ისრაელმა უნდა იცოცხლოს!

ehoffer

ერიკ ჰოფერი ამერიკელი ფილოსოფოსი ავტორი წიგნისა:  The True Believer რომელიც ბესტსელერი გახდა  1951წელს.

დაჯილდოვებულია პრეზიდენტის თავისუფლების ორდერიდ.

 

ებრაელები უცნაური ხალხია. ის, რაც ნებადართულია სხვა ერებისთვის_აკრძალულია ებრაელთათვის. მრავალი სხვა ნაცია დევნიდა და ავიწროებდა ხალხს. რუსეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია ( ეხლა ეს ორი სხვადასხვა რესპუბლიკებია ჩეხეთი და სლოვაკეთი) დევნიდა . თურქებმა მილიონობით ბერძენი გაყარეს, ალჟირმა_მილიონობით ფრანგი გააძევა. ინდონეზიამ გააძევა უთვალავი რაოდებობის ჩინელი და ამ დროს არავის დევნილებზე სიტყვა არ დასცდენია. ისრაელს რაც შეეხება, ყველა თანხმდება, რომ მან უკან უნდა დააბრუნოს ყველა არაბი, ისე რომ ერთიც არ გამორჩეს. როდესაც სხვა ნაციები იმარჯვებენ ბრძოლის ველზე, შემდგომ  მშვიდობის ბრძანებას იძლევიან. მაგრამ, თუ ისრაელმა გაიმარჯვა მას რატომღაც ხვეწნა სჭირდება მშვიდობაზე. ყველა მოითხოვს, რატომღაც, რომ, ერთადერთი, ებრაელები იქცეოდნენ დედამიწაზე ჭეშმარიტი ქრისტიანებივით. დაფიქრებულან კი მსოფლიოს ერები, რომ სხვა ნაციები, მაშინაც კი, როდესაც მარცხდებიან, ახერხებენ გადარჩენასა და ფეხზე დადგომას, ისრაელის დაცემა კი მის დაღუპვას ნიშნავს? ნასერს (Насер )რომ გაემარჯვა ივნისში, ის წაშლიდა კიდევაც ისრაელის სახსენებელს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან და ებრაელების დასახმარებლად არავინ თითს არ გაანძრევდა. ყველა ის ვალდებულება, რაც ისრაელს აქვს ბოძებული სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ჩათვლითაც, იმ ფურცელზე ძვირი არც ღირს, რაზეც ისინი წერია. მთელი მსოფლიო დუღდა ბრაზისგან, როდესაც ვიეტნამში ხალხი იღუპებოდა, ან  როდესაც ორი შავკანიანი   დასაჯეს  როდეზაში. მაგრამ, ჰიტლერი რომ ჟლეტდა ებრაელებს პროტესტიც კი არავის გამოუთქვამს. შვედები, რომელნიც გვემუქრებოდნენ დიპლომატიური ხელშეკრულების გაუქმებით ამერიკასთან_იმის გამო რაც ჩვენ ვიეტნამში ჩავიდინეთ, არც კი ალაპარაკდნენ, როდესაც ჰიტლერმა ათასობით ებრაელი დახოცა. პირიქით,ისინი ამარაგებდნენ ჰიტლერს საჭირო ინვენტარით და მის ჯარსაც ემსახურებოდნენ, რომელიც ნორვეგიაში მიემართებოდა. ებრაელები დედამიწაზე მარტონი არიან. თუკი ისრაელი გადარჩება, ეს იქნება მხოლოდ ებრარლთა დამსახურება_ მათი ძალიახმევისა და რესურსების შედეგი. ეს მაშინ, როდესაც, ისრაელი ჩვენი ერთადერთი სანდო და უდავო მხარდამჭერია. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ისრაელს უფრო მეტად, ვიდრე ის ჩვენ. წარმოსადგენადაც კი საშიშია, რა იქნებოდა, თუ გასულ წელს, 1967წლის ზაფხულში ( შვიდდღიანი ომის დროს) არაბებს, რუსთა დახმარების შედეგად ბრძოლა რომ მოეგოთ… რთული შესაფასებელია,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ ისრაელის არსებობა ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნებისთვის. არ მტოვებს წინათგრძნობა: როგორც ჩვენ ვექცევით ისრაელს, იგივე მოგვეგება ყველას. თუკი ისრაელი გაქრება, ჩვენც ყველას საშინელება დაგვატყდება თავს. ისრაელმა უნდა იცოცხლოს! ‘Israel must live’