ორთოდოქსმა რაბინებმა სახლში მიიპატიჟეს იესო შობის დღესწაულზე

kinus

ოცდახუთზე მეტმა რაბინმა ისრაელიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან ცოტა  ხნის წინ გააკეთეს განცხადება, რომ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება იესოს, ქრისტიანებისა და ახალი აღთქმის მიმართ. თავიანთი ბრძენკაცების ციტირებისას, ისინი სააშკარაოდაც არ  ერიდებიან იესოს სახელის ამაღლებას, მიესალმებიან ნაზარეველ დურგალს და ეპატიჟებიან ებრაულ საზოგადოებაში. იესოს აქვს ორმაგი დამსახურება მიწაზე”, აცხადებს ცნობილი რაბინთა ჯგუფი. “ერთის მხრივ, მან სრულყოფილად დაამკვიდრა მოსეს თორა, არც ერთ ჩვენი ბრძენკაცი არ ლაპარაკობს ასე კატეგორიულად თორის შეუცვლელობაზე, როგორც ის”   და მეორეს მხრივ, მან დაამხო ხალხთა კერპები”.

იმის თქმა, რომ ნებისმიერ ბრძენკაცზე მეტად იესომ განადიდა, გააძლიერა და დაიცვა თორას შეუცვლელობა”, ექსტრაორდინალური განცხადებაა.  ასეთი განცხადებით წამყვანი რაბინები ცვლიან ისტორიას და კიდევ ერთ დაბრკოლებას იშორებენ, რომელიც დევს ებრაელების მხრიდან იესოს არ მიღების გზაზე! თქვენ იცით, რომ რელიგიურმა პირებმა თავიდანვე არ მიიღეს იესო, ბრალს სდებდნენ მას, რომ ის არ ემორჩილებოდა  თორას და სწორედ ამიტომ ვერ იქნებოდა მათი მესია. ახალ აღთქმაში ვხედავთ, თუ როგორ ეკამათებიან ისინი იესოს შაბათის დაცვის,  ქაშრუთის  კანონების, სიწმინდის რიტუალების, ქორწინების წესებისა და სხვა დანარჩენი საკითხების შესახებ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ვერ იქნებოდა მათი მესია, რადგან “ის ასწავლიდა არ დამორჩილებოდნენ მოსეს” (საქმე 6:14). ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ სასწაულია, რადგან  სწორედ ამ განცხადების შემდეგ ფაქტობრივად  განულდა 2000-წლიანი ებრაული უარყოფა და მტრობა იესოს მიმართ. ებრაელების მხრიდან იესოს უარყოფა, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, და იზრდება იესოსკენ მოტრიალებული რაბინების რიცხვი. ასევე,

თითქმის ორი ათას წლიანი ორმხრივი მტრული დამოკიდებულების შემდეგ, ჩვენ ორთოდოქსი რაბინები, რომლებიც ვუძღვებით საზოგადოებას, ინსტიტუტებსა და სემინარიებს ისრაელში, ამერიკასა და ევროპაში… გვსურს ჩვენი ზეციერი მამის ნების შესრულება და ვიღებთ ხელს, რომელიც გამოგვიწოდეს ჩვენმა ქრისტიანმა დებმა და ძმებმა” ნათქვამია განცხადებაში.

ორი ათას წლიანი ქრისტიანული ანტისემიტიზმი, ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია და ჰოლოკოსტი ვერ დააკავებს იმას, რომ ბეთლემის ვარსკვლავი ისევ გაბრწყინდეს ისრაელზე. ამ რაბინების მოწოდება, რომ მიიღონ ქრისტიანები, როგორც საკუთარი “და-ძმები”, ნამდვილად დიდი სასწაულია. ებრაელების მხრიდან ქრისტიანების მიღება ამდენი გაუგებრობებისა და ანტისემიზიტმის სიმახინჯეების შემდეგ ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეციური მადლის ღვთიური მოქმედება. მე ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. როგორც ამტკიცებს ამ ორთოდოქსი რაბინთა ჯგუფი, ზეციერმა მამამ მოუწოდა ებრაელებს, რომ დაივიწყონ წარსული, გვერდზე გადადონ  მტრობა და მიიღონ ქრისტიანები და მათი რწმენა იესო ქრისტესადმი”.

მეგობრებო, ეს სულიწმინდის დიდი შრომის შედეგია, როგორც ამაზე წმინდა წერილშია საუბარი. ებრაულ-ქრისტიანული თანამშრომლობის ცენტრის აკადემიური დირექტორი, დოქტორი იუჯინ კორნი აცხადებს:

ამ მიმართვის გარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ გავლენიანმა ორთოდოქსმა რაბინებმა ებრაული ცხოვრების ყველა ცენტრიდან აღიარეს რომ… ქრისტიანობასა და იუდაიზმს სულიერად და პრაქტიკულად ბევრი რამ აქვს  საერთო . ჩვენი მტკივნეული ისტორიის გათვალისწინებით, ეს უპრეცედენტოა ორთოდოქსებისთვის”.

რაბინები თავის განცხადებაში  აღნიშნავენ, რომ ქრისტინულ და ებრაულ რწმენას შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, ისინი არ წარუდგენენ მათ ბრალდებებს.

როგორც ეს გააკეთეს მაიმონიდ და იუდა ჰალევმა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტიანობა არ არის შემთხვევითობა, არც შეცდომა, არამედ  ღმერთის ნების გამოვლინება და საჩუქარი ერებისთვის. იუდაიზმისა და ქრისტიანობის გამიჯვნით, ღმერთს სურდა გაყოფა სხვადასხვა თეოლოგიური განსხვავებებისა და არა მტრობა ერთმანეთისმიმართ”- ასე მთავრდება განცხადება.big

 

ეს ეგ. წ. “მნიშვნელოვანი თეოლოგიური განსხვავებები” ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის სინამდვილეში არის იესოზე. ეს არის დამაბრკოლებელი ქვა. შეიძლება, მესია იესო, ცოცხალი ღმერთის ძე- წარმართებისთვისაა, მაგრამ ჩვენი ებრაელი ერი, ჯერ კიდევ ვერ გაერკვია ვინ არის ის მათთვის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაბინები უპრეცედენტოდ ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამენ ებრაელი ერის იესოსთან მისაახლოებლად, მაინც შორს არიან ჭეშმარიტებისგან. რადგან თუ იესო, მესია- არის წარმართებისთვის, მაშინ რამდენად მეტია ის ებრაელებისთვის?  შეიძლება ამ შობას იესო ჯერ ებრაელების სახლში არ არის, თუმცა ის ნამდვილად აკაკუნებს მათ კარზე.

 

 

წყარო– “Israel today”

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი