ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, გაეროს 71-ე ასამბლეაზე გამოსვლის სრული ტექსტი (22.09.2016)

United Nations Hosts World Leaders For Annual General Assembly

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო

რის თქმასაც ახლა ვაპირებ შოკის მომგვრელი იქნება თქვენთვის: „ისრაელს ნათელი მომავალი აქვს გაეროში“.
ვიცი რომ ჩემგან ამის მოსმენა მოულოდნელია, რადგან წლების მანძილზე, ამ ტრიბუნაზე მდგომი, გაეროს ვაკრიტიკებდი მისი მომაბეზრებელი აკვიატებების გამო ისრაელის წინააღმდეგ და გენერალური ასამბლეის სამარცხვინოდ, გაერო იმსახურებს ყველა გამკიცხავ სიტყვას. მან გასული წლის განმავლობაში, ისრაელის დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაატარა 20 რეზოლუცია, ხოლო პლანეტის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ჯამში შედგენილ იქნა მხოლოს 3 .

ისრაელი – 20; დანარჩენი მსოფლიო – 3

და რა შეიძლება ითქვას ხუმრობაზე, რომელსაც „გაეროს ადამიანთა უფლებების საკონსულო ჰქვია“?. რომელიც ყოველ წლიურად გმობს ისრაელს უფრო მეტად ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთად აღებულს.
მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით ქალებს სისტემატიურად კლავენ, აუპატიურებენ და ჰყიდიან მონებად, რომელია ის ქვეყანა, რელიც გაეროს ქალთა კომისიამ წელს გასაკიცხად აირჩია? დიახ თქვენ მიხვდით – ეს ისრაელია. ისრაელი. ისრაელი სადაც ქალები მართავენ სამხედრო თვითმფრინავებს, წინამძღოლობენ დიდ კორპორაციებს, ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტებს, თავმჯდომარეობენ უზენაეს სასამართლოს – ორჯერ – და მსახურობენ როგორც ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერნი და პრემიერ მინისტრნი.

და ეს ცირკი გრძელდება იუნესკოშიც (UNESCO). იუნესკო, გაეროს ორგანო, რომელიც დაკავებულია მსოფლიოს საგანძურის დაცვით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იგი უარჰყოფს 4 000 წლიან კავშირს ებრაელ ხალხსა და მის უწმინდეს ადგილს, ტაძრის მთას შორის. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ჩინელ ხალხსა და ჩინეთის დიდ კედელს შორის არსებული კავშირის უარჰყოფა.

ქალბატონებო და ბატონებო

გაერო, რომელმაც დაიწყო არსებობა როგორც მორალურმა ძალამ, იქცა მორალურ ფარსად. ასე რომ, როცა გაეროში ისრაელზეა საუბარი, ალბათ ფიქრობთ , რომ არაფერი შეიცვლება, არა? დაფიქრდით კვლავ. დაინახავთ. ყველაფერი შეიცვლება და უფრო სწრაფად ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ცვლილება მოხდება ამ დარბაზში, რადგან შინ, თქვენი მთავრობები სწრაფად იცვლიან დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ. და ადრე თუ გვიან შეიცვლება თქვენი გაეროში ხმის მიცემის გზაც ისრაელთან მიმართებაში.

აზიის, აფრიკისა და ლათიკური ამერიკის უფრო და უფრო მეტი ერები ხედავენ ისრაელში პოტენციურ პარტნიორს – დღევანდელობის ტერორიზმთან ბრძოლასა და ხვალინდელი დღის ტექნოლოგიურ განვითარებაში.

დღეს ისრაელს დიპლომატიური ურთიეთობები აქვს 160-ზე მეტ ქვეყანასთან. ეს ორჯერ მეტია იმ პერიოდთან შედარებით, როცა აქ, ისრაელის ელჩის სახით ვმსახურობდი, 30 წლის წინ. ეს კავშირი დღითიდღე უფრო ფართო და ღრმა ხდება. მსოფლიო ლიდერები მზარდი ხასიათით აფასებენ ისრაელს ძლიერ ქვეყანად, რომელსაც ერთ ერთი საუკეთესო ინტელექტუალური მომსახურება გააჩნია მთელს დედამიწაზე. ჩვენი, ტერორიზმთან ბრძოლაში შეუდარებელი გამოცდილებისა და დამტკიდებული შესაძლებლობების გამო, თქვენი მთავრობების დიდი ნაწილი საჭიროებს ჩვენს დახმარებას, რათა უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოება.
ბევრი ასევე მიისწრაფვის მიიღოს სარგებელი ისრაელის მიღწევებისაგან სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, წყალში, კიბერნეტიკასა და დიდი მოცულობის მონაცემების შერწყმაში, კავშირებსა და ხელოვნურ ინტელექტში – ეს ის შერწყმაა, რომელიც ყოველმხრივ ცვლის ჩვენს სამყაროს.
გათვალისწინებულ უნდა იქნას ისიც, რომ ისრაელი ლიდერობს ნარჩენების გადამუშავებაში. ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენების 90%-ს. რამდენად შესანიშნავია ეს? სიაში მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა გადაამუშავებს მხოლოდ 20%-ს. ისრაელი ასევე გლობალური წყლის ძალის მქონეა. ასე რომ, თუ მწყურვალი მსოფლიო გყავთ, და გვყავს კიდევაც, ისრაელი საუკეთესო მოკავშირეა.

კიბერუსაფრთხოებას რაც შეეხება? ეს ის საკითხია რომელიც გავლენას ახდენს ყველაზე. ისრაელი შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 1 პროცენტის მეათედს, თუმცაღა წინა წელს მოვახერხეთ გლობალური კერძო ინვესტიციების 20%-ის მოზიდვა კიბერუსაფრთხოებაში. მსურს რომ გაიაზროთ ეს რიცხვი. კიბერნეტიკაში ისრაელი საკუთარ წონაზე 200-ჯერ მძიმე ჩაწოდებას აკეთებს. ასე რომ ისრაელი გლობლურ კიბერ ძალასაც წარმოადგენს. თუ ჰაკერები უმიზნებენ თქვენს ბანკებს, თვითმფრინავებს, ელექტრო სისტემებს და საერთოდ ყველაფერ დანარჩენს, ისრაელს შეუძლია შემოგთავაზოთ აღუწერელი დახმარება.

მთავრობები ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ იმიტომ, რომ მათ იციან. ისრაელს შეუძლიან მათი დახმარება ხალხის დაცვაში, გამოკვებაში, ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ამ ზაფხულს მომეცა საშუალება ცხადად დამენახა ეს ცვლილებები 4 აფრიკულ ქვეყანაში ვიზიტის დროს. ეს ისრაელის პრემიერ მინისტრის პირველი სტუმრობაა აფრიკის ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე. მოგვიანებით, დღეს შევხდები 17 აფრიკული ქვეყნის ლიდერებს. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეუძლია ისრაელის ტექნოლოგიებს დახემარონ მათ საკუთარი ქვეყნების ტრანსფორმაციაში.

ცვლილებები ხდება აფრიკაში. ისრაელის მიმართ დამოკიდებულება იცვლება ჩინეთში, იაპონიაში, ინოეთსა და რუსეთშიც. ამ ერებმა იციან, რომ მიუხედავად ისრაელის მცირე ზომებისა, შეუძლია დიდი გარდატეხების მოხდენა ბევრ მათთვის მნიშვნელოვან სფეროში.

მაგრამ ახლა ვაპირებ თქვენს კიდევ უფრო მეტად გაოცებას. ცვლილებები ისრაელის მიმართ დამოკიდებულებაში ხდება ყველგან. ის ადგილს იჩენს არაბულ სამყაროშიც. ეგვიპტესთან და იორდანიასთან დადებული მშვიდობის ხელშეკრულებები მიგვიყვანენ სტაბილურობამდე არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ უნდა გითხრათ ესეც: პირველად ჩემს ცხოვრებაში, რეგიონის ბევრი სხვა ქვეყანაც აღიარებს, რომ ისრაელი არ არის მათი მტერი. რომ ისრაელი მათი მოკავშირეა. ჩვენი საერთო მტრები არიან ირანი და ისლამური სახელმწიფო. ჩვენი საერთო მიზნებია უსაფრთხოება, განვითარება და მშვიდობა. მე მჯერავს, რომ მომავალ წლებში ჩვენ ერთად ვიმუშავებთ რათა მივაღწიოთ ამ მიზნებს. ვიმუშავებთ ღიად.

ამგვარად, ისრაელი გადის არც მეტი არც ნაკლები დიპლომატიური ურთიერთობების რევოლუციას. მაგრამ ამ რევოლუციაში, ჩვენ არასოდეს ვივიწყებთ ჩვენს სანუკვარ ალიანსს, ჩვენს ღრმა მეგობრობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ყველაზე ძლიერ და გულუხვ ერთან დედამიწაზე. ჩვენი შეუვალი კავშირი ა.შ.შ-სთან სცდება პარტიებსა და პოლიტიკას. ეს აირეკლება, ყველაზე მეტად, ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ მხარდაჭერაში. მხარდაჭერაში, რომელიც რეკორდულ სიმაღლეებს აღწევს და რისთვისაც მადლობელნი ვართ.

მჯერავს, რომ შორს არ არის ის დღე, როცა ისრაელი შესძლებს ენდოს გაეროს ქვეყნებს მხარდაჭერაში. ნელა მაგრამ მტკიცედ, ის დღეები, როცა გაეროს ელჩები რეფლექსურად გმობენ ისრაელს, დასასრულს უახლოვდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გმობს ისრაელს, ამერიკის შეერთებული შტატები კი მხარს უჭერს მას და სწორედ ა.შ.შ-ს თანმიმდევრული მხარდაჭერა გვევლინება გაეროში ისრაელის დაცვის ცენტრალურ სვეტად. მე ვაფასებ პრეზიდენტ ობამას მიერ აღებულ ვალდებულებას ამერიკის ამ გრძელვადიანი პოლიტიკისადმი. სხვათაშორის ერთად ერთი შემთხვევა, როდესაც ა.შ.შ-მ, ობამას პრეზიდენტობის დროს, ვეტო დაადო გაერთიანებული ერების საკონსულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იყო 2011 წლის ანტი ისრაელური რეზოლუცია. პრეზიდენტ ობამამ სამართლიანად განაცხადა ამ სცენაზე, მშვიდომა არ მოვა გაეროში მიღებული დებულებებითა და რეზოლუციებით.

ქალბატონებო და ბატონებო

დღევანდელი გაეროს უმრავლესობის ავტომატური წინააღმდეგობა ისრაელთან მაგონებს ჰირო ონადასის ერთ შესანიშნავ ამბავს. ჰირო იყო იაპონელი ჯარისკაცი, რომელიც 1944 წელს გაგზავნილ იქნა ფილიპინებზე. იგი ცხოვრობდა ჯუნგლებში, ეძიებდა საკვებს და საბოლოოდ ის გადარჩა, თუმცა ეს მოხდა 1974 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ. ათწლეულების მანძილზე ჰიროს არ სჯეროდა რომ ომი დასრულდა. მაშინ როცა ჰირო იმალებოდა ტყეში, იაპონელი ტურისტები ცურაობდნენ ამერიკის მდიდრული სასტუმროების აუზებში მანილასთან ახლოს. სამოწყალოდ, ჰიროს დასარწმუნებლად ყოფილი კომანრდორ ოფიცერი გაუშვეს და მხოლოდ მაშინ დაუშვა მან თავისი იარაღი.

ქალბატონებო და ბატონებო

მრავალი ქვეყნის გამორჩცეულო დელეგატებო

მე ერთი გზავნილი მაქვს დღეს თქვენთან: დადეთ თქვენი იარაღი. ისრაელის წინააღმდეგ ომი გაეროში დასრულებულია. შეიძლება ზოგმა თქვენთაგანმა ეს ჯერ კიდევ არ იცის, მაგრამ მე მჯერავს რომ უახლოეს მომავალში თქვენ მიიღებთ ცნობას თქვენი პრეზიდენტის ან პრემიერ მინისტრისაგან, რომელიც გამცნობთ რომ გაეროში ისარაელის წინააღმდეგ ომი დასრულებულია. დიახ მე ვიცი რომ შტორმი შეიძლება უსწრებდეს წინ სიმშვიდეს, ვიცი რომ საუბრებია თითქოს ისრაელზე დავდასხმას აპირებენ გაეროში მოგვიანებით, მიმდინარე წელს.
ისრაელის მიმართ მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე განა ვინბეს სჯერა რომ ისრაელი ნებას დართავს გაეროს რომ განსაზღვროს ჩვენი უსაფრთხოება და სასიცოცხვლო ეროვნული ინტერესები.
ჩვენ არ მივიღებთ გაეროს არც ერთ მცდელობას უკარნახოს ისრაელს პირობები. მშვიდობისკენ მიმავალი გზა გადის იერუსალიმსა და რამალას შორის, და არა ნიო იორკზე.
მაგრამ მიუხედავად ყველაფერი იმისა რაც ხდება ბოლო თვეებში, მე სრულად ვარ თავდაჯერებული იმაში, რომ ისრაელის ერებს მიმართ დამოკიდებულების რევოლუცია შემოაღწევს ამ დარბაზშიც. იმდენად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვპროგნოზირებ კიდევაც. დღეიდან 10 წლის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრი დადგება ზუსტად აქ, სადაც მე ვდგევარ და მას ტაშს დაუკრავენ. მაგრამ მინდა გკითხოთ,: რატომ უნდა ვიცადოთ 10 წელი? რატომ გავაგრძელოთ ისრაელის შეურაცხყოფა? ალბათ იმიტომ რომ ზოგიერთი თქვენგანი ვერ ხვდება, რომ ისრაელითან წინააღმდეგობაში ყოფნა არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის პრობლემაა, არამედ თქვენი ქვეყნებისაც. გამომდინარე იქიდან რომ გაერო ამდენ დროს ხარჯავს ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი დემოკრატიული ქვეყნის გაკიცვაზე, მას ბევრად ნაკლები დრო რჩება ომის, ავადმყოფობის, სიღარიბის, კლიმატის ცვლილების და იმ სერიოზული პრობლემების დასაძლევად, რომელნიც თავს ატყდებიან პლანეტას.

განა ისრაელის დაგმობით ეხმარებით ნახევარ მილიონ განადგურებულ სირიელს? იმ ისრაელისა, რომელმაც უმკურნალა ათასობით დაჭრილ სირიელს ჩვენს საავადმყოფოებში, მათ შორის მინდვრის საავადმყოფოში, რომელიც ავაშენე გოლანის მაღლობებზე სირიის საზღვრის გასწვრივ. განა ირანში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომელთა ჩამოხრჩობაც ხდება, ეხმარებით ისრაელის დაგმობით? იმ ისრაელისა, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თავისუფლად დადიან ქუჩაში, მუშაობენ პარლამენში და არიან ჩემი პარტიის, ლიქუდის წევრები. განა ტირანულ ჩრდილოეთ კორის დამშეულ ბავშვებს ეხმარებით ისრაელის დემონიზაციით? ისრალისა, რომელიც სოფლის მეურნეობის „ნოუ ჰაუ“-ს მეშვეობით კვებავს მშიერ განვითარებად მსოფლიოს.

რაც უფრო მალე დასრულდება გაეროს კრიტიკული დამოკიდებულება ირაელის მიმართ, მით უკეთესი. უკეთესია ისრაელისათვის, უკეთესია თქვენი ქვეყნებისათვის, უკეთესია თვით გაეროსთვის.

ქალბატონებო და ბატონებო

თუ გაეროს ჩვევები რთულად კვდებიან, პალესტინური ჩვევები კიდევ უფრო ძნელად იღუპებიან. პრეზიდენტ აბასი, ამ ტრიბუნიდან თავს დაესხა ბალფურის დეკლარაციას. ის ამზადებს საჩივარს ინგლისის წინააღმდეგ 1917 წლის დეკლარაციის გამო ( თითქმის 100 წლის წინანდელი) პალესტინელებს ასევე შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ ირანის წინააღმდეგ კიროსის დეკლარაციაზე, რომელმაც 2 500 წლის წინ ნება დაგვრთო ებრაელებს აგვეშენებინა ტაძარი იერუსალიმში . მოდით დავფიქრდეთ, იქნებ იჩივლონ პალესტინელებმა აბრაამის წინააღმდეგაც, რომელმაც ხევრონში შეიძინა მიწის ნაკვეთი, 4 000 წლის წინ, სადაც ებრაელი ხალხის მამები და დედები დაკრძალეს ? თქვენ არ გეცინებათ. ეს ხომ მსგავსი აბსურდია. ბრიტანეთის მთავრობის ჩივილი ბალფურის დეკლარაციის გამო? ხუმრობს? და აქ ამას სერიოზულად ღებულობენ?

პრეზიდენტ აბასის თავდასხმის მიზეზი ბალფურის დეკლარაციაზე არის ის, რომ იგი აღიარებს ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე ცხოვრების უფლებას. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას 1947 წელს, მან აღიარა მშობლიურ მიწაზე ჩვენი ისტორიული და მორალური უფლება. თუმცა დღეს, მიახლოებით 70 წლის შემდეგ პალესტინელები კვლავ უარჰყოფენ ამ უფლებებს – არც ჩვენს უფლებას ჩვემს სამშობლოზე, არც ჩვენს უფლებას სახელმწიფოზე, არც ჩვენს რაიმე უფლებას საერთოდ. და ეს რჩება კონფლიქტის ძირითად გულად. პალესტინელების მხრიდან ისრაელის სახელმძიფოს რაიმე ფორმით აღიარების მუდმივი უარყოფა. თქვენ ხედავთ, რომ ეს კომფლიქტი არ უკავშირდება დასახლებებს და არც არასოდეს ყოფილა მისი მიზეზი.
ათწლეულების წინ, როცა კონფლიქტი წარმოიშვა მხოლოდ ერთი დასახლება იყო, იუდეა და სამარია და ღაზა მთლიანად არაბების ხელში იმყოფებოდნენ. ისინი კი მაინც თავს გვესხმოდნენ განუწყვეტლივ. ხოლო როცა გამოვედით ღაზას 21 დასახლებიდან და დავტოვეთ მისი თითოეული ინჩი. ჩვენ არ მიგვიღია მშვიდობა სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ ათასობით რაკეტა რომელსაც ღაზადან გვესვრიან.
პალესტინელებისთვის დასახლებები არის ხაიფა, იაფო და თელ ავივი. აქედან გამომდინარე ეს პრობლემა რეალურია და ის შეიძლება და აუცილებლად უნდა გადაიჭრას საბოლოო სტატუტის მიღწევით. მაგრამ ეს კონფლიქტი არასოდეს ყოფილა დასახლებების ან პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გამო. ის მუდამ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას უკავშირდებოდა. ისრაელის სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით არსებობას.
ქალბატონებო და ბატონებო
ისრაელი მზადაა, მეც მზად ვარ ვითანამშრომლი ყველა საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე არასოდეს ვითანამშრომლებ : ჩვენს უფლებაზე ერთადერთ ებრაულ სახელმწიფოზე

(ტაში დარბაზში)

უწყვეტი ტაში ისრაელის პრემიერ მინისტრს გენერალურ ასამბლეაზე? ცვლილება შეიძლება უფრო მალე მოხდეს ვიდრე მე ვფიქრობ.

პალესტინელებს თანხმობა რომ ეთქვათ ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე 1947 წელს, არ იქნებოდა ომი, ლტოლვილები და კონფლიქტი. და როდესაც პალესტინელები საბოლოოდ განაცხადებენ „კი“-ს ისრაელის სახელმწიფოს აღიარებაზე, ჩვენ შევძლებთ დავამთავროთ ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ.

ახლა აქ ტრაგედია სუფევს, რადგან, პალესტინელები არიან ჩარჩენილები არა მარტო წარსულში, არამე მათი ლიდერები მომავალსაც წამლავენ.
მე მსურს წარმოიდგინოთ 13 წლის არაბი ბავშვის ცხოვრების ერთი დღე, მე მას ალის დავარქმევ. ალი იღვიძებს სკოლაში წასვლის წინ, ის მიდის დალალ მუგრაბის სახელობის საფეხბურთო გუნდში სავარჯიშოდ.იმ პალესტინელი ტერორისტის სახელობისა, რომელიც პასუხისმგებელია ავტობუსის აფეტქებაში 37 ისრაელის დაღუპვაზე, სკოლაში ალი ესწრება წვეულებას, რომელიც დაფინანსებულია პალესტინის განათლების სამინისტროს მიერ და პატივს მიაგებს ბაჰა ალიანს, რომელმაც გასულ წელს 3 ისრაელის მოქალაქე მოკლა. სახლში დაბრუნებისას, ალი შესცქერის ძეგლს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აღმართეს პალესტინელმა ავტორიტეტებმა აბუ სუკარის საპატივცემულოდ. რომელმაც ბომბი დაამონტაჟა იერუსალიმის ცენტრში და მოკლა 15 ისრაელელი.
როცა ალი მიდის სახლში ის რთავს ტელელვიზორს და უყურებს ინტერვიუს პალესტინის ოფიციალურ წარმომადგენელთან, ჯიბრილ რაჯობთან, რომელიც ამბობს, რომ მას რომ ატომური ბომბი ჰქონოდა, იმავე დღეს ისრაელში ააფეთქებდა. შემდეგ ალი რთავს რადიოს და ესმის პრეზიდენტ აბასის მრჩევლის გამოსვლა, სულთან აბუ ალ ეინეინ, რომელიც მიმართავს პალესტინელებს, ციტატა: „ გამოჭერით ყელი ისრაელელებს ყველგან, სადაც კი შეხვდებით მათ“ იუთუბზე ალი უყურებს პრეზიდენტ აბასის კლიპს სადაც იგი აცხადებს „ ჩვენ მივესალმებით იერუსალიმში დაღვრილ სისხლის თითოეულ წვეთს“ – პირდაპირი ციტატა.
სადილზე ალი ეკითხება დედას რა მოხდება თუ იგი მოკლავს ებრაელს და წავა ისრაელის ციხეში? და აი დედა პასუხობს, რომ მას გადაუხდიან ათასობით დოლარს ყოველ თვე პალესტინელი ავტორიტეტები. და რაც უფრო მეტ ებრაელს მოკლავს მით უფრო მეტ ფულს მიიღებს. ხოლო როცა ციხიდან გამოვა ალის გარანტირებული ექნებოდა სამსახური პაესტინელ ავტორიტეტებთან.

ქალბატონებო და ბატონებო

ეს ყველაფერი რეალურია. ეს ხდება ყოველ დღე, განუწყვეტლივ. სამწუხაროდ ალი წარმოგვიდგენს ასი ათასობით პალესტინელ ბავშვს, რომელთაც შთააგონებენ სიძულვილს ყოველ წუთას, ყოველ საათს. ეს ბავშვებზე ძალადობაა.
წარმოიდგინეთ თქვენი ბავშვი, რომელსაც ტვინს ურეცხავენ. წარმოიდგინეთ რად უჯდება ახალგაზრდა ბიჭს ან გოგოს რომ თავი დააღწიოს ამ სიძულვილის კულტურას. რამოდენიმე აღწევს, მაგრამ ბევრი ვერა. როგორ უნდა მოველოდოთ ახალგაზრდა პალესტინელებისაგან მშვიდობას, როცა მათი ლიდერები შხამავენ მათ გონებას მშვიდობის წინააღმდეგ?

ჩვენ ისრაელში ამას არ ჩავდივართ. ჩვენ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს მშვიდობას. და ჩვენ შევიმუშავეთ კიდევაც პროგრამა,( ჩემმა მთავრობამ), რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა ებრაელი ბავშვებისათვის არაბულის სწავლა რათა უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს და შევძლოთ ერთმანეთის გვერდით მშვიდობით თანაცხოვრება
რა თქმა უნდა, როგორც ყველა საზოგადოებაში, ისრაელსაც ჰყავს გაუთლელი ელემენტები. მაგრამ ჩვენი პასუხია განსხვავებული. აიღეთ ტრაგიკული შემთხვევა აჰმედ დავაბშასი. არასოდეს დამავიწყდება ჩემი სტუმრობა ახმედთან საავადმყოფოში თავდასმიდან რამდენიმე საათის შემდეგ. პატარა ბიჭი, სასტიკად იყო დამწვარი. აჰმედი იყო მსხვერპლი საშინელი ტერორისტული აქტისა, რომელიც ებრაელებმა ჩაიდინეს. ის იწვა ბინტებში გახვეული და გონება დაკარგული, ისრაელელი ექიმები კი მის გადასარჩენად მუშაობდნენ.
ვერანაირი სიტყვები ვერ მოუტანს შვებას ამ ბიჭს ან მის ოჯახს. და მაინც, როცა ვიდექი მისი ლოგინის გვერდით, ვუთხარი მის ბიძას: „ ეს არ არის ჩვენი ხალსი, ეს არ არის ჩვენი გზა“ მერე გავეცი ბრძანება ექსტრაორდინარული ზომები მიეღოთ რათა აჰმედის თავდამსხმელები მიეცათ სამართალში და დღეს ისრაელის ებრაელი მოქალაქენი სხედან ციხეში და ელოდებიან განაჩენს.

თითქოსდა ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ორივე მხარეს ჰყავს ექსტრემისტები, და ორივე მხარე თანაბრად პასუხისმგებელია ერთი შეხედვით დაუსრულებელ კონფლიქტზე. მაგრამ რასაც აჰმედის ისტორია გვიმტკიცებს სრულიად საპირისპიროა. ეს გვიჩვენებს საფუძვლიან განსხვავებას ჩვენს ორ საზოგადოებას შორის. რადგან მაშინ როცა ისრაელის ლიდერები გმობენ ტერორიზმს, ყველა ტერორისტს, არაბებსა და ებრაელებს, პალესტინელი ლიდერები მიესალმებიან მას. როცა ისრაელი ციხეში სვავს ებრაელ ტერორისტებს, პალესტინელები დიდძალ თანხას უხდიან მათ.
ამიტომ მე მოვუწოდებ პრეზიდენტ აბასს: უნდა გააკეთო არჩევანი. შენ შეგიძლია გააგრძელო სიძულვილის თესვა როგორც დღეს ან საბოლოოდ დაუპირისპირდე სიძულვილს და იმუშავო ჩემთან ერთად ჩვენს ორ ხალხს შორის მშვიდობის დასამყარებლად.

ბატონებო და ქალბატონებო
მე მესმის ზუზუი დარბაზში. მე ვიცი რომ ბევრმა თქვენგანმა ხელი ჩაიქნია მშვიდობაზე. მაგრამ მინდა იცოდეთ _ მე არ ჩამიქნევია ხელი მშვიდობაზე. მე ვრჩები ერთგული მშვიდობის ხედვისა, რომელიც ეყრდნობა მოსაზრებას, „ორი ქვეყანა ორი ხალხისთვის“. მე მჯერავს, ისე როგორც არასდროს რომ ცვლილებები ხდება არაბულ სამყაროში დღეს, რომელიც გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას რომ წინ წავიწიოთ მშვიდობისაკენ. მე მივესალმები ეგვიპტის პრეზიდენტ ელ სისის ძალისხმევას მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევაში ჩვენს რეგიონში. ისრაელი მიესალმება არაბული მშვიდობის სულის ინიციატივას და მიესალმება დიალოგს არაბულ ქვეყნებთან რათა მიღწეულ იქნას უფრო ფართომასშტანბიანი მშვიდობა. მე მჯერავს რომ იმისათვის რათა მიღწეულ იქნას ეს ფართომასშტაბიანი მშვიდობა პალესტინელები უნდა გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. მე მზად ვარ დავიწყო მოლაპარაკებები დღეს და არა ხვალ, არა შემდეგ კვირაში, არამე დღეს.
პრეზიდენტმა აბასმა ისაუბრა აქ ერთი საათის წინ. პრეზიდენტო აბას, ნიუ იორკში, გაეროში ისრაელის წინააღმდეგ გამოსვლის მაგივრად, გიწვევ ესაუბრო ისრაელ ხალხს იერუსალიმის პარლამენტში. და მეც სიხარულით ჩამოვალ რამალას პარლამენტში პალესტინელებთან სასაუბროდ.

ქალბატონებო და ბატონებო
ისრაელი ისწრაფვის მშვიდობისაკენ , მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით ისიც, რომ მშვიდობას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი ვიდრე აგრესიული ისლამის ძალები. ამ ფანატიზმის სისხლიანი გზა ყველა კონტინენტზე გადის. პარიზსა და ნიცაში, ბრუსელსა და ბაღდადში, თელ ავივსა და იერუსალიმში, მინესოტასა და ნიუ იორკში, სიდნეიდან სან ბერნარდინომდე.
რამდენმა იტანჯა ამ სიველურისაგან: ქრისტიანებმა და ებრაელებმა, ქალემა და სექსუალურმა უმცირესობებმა, იეზიდემა, ქურთებმა, და ბევრმა სხვამ.
და მაინც ყველაზე ძვირად ეს ყველაფერი უდანაშაულო მუსულმანებს დაუჯდათ. ასიათასობიდ უმოწყალოდ იქნენ დახოცოლნი, მილიონობით მათგანი გადაიქცა ლტოლვილად, ათობით მილიონი იქნა დაპყრობილი. ძალადობრივი ისლამის დამარცხება გამარჯვება იქნება მთელი კაცობრიობისთვის, და განსაკუთრებით იმ მუსლიმებისათვის ვინც მიისწრაფვის მშვიდობიანი და იმედიანი ცხოვრებისაკენ შიშის გარეშე.
თუმცა აგრესიული ისლამის დამარცხებისათვის უნდა ვიბრძოლოდ დაუნდობლად. ჩვენ მათ უნდა ვებრძოლოთ რეალურ სამაყროში, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მათ ვირტუალურ სამყაროში, ჩვენ უნდა დავაძლუროთ მათი ქსელები, შევწყვიტოთ მათი დაფინანსება, მოვახდინოთ მათი იდეოლოგიის დისკრედიტაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება და ჩვენ დავამარცხებთ მათ. მედიევალიზმი არ ერგება თანამედროვეობას, იმედი სიძულვილზე ძლიერია, თავისუფლება შიშზე ძლევამოსილია.
ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება

ქალბატონებო და ბატონებო
ისრაელი იბრძვის ამ საბედისწერო ბრძოლას აგრესიული ისლამის წინააღმდეგ ყოველ დღე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზღვრებს ისლამური სახელმწიფოსგან, ჩვენ აღვკვეთავთ ჰეზბოლას იარაღის კონტრაბანდას ლიბანში, ჩვენ ვშლით პალესტინურ ტერორისტულ შემოტვებს იუდეასა და სამარიაში, (დასავლეთ სანაპირო), ჩვენ ვაკავებთ სარაკეტო დარტყმებს ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზადან.

ჰამასი, ეს ის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც, წარმოუდგენლად სასტიკად ამბობს უარს ჩვენი სამი მოქალაქისა და დაცემული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე, ორონ შაულ და ჰადარ გოლდინ. ჰადარ გოლდინის მშობლები, დღეს აქ არიან ჩვენთან. მათ ერთი თხოვნა აქვთ, რომ დაასაფლავონ საკუთარი საყვარელი ვაჟი ისრაელში. რასაც ისინი ითხოვენ არის მარტივი რამ _ რომ შეძლონ თავიანთი დაცემული ვაჟის საფლავზე მისვლა ისრაელში. ჰამასი ამის წინააღმდეგია, მათ ეს არ აღელვებთ.
მე გევედრებით რომ დადგეთ მათთან, ჩვენთან, ყველა ღირსეულთან ჩვენს მსოფლიოში ჰამასის არაჰუმანურობის წინააღმდეგ – ეს ყველაფერი უხამსი და ველურია. ჰამასი არღვევს წიგნში არსებულ ყველა ჰუმანიტარულ კანონს. ესროლეთ მას ეს წიგნი.

ქალბატონებო და ბატონებო
ჩემი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს უდიდეს საფრთხედ რჩება ირანის აგრესიული ისლამური რეჟიმი. ირანი ღიად მიისწრაფვის ისრაელის განადგურებისაკენ, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, იგი სპონსორობას უწევს ტერორიზმს მსოფლიოს მასშტაბით.
ამ წელს უსაფრთხოების საკონსულოს რეზოლუციის დაუმორჩილებლობით ირანმა უკვე ისროლა ბალისტიკური რაკეტა, მან გააფართოვა თავისი აგრესია ერაყში, სირიასა და იემენში. ირანმა, სოფლიო ტერორიზმის დამფინანსებელმა, გააგრძელა გლობალური ტერორისტული ქსელის მშენებლობა, ეს ტერორისტული ქსელი ახლა მოიცავს უკვე 5 კონტინეტს.
ამგვარად ჩემი მინიშნება შემდეგია: ირანის მუქარა წარსულში არაა, ის ჩვენს წინაა. მომავალ წლებში, უნდა იყოს უწყვეტი და გაერთიანებული ძალისხმევა ირანის აგრესიისა და ტერორის უკან დასახევად. ისრაელი არ დაუშვებს რომ ტერორისტულმა რეჟიმმა ირანში განავითაროს ატომური იარაღი – არც ახლა, არც მომავალ დეკადაში და არც არასოდეს.

ქალბატონებო და ბატონებო
ვდგევარ თქვენს წინაშე და ამავე დროს ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, შიმონ პერესი, იბრძვის თავისი სიცოცხლისათვის. შიმონი ისრაელის ერთ ერთი დამაარსებელი მამაა, ერთ ერთი გამოკვეთილი სახელმწიფო მოღვაწე და პატივსაცემი ლიდერი. მე ვიცი ყველანი შემომიერთდებით მე და ისრაელის მთელს ხალხს, რომ ვუსურვოთ მას “რეფუა შლემა”, სწრაფი გამოჯანმრთელება.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შიმონის ურყევი ოფტიმიზმით, და მის მსგავსად მეც აღსავსე ვარ იმედით. მე სავსე ვარ იმედით იმისა, რომ ისრაელს უნარი შესწევს დაიცვას საკუთარი თავი თვითონ ნებისმიერი საფრთხის წინაშე, აღსავსე ვარ იმედით იმისა, რომ ჩვენი მებრძოლი კაცებისა და ქალების ვაჟკაცობა შეუდარებელია, რომ ცივილიზაციის ძალა აუცილებლად გაიმარჯვებს ტერორზე, რომ ინოვაციების ერაში, ისრაელი – ინოვაციური ერი – იფურჩქნება ისე როგორც არასოდეს აქამდე.
ისრაელი მუშაობს მუხლმოუხრელად, იმისათვის რომ იყოს თანასწორობა და შესაძლებლობები ყველა მისი მოქალაქისთვის: ებრაელებისთვის, მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის, დრუზებისთვის, ყველასთვის. და მე მაქვს იმის იმედი, რომ მიუხედავად სკეფტიციზმისა მომავალ წლებში მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობას მეზობლებთან.

ქალბატონებო და ბატონებო
მე იმედით ვარ აღსავსე ისრაელის მომავალ მიღწევებთან მიმართებაში, რადგან მე ვხედავ თუ რას მიაღწია მან უკვე. 1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობის წელს, ჩვენი მოსახლეობა ი 800 000 სულს აღწევდა. ჩვენი ძირითადი ექსპორტი იყო ფორთოხალი. ხალხი ამბობდა, რომ ვიყავით ძალიან პატარანი, ძალიან სუსტნი, ზედმეტად იზოლირებულნი, დემოგრაფიულად ძალიან ცოტანი, იმისათვის რომ გადავრჩენილყავით. სკეფტიკები შეცდნენ ისრაელთან მიმართებასი მაშინ და ისინი ცდებიან ახლაც.
ისრაელის მოსახლეობა გაიზარდა ათჯერ, ჩვენი ეკონომიკა ორმოცჯერ. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ექსპორტია ტექნოლოგიები – ისრაელის ტექნოლოგიები, რომელიც, ასაზრდოებენ მსოფლიოს კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს, მანქანებს და სხვა…

ქალბატონებო და ბატონებო
მომავალი ეკუთვნით იმათ ვინც ქმნიან, და ამიტომ მომავალი ეკუთვნით ისრაელს და მის მსგავს ქვეყნებს. ისრაელს სურს იყოს თქვენი პარტნიორი მომავლის შეცნობაში, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას. ითანამშრომლეთ ისრაელთან, იოცნენბეთ ისრაელთან ერთად. იოცნებეთ მომავალზე, რომელიც შეგვიძლია ერთად ავაშენოთ, სუნთქვის შემკვრელი პროგრესის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი, კეთილდღეობის და მშვიდობის, იმედის მომავლისა მთელი კაცობრიობისთვის. მომავალი სადაც გაეროშიც, ამ დარბაზშიც, ისრაელი საბოლოოდ, აუცილებლად დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს ერებს შორის.

გმადლობთ

წყარო: https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=152482655206784&id=100013351512356