კანონპროექტი, რომელიც ახლა გადის ირლანდიის პარლამენტში და ისრაელის დასახლებებისგან საქონლის ვაჭრობის კრიმინალიზაციას ისახავს, უფრო სკანდალური ვერ იქნებოდა! როგორც ნამდვილი გერმანელი და ევროკავშირის მოქალაქე, მიმაჩნია, რომ ეს შემოთავაზებული კანონი სრულიად არასწორია, უკიდურესად უსამართლო, სრულიად არაპროდუქტიული მსოფლიოსთვის და რაც ყველაზე მთავარია, მორალურად აღმაშფოთებელია.
ერთი შეხედვით ეს კანონპროექტი 250 000 ევროს ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მათზე, ვინც დაკავებული იქნება „ოკუპირებული ტერიტორიებიდან წარმოშობილი ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების იმპორტსა ან გაყიდვაში. მაგრამ მისმა სპონსორებმა სპეციალურად და მიზანმიმართულად ჩამოაყალიბეს ამ გზით. ეს ეხება მხოლოდ „ისრაელის დასახლებებს“ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანთა სიმაღლეებს. ისინი ვინც ეს კანონი წამოაყენა, მკაფიოდ და მტკიცედ აცხადებენ, რომ ირლანდიას გამოყავს ევროპა და მსოფლიო ამჟამინდელი მოლაპარაკებების ჩიხიდან მშვიდობისკენ. სიმართლისგან ასე შორს ჯერ არაფერი ყოფილა!
ეს კანონპროექტი სრულიად არასწორია, რადგან ის გვთავაზობს მშვიდობისკენ მიმავალ ცრუ გზას. საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის განიხილავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, როგორც დავას, რომელიც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს თავად მხარეების მიუხედავად. 242-ე რეზოლუციით დაწყებული, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იყო გაეროს წესდების მეექვსე მუხლის შესაბამისად, რომელიც ეხება კონფლიქტის ნებაყოფლობით მოგვარებას. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეეთავაზებინათ მხარეებისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ხელი შეეწყოთ ორივე მხარისთვის გარკვეულიყვნენ საპირისპირო მხარესთან პირადი მოლაპარაკებებით. ეს მიდგომა დაეხმარა ევროკავშირის მიერ ხელმოწერილი ოსლოს შეთანხმების შექმნას, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დასახლებების სამართლებრივი ბედი ისრაელის და პალესტინელების შორის, საბოლოო სტატუსის შეთანხმების შეფარდება იქნება.
მაგრამ ირლანდიის რესპუბლიკა ახლა ცდილობს ცალმხრივად მოახვიოს ეს პრობლემა, თითქოს 242-ე დადგენილება და მისი შთამომავლობა გაეროს წესდების მე-7 მუხლის შესაბამისად გადაწყდა, რომელიც სავალდებულოა და შეიძლება გამოყენებულ იქნას ერის მიმართ. როგორ დავაკავოთ ირლანდიელი ადამიანი იმის გამო, რომ იყიდა ბოთლი რომელიც შირაზის საერთაშორისო ჯილდოებით არის აღნიშნული, ნუთუ ეს მიგვაახლოებს მშვიდობასთან? დიასახლისს, რომელიც ამზადებს სალათს შილოს ზეთისხილებით, ან დესერტს მარწყვითა და ფინიკებით, შეუძლია გაუაზრებლად გააკოთროს თავისი ოჯახი. ნუთუ სუფრაზე დადებული ამ კონტრაბანდის დანახვისას რომელიმე ებრაელთ მოძულე მეზობელი დაასმენს ოჯახს ირლანდიის ხელისუფლებასთან? როგორ შეიძლება ოდესმე სამართლიანად გამოიყენოთ ასეთი აბსურდული სისხლის სამართლის კანონი?ეს კანონპროექტი ასევე კონტრპროდუქტიულია მშვიდობისთვის, რადგან ის ხელს უწყობს პალესტინელების განცალკევებას. დათმობაზე წასასვლელად ახლა მათ რა სტიმული ექნებათ, როცა ყველანაირი ზეწოლა და ბრალდება ისრაელის მხარეს იქნება? არიან კი ებრაელები, რომლებიც თავიანთ სამშობლოს დაუბრუნდნენ, მსოფლიოსთვის საფრთხე უფრო მეტად, ვიდრე პალესტინელები და ის არაბული საელმწიფოები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე თავს ესხმიან მათ?
სისხლის სამართლის ეს კანონი პალესტინელებსაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. როგორც Sodastream-ის ეპიზოდიდან ირკვევა, ისრაელის დასახლებებში მრავალი საწარმოები და ფაბრიკები პალესტინელებს იყვანენ მუშახელად და საშუალოდ იმაზე 4-ჯერ მეტს უხდიან ვიდრე გამოიმუშავებს უბრალო პალესტინელი. ეს მარჩენალები ხშირად ინახავენ დიდ ოჯახებს, ასე რომ ათობით ათასი პალესტინელი იზარალებს, თუ ისრაელის საწარმოებს მოუწევთ მათ გათავისუფლება სამსახურიდან და სხვაგან გადასვლა.
კანონპროექტი ასევე მცდარია იმ თვალსაზრისით, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვაჭრობის გაგებას, რომლის მიხედვითაც ვაჭრობას განსაზღვრავს ბრიუსელი და არა რომელიმე ეროვნული მთავრობა. გარდა ამისა, ეს აიძულებს აშშ-ს და ირლანდიურ კომპანიებს, რომლებიც ერთმანეთის ქვეყნებში ეწევიან საქმიანობას, აირჩიონ ან ამ კანონის დარღვევა, ან ანტიისრაელური კანონის ბოიკოტი, რომლებიც ბოლო წლებში მიღებულია როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე ამერიკის სახელმწიფო დონეზე.
მაგრამ ეს კანონის კიდევ ნაკლებად შემაშფოთებელი ასპექტია. ირლანდიის კანონპროექტის ნამდვილი ოდიოზური ასპექტი მისი აშკარა ანტისემიტიზმია, ვინაიდან ის მიმართულია მხოლოდ ებრაელი „ოკუპანტების“ მიმართ და არა სხვა რომელიმე საოკუპაციო ძალის მიმართ. როგორ შეიძლება ეს იყო მართალი ქმედება, როგორც ამას აცხადებენ ირლანდიელი სპონსორები, როცა ეს ასეთი დისკრიმინაციულია? და რა უნდა ითქვას მაშინ ზეითუნის ზეთზე რომელიც თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ტერიტორიიდანაა, თევზზე რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდანაა, ან ფინიკებზე რომელიც მაროკოელების მიერ ოკუპირებული დასავლეთ საჰარის ნაწილიდანაა? ყველა ამ პროდუქტს თავისუფლად შეუძლია ევროპულ სივრცეში შესვლა, ხოლო ებრაელებმა კვლავ გაკვეთილი უნდა ისწავლონ.მე არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ეს ირლანდიელი კეთილისმსურველები კვლავ გვაბრუნებენ გერმანიის 1930-იანი წლის რასისტულ კანონებთან. Kauft nicht bei Juden! (არ იყიდო ებრაული!) -ეს იყო მაშინდელი წესი, და სწორედ ამაზეა ახლაც ლაპარაკი ირლანდიურ მოსახლეობაში – უბრალოდ კარგადაა შემოსილი და საუბრობს მშვიდობის სიტყვებითა და „ევროპული ფასეულობების“ მხარდასაჭერად.ყველა ჩვენი ევროპული განყოფილებისა და ICEJ-ის ყველა წევრის სახელით მოვუწოდებ ევროკავშირს გაასამართლოს ეს რასისტული კანონი და მტკიცედ შეეწინააღმდეგოს მის მიღებას. სანამ მე ამას ვწერ, ჩვენ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღეს აღვნიშნავთ და თუ ჩვენ მართლაც ვისწავლეთ ებრაელთა წინააღმდეგ ნაცისტური გენოციდის გაკვეთილი, ევროპა უარყოფს ებრაელთა გამოყოფისა და დასჯის ამ მცდელობას.
მინდა ასევე შევახსენო ირლანდიელ კანონმდებლებს, რომ თუ ისინი მართლაც წუხან ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის შესახებ, ის ებრაული კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ დასავლეთ ნაწილში, რომლებიც პალესტინელ მუშაკებს კარგად ანაზღაურებად სამსახურს პირდებიან, თანაარსებობისა და ტოლერანტობის კარგი მაგალითია, რომელსაც ამ შემთხვევაში შეიძლება დაეყრდნოს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი. აქ ებრაელები და პალესტინელები არა მხოლოდ თანაბარ ანაზღაურებას იღებენ, არამედ ხშირად აქვთ იგივე საგანმანათლებლო შესაძლებლობები. ეს არის ყოველდღიური თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის დადასტურებული ადგილები, ამიტომ ისინი იმსახურებენ ევროპულ მხარდაჭერასა და ინვესტიციებს და არა ჩახშობას.
ასე რომ გთხოვთ შეწყვიტოთ ეს სისულელე, ირლანდია!
ავტორი : დოქტორ იურგენ ბულერი ICEJ - საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის აღმასრულებელი პრეზიდენტი
წყარო – https://www.jpost.com/