დევიდ ვილკერსონი, ისრაელის მოყვარული და გულშემატკივარი

27145059_1825807214127238_2123285717_o

ისრაელმა დაკარგა ძვირფასი ქრისტიანი მეგობარი და მხარდამჭერი, როდესაც ოთხშაბათ დღეს ნიუ – იორკის, თაიმ სკვერის ეკლესიის მწყემსი დევიდ ვილკერსონი ტრაგიკული ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა დალასთან ახლოს, ტეხასში.

საზღვრებს გარეთ ვილკერსონი ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია მისი წიგნის გამო „ჯვარი და დანა“, რომელშიც იგი ყვებოდა მისი ადრინდელი მსახურების შესახებ ნიუ-იორკის ბანდებთან და ნარკომანებთან მუშაობაზე.

წიგნი შემდეგ გადაიქცა ჰიტ-ფილმად, ისრაელის კიდევ ერთი ერთგული დამცველის,  პეტ ბუნის მონაწილეობით.

2003 წელს, Israel Today-ს რედაქტორს ჰქონდა პატივი ინტერვიუ აეღო დევიდ ვილკერსონისგან, როდესაც ის დიდ ბრიტანეთში იყო ჩასული. ეს ინტერვიუ ქვემოთ არის მოცემული.

Israel today: როგორც ამერიკელ ქრისტიანს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერაყში მიმდინარე ომზე?

ვილკერსონი: მე სადამ ჰუსეინის დაცემაზე ვქადაგებდი და გავაფრთხილე ჩვენი პრეზიდენტი რომ ყველაფერი ისრაელთან იყო დაკავშირებული. ნავთობი არ არის მთავარი პრობლემა. სადამს დაგეგმილი ჰქონდა ისრაელის განადგურება, სხვა არაბული ქვეყნების დახმარებით. სადამ ჰუსეინი – ჯიუტი ადამიანია და მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომელმაც მისცა ჩვენს პრეზიდენტს იმის დარწმუნება, რომ დაეცვა ისრაელი.

Israel today: თქვენ ნამდვილად გჯერად, რომ პრეზიდენტ ბუშს ურჩევნია ისრაელის მიმართ ბიბლიური მიდგომა, ვიდრე სწორი პოლიტიკური დამოკიდებულება?

ვილკერსონი: აი რატომ მოვუწოდებ ამერიკელ ქრისტიანებს ილოცონ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ეკლესიებში. როდესაც პირველად დავაარსე ეკლესია თაიმ-სკვერზე, ღმერთმა გამაფრთხილა რომ ყოველთვის ვყოფილიყავი ისრაელის ერთგული. და მე ყოველთვის ვასრულებდი ამას.

Israel today: თქვენ ეხლა იმყოფებით ევროპაში, სადაც ბევრ ქრისტიანს არ ესმის  ამერიკის ხელმძღვანელობით ერაყში მიმდინარე ომი.

ვილკერსონი: ევროპაში ძალიან ბევრ ქრისტიანს უბრალოდ არ ესმის ღმერთის სიტყვა. სადამ ჰუსეინის რაკეტები მიმართული იყო მხოლოდ ისრაელისკენ და არა სხვა არაბული ქვეყნებისკენ. ამის გარდა, აქ შეიძლება იყოს ანტიმისემიტიზმის მაღალი მაჩვენებელი ეკლესიებში, განსაკუთრებით ბრიტანეთში.

Israel today: აღწერდით თუ არა ისლამს როგორც მშვიდობიან რელიგიას, როგორც ეს თქვენმა პრეზიდენტმა გააკეთა?

ვილკერსონი: მე წაკითხული მაქვს ყურანი და დარწმუნებული ვარ რომ ეს წიგნი – ცრუ სწავლებაა. ისლამი – განადგურების რელიგიაა. ძალიან უცნაურია, მაგრამ ხშირად მხვდებიან სახარების მქადაგებლები, რომლებსაც სჯერათ რომ ღმერთმა დაარღვია თავისი აღთქმა ისრაელთან. ღმერთმა მისცა ისრაელს მიწა და ყოველი ქვეყანა, რომელიც შეეცდება მის განადგურებას, დაისჯება.

Israel today: თქვენ ძალიან გაბედული ხართ, რომ ესეთ ძლიერ პრო-ისრაელურ პოზიციას იჭერთ.

ვილკერსონი: ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ხშირად მაკრიტიკებენ ამის გამო. მაგრამ მე ვგრძნობ ღმერთის ძვირფას კურთხევას, რომელიც ჩემთვის უფრო ძვირფასია.

Israel today: ერაყის ომის შემდეგ ისრაელი კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. თვლით თუ არა რომ „საგზაო რუკას“ აქვს შანსი დაამყაროს მშვიდობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის?

ვილკერსონი: არა! როგორ შეუძლია ბუშს, რომელმაც იცის ბიბლია და აქვს ღმერთის შიში, შეავიწროვოს ისრაელი და მოუწოდოს ტერიტორიული კომპრომისებისკენ „საგზაო რუკის“ გამო? ღმერთი დასჯის მას ამის გამო. დოლარის კურსი დაეცემა, ბუში დეპრესიაში ჩავარდება და სავსებით შესაძლებელია, რომ შემდეგი არჩევნები წააგოს. მე ყოველდღე ვლოცულობ, რომ მისმა სულიერმა მრჩეველებმა უფრო მოახდინონ მასზე გავლენა, ვიდრე პოლიტიკურმა მრჩეველებმა.

Israel today: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელსა და არაბებს შორის კონფლიქტი ადამიანური გზებით ვერ მოგვარდება?

ვილკერსონი: ღმერთმა აღთქმა დადო, რომ დაიცავდა თავის ერს. მან დადო აღთქმა და მისცა მათ აღთქმული მიწა. მან დაადგინა ქვეყნის საზღვრები და ის დაიცავს მათ. მე ვერანაირ იმედს ვერ ვხედავ რომ იქნება მშვიდობა, რადგან ვთვლი რომ ისრაელი არ იტყვის უარს ებრაულ დასახლებებზე, როგორც ამას არაბები მოითხოვენ. არაბებიც ამასვე ამბობენ, რომ არ იქნება მშვიდობა მანამ სანამ იერუსალიმის აღმოსავლეთი არ გახდება პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი. მაგრამ ეს მკაფიოდ არის ღმერთის ნების საწინააღმდეგო. ჩემო მეგობარო, თუ ისრაელი დამარცხდება, სამყაროში ქაოსი იქნება.

Israel today: ჩვენ ისრაელში შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ ის არის ჩვენი საიდუმლო იარაღი.

ვილკერსონი: გთხოვთ გამოაქვეყნეთ ჩემი გაფრთხილება ერების მიმართ, რომლებიც გამოდიან ღმერთის ერისა და მისი ქალაქის- იერუსალიმის  წინააღმდეგ. ღმერთმა თქვა და გააკეთებს. შალომ და უფალმა გაკურთხოთ.

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი

წყარო – http://www.israeltoday.co.il/NewsItem/tabid/178/nid/22767/Default.aspx