შალომ

12032558_964392193602082_1620303067_n

იცით თუ არა, რას ნიშნავს ებარული სიტყვა შალომ?

ყველა ჩვენთაგანს გვესმის სიტყვა შალომ, ხშირად ჩვენ მას მისალმების დროსაც ვამბობთ. ისრაელში სიტყვა შალომ ყველა ადგილზე შეილება გაიგონოთ.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ამ სიტყვის ასოების შლმ.ფუძე. ივრითულად „შინ“,  „ლამედ“, „მემ“. 

შალემ – მშვიდობა, სიწყნარე, ჰარმონია.

შილემ – გადაიხადა.

შულიამ – გადახდილია.

ლეშალემ – გადახდა, სიკეთის დაბრუნება.

შლომო – ბავშვის სახელი რომელიც ითარგმნება სოლომონი და ნიშნავს „მისი ღმერთის მშვიდობა“

შლომიტ – გოგონას სახელი რომელიც ითარგმნება სულამიტა და ნიშნავს „მშვიდობიანს“

მუშლიამ – სრულყოფილი, იდეალური.

შლემუთ – სისავსე.

იშთალმუთ – სრულყოფილობამდე ასვლა, კვალიფიკაციის ამაღლება,

იერუშალაიმ – მშვიდობის ქალაქი.

მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ სიტყვა შალომის ფუძე და მისი მნიშვნელობები, როცა ებრაელები ერთმანეთს ამ სიტყვით მიმართავენ ყველა ამ მნიშვნელობებს გულისხმობენ. აარონის ლოცვა, რომელიც აგრეთვე ცნობილა, როგორც მღვდელმთავრის კურთხევა, სრულდება ამ  სიტყვებით :უფალმა მოგხედოს თავისი სახით და შალომ –  მშვიდობა მოგცეს! {რიცხ.6:26} ასე აკურთხებდა მღვდელმთავარი ისრაელიანელებს იონკიპურის (გამოსყიდვის) დღესასწაულზე, სადაც ორი თხიდან ერთ-ერთი ისრაელიანელების ცოდვების მისატევებლად მსხვერპლად იწირებოდა .

ეს სიტყვა წინასწარმეტყველურია  და მიუთითებს იესო ქრისტეზე, ვიანიდან სიტყვა შადაი – ნიშნავს  ყოვლისშემძლეს, ხოლო სიტყვა შულიამ – გადახდილია. და ჩვენ ვხედავთ, როდესაც იესო ამ სიტყვებით თავის მოწაფებს მიმართავს: {იოან.16:33} „ეს იმიტომ გითხარით, რომ შალომ – მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს”.

 

ეს სიტყვა  წინასწარმეტყველურია  და მიუთითებს იესო ქრისტეზე, ვინაიდან ებრაული სიტყვა რადგანაც კიდევ ერთ მნიშვნელობა ამ სიტყვის არის– ყოვლის შემძლე. აგრეთვე სიტყვა შულიამ – გადახდილია. და ჩვენ ვხედავთ როდესაც იესო ამ სიტყვებს თავის მოწაფებს მიმართავს: {იოან.16:33} „ეს იმიტომ გითხარით, რომ შალომ – მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს“.

სხვა სიტყვებით რომ თქვათ ქრისტემ მოწაფეები გამხნევა, რომ თქვენთვის გადახდილია საფასური მიუხედავად გარემოებებისა, რომლებმაც შეიძლება თქვენს საწინაღმდეგოდ მოქმედებდეს. და როდესაც ქრისტე აღდგა და თავის მოწაფებს გამოეცხადა მან შემთხვევით არ თქვა {იონ.20:19} იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: „შალომ ალეხემ“– “მშვიდობა თქვენდა!”

ამით მან ფატქიურად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ერთადერთი  სრულყოფილი,ჰარმონიული, გადახდილი ფასი, სისავსე არის შესაძლებელი მხოლოდ იეშუა ჰა მაშიახში ( იესო ქრისტეში). ამინ .

შალომ ალეხემ ხავერიმ  .

 

 

 

 

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი