ებრაული ტექსტების ბოროტად მანიპულირება ყოველთვის აძლევდა ანტისემიტებს სიძულვილისა და ძალადობის საბაბს.
იმისთვის რომ შეძლო თალმუდის გაგება, ათობით წლები სჭირდება მის სწავლას.
იქ არა მარტო ებრაელებეზ წერია არამედ სხვა ერებზეც ბევრი კარგი რამ წერია :
„ვინც თქვა ბრძენი სიტყვა სხვა ერებიდან – ის ბრძენია. რაბი იოჰანანი არაებრაელ უხუცესთა წინაშე იდგა – ვიზრუნოთ ღარიბ არაებრაელებზე ღარიბ ებრაელებთან ერთად, მოვინახულოთ ავადმყოფი არაებრაელები ავადმყოფ ებრაელებთან ერთად მშვიდობის გზების გამო… „
ბევრი მსგავსი გამოთქმაა. ამ უკიდეგანო ზღვიდან ვისაც სურს შეუძლია ამოგლიჯოს ნაწყვეტები, სადაც დაწერილი იყო იმ დროის კერპთაყვანისმცემლების შესახებ და არა არაებრაელების შესახებ, ხოლო ზოგადი იდეა გამოხატულია ამ სიტყვებით.
ვინც გადაშლის ნებისმიერ ებრაულ ტექსტს და მოუნდება იმის გაგება თუ რა წერია იქ, უნდა იცოდეს ერთი წესი. თორის ტექსტის პირდაპირი გაგება შეუძლებელია, მისი გაგება მხოლოდ ინტერპრეტაციისა და სიღრმისეული შესწავლის გზით მიიღწევა. ანუ საქმე იმაში კი არ არის – რა არის დაწერილი, არამედ რა განზრახვით არის დაწერილი და რა ზოგადი იდეა არის გამოხატული ამ სიტყვებით.
ამიტომ, ვინც არ შეიწუხებს თავს, რომ გაიღრმავოს მისი გაგება, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნებისმიერ ფრაზას ისე გაიგებს, როგორც მის გულს მოესურვება. ამიტომ თუ მის გულში ცოტათი მაინც ბუდობს ანტისემიტიზმი, თან თალმუდის ორიგინალის წაკითხვა მიუწვდომელია, არასწორი თარგმანი და ყურადღებით ამოკრებილი კონტექსტიდან გამოიწვევს მოსალოდნელ ქარიშხალს.
სინამდვილეში რა წერია თალმუდში არაებრაელების შესახებ?
„თალმუდი (სანგედრინი 59ა): რაბი მეირი ამბობს: არაებრაელი, რომელიც შეისწავლის თორას (იგულისხმება, ნოეს ვაჟების 7 მცნება) მღვდელმთავარს უტოლდება (სიწმინდის უმაღლესი საფეხური)“
„მიდრაში (თანჰუმა ვაიიქრა 8): არაებრაელები სწრაფად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და ასწორებენ მას“
„თალმუდი (ავოდა ზარა 6ა): არაებრაელისთვის ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა აკრძალულია“.
„თალმუდი (გიტინი 61ა): აუცილებელია ავადმყოფი არაებრაელის მონახულება, და საკვების მიცემა გაჭირვებულისთვის“.
„რამბამი (გზელა 1:2): აკრძალულია არაებრაელისთვის მოპარვა“
„მეჰილთა (მიშფათიმ 4): ის ვინც მოკლავს არაებრაელს სიკვდილით დაისჯება“.
„ნათქვამია თალმუდში (ჰულინ 92ბ): აკრძალულია არაებრაელის მოტყუება“.
ის ქმედებაც კი, რომელიც არაებრაელს თავგზას აუბნევს აკრძალულია.
თორა მოუწოდებს, გაჭირვებულის ყველაფრით უზრუნველყოფას, რაც სჭირდება. (იხ. დვარიმ-2რჯ.15:8). ეს ეხება დასახლებული ადგილის მუდმივ მცხოვრებს, რომლისთვისაც სხვა მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან მისცენ შესაწირიდან რომელსაც ებრაულად ცდაკა ეწოდება . უცნობ გაჭირვებულსაც აძლევენ მცირე საჩუქარს – დამოკიდებულია თუ რამდენის საშუალება აქვს გამცემს, მაგრამ ყოველთვის როცა გაჭირვებული ითხოვს დახმარებას ეხმარებიან.
ჩვენმა ბრძენებმა გვიანდერძეს, რომ მივცეთ საკვები და ტანისამოსი გაჭირვებულ არაებრაელებს, რათა ვიქონიოთ მათთან კარგი ურთიერთობები (კიცურ შულჰან არუჰი თავი 33).
ბრძენები მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ პატიოსნები სავაჭრო ურთიერთობებში როგორც ებრაელებთან, ისე არაებრაელებთან.
უფრო მეტიც: ბროლის პატიოსნება არაებრაელებთან ურთიერთობისას არის ზუსტად „ღმერთის სახელის გაშუქება მიწაზე“, რადგან ჩაუნერგავს ადამიანებს პატივისცემას ებრაელების, თორისა და მისი დამცველების მიმართ. (კიცურ შულჰან არუჰი თავი 65).
ქურდობისა და ძარცვის აკრძალვა, მიუხედავად იმისა საუბარი ებრაელზეა თუ არაებრაელზე, მოხუცზე თუ არასრულწლოვანზე. (კიცურ შულჰან არუჰი თავი 172).
სიტყვა „გოი“ ებრაულად ნიშნავს -ხალხს, თვითონ ებრაელებიც მოიხსენიებიან თორაში როგორც „გოი“. იხ. მაგალითად ბერეშით-დაბ. 25:29, დვარიმ-2რჯ. 26:5
შუა საუკუნეების შემდეგ, ებრაულ წიგნებში სიტყვა „გოის“ იყენებდნენ სხვა ერების მოსახსენიებლად და როგორც ხშირად ხდება ხოლმე სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა შეიცვალა და ახლა სასაუბროდ გამოიყენება როგორც „არაებრაელი“.
ახლა კი ანტი-სემიტური სიცრუის რამოდენიმე მაგალითი
სანჰედრინ 59ა: გოის მკვლელობა უდრის ველური ცხოველის მოკვლას.
სინამდვილეში ასეთი ციტირება არ არსებობს. სინამდვილეში სანჰედრინის 59 ასე წერია: რაბი მეირი ამბობს: არაებრაელი, რომელიც შეისწავლის თორას (იგულისხმება, ნოეს ვაჟების 7 მცნება) მღვდელმთავარს უტოლდება (სიწმინდის უმაღლესი საფეხური)“
ლიბრე დავით 37: შეატყობინო გოის, ჩვენი რელიგიური ურთიერთობების შესახებ ყველა ებრაელის მკვლელობის ტოლფასია. მათ რომ იცოდნენ ჩვენი სწავლების შესახებ, ღიად დაგვიწყებდნენ მოკვლას.
ეს არის გაყალბება, ასეთი წყარო არ არსებობს. არ არსებობს არც ასეთი წიგნი და არც ასეთი ციტატა. ასეთი სიტყვაც კი არ არსებობს ლიბრე, რაც უკვე იმას მიანიშნებს რომ წიგნის სათაურიდან დაწყებული ეს არის ფაბრიკაცია…
სიზალოთი – უტზაბოთი, ჯორ დიას წიგნი 17: იუდეველს შეუძლია ტყუილადაც დაიფიცოს, როდესაც გოი ეკითხება არის თუ არა ჩვენს სწავლებაში რაიმე მათ წინააღმდეგ.
ეს ტყუილია. სიტყვა „სიზალოთი – უტზაბოთი“ ნიშნავს „თალმუდის პასუხს“ – ასეთი წიგნი საერთოდ არ არსებობს.
ნიდრაშ ტალფოიტი გვ.225-ლ: იეჰოვამ შექმნა არაებრაელები ადამიანურ ფორმაში, რათა ებრაელებს არ დასჭირვებოდათ ცხოველების მომსახურება. აქედან გამომდინარე, არაებრაელები არიან ადამიანის სხეულში მყოფი ცხოველები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ებრაელებს დღისით და ღამით.
ტერმინი „იეჰოვას“ გამოყენება ეს უკვე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ტექსტი ყალბია, რადგან ებრაელები არასდროს იყენებენ ამ ტერმინს თავიანთ წიგნებში. განხილული წიგნი არ არის თალმუდის ნაწილი, მაგრამ მე-13 საუკუნეში დაწერა თურქმა ებრაელმა ელია ბენ სოლომონმა.
გახსოვდეთ – ზოგიერთი კანონი, იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც არ იცნობენ ებრაულ ტრადიციას, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც შეურაცხმყოფელი. ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ებრაულ ტრადიციას, აღიქვამენ ამ კანონებს თავიანთი ისტორიული ჭრილიდან გამომდინარე.
ებრაულ წიგნებში, ძირითადად ძველ წყაროებში ხშირად გამოიყენება პერიფრაზირება და ფარული ციტატები , რომელსაც არანაირი შეურაცხმყოფელი მნიშვნელობები არ აქვს თანამედროვე ქვეყნებთან მიმართებაში.
შულხან არუხის ფალსიპიკაცია
ინტერნეტში გავრცელებულია ძალიან ბევრი ციტატა ფალსიფიცირებული შულხან არუხიდან, რომელიც ხშირად ასეა დასათაურებული – „შულხან არუხის 100 კანონი“ ან უბრალოდ „შულხან არუხი“ რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ნამდვილთან. ამაზე სჰეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – http://ru.wikipedia.org/wiki/Шулхан_арух.
გახსოვდეთ – ანტისემიტები სარგებლობენ იმით, რომ თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი ორიგინალი ტექსტი და ასევე ძალიან ძნელად მიუწვდება ვინმეს ხელი ორიგინალ ტექსტებთან, რომლებიოც ასევე ძალიან რთული გასაგებია იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ნაცნობი არაა იუდაიზმი და ძნელად ერკვევა ებრაულ წიგნებში.
ავტორი -icej.ge ადმინისტრაცია