხოლოდ 20-30 ათასი ადამიანი გახლდათ. ბევრი მათგანი ახალი ჩასული იყო ისრაელში და ივრითზე გაცემული ბრძანებათა გაგებაც კი არ შეეძლოთ, მაშინ, როცა არაბებს მრავალრიცხოვანი რეგულარული ჯარი ჰყავდათ. ისრაელის გამარჯვება აბსოლუტური სასწაული გახლდათ.

ექვსდღიანი ომი 1967 წელს

19 წელზე მეტი ხანი გავიდა და არაბებმა კვლავ დაიწყეს მუქარის გამოთქმა იმის შესახებ, რომ ისრაელს ზღვაში ჩააგდებდნენ და საომარ მოქმედებათა შედეგად, ჩაკეტეს მეწამული ზღვისკენ ისრაელის გასასვლელი. ისრაელმა უპასუხა ამ დარტყმას, ეგვიპტელები გააძევა ღაზიდან, ხოლო იორდანიელები კი იუდეისა და სამარიის ტერიტორიიდან (იორდანეს დასავლეთ სანაპირო) და ასევე, ძველი იერუსალიმიდან. ისრაელმა ხელთ იგდო სინას უდაბნო, ღაზა, იუდეისა და სამარიის უძველესი მიწები. უფრო მეტიც, მათ გოლანის მაღლობი წაართვეს სირიელებს და ბოლო მოუღეს ებრაულ სოფლებსა და გალილეაში არსებულ კიბუცებზე არაბთა მუდმივ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ყველაფერი კი ექვს დღეში მოხდა. ეს იყო წარმოუდგენელი სასწაული.

არაბულ სახელმწიფოებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ხელი მოეწერათ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, მაგრამ მათ მკაფიოდ გაუსვეს ხაზი იმას, რომ არ სცნობენ საზღვრებს ისრაელთან, ვინაიდან მათ თავიდანვე არ მიიღეს ისრაელის სახელმიწიფოს არსებობის ფაქტი. არ არის ისრაელი − არ არის საზღვრები.

SixDay_Wall_fyvrjz

 

სამსჯავროს დღის ომი (იომ-კიპური) 1973 წელს

არაბები ისევ შეიჭრნენ ისრაელში მოულოდნელი თავდასხმის მეშვეობით და ეს სწორედ იმ დღეს მოხდა, რომელი დღეც ყველაზე წმინდა იყო ებრაელთათვის. ისევ, სასწაულებრივად, ებრაელებმა უკუაგდეს არაბები და სამხრეთით კაიროში და ჩრდილოეთით დამასკოში გამარჯვებული მარშითაც შევიდნენ, მაგრამ ამ დროისათვის გაერო, ლამის ისტერიკაში ჩავარდნილი, მოითხოვდა, რომ ისრაელი შეჩერებულიყო. ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ისრაელის საზღვრები არ მოინიშნა, რადგანაც (გახსოვთ?) არაბებმა უარი თვქას ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ფაქტის აღიარებაზე, ამიტომაც არ აღიარებდნენ მის საზღვრებს. დღემდე ისრაელის სახელმწიფოს საზღვრები არც ერთ არაბულ სახელმწიფოს არ ჰქონდა აღნიშნული წერილობით, გარდა ცეცხლის შეწყვეტის ხაზისა.

აღმოსავლეთის საზღვარი − მეორე ინტიფადა (2000-2004)

მუსლიმთა ძალადობა ძლიერდებოდა. მეორე ინტიფადის დროს, რომელიც 2000 წელს დაიწყო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ტერორის ყველა სახეობა გამოვლინდა, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა: ბოევიკების ღამის რეიდები, ავტობუსების აფეთქება, ბარ-მიცვას დროს ატეხილი სროლა, შემთხვევით თავდასხმანი ცივი იარაღის გამოყენებით, ქუჩის არეულობანი, ქალაქებისთვის ალყის შემორტყმა, ბომბდამშენი ველოსიპედისტები, შეჯახებანი წმინდა ადგილებზე, მანქანებში დამონტაჟებული ნაღმები, სნაიპერთა სროლები, ცოცხალი ფარები, ნაღმსატყორცნებიდან გაშვებული ცეცხლი სოფლებისა და ფერმების მიმართულებით.

ექსპერტები ეუბნებოდნენ ისრაელს, რომ პარტიზანულ ომში გამარჯვება შეუძლებელია, ხოლო ინტიფადა სწორედ პარტიზანული ომი გახლდათ, თუმცა ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თუ სურდა გადარჩენა. 5800 არაბის დახოცვის შემდეგ ინტიფადა დასრულდა.

არაკომერციული ორგანიზაცია „ბეცელემის“ მონაცემთა მიხედვით მოკლეს 1053 ებრაელი და დაიჭრა 2267 ადამიანი. 120 არაბმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. რა შეიძინეს არაბებმა იუდესასა და სამარიაში? უპირველეს ყოვლისა, მათ დაკარგეს ამ რეგიონში საკუთარი, სწრაფად მზარდი, ეკონომიკა და სამაგიეროდ, შეიძინეს მრავალი სირთულე ბევრ ებრაულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და თავდაცვით კედელზე (თუმცა, მსოფლიომ თქვა, რომ ის უკანონოა), რომელიც იმისთვის იყო საჭირო, რომ თვითმკვლელი ტერორისტები არ შეეშვათ ისრაელის ტერიტორიაზე.Lebanon's Hezbollah supporters gesture as they march during a ceremony to mark Ashura in Beirut's suburbs

 

ჩრდილოეთ საზღვარი − ჰეზბოლა

ისრაელში ბევრი ომი მოხდა, მეტისმეტად ბევრი იმისათვის, რომ მათ შესახებ ამ სტატიაში დაიწეროს. მოდით, ვისაუბროთ მხოლოდ ერთზე: ომზე, როცა ჰეზბოლის ტერორისტები უწყვეტად უტევდნენ ისრაელის ქალაქებს ჩრდილოეთის საზღვართან. ისრაელმა გადასწია ისინი და შექმნა ბუფერული ზონა სამხრეთ ლიბანში და ტერორისტებს ლიბანელ ქრისტიანებთან ერთად ებრძოდა, რომლებიც ისრაელის მხარეს იყვნენ. საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით ისრაელმა შეწყვიტა საომარი მოქმედებანი 2000 წელს, რამაც ხელი შეუწყო ჰეზბოლის მძლავრ პარტიზანულ არმიად ჩამოყალიბებას, რომელიც შეიარაღებას იღებდა სირიიდან და ირანიდან. მონაცემები მხოლოდ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ერთი ხანმოკლე ომის შესახებ, რომელიც 33 დღის განმავლობაში გრძელდებოდა: ისრაელის მხრიდან დაიღუპა 121 ჯარისკაცი და დაიჭრა − 1244 დაიღუპა 43 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 18 ებრაელი არაბი, დაიჭრა 1384 მშვიდობიანი მოქალაქე, გაშვებულ იქნა 4000 რაკეტა.

ძალადობისათვის ბოლოს მოღების მიზნით, 2006 წლის 11 აგვისტოს, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია გაერო 1701. რეზოლუცია ისრაელს უკან დახევას უბრძანებდა, ჰეზბოლას კი − განიარაღებას გაეროს ძალების მეთვალყურეობით. ისრაელმა უკან დაიხია, მაგრამ ჰეზბოლა უფრო მეტად შეიარაღდა. დღეს, ისრაელის სამხედო დაზვერვის მონაცემებით, ჰეზბოლას, დაახლოებით, 40 ათასი რაკეტა აქვს. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც იარაღაც აწვდის სირია და ირანი და, რომელსაც დღეში 500-600 რაკეტის გაშვება შეუძლია ისრაელის ჩრდილოეთის საზღვრების მიმართულებით, თუ ომი ისევ გაჩაღდება.

ჰეზბოლა თავის შეირაღებას განალაგებს სკოლების, საავადმყოფოებისა და მშვიდობიან მოქალაქეთა სახლების ახლოს, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეეცდება იარაღის საწყობების განადგურებას, დაიღუპოს მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით − ბავშვები. ამგვარად, ჰეზბოლა იგებს პოლიტიკურ ომს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, კიდევ უფრო იზოლირებილს ხდის ისრაელს და უქმნის დაბრკოლებას თავდაცვაში.hamas_by_ashoura

 

სამხრეთი საზღვარი − ჰამასი

ისრაელმა გამოიყვანა თავისი ჯარები ღაზიდან 2005 წელს და ღაზა მთლიანად ხელთ იგდო ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა. უკვე 12 წელზე მეტია, ჰამასი ბომბავს სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას და ამ დროის განმავლობაში, 15 000 რაკეტაზე მტი აქვს გაშვებული. მხოლოდ სდეროთში, დაახლოებით, 15 000 ადამიანი იტანჯება პოსტტრავმული სინდრომით და დაახლოებით, ათასი ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.

ერთ-ერთმა უკანასკნელმა კონფლიქტმა ღაზაში, რომელიც 2012 წლის ნოემბერში მოხდა, ივრითზე ცნობილია, როგორც „ღრუბლის სვეტი“, ისრაელს ხანმოკლე შესვენების საშუალება მისცა იქამდე, ვიდრე ჰამასი არ განაახლებდა თავის შეტევებს რაკეტების მეშვეობით. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ებრაელთა ბავშვების 70%, რომლებიც ამ მუდმივი დაბომბვის პირობებში ცხოვრობს, იტანჯებიან ქრონიკული ტრავმებისა და ქრონიკული ემოციური დარღვევებით.

ჰამასის ლიდერმა ჰალედ მაშალმა, რომელმაც პირველად მოინახულა ღაზას სექტორი (მისი სახლი, რომელიც სირიაშია, უკვე აღარ არის უსაფრთხო), თქვა: „პალესტინა, მდინარიდან ზღვამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ჩვენი მიწაა და არასოდეს არავის დავუთმობთ ამ მიწის თუნდაც ერთ გოჯს“.

გავიდა წლები და გაერო ახლა ისმალურ სახელმწიფოთა მხარეს გადაიხარა. მსლიმებმა აღმოაჩინეს შეიარაღები ახალი სახეობანი ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკური ომისათვის, მათი გეგმა ისრაელის სრული იზოლაცია და დელეგიტიმიზაციაა, რათა მსოფლიომ თქვას: „მოშორდი, ისრაელ!“

ახლა, როცა პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაცია მიღებულია გაეროს გენერალურ ასამბლეის წევრად სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე, პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაცია ფლობს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა.

ბიბლიის წინასწარმეტყველური სიტყვები ჩვენ თვალწინ სრულდება:

დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.“ (ზაქარია 12:3)

ის წინასწარმეტყველება, რომლიც მიხედვითაც დადგება დღე, როცა ისრაელს იხსნის უფალი და გახდება ის სინათლედ ყველა ხალხისათვის, ასევე სრულდება. იმ დღეს, ამბობს უფალი: „აღვუდგენ სახელად ნერგს და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებათ დასათმენი შეურაცხყოფა ხალხებისგან.“ (ეზეკ. 34:29)

ავტორი − შირა სორკო-რამი/charismanews.com

თარგმნა – ნინო ხუროშვილმა .