ჩვენ შევედით ადარის თვეში, სულიერი კალენდრის მიხედვით წლის ბოლო თვეში. სინამდვილეში, ამ წელიწადში ორი ადარია, რომლებსაც უწოდებენ პირველ და ბოლო ადარს. თქვენ იკითხავთ, რატომ ორი ადარი? ამას ეწოდება ებრაული ნაკიანი წელიწადი. როდესაც გრიგორიანულ კალენდარში არის ნაკიანი წელიწადი, ჩვენ ვამატებთ ერთ დღეს თვის ბოლოს. ხოლო ებრაულ კალენდარში მთელი ერთი თვე ემატება. წარმოუდგენელია! რას ველოდებით?
ადარი არის უფლის კალენდრის ბოლო თვე. სიტყვა „ადარი“ ნიშნავს ძალას. უფლის კალენდრის უკანასკნელ თვეში, მე მჯერა, რომ უფალი გვეუბნება რაღაც ამის მსგავსს: „დაასრულეთ, როგორც საჭიროა!“
მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? ნეემია გვეუბნება, რომ „უფლის სიხარული – თქვენი ძალაა“ (ნეემ. 8:10). დავითის ფსალმუნიც ამდაგვარ პასუხს გვაძლევს: „სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე“ (ფსალმ. 15:11). როცა ჩვენ მის თანდასწრებაში ვატარებთ დროს, ის გვავსებს სიხარულით, და როცა გვაქვს ეს სიხარული, გვაქვს ეს ძალა.
ადარის თვე ცნობილია, როგორც წლის ყველაზე მხიარული თვე. ეს წარმატების თვეა, მაგრამ ასევე საშიშიცაა. ადარის თვის ატრიბუტები კარგად ჩანს პურიმის დღესასწაულში. პურიმი – არის მხიარული დღესასწაული, ბოროტი ამანის დამარცხების სახსოვნად, რომელსაც ჩვ.წ.აღ-მდე 357 წელს სურდა ებრაელი ერის ამოხოცვა. ეს მომხიბლავი ისტორია აღწერილია ესთერის წიგნში, პირველი და ბოლო ადარის დროს ნამდვილად ღირს მისი წაკითხვა.
აი მოკლე ისტორია. ებრაელი ერის ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის დროს მეფე ახაშვეროში ეძებდა ახალ დედოფალს. ეს სიტყვა მივიდა მორდექაის ყურამდე, ცნობილი ებრაელი, რომელმაც მიაღწია იმას, რომ თავის ძმისწულს ჰადასსას მონაწილეობა მიეღო ამ „სამეფო სილამაზის კონკურსში“. მან მისცა მას სახელი ესთერი, რათა დაემალა მისი ებრაული იდენტურობა. ის დათანხმდა და რამოდენიმე თვით მოხვდა სამეფო ჰარემში, საბოლოოდ კი არჩეულ იქნა სპარსეთის ახალ დედოფლად.
დედოფლის მმართველობის დროს მორდექაიმ მას შეატყობინა იუდეველთა განადგურების ბრზანებაზე, მე-13 ადარის დროს. მორდექაიმ უამბო მას ამანის ბნელ გულზე, რომელიც იყო მეფე ახაშვეროშის მარჯვენა ხელი, რომელმაც შეიმუშავა და მეფის ბეჭედი დაასვა ამ ბრძანებას. ამ ბეჭდის შემდეგ ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო. ამანს სძულდა ებრაელები, განსაკუტრებით კი მორდექაი.
მორდექაიმ უბრძანა ებრაელებს რომ ელოცათ და ემარხულათ, ესთერს კი უთხრა რომ წასულიყო მეფესთან და გაემხილა მისი იდენტობა „ამ დროისთვის“. იმ დროში მეფესთან უნებართვოდ მისვლა სიცოცხლის ფასად ისჯებოდა – თუნდაც ეს დედოფალი ყოფილიყო! ესთერმა ილოცა, იმარხულა და მიღებულ იქნა მეფის მიერ. მან ორჯერ მოიწვია მეფე ახაშვეროში და ამანი სუფრაზე, მეორედ გაამხილა თავისი წარმომავლობა და ამხილა ბოროტი ამანი. მეფემ ბრძანა ამანის ჩამოხრჩობა, ხოლო მის ადგილზე მორდექაი დანიშნა.
მართალია, ბრზანების გაუქმება შეუძლებელი იყო, მაგრამ მეფემ გამოსცა მეორე ბრძანება, რომ ებრაელებს შეეძლოთ მტრისგან თავის დაცვა. მე-13 ადარს, იმის მაგივრად რომ ებრაელები განადგურებულიყვნენ, მათ თავი დაიცვეს და გადარჩნენ. უფლის ამ საოცარი გამარჯვების სახსოვრად, დაინიშნა პურიმის დღესასწაული, რომელიც დღემდე დიდი მასშტაბით აღინიშნება. ნაკიან წელიწადში პურიმი აღინიშნება მეორე ადარზე, რომ იყოს დაცული თანმიმდევრობა პასექის დღესასწაულებთან.
უფალი მოგვიწოდებს რომ ძალა ვეძებოთ მის სიხარულში და მოვიკრიბოთ გამბედაობა, როგორც ესთერმა და მორდექაიმ. მათ იპოვეს ძალა და სიხარული უფლის თანდასწრებაში. მოდით ყურადღებას ნუ გავამახვილებთ „გოლიათებზე“ ამ თვეში. ყველა ჩვენი შიში უფლის წინაშე მოვიტანოთ, და ვუყუროთ როგორ გადააქცევს ის ამ შიშს სიხარულად (იგავ. 31:25).
ეს არის დრო რომ გავამჟღავნოთ ჩვენი ნამდვილი იდენტურობა, როგორც ეს ესთერმა გააკეთა. დრო როცა უნდა მოვიხსნათ ჩვენი ნიღბები და ვიყოთ ისინი ვინც ვართ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კი უფალთან. როცა მის წინაშე ვიხსნით ნიღბებს, ის გვაძლევს ჩვენს ნამდვილ იდენტურობას, და ასე იხსნება ჩვენი ნამდვილი დანიშნულება. ნიღაბი აკავებს სიხარულს. გახსნილობას კი მოაქვს სინათლე და სიცოცხლე.
და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის თვე, როცა უფალი აუქმებს წყევლას. როგორც ესთერის ისტორიაშია, ამ თვეში არის განსაკუთრებული ცხებულება წყევლის გასაუქმებლად. როცა წყევლა გაუქმებულია თქვენ თავისუფლად გრძნობთ თავს! ეს არის ზუსტი წინასწარმეტყველური სიტყვები ამ თვისთვის „ნაფთალი – ფეხმარდი ფურირემია“ (დაბ. 49:21), სახელი ნაფთალი ნიშნავს „სიტკბო ჩემთვის“.
როცა თავისუფალი ხარ წყევლისგან – რა ტქმა უნდა ეს ტკბილია. ეს არის მტრის სასჯელის განადგურების დრო. შეიძლება სხვა ადამიანები არასწორ რამეებს ლაპარაკობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ან შეიძლება თავად ვაღიარებდით სიკვდილს ჩვენს ცხოვრებაში. დროა განვაცხადოთ საბოლოო ბრზანება ჩვენს ცხოვრებაზე- მისი ჭეშმარიტი სიტყვები ჩვენზე. ალელუია!
ამ პირველ ადარში შესვლის დროს დაუთმეთ დრო მის თანდასწრებაში ყოფნას, რომ მოიკრიბოთ ნამდვილი ძალა – მისი სიხარული. აუცილებლად წაიკითხეთ ესთერის წიგნი და სთხოვეთ უფალს რომ დაგელაპარაკოთ ამ წიგნის ფურჩლებიდა. გისურვებთ რომ გაიზარდოთ, მოიშოროთ შიში და სიხარულით უყუროთ მომავალს. როცა მოიხსნით ნიღაბს, ივლით სიხარულით, როცა გამოჩნდება თქვენი ნამდვილი დენტურობა მასში! (ესაია 55:12; ესთ. 4:14).
ავტორი – ქრისტინ ვალისი
თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი
წყარო – charismamag.com