რას წერს პავლე მოციქული რომაელთა წერილში!

IMG_5454

რას წერს პავლე მოციქული რომაელთა წერილში!

ვინ თქვა, რომ რამაელთა ეპისტოლეს მთავარი თემა არის რჯულისა და მადლის კონფლიქტი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ლუთერმა. რომაელთა ეპისტოლეს შესახებ კომენტარში მან წამოწია ეს თემა – ერთმანეთს დაუპირისპირა რჯული და მადლი. ლუთერმა წარმოადგინა რჯული როგორც წესების ერთობლიობა, რომელიც მას კათოლიკურ წესებს ახსენებდა. ლუთერი სწორად ასწავლიდა, რომ ადამიანი გადარჩენას ღებულობს რწმენით და არა კეთილი საქმეებით. მაგრამ თორა არასდროს ასწავლიდა ამას. თავის შემდგომ ნაშრომებში ლუთერმა გამოიყენა რომაელთა და გალატელტა ეპისტოლე როგორც კონტრარგუმენტი ანაბაპტისტი და მორავიელი ძმებისთვის, რომლებიც მას შაბათის დღეზე მიუთითებდნენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რომაელების ეპისტოლე პავლე მოციქულმა სხვა ისტორიულ მონაკვეთში დაწერა, როდესაც საერთოდ სხვა დავები მიმდინარეობდა. ის ერთადერთი მოციქული იყო რომელსაც რაბინული განათლება ჰქონდა, რომელიც თვით გამალიელისგან მიიღო – იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებლისგან. იმ დროს, XVI საუკუნეში როდესაც გაჩნდა შაბათის პრობლემები, ეს პრობლემები პავლეს დროს საერთოდ არ არსებობდა! რომაელთა ეპისტოლეს მთავარი თემა არის ისრაელის ხალხის როლი ახალი აღთქმის ეპოქაში. ისრაელის თემა წითელი ხაზივით მიყვება მთელს ეპისტოლეს. პირველი თავიდან დაწყებული (რომ. 1:16) და დამტავრებული რომ. 11:1-ით. რჯული, აღთქმა, გადარჩენა, რწმენა და მადლი უკვე ისრაელის თემაზეა მიბმული, რასაც პავლე მოციქული უხსნის თავის რომაელ ძმებს, არაებრაელ ძმებს რომლებიც მოვიდნენ რწმენაში. სამწუხაროდ, ბევრმა რომაელმა ძმამ ვერ გაუგო პავლეს. აქედან გამომდინარე, რომი გახდა იოანეს აპოკალიფსური ხედვების მთავარი ობიექტი. ქრისტიანობა რომში სულიერ ბაბილონად გადაიქცა. ქრისტიანული ანტიიუდაიზმის ერთ-ერთი პიონერი იყო რომაელი ფილოსოფოსი, რომელიც მოექცა ქრისტიანობაში, ცნობილი როგორც ეკლესიის მამა იუსტინე. თავის დიალოგში ებრაელ ტრიფონთან, რომელიც მან დაწერა IIსაუკუნეში და დაარქვა „ებრაელთა წინააღმდეგ“, იუსტინე აფრქვევს მთელ თავის კრიტიკას შაბათზე და განაცხადებს, რომ ქრისტიანებმა უნდა შეწყვიტონ ამ დღის აღნიშვნა. რაც დაემართათ შემდეგ რომის ქრისტიანებს, უკვე ძალიან ცნობილი ფაქტია.
ავტორი – ალექსანდრე ბოლოტნიკოვი

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „შალომის“ დირექტორი

ღვთისმეტყველების დოქტორი

ექსპერტი  იუდაზმისა და ქრისტიანულ ღვთისმეტყველების