რატომ „პირველად იუდეველნი“?

9d4225c664944d0a5a2b2d2465879f19_full

„ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა,რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად,ჯერ იუდეველისა და შემდეგ კი ბერძნისა.“ (რომაელთა 1:16)

_თქვენ მე მომკალით!-თქვა მოხეცებულმა ებრაელმა სვეტლანამ, როდესაც ვანახე ბბლიაში ეს მუხლი.

-მე თქვენ არ მომკვლიხართ, უბრალოდ ბიბლიაში ასე წერია.

სევასტოპოლის ეკლესიაში მსხდარნი,ჩვენ განვიხილავდით ამ მუხლს და შემდგომ ეკლესიაში მსახურებას დავესწარით.

რომაელთა ეპისტოლის 1:16-ას ალბათ პაროლია ყველა ებრაელი ქრისტიანი მისიონერისთვის. ამ მუხლს ყველაზე ხშირად ციტირებენ. მასზე ქადაგებენ,ამ სიტყვებს წერენ სურათებსა და სავიზიტო ბარათებზე. ეს სიტყვები წერია ასევე გულის ფიცარზე და ხშირად აწერენ გარდაცვლილ ქრისტიან-ებრაელთა საფლავებზე.

მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? რას ნიშნავს ეს სიტყვები:“ჯერ იუდეველისა?“

მე გამიგონია ამაზე მრავალი მოსაზრება.

პირველი-ისტორიის თვალსაზრისით. რომეალთა მიმართ ეპისტოლეს 1:16-ში ნათქვამია:“ჯერ იუდეველისა“ რადგან ქრისტე მოვიდა ჯერ ებრაელ ერთან. აი რა თქვა ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით“..უწოდებენ მას სახელად იესოს (იეშუა), რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან.“ (მათე 1:21) გამოთქვა:“მისი ხალხი“ გულისხმობს მის ერს,ანუ ჩვენ-ებრაელებს.

უდავოა,რომ თავდაპირველად ის მოვიდა ებრაელებთან. და რომაელთა 1:16 სწორედ ამაზე საუბრობს.

მეორე-ებრაელებთან ქადაგებას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს სახარების გავრცელებასთან მთელს მსოფლიოში. ჯერ კიდევ თანახში (ძვ.აღთქმა) იყო ნათქვამი,რომ ებრაელი ერი აირჩია ღმერთმა,რათა ამ ერს ეცნობებინა მთელი მსოფლიოსთვის ცოცხალი ღმერთის არსებობის შესახებ:  ეს ერი ამოვირჩიე მე ჩემთვის,ის განაცხადებს ჩემს დიდებას.“ (ესაია 43:21). ამიტომ, რაც უფრო მალე ირწმუნებს ებრაელი ერი იეშუას, თავიანთ მესიას,მით უფრო მალე გადარჩება მთელი მსოფლიო. ამიტომ წერია:“ჯერ იუდეველთათვის.“

კარგი მოსაზრებაა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ რომეალთა 1:16ზუსტად ამას გულისხმობს.

მესამე განმარტება ძალიან საშიშია! მისი თვალსაზრისით,ფრაზა:“ჯერ იუდეველთათვის“ გულისხმობს,რომ სახარება უნდა ექადაგოს მხოლოდ ებრაელებს. როდესაც ისინი ირწმუნებენ,თავად  უქადაგებენ  შემდგომ  წარმართებს ხსნაზე.  ეს მოსაზრება მცდარია,რადგან წარმართებიც დღეს,ისევე საჭიროებენ გადარჩენას,როგორც ებრაელები. დიდება უფალს,რომ ის მიკერძოებული არ არის.! ის აფასებს წარმართთა და ებრაელთა სულებს ერთნაირად: მათთვის გადახდილია ერთი ფასი-სიკვდილი და აღდგომა მისი ძის. ებრაელებსა და არაებრაელებს დღეს თანაბარი უფლება აქვთ მოისმინონ კეთილი უწყება მარადიულ ცხოვრებაზე ღმერთთან.და გადარჩენასაც ისინი იღებენ ერთნაირად:  „აქ არ არის განსხვავება წარმართსა და იუდეველს შორის,რამეთუ ერთია უფალი ყველასთვის, ის უხვია ყველსთვის,ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი,ვინც  მოუხმობს უფლის სახელს გადარჩება!“ (რომაელთა 10:12-13)

მაშ რაღას ნიშნავს სიტყვა იმის შესახებ,რომ სახარება-„ღვთის ძალაა,ყოველი მორწმუნის სახსნელად,ჯერ იუდეველისა და შემდგომ ბერძნისა?“ რატომ „ჯერ იუდეველის?“

მოდით ვნახოთ კიდევ სად წერია ბიბლიაში მსგავსი ფრაზა. ვიმედოვნებ ეს დაგვეხმარება.“ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულს,ვინც ბოროტს სჩადის-ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. ხოლო დიდება ,პატივი და მშვიდობა ყოველს,სიკეთის ჩამდენს-ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. რადგან ღმერთთან არ არის შევიწროება“ (რომაელთა 2:9-11)

აქ წერია,რომ უფლის წინაშე ჩადენილ ბოროტებას აქვს თავისი საზღაურია და სულ ერთია მას რომელი ერი სჩადის,ებრაელი თუ არაებრაელი. სიტყვა „ელინი“ რომელიც ნათარგმნია როგორც:“ბერძენი“ სინამდვილეში მხოლოდ ბერძენს არ ნიშნავს. ეს სიტყვა აღნიშნავს მთელს წარმართობას. აქაც ნათქვამია:“ჯერ იუდეველს“. გამოდის,რომ ყველაფერი,რაც სულიერ სამყაროში ეხება ყველა ადამიანს-პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა გვეხება ჩვენ-ებრაელებს. სწორედ ეს იგულისხმება რომაელთა 1:16-ში.  თუ კეთილი უწყება არის ძალა ყველა მორწმუნის სახსნელად,პირველ რიგში ის არის ძალა ებრაელების სახსნელად. სიტყვა:“პირველად იუდეველთა“ ეხება არა სახარების უბრალოდ ქადაგებას,არამედ თვითონ სახარებას,ძალა თვავად სახარებაა კეთილი უწყება. კეთილი უწყება-ღვთის ძალაა,უპირველეს ყოვლისა ებრაელთა სახსნელად!

გამოდის,რომ ბიბლია-ეს არ არის წიგნი მხოლოდ კაცობრიობის ხსნის შესახებ. ეს არის წიგნი ისრაელის გადარჩენაზე!

ვისაც არ მოგწონთ-მოინანიეთ.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშ რატომ არის კეთილი უწყება ღვთის ძალა ებრაელთა სახსნელად? მოდით,კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის,რაც ვიცით: სახარება,კეთილი უწყება ანუ ევანგელე-დაფუძნებულია ებრაულ წერილებზე და მიმართულია ერისთვის,რომელიც მას ელოდა.

რომელი უწყება იქნება მესიის მომლოდინე ებრაელისთვის უფრო სასიხარულო,იმის გარდა,რომ მესია რომელსაც ელოდა მოვიდა?!

მაგრამ,როგორ ავუხსნათ იუდეველს,რომ კეთილი უწყება იეშუაზე,იესო ქრისტეზე-ეს სასიხარულო უწყებაა,პირველ რიგში მისთვის! განა ყველა ებრაელი თავიდანვე იჯერებს ამ უწყებას? სამწუხაროდ, არა.

 

ებრაელ ქრისტიანებსაც ხშირად უჭირთ იმის გაგება,თუ რატომ „პირველად იუდეველებს“. საიდუმლო არაა,რომ ჩვენ ყველას გვინდა ზოგჯერ ვიყოთ განსაკუთრებულები,პირველნიც კი მესია იეშუას რწმენაში,ზოგჯერ კი აბსოლიტურად შეუმჩნეველნი მსოფლიოს სხვა ქრისტიანთა შორის.

ისეც ხდება ხოლმე,რომ ჩვენ არაებრაელ ძმებს,კითხულობენ რა რომაელთა 1:16 არ უნდათ ის ბოლომდე წაიკითხონ და გამოთქვან ფრაზა:“ჯერ იუდეველბს“. ისინი კითხულობენ ასე:“ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა,რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახნელად.“ ისინი უბრალოდ ჩერდებიან ამ სიტყვებზე:“ყველა მორწმუნისათვის,“ ხოლო „იუდეველთათვის“-ამ სიტყვას არც კი ჭრიან მუხლიდან.

დიახ,გამოიკვლიო რომაელთა 1:16-არც თუ ისე იოლია. მას იკვლევენ ასობით და ათობით წლის განმავლობაში. იკვლევენ როგორც მიკროსკოპით იკვლევენ მატერიას. იკვლევენ ღვთისმეტყველნი და უბრალო ადამიანები. ის ხშირად არის აზრთა და კონფლიქტთა ბაზა.

თუმცაღა,შეიძლება,რომ ჩვენ უბრალოდ უნდა გავიხსენოთ,რომ ეს სიტყვას ღვთისა. ის უკვე ითქვა. ის ფლობს ძალა სა და ავტორიტეტს. დაე ის თავად მოქმედებდეს ჩენს გულებში. ნუ შეუშლით ხელს.

ავტორი-მიხაელ ვაიშენგოლცი

თარგმნა– ია კარგარეთელმა.