როშ ჰაშანა − საყვირის ძახილის დღესასწაული

rosh-hashanah-2013

 

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დროა, როცა ვუახლოვდებით განსაკუთრებულ დღესასწაულს – საყვირის ძახილის დღესასწაულს, რომელიც ჩვენს უფალთან შეხვედრას, ჩვენს ცხოვრებაში ისრაელის ღმერთის გამარჯვებას გვაგონებს. გვახსენებს იმას, რომ ის არის მეფე, ის არის ღმერთი. ახლა ისრაელში ყოველ შაბათს ჩაჰყვირიან შოფარში ამ დღესასწაულის მოახლოების შეხსენებასთან დაკავშირებით.

წმინდა წერილი ცოცხლდება ყველა გულში და რუახ ადონაი (ღვთის სული) ახალ გამოცხადებას იძლევა ზეციდან. მე დღეს უფრო ღრმად ჩავწვდი ამ მუხლს.

ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ, ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან…“ (რუსულ სინოდალურ თარგმანში: „დაიწყებენ მდინარებას, დინებას“ − მთარგმნ. შენიშვნ.).

გესმით? დინებას იწყებენ! ისიც კი არ არის ნათქვამი, რომ: „გაფრინდებიან“, არადა სწორედ ეს იგულისხმება აქ, მაგრამ „დინებას დაიწყებენ“.

რას ნიშნავს „იწყებენ დინებას“ ღვთის შვილთათვის?
აქ ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ისინი საკუთარ ფრთებზე კი არ იქნებიან დაიმედებულნი, ძალიან ძლიერი ფრთებიც რომ ჰქონდეთ. ისინი არ იქნებიან დაიმედებულნი საკუთარ ხერხემალზე, არ იქნებიან დაიმედებულნი საკუთარ ბუმბულზე, საკუთარ წვრთნაზე. ისინი უფალზე იქნებიან დაიმედებულნი! სწორედ ამიტომაც, ისინი არ დაიძაბებიან: „ჩვენ ამას ვაკეთებდით საკუთარი თავის დასახმარებლად, რათა მივნდობოდით მადლის ნაკადს, რომელიც აქ არის“. იქ საინტერესოდაა დაწერილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მოძრაობათა შესრულება! თქვენ ხედავთ, რას აკეთებდა ღმერთი ამ დროს, განსაკუთრებით, სახსრებსა და ხელებში.

აქ კი წერია: „ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, დინებას დაიწყებენ“…

თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ღვთის მდინარის შესახებ, ცეცხლოვანი მდინარის შესახებ, რომელიც უფლის მადლის ტახტიდან მოედინება. ვისაუბრეთ სულიწმიდის ცეცხლოვანი მდინარის შესახებ, რომელიც ჩვენამდე მოდის, ჩვენში გაედინება და გვაერთიანებს ერთ ნაკადად და ჩვენთან ერთად და ჩვენით ადის მადლის ტახტამდე. ეს არის ზეციური მდინარე, ის აგიზგიზებს გულებს, რომელთაც არ ეშინიათ უფლისათვის ენთონ. ეს არის ზეციური მდინარე და ის სწორედ ის ამწევი ძალაა, მასში მდინარებენ ისინი, ვინც სწევენ და ასწორებენ საკუთარ ფრთებს. ისინი სწევენ და ისწორებენ ფრთებს და ამ დროს მათი მზერა უფლისკენაა მიპყრობილი და მასზე არიან დაიმედებულნი. ღმერთი არც ერთს არ უცრუებს იმედს. მისი ძალა, მისი სული, მისი მდინარე გვწევს ჩვენ და ავყავართ ჩვენთვის მიუღწეველ სიმაღლეებზე და არა მხოლოდ სიმაღლეებზე ავყავართ, არამედ მივყავართ იქ, სადაც ღმერთს სურს ჩვენი ხილვა. ამასთან, როცა ეს ხდება ღვთის ამ ნაკადში, ღვთის არწივები არ იღლებიან.

რატომ არიან ღვთის შვილები, ღვთის მსახურნი ბიბლიაში ასე ხშირად შედარებულნი არწივებს?  არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაზე ძლიერი ფრინველია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ფრინველთა მეფეა“, არამედ სწორედ არწივები ფრენენ ყველაზე მეტს ჰაერის ნაკადების გამოყენებით. ისინი ჰაერის მდინარეებში დაცურავენ. სწორედ არწივები და ეს არის აღთქმა ჩვენდამი, აღთქმა ნებისმიერი ასაკის ღვთის შვილებისადმი. აქ არიან ყველა ასაკის ღვთის შვილები, 85 წლის, 75 წლის, 12 წლის, 6 წლის, 95 წლის. ისინი ძალ-ღონით სავსე ჭაბუკებთან არიან შედარებულნი, რომელთაც ამდენი ძალა და სულისკვეთება აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ სულიწმიდა. ეს ის საკუთარ თავში დარწმუნებული ჭაბუკები არიან, რომლებიც, ადრე თუ გვიან, მაინც დაიხოცებიან. ისინი იწყებენ არწივებივით  და ამთავრებენ ინკუბატორში გამოზრდილი მამლაყინწებივით. დაწერილია:

 B_Id_416988_Rosh_Hashanah h_50526170-725x482

„და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ“.

 

რას ნიშნავს „ძალას განიახლებენ“?

ეს ნიშნავს, რომ, თუ ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ სისუსტეს, ეს სწორედ შესანიშნავი დროა, უფლისადმი იმედით მივიღოთ მისი ძალა, რომელიც შინაგანად გვაახლებს და ჩვენი უძლურების მეშვეობით მოქმედებს. „ძალის განახლება“ ნიშნავს ღვთის ნაკადში განახლებას. ისინი შეძლებენ ღვთისადმი მინდობას და ამ ზეციურ ნაკადში მდინარებას, როგორც არასოდეს აქამდე. „ძალის განახლება“ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძლებენ იმის კეთებას, რაც ადრე არ შეეძლოთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღარ არის ყველაფერი ძველებურად, რომ ვიღაც მოხუცდა, ვიღაც ავად გახდა, ვიღაცას კი ცუდი რამ შეემთხვა, ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ უწინდელივით უფლის კვალდაკვალ სიარულს, უწინდელივით „ფრენას“, დადგა დრო ნელა სვლისა. ეს ყოველი არ არის მართალი!

საკუთარ თავზე, საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარ შეხედულებებზე თუ არ იქნები დაიმედებული, თუ არ იქნება შენი მზერა მიპყრობილი საკუთარ ძალებზე, თუ არ ეცდები ვინმეზე ამაღლდე, არამედ, უბრალოდ, ამაღლდები უფალში, დაინახავ, რომ უფალი შენი მეშვეობით უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე შენი წარსულის საუკეთესო დროთა ჟამს. ღმერთი არ არის შეზღუდული ჩვენი ბუნებრივი ასაკობრივი და სხვა შეზღუდვებით.

ღმერთს ჩვენგან სურს გახსნილობა!

მას უნდა, რომ ფრთები გავისწოროთ, ნაკადი კი უკვე მოედინება. მას უბრალოდ სურს, რომ ჩვენ გული გავხსნათ, ხოლო დამდნარი ოქროს მდინარე, მისი თანაგრძნობის, სიყვარულის ოქრო, მდინარე, რომელშიც ზეციდან მოედინება გამჭვირვალე, დამდნარი ოქრო ღმერთის სიხარულისა, სიხარულისა, რომლითაც უფალი ჩვენ გამო ხარობს და ეს მდინარე უკვე მზადაა თავის ნაკადში გაგვიყოლოს. ჩვენც გავცურავთ ამ მდინარეში არა, როგორც საცობები, არამედ, როგორც ოქროს ნაწილნი, რადგან ცეცხლი წმენდს ჩვენს რწმენას, ცეცხლი დაადნობს იმას, რაც მაგარი იყო და იმას, რაც მკერდში კოშტებად შეიკრა. ის დაადნობს ყინულს და ჩვენ გავხდებით უფლის მდინარი ოქრო.

და მაშინ არ დავიღლებით!

აქ ასეა დაწერილი: „დინებას დაიწყებენ და არ დაიღლებიან“, რადგან თავად არ დაუძლურდებიან.

შემდეგ: „ივლიან და არ დაიღლებიან“.

შეხედეთ, როცა ადამიანები მხოლოდ დადიოდნენ, ისინი დაფრინავდნენ და დარბოდნენ, მაგრამ ჩანდა, რომ ისინი დადიან. ივლით და არ დაგჭირდებათ გამუდმებით ვინმეს უმტკიცოთ არწივი ხართ, თუ მთის არწივი. არა! თქვენთვის საკმარისია ეს, თქვენ შეძლებთ უბრალოდ იაროთ, მაგრამ თქვენი მეშვეობით მდინარე იდინებს, რომელშიც არა მხოლოდ გაცურავთ, არამედ იდინებთ კიდეც მასთან ერთად. ეს არის სულიწმიდის ამწევი ძალა, რომლის მეშვეობითაც თქვენი სვლა ფრენას დაემსგავსება. ფეხების საშუალებით ივლით, მაგრამ უფალი, ამავდროულად, სულში გადაგიყვანთ და თუ საჭირო იქნება, ის ზებუნებრივადაც შეძლებს სხეულის სხვაგან გადაყვანასაც კი.

მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც უფალს გადაუყვანია 500 კილომეტრის დაშორებით, როცა ძალიან აუცილებელი ყოფილა ეს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოხდება, თუ არა. მთავარია, რომ ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, იქნება უფლის ნაკადის შემწეობით.

აქ კიდევ ერთ აზრია წმინდა წერილისა. ისინი, ვინც ყმაწვილობისას იღლებიან და ახლა მათი რიცხვი უკვე მცირეა. უფალი ჰპირდება მათ, ვინც უკვე დიდი ხანია აღარ არის ყმაწვილობის ასაკში. უფალი ჰპირდება მათ: არაფერია საშიში! ჩემთან ერთად იქნებით იმ სიტუაციებში, როცა ადრე იღლებოდით და ეცემოდით კიდეც, მაგალითად, სულით ეცემოდით და გზიდან გადადიოდით. ახლა ჩემთან ერთად იქნებით ჩემს მდინარეში და არ დაიღლებით, არ დაეცემით, არ გადახვალთ გზიდან, რადგან მე თავად გატარებთ თქვენ. ესაა ჩვენი მემკვიდრეობა და აღთქმა, ეს არის ღვთის ცოცხალი სიტყვა.

ანუგეშეთ ჩემი ერი“!

ეს არის ესაიას მე-40 თავის პირველი მუხლი.

უფლის ამ ძალას როცა ვიღებთ, როცა ჩვენ აღარ გადავადგილდებით რაღაც უცხო, მტრულ სივრცეში, ხოლო როცა ვიცით ის, რომ ყველგან, სადაც მივდივართ უფლის ნების თანახმად, ჩვენ მივყავართ მის მდინარეს, ჩვენ ყველგან მისი ცეცხლით ვართ დაცულნი. ჩვენ გარშემო მისი თანდასწრების უხილავი დამდნარი ოქროა. მაშინ ჩვენ არ გვიჭირს სხვა ადამიანთა ნუგეშისცემა რთულ სიტუაციებშიც კი. მაშინ არ გვეშინია ყველაზე საშიშ ადამიანებთან ლაპარაკისაც კი ისე, რომ ისინი ქედს იდრეკენ და განიცდიან იმას, რაც მათ თავად აშინებს. ისინი, ვინც გვაშინებდნენ ან ცდილობენ შეგვაშინონ. ჩვენ როცა ღვთის მდინარეში ცურვისას მივადგებით მათ და ველაპარაკებით მადლის სიტყვებით, ეს სიტყვები და ეს ცეცხლი, ნუგეშისმცემელი სული ეხება მათ და იწყებს მათ მოდრეკას, მათ აღარ იციან, ვის ელაპარაკებიან – ჩვენ თუ მას, ვინც შეუდარებლად დიდია.

ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი წმინდა აღთქმა ჩვენს მხსნელში; ეს არის თითოეული ჩვენგანის ქონება ღვთის ოჯახში, სადაც მიგვიღო უფალმა.

„ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ ამოიწურა მისი ომის ვადა…“

ისინი, ვისაც საკუთარი ძალებით უცდია რაიმეს გაკეთება და ფიასკო განუცდია; ისინი, ვისაც უცდია უფლის კვალდაკვალ სიარული თავის შეხედულებათა მიხედვით და ვერ შეძლეს; ისინი, ვისაც უცდია ნიჩბების მოსმა და მაინც მდინარებამ წაიღო ისინი გაურკვეველი მიმართულებით და შემდეგ მათ თავი დაიმდაბლეს და მიენდნენ უფალს. ახლა, ფრთების გაისწორეს, მაღლა მიიწევენ და მიედინებიან და არ იღლებიან, არ ეშინიათ, არც კი ფიქრობენ იმ დეპრესიათა შესახებ, რომლებიც ასე სტანჯავდა მათ; არც იმ შიშთა შესახებ ფიქრობენ, რომელნიც ბოლოს უღებდა მათ. ისინი, ვინც იცის, რა არის ხორცის მიხედვით ცხოვრება, რელიგიის მიხედვით ცხოვრება, იციან და ახლა შეიცნეს, რა არის ცხოვრება უფლის მდინარეში, ცხოვრება მისი სიყვარულისა და სიხარულის დამდნარი ოქროს ნაკადში; ახლა მათ შეუძლიათ აუხსნან ებრაელებს და არა მხოლოდ ებრაელებს, უკრაინელებს და სხვებსაც, რომ ამოიწურა მათი ომის ვადა. აღარ სჭირდებათ მათ საკუთარი ბრძოლით ბრძოლა, საკუთარ შეხედულებათა მიხედვით, საკუთარი ძალებით ბრძოლა და მცდელობა იმისა, რომ ცხოვრებას, ადამიანებს, ქვეყნიერებას, ღმერთს გამოგლიჯონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით. ეს უძლიერესი გამხნევებაა მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ნუგეშისმცემელი.

ჩვენ ღმერთის ნუგეშისცემის ნაწილი ვართ. გილოცავთ!

ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, ასეთი განსაკუთრებულნი, ინდივიდუალურნი, პიროვნულნი, ასეთი ძენი და ასულნი უყვარს მას! ჩვენ ხომ ასეთი განსაკუთრებულნი ვართ მის თვალში! მას სურს არა მხოლოდ დაიცვას თავის მიერ შექმნილი ჩვენი ინდივიდუალურობა, არამედ ისე გახსნას იგი, ისე განავითაროს, რომ ჩვენ უბრალოდ გავოგნდებით, როცა გავიგებთ, როგორები ვართ სინამდვილეში, როცა ღმერთს ამის გაკეთების უფლებას მივცემთ, მაგრამ მას ჩვენი განსაკუთრებულობის გამო არ ვუყვარვართ. მას იმის გამო არ ვუყვარვართ, რომ რა განსაკუთრებულნი და გამორჩეულნი ვართ სხვებისგან! იმიტომ, რომ სხვები ჩვენზე არანაკლებ უყვარს ღმერთს! მას ვუყვარვართ ჩვენს ყველა თავისებურებასთან ერთად, ჩვენს ყველა (ან ძალიან უნიკალურ) უნიკალურ მახასიათებელთან ერთად, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ღმერთის სიყვარული არ ეფუძნება ჩვენს რომელიმე სხეულებრივ მონაცემს ან თუნდაც ხასიათის თვისებებს.

ღმერთს უყვარს თითოეული ადამიანი, რადგან ის სიყვარულია!

მას ყველა უყვარს, რადგან ის სიყვარულია! ღმერთს არ შეუძლია არ ვუყვარდეთ, მაგრამ მას ამ სიყვარულის გადმოღვრა სურს! თითოეული ჩვენგანი აირეკლავს ღმერთის ამოუწურავი უნიკალურობის გარკვეულ ზღვარს. ის გვიყურებს და ხარობს. მას არ სურს ჩვენი შეგროვება, როგორც აგროვებენ კალის ჯარისკაცუნებს ან რაიმე სარიტუალო ნივთებს, მაგრამ თქვენ იცით, საინტერესო თავისებურებაა, ღმერთისთვის უფრო ადვილია სიყვარულის გამომჟღავნება, როცა ჩვენი ყურადღება ჩვენს თავისებურებებს არ არის მიპყრობილი, როცა ვხედავთ საკუთარ თავებს ისეთებად, როგორებიც ვართ; ჩვენ არ ვართ თავბრუდახვეულნი ჩვენი ზოგიერთი ძლიერი თვისებით, არ ვბრაზობთ საკუთარ თავზე ჩვენს სისუსტეთა გამო, იმის გამო, რომ არ ვართ ძლიერნი და ჯერ მკაფიოდ გამოხატულ ნიჭს ვერ ვამჩნევთ საკუთარ თავს.

გაიხსენით ღვთის სიყვარულისათვის!

 

თქვენ გესმით, რომ თუ ჩვენ თვალს ვწყვეტთ საკუთარ თავს, ჩვენს ყველა უნიკალურ თვისებას, ნახევრად უნიკალურ თვისებებს და მზერა ღმერთზე გადაგვაქვს და გულის კარს ვუღებთ მას, ამით ჩვენ ნებას ვაძლევთ მის სიყვარულს, მის მიზიდულობას მიგვიზიდოს თავისი გულისაკენ! ჩვენ თუ ნებას მივცემთ მის საოცარ, უნიკალურ და უძირო სიყვარულს, გადმოიღვაროს მისი გულიდან, მაშინ ის შეძლებს ამ სიყვარულის ისე გახსნას ყველასთვის, რომ თითოეული ადამიანი სრულად გაიხსნება მასში! ეს იმდენად ბუნებრივად და უბრალოდ ხდება ღმერთის ოჯახში, სადაც ღმერთის თანდასწრება ჰაერივითაა, რომ ის მიიღება, როგორც აუცილებლობა, მაგრამ, ამავდროულად, ის მიიღება ნდობით.

 

ადამიანებმა იციან, რომ ახლა ჩვენთან ყოვლისშემძლე ღმერთია! ახლა აქ უზენაესია! აქ მისი ფრთებია! ის, როგორც დედა არწივი, გვიფარავს ჩვენ თავისი მართეებივით და გულში გვიხუტებს, ავყავართ მას ბუდეზე მაღლა! ადამიანებმა როცა ეს იციან, ისინი ხარობენ, მოწიწებით თრთიან ასეთი ღმერთის დიდებულების წინაშე, რომელიც ამ სამყაროზე დიდია, რომელსაც შეუძლია ამ დარბაზში შემოვიდეს და ყველას მოეხვიოს! ღმერთის რეალობა მზად არის გაიხსნას საოცრად, როცა მზერას მოვწყვეტთ საკუთარი თავს, საკუთარ სუპერშიშებს, საკუთარ ცუდ მხარეებს; როცა ჩვენ უბრალოდ ხაზს არ ვუსვამთ სხვებისგან ჩვენს განსხვავებულობას, ყველაფერს ვწყვეტთ მზერას და უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ვხედავთ. მაშინ მას შეუძლია გაგვახაროს ისეთი სიხარულით, რომლითაც ხარობს თავად. მას შეუძლია აღტაცება მოგვგვაროს, ჩვენ კი შეგვიძლია მისკენ აღვიტაცებოდეთ.

რას ნიშნავს „მისკენ აღვიტაცებოდეთ“?

 

სიტყვა „აღტაცება“ არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რასაც ის ნიშნავს საერთოდ, არამედ ის ასევე ნიშნავს: ღმერთისკენ აღმასვლას, გულის ღმერთისკენ მიმართვას. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანის გული თავს დააღწევს ჩვეულ ბორკილებს და ზეცის სიმაღლეზე აღიტაცება, სადაც მას მოსიყვარულ მამას შეხვდება და გულზე მიიკრავს. იცით, რომ, როცა ვივიწყებთ ჩვენს თავისებურებათ, ცუდთაც და კარგთაც, როცა ისინი აღარ არის მოქცეული ჩვენი აღქმისა და ყურადღების ცენტრში, შეგვიძლია გავიგოთ, რას ნიშნავს უფლით ტკბობა.

 

ეს ესაიას 58-ე თავის ბოლოშია აღთქმული. იქ მარხვის შესახებაა ნათქვამი. პრაქტიკულად, ამ თავის უდიდესი ნაწილი, თითქმის მთლიანი თავი საუბრობს იმაზე, როგორი უნდა იყოს მარხვა. მე ამის შესახებ კითხვას არ დავიწყებ ახლა.
აი აქ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ მომდევნო შაბათის კვირა გვაქვს. აქ ნათქვამია:

„თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისგან, ჩემს წმიდა დღეს…“

  • მე კი ვკითხულობ: ჩემს წმიდა კვირას…

 

მთელი ჩვენი კვირა ხვალიდან წმინდაა. ეს შაბათის კვირაა!

…და უწოდებ შაბათს − „შვებას“, „უფლის წმიდა დღეს“, „განდიდებულს“ და განადიდებ, არ გააკეთებ შენს საკუთარ საქმეს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭად არ ილაპარაკებ…“

ესაიას წიგნის 58-ე თავის ბოლო მუხლი:

…მაშინ გაიხარებ შენს უფალში“.

ორიგინალში კი დაწერილია: „მაშინ დატკბები უფლით შენით“.

სინოდალურ მთარგმნელს ეუხერხულა მართლმადიდებლურ ტრადიციაში ამგვარი რამის თქმა, რომ ჩვენ დავტკბებით უფლით! ო! წმიდა-წმიდა-წმიდა! უკეთესია ასე ლამაზად ვთქვათ, ესეც კარგია, მაგრამ ჯობს, გვქონდეს სიხარული უფალში.

ებრაული ორიგინალი: „დატკბები უფლით შენით“.

აღთქმა ღვთის შვილებისათვის, უფლის მსახურთათვის, რომლებიც შთაიფლობიან ღვთის შაბათში და არ ჩქარობენ იქიდან ამოყვინთვას, რადგან ეს ცეცხლოვანი ოქროს მდინარე, რომელიც ამ დარბაზში მოედინება, ამ ეკლესიის მეშვეობით, ჩვენი გულების მეშვეობით, ჩვენში მოედინება, ეს მდინარე რაღაცას მახსენებს.

ძველებრაული ლეგენდა მდინარე შაბათონზე.
არსებობდა ძველი ებრაული ლეგენდები იმის შესახებ, რომ სადღაც მოედინება მდინარე შაბათონი. მასთან სასწაულებრივი მოვლენები. ეს სწორედ ის მდინარე შაბათონია. ეს შაბათის მდინარეა, რომელშიც მოძრაობ ასე უჩვეულოდ და ცხელდები დიდებულ ზეციურ ცეცხლში, ივსები ამ ცეცხლითა და ბრწყინვალებით, აღწევ უფლის მიზნებს! ამავდროულად, არ იღლები, რადგან შენ საკუთარი არსენალი უფალს გადაეცი, მთელი ძალები და საკუთარი თავი გოლგოთაზე დადე და შენ უკვე აღარ ხარ საკუთარ თავზე დაიმედებული, არც იმაზე, რაც გაქვს! შენ შთაიფალი შაბათის მდინარეში და შენთვის შაბათობაა ყოველდღე.

 

აქ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ არა მხოლოდ სულიწმიდით გახარება, არა მხოლოდ სიხარული გვქონდეს უფალში, არამედ დავტკბეთ თავად უფლით; როცა მისი გული ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასი ხდება, ყველა ძვირფასეულობასა და გარეგნულ კურთხევაზე ძვირფასი; როცა ამაში შევდივართ, ის ამბობს:

„… აგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე, და გამოგკვებავ იაკობის, შენი მამის, წილხვედრით, რადგან უფლის ბაგე ლაპარაკობს“.

ეს არის უკანასკნელი სიტყვები ამ თავში, ისინი ამ აღთქმას, ამ მემკვიდრეობას აქცევენ ცოცხალ და მდინარ ცეცხლად, რომელიც უფლის ბაგეთაგან გამოედინება, რადგან აქამდე, 55-ე თავში დაწერილია, რომ ღვთის სიტყვა ცეცხლივითაა.

ღმერთი ყველაფერში ახალ სინამდვილეს ქმნის!

 

ის გვეუბნება, რომ მან ოდესღაც კი არ თქვა ვიღაცისთვის, ის ყოველთის გვეუბნება ამას, როცა ვშლით მის სიტყვას ან, როცა გვესმის იგი. მისი davar (სიტყვა) – მეტყველებაა, რომელიც მოედინება, მის ბაგეთაგან მომდინარე ცეცხლია. ჩვენ თუ ვხსნით ჩვენს გულებს ეს davar სიცოცხლედ იქცევა, სინამდვილედ იქცევა, ღმერთი ქმნის ახალ სინამდვილეს! ის აახლებს ღვთის ძაალს ჩვენში, გვაახლებს ჩვენს მის ძალაში, რადგან ღვთის ძალა, რომელსაც ის აახლებს ჩვენში, ის ახალ ადამიანებად გვაქცევს. ჩვენ სხვა ადამიანები ვხდებით, ჩენი არსება იესოს არსების მსგავსებად გარდაიქმნება! მისი ხატება ჩვენი არსი ხდება და ყველა ჩვენი ხატებანი და ნიმუშები, რომლებსაც აქამდე ვბაძავდით, იწვება ღვთის დიდების ბრწყინვალებაში.

აი, მაშინ ვერ ვასწრებთ შევნიშნოთ ის, თუ როგორ აღმოვჩნდებით სიმაღლეზე. ღმერთს ავყავართ მაღლა! ჩვენ კი არ ვბორძიკობთ, არამედ მას ავყავართ მაღლა. ის გვამაღლებს, ჩვენ მასთან ერთად მივედინებით, გვავიწყდება საკუთარი თავი ამ ნაკადში და შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ იმ სიმაღლეზე ვართ, რომელზე ასვლაზეც არც კი გვიოცნებია. ეს არის ჩენი შაბათის კვირის აღთქმა. ეს არის ღმერთის დიდების აღთქმა ჩვენთვის მომდევნო დღეებში. ეს არის მასთან შეხვედრის აღთქმა.

ეს არის უფლით ტკბობის აღთქმა.

ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი .