ტური ისრაელში 1 ოქტომბერს ორგანიზაცია ICEJ-ს „საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმისა“ და ორგანიზაცია EZRA -ს „ეზრა“ ორგანიზებით საქართველოდან გაიმართა ტური ისრაელში. ტურში მონაწილეობა მიიღო 28 ადამიანმა, რომლის მიზანი იყო გაეცნო ქართველი ხალხისათვის ებრაელი ერის ყოფა და კულტურა. აგრეთვე ტურში შედიოდა პილიგრიმული მოგზაურობა წმინდა ადგილებზე, კერძოდ მოინახულეს ქრისტეს დაბადების ადგილი-ქალაქი ბეთლემი, კუმრანის გამოქვაბულები (იერიხონი), ქრისტეს ჯვარცმის ადგილი-გოლგოთა (იერუსალიმი) და კიდევ მრავალი სხვა. ჯგუფმა მოინახულა მკვდარი ზღვა და მისი მინერალური მიწა, აგრეთვე გემით კრუიზი გაკეთდა გალილეის ზღვაზე, სადაც ადგილობრივ რესტორანში დააგემოვნეს ე.წ „პეტრეს თევზი“ (მათე 17:26-27). ქართულმა ჯგუფმა ასევე მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს მხარდასაჭერად გამართულ მსვლელობაში, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს ICEJ-ის ორგანიზაცია, კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმში.